კულტურა

12 მარტი 2026, 18:45

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის - „მარიამობის თვე 1924“ პრემიერა გაიმართა

საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრნენ.

12 მარტი 2026, 16:39

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

The Pussycat Dolls

12 მარტი 2026, 16:09

ჯგუფი The Pussycat Dolls სცენაზე ბრუნდება

The Pussycat Dolls-ის ყველაზე ცნობილი ჰიტებია: Buttons, Don't Cha და I Don't Need A Man, პოპულარობა მათ 2005 წელს გამოსული ალბომით PCD მოიპოვეს. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში 6 წევრი იყო, თუმცა ჯესიკა სუტი, კარმიტ ბაჩარი და მელოდი თორნტონი ამ ტურნეში მონაწილეობას არ იღებენ.

12 მარტი 2026, 14:59

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის - „მარიამობისთვე 1924" პრემიერა გაიმართა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სეზონი პრემიერით გაიხსნა. მაყურებელმა ალექსანდრე ქანთარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "მარიამობისთვე 1924“ იხილა.

12 მარტი 2026, 14:07

კულტურის მინისტრმა ალ. გრიბოედოვის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასსა და ადმინისტრაციას დირექტორი ირინა სოლტიში და აღმასრულებელი დირექტორი ანი კავლელიშვილი წარუდგინა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ალ. გრიბოედოვის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასსა და ადმინისტრაციას დირექტორი ირინა სოლტიში და აღმასრულებელი დირექტორი ანი კავლელიშვილი წარუდგინა. აღინიშნა, რომ თეატრის ახალ ხელმძღვანელებს სახელოვნებო მენეჯმენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. შეხვედრისას, მინისტრმა და თეატრის გენერალურმა დირექტორმა გრიბოედოვის თეატრის საუკეთესო ტრადიციებზე, მათ შენარჩუნებაზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალ მენეჯმენტს კულტურის სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, რათა თეატრმა სრულყოფილად და წარმატებით შეძლოს ფუნქციონირება.

12 მარტი 2026, 12:40

რევაზ თაყაიშვილის წიგნის - „ჩემი ექვთიმე“ პრეზენტაცია გაიმართა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებზეა დაფუძნებული. მასში აღწერილია დიდი ქართველის ცხოვრება, მოღვაწეობა და იმდროინდელი ეპოქა.

კეიტ უინსლეტი

12 მარტი 2026, 10:19

ქეით უინსლეტი „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმს უერთდება🎬

ქეით უინსლეტი ენდი სერკისის შუახმელეთის ეპოსს, „ბეჭდების მბრძანებელი: გოლუმზე ნადირობა“ შეუერთდება. Deadline-ისთვის სანდო წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ის ქალის მთავარ როლს შეასრულებს, თუმცა თავად პერსონაჟის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

10 მარტი 2026, 21:51

ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}