imedi /  05 აპრილი 2019, 10:59 / სანდო წყარო

პომპეო: პუტინს იმპერიალიზმის ბნელი ოცნებები აქვს

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

"ვლადიმერ პუტინს იმპერიალიზმის ბნელი ოცნებები აქვს - ამას ცხადყოფს საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა, სირიასა და, ახლა უკვე, ვენესუელაში ინტერვენცია. მას სურს ჩვენი ალიანსის გახლეჩა და დემოკრატიული ერთსულოვნების შესუსტება," - ამის შესახებ ნატოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

ნატომ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამოქმედო პაკეტი შეათანხმა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებას გულისხმობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო მინისტერიალი მიმდინარეობს. რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ესწრება. ღონისძიება ორგანიზაციის 70 წლის იუბილეს ემთხვევა.

ყველა სიახლე

ლევან იოსელიანი

25 იანვარი 2021, 17:26

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, მანდატის შეწყვეტის თაობაზე, არასწორად მიიჩნევს

„არ იყო სწორი, როცა ოპოზიციამ პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე მიმართა. ​„ქართული ოცნება“ თუ არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას, ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ კიდევ გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

25 იანვარი 2021, 17:25

ეკონომიკა

დავოსის ეკონომიკური ფორუმი დისტანციურად გაიხსნა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა „დავოსის დღის წესრიგი“ ორშაბათს, 25 იანვარს გაიხსნა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ცნობით, ფორუმში მსოფლიო განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ. მათ შორის გერმანია, ინდოეთი, იტალია, ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, რუსეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკის რესაუბლიკა და იაპონია.

ტიტუს კორლატინი

25 იანვარი 2021, 17:23

პოლიტიკა

ტიტუს კორლატინი: ოპოზიციას მოვუწოდებდით დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა თავიდან აიცილონ პოლარიზაცია

„ზოგადად, თავისუფლება და ადამიანი ძირითადი უფლებები დაცული იყო. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, თუმცა იყო დარღვევებიც. დავამატებდი პოლარიზაციის საკითხს, რაც საგანგაშოა. ბოლო წლები ამის ტენდენცია შეინიშნება და მოვუწოდებთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შეამსუბუქონ პოლარიზაციის შტრიხები და შეასრულონ საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ოპოზიციას მოვუწოდებდით, დაბრუნდნენ პარლამენტში რათა თავიდან აიცილონ პოლარიზაცია. საკითხები საპარლამენტო ფორმატში უნდა გადაწყდეს“, - განაცხდა

საქართველოს პროკურატურა

25 იანვარი 2021, 17:19

სამართალი

ბათუმში მომხდარ ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარედგინა

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. „საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ი.ფ.-ს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.

ანა დოლიძე

25 იანვარი 2021, 17:19

პოლიტიკა

ანა დოლიძე: NDI-ის კვლევის შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის, რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა

NDI-ის კვლევის ეს შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის - რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა ოპოზიცია და რის გამოც უკმაყოფილება გამოავლინა, - ამის შესახებ მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები შეაფასა.

25 იანვარი 2021, 17:18

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პატრიკ ფრანცენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა შვეიცარიის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

ტინი კოქსი

25 იანვარი 2021, 17:18

პოლიტიკა

ტინი კოქსი: არჩევნები კონკურენტუნარიანი და თავისუფალი იყო - პარტიებისთვის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოწოდება ჭკვიანური რჩევაა

საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლება, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე.

25 იანვარი 2021, 17:05

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა. საბჭო, ამ წუთებში, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს, რომლის მომხსენებელი მისიის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსია.

25 იანვარი 2021, 16:57

სამართალი

აქტივისტს, რომელმაც ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა, ბრალი წარუდგინეს

გამოძიება ირაკლი ფანგანს 156-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც პატიმრობასა ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს. დაცვის მხარის თქმით, ფანგანი დუმილის უფლებით სარგებლობს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს, დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.

25 იანვარი 2021, 16:57

მსოფლიო

ჩინეთში, შახტიდან 9 მუშის ცხედარი ამოასვენეს

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, ოქროს მომპოვებელი შახტიდან ცხრა მუშის ცხედარი ამოასვენეს. მუშები შახტაში ორი კვირის წინ ჩავიდნენ, თუმცა, 10 იანვარს, უცნობი მიზეზით მომხდარი აფეთქების გამო, შახტიდან ამოსასვლელი ჩაინგრა და 20-ზე მეტი მუშა მიწის ზედაპირიდან 600 მეტრის სიღრმეში აღმოჩნდა.

მიხეილ სარჯველაძე

25 იანვარი 2021, 16:48

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საკანონმდებლო ინიციატივით, რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა

ბიუროს სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

კახა კუჭავა

25 იანვარი 2021, 16:47

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ შეფასებას, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წელს ჩატარდება და ჩვენი პოლიტიკური პარტია მზად არის, იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა უზრუნველყოს რეკომენდაციების განხილვა, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და არჩევნების ადმინისტრირების პროცესის სტანდარტების გაუმჯობესება“, - განაცხადა კუჭავამ.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 16:44

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ქართველებო, ამ პარლამენტის განადგურებისთვის ოპოზიციას ან ხელისუფლებას რომ შეაგინებთ, მათ შორის მე არ მომაყოლოთ

„ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული, ჩემი ამოცანაა, რომ გითხრათ, მე არაფერ შუაში ვარ ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“.

ბექა ოდიშარია

25 იანვარი 2021, 16:39

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მინდა გაჟღერდეს, რომ ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვნად ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა

„ძალიან დასანანია, რომ ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება. პირველ რიგში ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების, ექსპერტების, ჯანდაცვის მუშაკების აზრს თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ხალხის კეთილდღეობა და ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია; ტოივო კლაარი

25 იანვარი 2021, 16:38

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

თეა წულუკიანი

25 იანვარი 2021, 16:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, ევროპული სასამართლოს გადაწვეტილება ჩვენს თაობას ქვეყნის გაერთიანების საშუალებას მისცემს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა.

მამუკა მდინარაძე

25 იანვარი 2021, 16:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

პანდემიისგან მიყენებული ზიანი საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება და პოლიტიკური შოუების და კინკლაობის დრო არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში, სადაც მმართველი გუნდი დებატებშიც შევა და კრიტიკასაც მიიღებს.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 16:25

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს ქუჩაში დგომისთვის წირავს

„ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან მე არაფერ შუაში ვარ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი კოლეგები, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება ამას აკეთებენ, მე პირნათელი ვარ თქვენთან რადგან მე ამას, რასაც ვეწინააღმდეგებოდი, რაც ცოტა ხანში მოხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება კრიზისი, რადგან ოპოზიციას სამოქმედო გეგმა არ აქვს. ოპოზიცია საკუთარ თავს, მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს წირავს ქუჩაში დგომისთვის, თან რევოლუციას მოუწოდებს ისე, რომ 60-ამდე ადამიანს იმუნიტეტს აკარგვინებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 16:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს

სტრასბურგში, PACE-ის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი კობახიძე ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. სესიაში ქართული დელეგაციის მონაწილეობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი სტრასბურგში. ის პირისპირ შეხვდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დაემსს, რომელიც დღევანდელ სესიაზე პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს. დაემსის გარდა, ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება დუნია მიატოვიჩს, ადამიანთა უფლებების საკითხებში ევროკომისარს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

25 იანვარი 2021, 16:18

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის „სასამართლო სხდომა“ გადაიდო

ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში გადაიდო. პროცესი 28 იანვარს, დილის 10 საათზე ჩატარდება. ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში გასული წლის 11 ივნისიდან იმყოფება.