23 ნოემბერი 2023, 11:32 / სანდო წყარო

დევიდ კემერონი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში დაბრუნების შემდეგ ეს კემერონის პირველი ვიზიტია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. კემერონი ჩავიდა კიბუც ბეერიში, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ წევრებმა 130-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

ვიზიტის ფარგლებში კემერონი შეხვდება ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს, რათა განიხილოს მძევლების გათავისუფლების საკითხზე მიღწეული შეთანხმება და ღაზის სექტორში დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხები.

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2024, 11:09

საზოგადოება

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ღონისძიების ნახევარფინალური ეტაპი და ფინალი ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ პრინციპით აპრილსა და მაისში გაიმართება. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

ენტონი ბლინკენი

21 თებერვალი 2024, 11:08

მსოფლიო

New York Post: ენტონი ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთ „პრობლემურ“ ტერმინებს, როგორიცაა „დედა/მამა“, „ქმარი/ცოლი“

გამოცემის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა შიდა მოხმარებისთვის გამოცემულ მიმართვაში თანამშრომლებს მოუწოდა თავი აარიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „დედა“, „მამა“, ქალბატონებო და ბატონებო“, „ვაჟიშვილი“, „ქალიშვილი“. „ცოლი“, „ქმარი“.

21 თებერვალი 2024, 11:05

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ., - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

21 თებერვალი 2024, 11:04

საზოგადოება

სოლომონ პავლიაშვილი მგვ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

როგორც მგვ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, განვლილმა ერთმა წელმა, ნათლად გამოაჩინა ქვეყანაში ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების კუთხით არსებული როგორც პოტენციალი, ისე გამოწვევები.

21 თებერვალი 2024, 11:01

საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრათ

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს - შპს „დემეს“, ი/მ ანდრეი ხარბედიას და ი/მ ვიქტორია კვინტრაძეს ჯარიმა დაეკისრათ, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

21 თებერვალი 2024, 10:59

რეგიონი

ბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიდების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე, ტურიზმის სფეროს ექსპერტები და გიდები პორტუგალიიდან, შოტლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ქართველ მომხსენებლებთან ერთად გიდის პროფესიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობენ. კონფერენცია, რომელსაც ბათუმი წელს პირველად მასპინძლობს დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

21 თებერვალი 2024, 10:53

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიკაციის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ერთი პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ვიქტორ დოლიძე

21 თებერვალი 2024, 10:33

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს მომავალში ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში

პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

21 თებერვალი 2024, 10:32

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ მეცოლასთან - დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ამ ურთიერთობებში

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელის გაიმართება, ეს არის ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ მეცოლასთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

სოზარ სუბარი

21 თებერვალი 2024, 10:15

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ევროკავშირის წევრობა მხოლოდ კანონმდებლობის თავსებადობას არ გულისხმობს, საჭიროა ეკონომიკური და სოციალური დონეც შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულთან

პრაქტიკული და სიმბოლური დატვირთვითაც, პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში უნდა ყოფილიყო - იმ სივრცეში, რომელში ინტეგრაციაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა. ვიზიტი უაღრესად ნაყოფიერი იყო, რაც მკაფიოდ გამოჩნდა ირაკლი კობახიძის და ევროკომისრების (ჯოზეფ ბორელი, ოლივერ ვარჰეი) ერთობლივ ბრიფინგზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

21 თებერვალი 2024, 10:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირველი კონსტიტუციის დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს

დღეს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს პირველი კონსტიტუციის დღეს. სწორედ ამ დღეს 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმ დროს მიღებული კონსტიტუცია ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტის და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას.

21 თებერვალი 2024, 10:07

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ციფრულ კონფერენციას TRAVERSE-ს უმასპინძლა

მასშტაბური კამპანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, თბილისში, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 180-მდე ინფლუენსერი ეწვია დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

21 თებერვალი 2024, 10:03

რეგიონი

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

21 თებერვალი 2024, 09:58

რეგიონი

რიყეთი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 თებერვალი 2024, 09:55

ეკონომიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში - დღეს გაიმართება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან

მისი თქმით, საუბარი შეეხება იმ ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მოიტანა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ.

21 თებერვალი 2024, 09:48

საზოგადოება

თბილისის საკრებულომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი მიიღო

საკრებულოს სხდომაზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი მიიღეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 თებერვალი 2024, 09:38

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ყველა შეხვედრამ და ასოცირების საბჭოს სხდომამ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

მისი თქმით, ყველა ამ შეხვედრაზე, ბუნებრივია, ერთი მხრივ იყო საუბარი უკვე მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება, მეორე მხრივ, ბუნებრივია, საუბარი იყო იმ ახალ შესაძლებლობებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს გაეხსნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით.

ირაკლი ჩიქოვანი

21 თებერვალი 2024, 09:31

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც აქვს საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი

ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც აქვს საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 თებერვალი 2024, 09:24

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე: გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსით დატვირთული, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია. მხარეებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს საბჭოს შედეგები

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ძალიან საინტერესო, შინაარსით დატვირთული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია იყო და მხარეებმა ძალიან პოზიტიურად შეაფასეს საბჭოს შედეგები.

თეა ახვლედიანი

21 თებერვალი 2024, 09:20

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრის დონეზე საქართველოს დელეგაციას პირველად მიეცა შესაძლებლობა ემსჯელა ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში

თეა ახვლედიანის თქმით, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო საქართველოსთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაც, სადაც პრემიერ-მინისტრის დონეზე საქართველოს დელეგაციას პირველად მიეცა შესაძლებლობა ევროკავშირთან ემსჯელა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში.