Financial Times-მა დაასახელა სამი მიზეზი, რომელთა გამოც ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა „ჰამასის“ თავდასხმის აღკვეთა ვერ შეძლეს

ფოტო: AFP/Getty Images
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ შეარყია ისრაელის რწმენა საკუთარი სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების მიმართ - პასუხისმგებელმა უწყებებმა არა მხოლოდ ვერ აღკვეთეს ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგის გეგმები, არამედ უამრავი გაფრთხილების იგნორირება მოახდინეს, - ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს.
სტატიის ავტორები, ჯონ პოლ რეთბონი და ნერი ზილბერი აღნიშნავენ, რომ დაზვერვის მიერ დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნების გამოტანა მხოლოდ წლების შემდეგ, სრული გამოძიების შედეგად იქნება შესაძლებელი, უკვე ნათელია, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი.
მათი აზრით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს „ჰამასის“ უნარი, ჩაეტარებინა ასეთი ფართომასშტაბიანი ოპერაცია, მიეღო აუცილებელი მკაცრი უსაფრთხოების ზომები, დისციპლინური დაგეგმვითა და ისრაელის ტერიტორიის ზედმიწევნით შესწავლით. გამოცემა აღნიშნავს, რომ ანალოგიური შეცდომა ისრაელმა 50 წლის წინ, იომ-ქიფურის ომის წინ დაუშვა, როდესაც იფიქრა, რომ მისი სამხედრო სიძლიერის გამო არაბული ქვეყნები არასოდეს დაესხმებოდნენ თავს.
Financial Times-ის თანახმად, ისრაელის წარუმატებლობის მეორე მიზეზს „ტექნოლოგიური ქედმაღლობა“ წარმოადგენდა. ისრაელი დარწმუნებული იყო, რომ მოწინავე ტექნოლოგიები - საჰაერო დრონები და სენსორებით აღჭურვილი სასაზღვრო ღობე - საკმარისი იქნება „ჰამასის“ უფრო მოკრძალებული ტექნოლოგიური შესაძლებლობების წინააღმდეგ. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში „ცაჰალი“ ამ ტექნოლოგიების საშუალებით საზღვრის უკანონო კვეთის თითქმის ყველა ფაქტს აფიქსირებდა, თუმცა ამანვე შეუქმნა ისრაელს უსაფრთხოების მცდარი შეგრძნება.
კიდევ ერთ ფაქტორად, რომელმაც ხელი შეუშალა ისრაელს „ჰამასის“ თავდასხმის პრევენციაში, გამოცემა ასახელებს ნეთანიაჰუს შიდა პოლიტიკით გამოწვეულ პოლიტიკურ დაპირისპირებას, რომელმაც დაასუსტა ეროვნული უსაფრთხოება და მოადუნა სადაზვერვო სამსახურების ყურადღება.
ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2023, 18:24
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის თავდაცვითი სტრატეგია უკრაინას უნდა მოიცავდეს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს უკრაინის სამხედრო საჭიროებები თავდაცვის ინდუსტრიის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრისას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 18:20
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი არის იმ ადამიანების სიაში, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და რომლებმაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს თავისი ქვეყნის პროგრესისთვის
„რა სია და რა Politico-ს სტატია სჭირდება, ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაბრუნდა თავისუფალი არჩევნები, მოქალაქეებს ჯანდაცვა დაუბრუნდათ, დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია, თუმცა დღეს ქვეყანას აქვს მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს ევროპული მომავლის, საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რა Politico-ს სტატიამ უნდა შეცვალოს ეს ისტორია?!“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

30 ნოემბერი 2023, 18:15
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: აზიის განვითარების ბანკთან ერთად ბევრი სტრატეგიული პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ვართ. მათ შორის არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ახალი ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე
აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ჩვენ ამჟამად ბევრი სტრატეგიული პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე ვართ. მათ შორის, არის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ახალი ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე და ბევრი სხვა პროექტები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას.

30 ნოემბერი 2023, 18:13
მსოფლიო
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე მიწვევაზე: არ უნდა გვეშინოდეს დიალოგის
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ეუთოს მინისტერიალზე მიწვევას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 18:11
თავდაცვა
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
„თავდაცვის კოდექსს“ დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

30 ნოემბერი 2023, 18:05
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ეუთოს მინისტერიალზე ჩადიან ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელი. რა თქმა უნდა, საქართველოც არის იქ, სადაც საერთაშორისო პარტნიორები არიან
ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი ტარდება მაკედონიაში - ეუთო არის ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარე და მას უშუალო წვლილი შეაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პროცესში, რაც საქართველოსთვის ასე ფასეულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 18:05
ეკონომიკა
რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა - ლევან დავითაშვილის განმარტება
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის მშენებლობის დეტალებზე ისაუბრა.

30 ნოემბერი 2023, 18:03
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს
საქართველოს როლი განსაკუთრებულია CAREC-ის ქვეყნებში - ზღვისგან მოწყვეტილი რვა ქვეყანა სწორედ საქართველოს გავლით ახდენს წვდომას ზღვაზე და შესაბამისად, უკავშირდება ევროკავშირს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 18:01
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევები შესაძლებლობებად ვაქციოთ
მინისტრთა კონფერენცია ასეთი ფორმატით და ასეთი მასშტაბით პირველად გაიმართა პანდემიის შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ პანდემიის შემდეგ გამოწვევები რეგიონში არ დასრულებულა, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში ვიმყოფებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა„ქრონიკაში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე საუბრისას.

30 ნოემბერი 2023, 17:59
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: უნდობლობა უკვირს ადამიანს, რომელმაც უღალატა იმ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა
„ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდზე გამოჩენა გახდა საჭირო ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] პრეზიდენტი რომ გამხდარიყო და დღეს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს ეძახის, „ქართულ ოცნებას“ ლანძღავს და ბოლომდე გადასულია „ნაცების“ მესიჯბოქსზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ მას რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება არ ხვდება.

30 ნოემბერი 2023, 17:56
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი: მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 17:45
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარებისა და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

30 ნოემბერი 2023, 17:43
მსოფლიო
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი მრავალი წელია, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპის უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს, მათ შორის 2008 წელს საქართველოში და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ
რუსეთი არა მხოლოდ გაეროს ქარტიას არღვევს, არამედ ევროპის უსაფრთხოებას, ასევე ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებებს უხეშად არღვევს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალ ტონენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:41
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ
საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ , - სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:35
პოლიტიკა
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
ცესკოს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა.

30 ნოემბერი 2023, 17:32
პოლიტიკა
რასა ოსტრაისკაიტე: უკრაინაში აგრესიული შეჭრით რუსეთმა დაარღვია ის ძირეული პრინციპები, რომელზეც ევროპული უსაფრთხოებაა აგებული
უკრაინაში, რუსეთის სასტიკი ომის ფონზე ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს წვლილს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის რუსეთზე სრული პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ ეუთოში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა, რასა ოსტრაისკაიტემ ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2023, 17:17
პოლიტიკა
პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

30 ნოემბერი 2023, 17:16
რეგიონი
გორმა „ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის“ სტატუსი მიიღო
პროექტში საქართველოდან ჯამში 22 სახელმწიფო უწყება ჩაერთო. მათ შორის ინვესტორისთვის მეგობრული ორგანიზაციის სტატუსი გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მიიღო.

30 ნოემბერი 2023, 16:49
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის არჩეულ გენერალურ მდივანთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 33-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება. ის IMO – ის გენერალურ მდივნად 2023 წლის ივლისში ორგანიზაციის საბჭოს 129-ე სესიაზე აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2023, 16:42
საზოგადოება
ComCom-მა BTU-სა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.