imedi /  02 მარტი 2019, 20:45 / სანდო წყარო

რემბოს მეხუთე სერიის პრემიერა სექტემბერში შედგება

სილვესტერ სტალონე

სილვესტერ სტალონე

ცნობილი ფრენჩაიზის, რემბოს მეხუთე ნაწილი შემოდგომაზე გამოვა. ისევე როგორც წინა სერიებში ლეგენდარული გმირის როლს სილვესტერ სტალონე შეასრულებს. 

Independent-ის ინფორმაციით, კომპანია Lionsgate-ს მიერ შექმნილ ფილმის პრემიერას, მძაფრსიუჟეტიანი კინოს მოყვარულები 20 სექტემბერს იხილავენ. "რემბო: უკანასკნელი სისხლის" რეჟისორი ადრიან გრანბერგი იქნება. ხოლო ბოლო სერიის სცენარზე, სხვებთან ერთად თავად სილვესტერ სტალონეც იმუშავებს. 

ყველა სიახლე

უკრაინა

23 მარტი 2019, 00:10

მსოფლიო

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენის სიგრძე ერთ მეტრს აღწევს

გამოცემა Tages-Anzeiger-ის თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იმდენი კანდიდატი, რამდენიც წელს არის, არასდროს ყოფილა. სიაში 40-მდე კანდიდატია. იმისთვის, რომ სია საზოგადოებისთვის წარედგინათ, 4 ხელი გახდა საჭირო, "რადგან მისი სიგრძე დაახლოებით 80 სანტიმეტრია".

23 მარტი 2019, 00:02

მსოფლიო

უნგრეთში სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯალათი დააკავეს

უნგრეთში დააკავეს სირიელი, რომელიც სავარაუდოდ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და სიკვდილით დასჯის რიტუალს ახორციელებდა. უნგრეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, კაცი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ 2016 წლიდან თანამშრომლობდა.

22 მარტი 2019, 23:55

საქართველო

ბათუმში ხანძრის შედეგად ერთი კაცი დაშავდა

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩზე მომხდარი ხანძრის შედეგად 76 წლის მამაკაცი დაშავდა. როგორც სასწრაფო დახმარების ექიმებმა განაცხადეს, მას სახისა და ხელების არეში მსუბქი დამწრობა აქვს მიღებული. შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

ცენზურა

22 მარტი 2019, 23:54

კულტურა

Massive Attack-ი და Pussy Riot-ი რენტგენის ფირფიტაზე ჩაწერილ სიმღერებს გამოუშვებენ

ეს პროექტი-აქცია ცენზურის წინააღმდეგ არის მიმართული. საბჭოთა კავშირის დროს აკრძალულ მუსიკას რენტგენისთვის განკუთვნილ ფირფიტებზე წერდნენ. ჩანაწერი აუქციონზე გაიყიდება, მიღებული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება. ფირფიტაზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერები იქნება.

ბერლინი

22 მარტი 2019, 23:35

მსოფლიო

ბერლინის ცენტრში 400-ზე მეტმა ადამიანმა ორი იუთუბერის გამო იჩხუბა

ბერლინში 100-ზე მეტი პოლიციელი ცდილობდა დაეშალა მასობრივი ჩხუბი, რომელიც Youtube-ის ორ ვარსკვლავს შორის უთანხმოების გამო მოხდა. ჩხუბი ალექსანდერპლატცზე მოხდა, პოლიციის ცნობით, დაკავებულია 9 ადამიანი. პოლიციამ მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

გვინეტ პელროუ

22 მარტი 2019, 23:25

ტაბლოიდი

გვინეტ პელტროუმ ტყავის საცვლების წარმოება დაიწყო

ჰოლივუდის მსახიობმა გვინეტ პელტროუმ ტყავისგან დამზადებული საცვლების გამოშვება დაიწყო. ვებგვერდზე Goop, რომელიც 46 წლის ჰოლივუდელმა მსახიობმა 2008 წელს შექმნა, ხელით დამზადებული ტყავის საცვლის ნიმუშის ფოტო განათავსა, რომლის ფასიც 630 დოლარია.

ყვითელი ჟილეტები

22 მარტი 2019, 23:09

მსოფლიო

„ყვითელჟილეტიანების“ აქციაზე წესრიგს პოლიციელებთან ერთად სამხედროებიც დაიცავენ

ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ძალადობის ფაქტებზე მკაცრ ზომებს გაატარებს. პირველ ეტაპზე ხელისუფლება პოლიციელებს სამხედროებით დაეხმარება. თუმცა საზოგადოებაში ანტიტერორისტული ძალების გამოყენების გამო კრიტიკა გაჩნდა.

22 მარტი 2019, 22:40

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა პირადი ფოტოგრაფი სამსახურიდან დაითხოვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირადი ფოტოგრაფი სამსახურიდან გაუშვა. რომელიც ასევე კორეის შრომის პარტიიდან გარიცხეს. ფოტოგრაფის დასჯის მიზეზი პროტოკოლის დარღვევა გახდა. მან კიმ ჩენ ინს ფოტო ორი მეტრის დაშორებიდან გადაუღო.

მაიკ პომპეო

22 მარტი 2019, 22:38

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ღმერთმა ტრამპი ისრაელის გადასარჩენად გამოაგზავნა

ეს პირველი შემთვევა არ არის, როდესაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება და ღმერთის "სურვილი" ერთმანეთს დაუკავშირეს. იანვარში, თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდრესმა ერთ-ერთ რელიგიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ "ღმერთს სურდა ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო".

გადმოსვენება

22 მარტი 2019, 22:16

საქართველო

საფრანგეთში დაღუპულის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

საფრანგეთში, 10 თებერვალს ბორდოსთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 38 წლის თენგო გაბედავას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ოჯახის თქმით, გაბედავას დაღუპვიდან 40 დღე გავიდა, თუმცა საფრანგეთი მის გადმოსვენებაზე უარს ამბობს.

22 მარტი 2019, 22:10

მსოფლიო

გერმანიაში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი 10 ისლამისტი დააკავეს

გერმანიაში ათი ისლამისტი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ტერაქტების მომზადებაში.ფრანკფურტში პოლიციამ ეჭვმიტანილები რეიდის დროს დააკავა. რეიდში 200 პოლიციის ოფიცერი მონაწილეობდა. დაკავებულთა ასაკი 20-დან 42 წლამდეა. მთავარი ეჭვმიტანილი 21 წლისაა.

22 მარტი 2019, 21:54

სპორტი

ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში დღეს გამარჯვებულები ხმალში გამოვლინდნენ. ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა პირველობა არც ამჯერად დათმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მიხეილ სააკაშვილი

22 მარტი 2019, 21:52

მსოფლიო

უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განახლდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ Facebook-ზე გაავრცელა. გამოძიება 2018 წლის 6 მარტს შეწყდა.

ლადო აფხაზავა

22 მარტი 2019, 21:38

საქართველო

ლადო აფხაზავა უკვე დუბაიშია სადაც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს გამოავლენენ

ლადო აფხაზავა დუბაიში პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 24 მარტს გაიმართება. ხვალიდან კი, დუბაიში გლობალური განათლებისა და უნარების ფორუმი გაიხსნება, სადაც განათლების სფეროში არსებული პრობლემები განიხილება.

22 მარტი 2019, 21:35

საქართველო

გაერო-ში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღეს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა

სოციალური მუშაკები

22 მარტი 2019, 21:30

საქართველო

სოცმუშაკები გაფიცვის გამო შაბათ-კვირას გამოძახებაზე აღარ გავლენ

"ძვირფასო მოქალაქეებო, ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვაც", "დაუცველი დამცველები" - ამ შინარსის განცხადებები სოციალურმა მუშაკებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის ცენტრში დატოვეს.

22 მარტი 2019, 21:24

სპორტი

„ლივერპულის“ და „მილანის“ ლეგენდები საფეხბურთო მატჩისთვის ემზადებიან

საფეხბურთო მატჩი ხვალ ლივერპულში, ენფილდ-როუდზე უნდა ჩატარდეს. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, იტალიური კლუბის ლეგენდები, მათ შორის პაოლო მადლინი, კაკა და კახა კალაძე მილანში შეიკრიბნენ. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

22 მარტი 2019, 21:16

ტექნოლოგიები

ალკოჰოლიკი ვირთხები მეცნიერებმა თავის ტვინზე ლაზერის დასხივებით განკურნეს

აშშ-ის შტატ კალიფორნიის სამედიცინო კვლევების ორგანიზაცია „სკრიპს რესერჩის“ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მიაგნეს გზას, როგორ უკუაქციონ ვირთხების დამოკიდებულება ალკოჰოლზე. ამისათვის, მკვლევრებმა მათ ტვინში კონკრეტულ ნეირონებს ლაზერის ნაკადები დაასხივეს.

დაჭრა

22 მარტი 2019, 21:13

ძალოვნები

გურჯაანში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგსამსახურის უფროსი დაჭრეს

ადგილობრივების ინფორმაციით, მას საფანტიანი თოფიდან სავარაუდოდ, ბრაკონიერებმა ესროლეს. imedinews-ი ბესო შუბითიძეს ტელეფონით დაუკავშირდა, რომელიც მომხდარის დეტალებს იხსენებს. შემთხვევა გურჯაანში, ალაზნის მიმდებარედ იმ დროს მოხდა, როცა შუბითიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

პროფკავშირები

22 მარტი 2019, 21:13

ეკონომიკა

პროფკავშირები: „ელმავალმშენებლის“ თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს მიიღებენ

"ელმავალმშენებლის'' ქარხანასთან მიმდინარე აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, ქარხანას უკვე შეუძლია სახელფასო დავალიანების ჩარიცხვა და თუ არ გადარიცხავენ თანხას, პროფკავშირების მხრიდან აღნიშნულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.