Imedi /  06 აპრილი 2019, 12:34 / სანდო წყარო

გრანდ კანიონზე 8 დღის განმავლობაში 3 ტურისტი დაიღუპა

გრანდ კანიონი

უკანასკნელი რვა დღის განმავლობაში, არიზონის შტატში, ტურისტებისთვის პოპულარულ დანიშნულების ადგილას, გრანდ კანიონზე სამი ადამიანი დაიღუპა. ბოლო მსხვერპლი 67 წლის კაცი აღმოჩნდა, რომელის კანიონის კიდეზე დაეცა და გადავარდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

სავარაუდოდ, ასევე დაცემის შედეგად გამოწვეული ინციდენტის დროს დაიღუპა კიდევ ერთი ტურისტი, რომელიც გეოლოგიის მუზეუმის სიახლოვეს იპოვეს. სპეციალური ოპერაცია გრანდ კანიონის ეროვნული პარკის რეინჯერებმა ვეტმფრენისა და სამაშველო ჯგუფის დახმარებით ჩაატარეს. 

ხუთშაბათს კი, ჰონგ-კონგის მოქალაქეს  ფოტოს გადაღების დროს ფეხი დაუცურდა. კაცი, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი ტურისტული ჯგუფის წევრი იყო, ადმინისტრაციის პრესსპიკერის განცხადებით, „ სელფის“  გადაღებას ცდილობდა. ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 09:42

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა პირველ სამუშაო დღეს 15 ბრძანებას მოაწერა ხელი

თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა. ასევე, ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. პრეზიდენტმა ასევე მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა

ნათია თურნავა

21 იანვარი 2021, 09:32

ეკონომიკა

ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა

„არც ერთი დღით არ შეგვინელებია და არ შეგვიჩერებია ის ენერგეტიკული პროექტები და მათ შორის მსხვილი პროექტები, რომელიც კერძო ინვესტიციებით ხორციელდება და რომელიც საქართველოში იყო ჯერ კიდევ პანდემიამდე დაწყებული. უფრო მეტიც, 2020 წელს დაიწყო რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. დავგეგმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი - ეს არის „ენგურჰესის“ რეაბილიტაცია, რომელიც ახლა დაიწყო, განხორციელდება მომდევნო 4 თვის განმავლობაში “ - განაცხადა მინისტრმა.

ლარი

21 იანვარი 2021, 09:24

ეკონომიკა

200-ლარიანი დახმარების მისაღებად 160 ათასზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა

შემოსავლების სამსახური მონაცემებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განსახილველად მიაწვდის, რომელიც ერთჯერადი კომპენსაციის თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფს.

საქართველოს პარლამენტი

21 იანვარი 2021, 09:12

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი ბერაიას შეფასებით, დაზვერვის სამსახურის სახით, საქართველოს ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტიანი უწყება ჰყავს.

ევრილ ჰაინსი

21 იანვარი 2021, 08:52

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქალი პირველად გახდა

ჰეინსი, რომლის კანდიდატურაც ჯო ბაიდენმა წარადგინა, ამ თანამდებობაზე პირველი ქალი გახდა. მის დანიშვნას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 აღმოჩნდა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

21 იანვარი 2021, 08:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ მოლაპარაკებებში მართლა სერიოზულად ვმონაწილეობთ, მეხუთე რაუნდზე მივიდეთ მომზადებულები

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაშიც იგივე პროცესი წავიდეს და ჩვენ დავიწყოთ სერიოზული მსჯელობა შინაარსზე და შევაჯეროთ საბოლოო ჯამში ჩვენი პოზიციები. თუ მოლაპარაკებებში მართლა სერიოზულად ვმონაწილეობთ, მეხუთე რაუნდზე მივიდეთ ისე მომზადებულები, რომ წონასწორობა ჩვენს მხარეს გადმოვიდეს“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2021, 08:31

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მთავარი თემა იქნება. სალომე ზურაბიშვილი ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოს გენმდივანს გაესაუბრება და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ელჩებს მიმართავს, სადაც წლიური ეროვნული პროგრამა უნდა შეფასდეს.

ლევან დავითაშვილი/მაია ცქიტიშილი

21 იანვარი 2021, 08:21

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ლევან დავითაშვილსა და მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

დღესვე პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობასა და 2021 წლის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებს.

ამინდი

21 იანვარი 2021, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

მზიან დღეს ვარაუდობენ რუსთავში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

სტრასბურგის სასამართლო

21 იანვარი 2021, 08:00

პოლიტიკა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

პირველადი საჩივარი საქმეზე საქართველომ ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და მოითხოვა დროებითი ღონისძიების მიღება. ხოლო ოფიციალური, სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 03:18

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში ბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული განკარგულებები გააუქმა.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 02:37

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპმა ძალიან დიდსულოვანი წერილი დამიტოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლამდე მისმა წინამორბედმა მას ძალიან დიდსულოვანი წერილი დაუტოვა.

ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი

21 იანვარი 2021, 02:07

მსოფლიო

ანგელა მერკელი: ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაცია ამერიკული დემოკრატიის ნამდვილი ზეიმი იყო

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს ინაუგურაცია მიულოცა.

21 იანვარი 2021, 01:50

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 496 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 496 206 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 933 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი

21 იანვარი 2021, 01:10

მსოფლიო

ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში მივიდნენ. ვიდეო

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში მივიდნენ.

დიდი თითი ტკივილი

21 იანვარი 2021, 00:58

ტაბლოიდი

პროფესიონალმა გეიმერმა თითის ტრავმის გამო კარიერა 25 წლისამ დაასრულა

პაპარატო, რომელიც ინტერნეტში ZooMaa-ს სახელით არის ცნობილი, Call of Duty-ს პროფესიონალურ დონეზე 8 წლის განმავლობაში თამაშობდა, თუმცა ბოლო დროს, წარსულში მიღებული ტრავმის გამწვავების გამო თამაშზე უარის თქმა მოუწია.

გიორგი ვოლსკი

21 იანვარი 2021, 00:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შეიქმნას

ოპოზიცია არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შეიქმნას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის რიგებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამომრჩევლის მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნეს.

იდრის ელბა

21 იანვარი 2021, 00:47

კულტურა

იდრის ელბამ კომპოზიციაზე Paradise Circus - Gospel 21 გადაღებული ვიდეორგოლი წარადგინა

მუსიკალური სამყარო ელბასთვის ახალი სფერო არ არის. ის ფესტივალზე Glastonbury მადონას კონცერტამდე გამოდიოდა, ჩაწერილი აქვს კომპოზიციების ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან Macklemore & Ryan Lewis, ჯეიმს ბლეიკი, ჯონ ნიუმანი და Wiley.

ჯენიფერ ლოპესი

21 იანვარი 2021, 00:33

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესი მაიამის სანაპიროზე პაპარაცების სამიზნე გახდა

ჰოლივუდის მსახიობი და მუსიკოსი ჯენიფერ ლოპესი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემა პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც 51 წლის ჯენიფერ ლოპესი თეთრ საცურაო კოსტუმშია წარმოდგენილი. ფოტოებმა მუსიკოსის ფანების აღფრთოვანება გამოიწვია.

21 იანვარი 2021, 00:18

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 91 ადამიანს აღმოაჩნდა აღმოაჩნდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 10 875 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 154 პაციენტი, 8701 კი გამოჯანმრთელდა.