imedi /  26 მარტი 2019, 08:14 / სანდო წყარო

ვენესუელის დიდი ნაწილი ისევ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ვენესუელა

ვენესუელა

Reuters-ის ცნობით, ვენესუელაში ელექტრომომარაგება ქვეყნის ექვსზე მეტ შტატს შეუწყდა. დენის გარეშეა დარჩენილი კარაკასის ნაწილიც. მუშაობა შეაჩერა დედაქალაქის მეტრომ. ამასთან, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, რომ ელექტროენერგიის გარეშე ქვეყნის 17 შტატი დარჩა.

მისივე ცნობით, ვენესუელის ნახევარ ტერიტორიაზე ინტერნეტი გაითიშა.  ვენესუელის უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე 7 მარტს მომხდარი ავარიის გამო, თითქმის მთელ ქვეყანას ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

26 აპრილი 2019, 18:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პურში დიაბეტის გამომწვევი ინგრედიენტი იპოვეს

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პურში გამოყენებული პროპიონატი (ჰორმონი) , შესაძლოა ადამიანის ორგანიზმში ჰორმონების ზრდის მიზეზი გახდეს. რამაც წონის მატება და დიაბეტი გამოიწვიოს.

ოტო უარმბიერი

26 აპრილი 2019, 17:50

მსოფლიო

ტრამპი ოტო უარმბიერის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარის გადახდას არ ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკულმა მხარემ ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული სტუნდენტის ოტო უარმბიერის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

CIA

26 აპრილი 2019, 17:49

ტაბლოიდი

Instagram-ზე CIA-ს ოფიციალური გვერდი გამოჩნდა

ამ დროისთვის უწყების ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ 1 ფოტოა გამოქვეყნებული, რომელშიც სავარაუდოდ სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომლის სამუშაო მაგიდაა. ფოტოს წარწერა ახლავს თან „მე ვჯაშუშობ ჩემი პატარა თვალებით“. (I spy with my little eye).

26 აპრილი 2019, 17:39

საქართველო

მოსახლეობას თბილისიდან რეგიონებში წასვლა უჭირს

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ავტოსადგურებზე რიგებია. მოქალაქეებს თბილისიდან რეგიონებში წასვლა უჭირთ. ამას მიზეზად კი არასაკმარის ტრანსპორტსა და გაძვირებულ მგზავრობას ასახელებენ.

ჟაირ ბოლსონარო

26 აპრილი 2019, 17:38

მსოფლიო

ჟაირ ბოლსონარო: ბრაზილია „გეიტურიზმის“ სამოთხე ვერ იქნება, ჩვენ ოჯახები გვყავს

"თუ გსურთ ჩამოსვლა და ქალთან სექსი, რამდენიც გინდათ, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ ეს ადგილი გეიტურიზმის სამოთხედ იქცეს. ბრაზილია ვერ იქნება გეისამყაროს და გეიტურიზმის ქვეყანა. ჩვენ ოჯახები გვყავს,"- ამბობს ქვეყნის პირველი პირი.ბრაზილიაში ლგბტ თემის უფლებადამცველები ამ განცხადებას ნეგატიურად აფასებენ და ამბობენ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის ეს კომენტრაი სექსუალური უმცირესობის მიმართ ძალადობას გაზრდას შეუწყობს ხელს.

ემანუელ მაკრონი

26 აპრილი 2019, 17:19

მსოფლიო

მაკრონი ყვითელჟილეტიანების მოთხოვნების შესრულებას დათანხმდა

ემანუელ მაკრონი დათმობაზე მიდის. მოძრაობა “ყვითელი ჟილეტების” აქციების შეწყვეტის სანაცვლოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გადასახადების შემცირებისა და პენსიონერებისთვის დახმარების გაზრდის პირობა დადო. საგანგებო ტელემიმართვაში მაკრონმა რეფერენდუმის ჩატარების პროცედურის გამარტივების შესახებაც განაცხადა

იულია სუსლიაკი

26 აპრილი 2019, 17:12

ძალოვნები

უკრაინელი ბავშვების ტრეფიკინგის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი. ვიდეო

ბრალს არ აღიარებს თავად ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალიც. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ათივე ბავშვი, რომლებთან ერთადაც იულია სუსლიაკი რუსეთიდან ჩამოვიდა, მისი შვილია: ოთხი ბიოლოგიური, დანარჩენები კი სუროგატი დედის გაჩენილები.

ნინო საბაშვილი

26 აპრილი 2019, 17:09

სპორტი

ნინო საბაშვილმა მსოფლიო თასზე წოლჭიმში ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი პარასპორტსმენები წოლჭიმის მსოფლიო თასის გათამაშებაზეწარმატებით ასპარეზობენ. შეჯიბრზე ნინო საბაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიოს თასზე კიდევ სამი ქართველი იასპარეზებს. 28 აპრილს მედლებისთვის მძიმე წონაში იაგო გორგოძე, გიორგი ლაცაბიძე და აკაკი ჯინჭარაძე იბრძოლებენ.

დროშა

26 აპრილი 2019, 16:58

საქართველო

თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთან გიდების აქცია გაიმართა

ისინი მოითხოვენ: მოხდეს ტერიტორიის დემარკაცია და ოფიციალურად გაფორმდეს და დადგინდეს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა. გიდის, ნინო ჯაფარიძის განცხადებით, არსებობს საზღვრის განმსაზღვრელი მარკირება, თუმცა სადავო ტერიტორიად რჩება ისტორიული დავით გარეჯის ტერიტორია.

26 აპრილი 2019, 16:58

ეკონომიკა

საქართველოში სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი შესაძლოა 100 ლარით განისაზღვროს

სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა შესაძლოა, მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვროს. პარლამენტის ბიურო განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი, ფიქსირებულად 100 ლარი იქნება.

Volkswagen Golf 8

26 აპრილი 2019, 16:43

ტექნოლოგიები

Volkswagen Golf 8-ს გაყიდვა თებერვალში დაიწყება

ამის შესახებ გამოცემა Automotive News Europe-ს Volkswagen-ის მარკეტინგისა და გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა იურგენ შტაკმანმა განუცხადა. თავდაპირველად ახალი Volkswagen Golf-ის ჩვენება მიმდინარე წლის სექტემბერში, ფრანქფურტის ავტოსალონზე იგეგმებოდა.

26 აპრილი 2019, 16:39

მსოფლიო

სკანდინავიის ავიახაზების მფრინავების გაფიცვის გამო ასობით რეისი გაუქმდა

მფრინავების გაფიცვის გამო ასობით რეისი გაუქმდა, რაც შესაძლოა დაახლოებით 170 000 მგზავრს შეეხოს. პროფკავშირები, რომელიც 1500 პილოტს აერთიანებს, იმედოვნებს, რომ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

ჩერნობილი

26 აპრილი 2019, 16:19

მსოფლიო

ჩერნობილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

აფეთქების დღეს სადგურში 31 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მსხვერპლი და დასხივების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა. მათი რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებულიც კი არ არის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩერნობილის მოვლენებს 4 000 ადამიანი შეეწირა.

დროებითი მოთავსების ცენტრი

26 აპრილი 2019, 16:18

მსოფლიო

მექსიკაში დროებითი მოთავსების ცენტრიდან 1300 მიგრანტი გაიქცა

მექსიკის სამხრეთში, ქალაქ ტაპაჩულაში დროებითი მოთავსების ცენტრიდან 1300-მდე მიგრანტი გაიქცა. მექსიკური გამოცემა Heraldo-ს ცნობით, გაქცევას წინ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა უძღოდა, რომელიც მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამდენიმე მიგრანტმა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო.

26 აპრილი 2019, 16:18

საქართველო

„ბათუმის წყალი“ საქართველოში შვედეთის ელჩის კრიტიკულ პოსტს ეხმიანება

"არდაგანის ტბაზე არსებული პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ტბის მიმდებარედ მშენებარე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის დასრულების შემდგომ მოხდება. სატუმბის მეშვეობით, არდაგანის ტბისგან დამოუკიდებლად მოხდება ქალაქის სანიაღვრე სისტემების შეკრება და ზღვაში გადატუმბვა,"- წერია განცხადებაში.

26 აპრილი 2019, 16:13

ტაბლოიდი

ახალგაზრდა და მოხუცი ლომების შერკინება ვიდეოზე დააფიქსირეს

ვიდეოზე ორი ახალგაზრდა ლომი არიდადი და კაკა ერთიანდება, რათა ბებერი ლომი ოლილპრიტა დაამარცხონ და მის ტერიტორიას დაეუფლონ. თავიდან ოლილპრიტამ თავი დააღწია თავდამსხმელებს, თუმცა ლომები მას გაეკიდნენ.

ბრიჟიტ მაკრონი

26 აპრილი 2019, 15:59

ტაბლოიდი

ბრიჟიტ მაკრონი სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად ბრუნდება

66 წლის ბრიჟიტ მაკრონი ფრანგულ ენას იმ ზრდასრულებს შეასწავლის, ვინც სკოლის დასრულება თავის დროზე სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 66 წლის ბრიჟიტ მაკრონმა და 41 წლის ემანუელ მაკრონმა ერთმანეთი სწორედ სკოლაში გაიცნეს. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტი 15 წლის იყო. წყვილი 2007 წელს დაქორწინდა.

ფრანგი მეხანძრეები

26 აპრილი 2019, 15:58

მსოფლიო

ნოტრ-დამის გადამრჩენი მეხანძრეების დასახმარებლად საფრანგეთში გარბენი გაიმართება

სპორტის მოყვარულები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადამრჩენი მეხანძრეებისთვის ირბენენ. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა „თამაშების გულშემატკივართა კლუბი" ჩამოაყალიბა. საქველმოქმედო გარბენი 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს შედგება.

26 აპრილი 2019, 15:57

საქართველო

წულუკიანი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო პრობაციონერებთან დაკავშირებითაც მუშაობს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ტურისტული მიზნით წასულები სხვადასხვა ქვეყნებში დანაშაულს სჩადიან. წულუკიანი ამ მხრივ რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავს.

ემილიანო სალა

26 აპრილი 2019, 15:43

მსოფლიო

ემილიანო სალას დაღუპვიდან 3 თვეში მამამისი გარდაიცვალა

ის 58 წლის იყო. 28 წლის ფეხბურთელი ემილიანო სალას თვითმფრინავი, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი იჯდა, რადარებიდან 21 იანვარს გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ემილიანო სალას თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ცხედარი იპოვეს.ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ საფრანგეთის „ნანტიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა.