imedi /  18 მარტი 2019, 19:25 / სანდო წყარო

ტერაქტის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ევროპული ქვეყნები დასახელდა

ტერაქტი

პარიზი,
2015

ესტონეთის სპეცსამსახურების ანგარიშის თანახმად, გერმანიაში 11 ათასამდე რადიკალი ისლამისტი და 980 პირია, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ანგარიშის თანახმად, ეს პირები პოტენციური ტერორისტები არიან. ექსპერტები ასევე ევროპარლამენტის არჩევნებში რუსული მანიპულაციის საფრთხეს ვარაუდობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.

სტატიის თანახმად, ესტონეთის დაზვერვის სამსახური პროფესიულ პოლიტიკურ წრეებში რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესახებ ერთ-ერთ ყველაზე ინფორმირებულ წყაროდ განიხილება. როგორც ავტორი წერს, ესტონეთის სპეცსამსახურმა დაადგინა, რომ ევროპარლამენტის არჩევნების დროს რუსული ჩარევა და მანიპულაცია ყველაზე ხშირად სწორედ გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთშია მოსალოდნელი.

სპეცსამსახურის ექსპერტები ანგარიშში წერენ, რომ 2019 წელს გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ბელგია არიან ის ქვეყნები ევროპაში, სადაც ტერორისტული აქტების რისკი ყველაზე მაღალია. "საფრთხის დონე კვლავ უმაღლესი რჩება", - ამბობენ ექსპერტები. 

რატომ არის რუსეთისთვის ყველაზე საინერესო გერმანია, საფრანგეთი და იტალია? - ამასთან დაკავშირებით ანგარიშში წერია, რომ სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის ევროდეპუტატების მანდატთა ყველაზე მეტი რაოდენობა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა: 15 მარტს ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად  50 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტის გამო ახალი ზელანდიის მთავრობამ იარაღის ბრუნვაზე კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

დღეს კი ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ტრამვაის ცეცხლი გაუხსნა, შედეგად კი ამ დროის მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა.

ყველა სიახლე

მასწავლებელი

27 ივნისი 2019, 16:22

ძალოვნები

ყინწვისში ექსკურსიაზე მასწავლებელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი

გარდაცვლილის კოლეგები ამბობენ, რომ ჩოხელი ხის ფიცარზე მოსწავლეებთან ერთად იჯდა, მოსწავლეები ფოტოს გადასაღებად წამოდგნენ რა დროსაც პედაგოგმა წონასწორობა დაკარგა და ხევში 25 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. მანანა ჩოხელი დღეს დაკრძალეს.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 16:03

ძალოვნები

ნიკა მელია არ დააკავეს

ნიკა მელიას გირაო შეეფარადა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღეს. 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ტორპედო

27 ივნისი 2019, 16:01

სპორტი

ქუთაისში „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

კლუბის ფანკლუბის წევრები "ტორპედოს" დაშლის საფრთხეზე საუბრობენ და მომხდარში გუნდის პრეზიდენტს ზაალ ჩაჩავას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ზაალ ჩაჩავას პირობებში "ტორპედო" განვითარების ნაცვლად, იშლება. გულშემატკივრების თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რაში დაიხარჯა კლუბის ბიუჯეტი.

Instagram

27 ივნისი 2019, 16:01

ტექნოლოგიები

Instagram-ი რეკლამების რაოდენობას ზრდის

განყოფილება Explore-ი ის ადგილია, სადაც მომხმარებლები საკუთარი ინტერესების მიხედვით, თემატურად ეძებენ სიახლეებს. Instagram-ი 2010 წელს დაფუძნდა. დღევანდელი მონაცემებით, ფოტოების გაზიარების პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს.

პინგვინები

27 ივნისი 2019, 15:49

ტაბლოიდი

გეი აღლუმის ერთთვიან კამპანიას ლონდონის ზოოპარკი გეი პინგვინით შეუერთდა 🐧❤️🐧

ერთთვიანი გეი აღლუმის ფარგლებში, პინგვინების ვოლიერში დაამაგრეს ბანერი წარწერით: "ზოგიერთი პინგვინი - გეია. შეეგუეთ". ეს ლგბტქ+ ის საქველმოქმედო ორგანიზაციის Stonewall-ის კამპანიის გამოძახილია. მათ ბანერის ვარიანტში პინგვინების ნაცვლად ადამიანებზე ეწერა.

ტუნისი

27 ივნისი 2019, 15:36

მსოფლიო

ტუნისში ორმაგი ტერაქტი მოხდა

ტუნისის ცენტრში ორმაგი ტერაქტი მოხდა. აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი და სამი სამოქალაქო პირი დაშავდა. აფეთქება შარლ დე გოლის გამზირზე მოხდა. როგორც AFP-ი წერს, აფეთქება საფრანგეთის საელჩოსთან ახლოს მოხდა.

თვითმფრინავი

27 ივნისი 2019, 15:27

მსოფლიო

Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი ლონდონში განგაშის გამო დაეშვა

მიზეზი ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობა გახდა. რეისი AI191 მუმბაიდან (ინდოეთი) ნიუარკში (აშშ) მიფრინავდა. მომხდარის შესახებ ინდოეთის ავიახაზებმა მიკრობლოგ Twitter-ზეც დაწერა, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებული ინფორმაცია წაშალა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 15:19

ძალოვნები

ნიკა მელიას პარლამენტარები თავდებად უდგებიან

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ადვოკატმა განაცხადა, პარლამენტარები მას თავდებში უდგებიან. ამასთან, გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დააყენა.

პარლამენტი

27 ივნისი 2019, 15:16

საქართველო

ვის და როდის შეუჩერა პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი

დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში არც ისე ხშირად ხდება, თუმცა ისტორიიდან რამდენიმე ფაქტის მოყვანა მაინც არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ უახლოესი 13 წლის განმავლობაში მომხდარ ასეთ შემთხვევებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო

27 ივნისი 2019, 15:03

ძალოვნები

ირაკლი ოქრუაშვილი და მასტერა პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს აღარ დაიკითხებიან

ირაკლი ოქრუაშვილი და "მასტერა" ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს აღარ დაიკითხებიან. სასამართლოში მთავარ მოწმეებს შემდეგ სხდომაზე, პირველ ივლისს დაიკითხებიან. პროცესი იმ მიზეზით გადაიდო, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მერებაშვილის ადვოკატი არ გამოცხადდა.

უეინ რუნი

27 ივნისი 2019, 14:49

სპორტი

უეინ რუნიმ გოლი საკუთარი ნახევრიდან შესრულებული დარტყმით გაიტანა

რუნიმ ანგარიში მეათე წუთზე გახსნა და მისი ერთადერთი გოლით „დი სი იუნაიტედმა“ გამარჯვება მოიპოვა. ინგლისელისთვის ეს რეგულარული ჩემპიონატის 17 მატჩში მეცხრე გოლი იყო, „დი სი იუნაიტედმა“ კი ბოლო ექვს მატჩში პირველად მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

ლევან იზორია

27 ივნისი 2019, 14:46

საქართველო

ლევან იზორია დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბბინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს და იეს სტოლტენბერგის მოადგიელს როუზ გოტმოლერს შეხვდება. ლევან იზორია დაესწრება ნატოში დაგეგმილ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას და კოლეგებთან უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.

ტურიზმი

27 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

უწყებებმა დიპკორპუსს ტურიზმის სფეროში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის უსაფრთხო და პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას. შშეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და ახალი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში.

27 ივნისი 2019, 14:28

საქართველო

ყინწვისში ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან გადავარდა

ყინწვისში უბედურ შემთხვევას თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი ემსხვერპლა. მანანა ჩოხელის მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე იყო, როდესაც კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილმდებარეობა Google

27 ივნისი 2019, 14:23

ტექნოლოგიები

ადგილმდებარეობისა და ვებგვერდების ისტორიას Google-ი ავტომატურად წაშლის

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ფუნქცია Android-სა და iOS-ზე ეტაპობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამოქმედდება. როგორც Google-ი ბლოგში წერს, ავტომატურად წაშლის ფუნქციის ჩართვის შემთხვევაში 3 და 18 თვეზე მეტი ხნის მონაცემები ავტომატურად წაიშლება.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 14:14

ძალოვნები

ნიკა მელია: თუ არ დამაკავებენ, გუშინდელი აქტი უკანონო იქნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი იწყება. ნიკა მელია საკუთარ პროცესზე დასწრებას აპირებს. ოპოზიციის შეფასებით, ეს ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა.

მამუკა ბახტაძე

27 ივნისი 2019, 14:04

საქართველო

პრემიერი ბოლო დღეების მოვლენებზე სასაუბროდ დღეს მედიას შეხვდება

ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს- ამის შესახებ მამუკა ბახტაძე Facebook-ზე წერს. როგორც პრემიერი ამბობს, ის მზად არის, ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს.

პავლე კუბლაშვილი

27 ივნისი 2019, 14:03

საქართველო

პავლე კუბლაშვილი შს მინისტრთან მოლაპარაკების დეტალებს იხსენებს

20 ივნისის აქციის ღამეს, სანამ აქციის დაშლა დაიწყებოდა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების წარმოების მცდელობას ჰქონდა ადგილი. როგორც პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ის შუამავლის როლს ასრულებდა და შეეცადა, რომ შს მინისტრს გიორგი გახარიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გამართულიყო.

გიორგი ვოლსკი

27 ივნისი 2019, 13:55

საქართველო

ვოლსკი ემხრობა უმრავლესობაში იმ დეპუტატებზე მსჯელობას, ვინც მელიაზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენეტის ვიცესპიკერი, უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ თანაგუნდელთა მოსაზრებებზე, როლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას, უმრავლესობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ "კარგად ვერ გაერკვა ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, რა ვქენით და რა გავაკეთეთ".

27 ივნისი 2019, 13:55

მსოფლიო

პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ბრაზილელ სერჟანტს 39 კგ კოკაინი აღმოაჩნდა

38 წლის მანუელ სილვა როდრიგესი 25 ივნისს სევილიას აეროპორტში ბრაზილიის პრეზიდენტის სათადარიგო თვითმფრინავში დააკავეს, რომელიც ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტზე მიფრინავდა. თავად პრეზიდენტი სხვა თვითმფრინავით მგზავრობდა, რომელიც საწვავის შესავსებად ლისაბონში დაეშვა.თავად პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ Twitter-ზე დაწერა, რომ მისი გუნდი ნარკოტიკების გადატანასთან არაფერ კავშირშია.