imedi /  08 აპრილი 2019, 08:35 / სანდო წყარო

ავღანეთში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთში მორიგი თავდასხმა მოხდა. მთავრობის წევრების განცხადებით, ქვეყნის დასავლეთ პროვინციაში მომხდარ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Manila Times-ი წერს.

დაღუპულების უმრავლესობა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერაქტი თალიბების მოწყობილია.

თავდასხმა განხორციელდა ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაშიც. ტერორისტებმა იერიში ქალაქ ღაზნისთან მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მიიტანეს. თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ყველა სიახლე

გამშვები პუნქტი ახალგორი

27 თებერვალი 2020, 13:55

საქართველო

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო ყველა გამშვებ პუნქტს სრულად ჩაკეტავს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის საფრთხის გამო ე.წ. საზღვარზე ყველა გამშვები პუქნტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 13:47

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზების შესახებ ინფორმაცია უარყო. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

27 თებერვალი 2020, 13:45

საქართველო

თურქეთიდან შემოსული მოქალაქეების ინფორმაციით, სარფის საბაჟო შესაძლოა თურქულმა მხარემ ჩაკეტოს

სარფის საბაჟო შესაძლოა, თურქულმა მხარემ ჩაკეტოს, - ამის შესახებ თურქეთიდან საქართველოში შემოსულმა რამდენიმე ადამიანმა განაცხადა. მათივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო თურქეთში პანიკაა. ამბობენ, რომ საეჭვო მგზავრებს ორივე ქვეყნის მედიკოსები ამოწმებენ.

ქუთაისის აეროპორტი ბარი-ქუთაისი

27 თებერვალი 2020, 13:43

საქართველო

ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩაფრენილმა მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება ორივე ქვეყანაში გაიარეს

მგზავრები ამბობენ, რომ საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია და შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ორივე ქვეყნაში გაიარეს. მათი უმეტესობა პირბადეებით გადაადგილდება. იტალიიდან ჩამოფრენილი მოქალაქეები ამბობენ, რომ კონკრეტულად ქალაქ ბარში პანიკა არ არის და არც კორონოვირუსის შემთხვევა დაფიქსირებულა.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2020, 13:43

საქართველო

ამირან გამყრელიძე: გადაკოცნას მოვერიდოთ, ხელის აწევით მიესალმეთ ერთმანეთს

ლუგარის ცენტრში მოლეკულური კვლევებით 41 ნიმუშია გატესტილი, დადასტურებულია 1 შემთხვევა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, სავარაუდო შემთხვევების მართვისთვის 4 სამედიცინო დაწესებულებაა გამოყოფილი, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის ინფექციური სტაციონარები.

პაატა იმნაძე

27 თებერვალი 2020, 13:42

საქართველო

პაატა იმნაძე: ნიღბის არასწორად გამოყენება საფრთხილოა

„გინახავთ ბევრი, რომ ხელს მოიკიდებს, ჩამოსწევს ნიღაბს და მერე ისევ გაიკეთებს. ამით რისკი იზრდება, რადგან ამ ნიღაბზე რაც მოხვდა ვირუსები, ხელი რომ მოვკიდე, ხელზე გადმოვიდა. მერე ხელი თვალში ამოვისვი, სახეს შევეხე და შევიტანე ვირუსები კონცენტრირებული ნიღბიდან ჩემივე ხელით. ამიტომაც ნიღბის ტარებას უნდა თავისი არა მარტო წესის ცოდნა, არამედ კარგად გათავისება. მაგალითად, ის აუცილებლად უნდა მოიხსნა ყურების მხრიდან (თასმებით) და არა წინა, სახის მხრიდან. ამიტომაც არის, რომ ძალიან საფრთხილოდ მიგვაჩნია ნიღბის რჩევა მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა იმნაძე.

სამხრეთ ოსეთი საზღვარი

27 თებერვალი 2020, 13:26

ძალოვნები

ოკუპანტებმა აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი მეორედ გაიტაცეს

ოკუპანტებმა აძვის მკვიდრი გაიტაცეს. ელდარ გუნდიშვილის უკანონო დაკავებას ადასტურებს სუს-ი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2020, 13:23

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ჩვენთვის ირანი უფრო მეტ საფრთეს წარმოადგენდა და ეს ისევ ასეა

ჩინეთში ვითარება უმჯობესდება, თუმცა ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 400-500-ს აღწევს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 13:21

მსოფლიო

უხანიდან სამშობლოში ევაკუირებულ უკრაინის 89 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„89 ევაკუირებულს, რომლებიც ახლა სანჟაღში კარანტინში იმყოფებიან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა. მისივე თქმით, ევაკუირებული პირების ბიოლოგიური მასალის მოლეკულარულ-გენეტიკურმა კვლევებმა ვირუსი არ გამოავლინა.

კორონავირუსი რუმინეთი

27 თებერვალი 2020, 13:20

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა რუმინეთშიც გამოვლინდა

პაციენტს კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან, რომელიც ცოტა ხნის წინ რუმინეთში იმყოფებოდა. რუმინეთი უკვე მესამე სახელმწიფოა, სადაც დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება დანიასა და ესტონათში გამოვლინდა.

27 თებერვალი 2020, 13:19

ძალოვნები

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

საუდის არაბეთი

27 თებერვალი 2020, 13:12

მსოფლიო

კორონავირუსის გამო საუდის არაბეთმა მექასა და მედინაში სალოცავად შესვლა დროებით შეაჩერა

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მექასა და მედინაში სალოცავად შესვლა დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ სამეფოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. „სამეფოში შემოსვლა უმრის მოსახდენად და ალ-მასჯიდ ან-ნაბავის მეჩეთის მონახულების მიზნით, დროებით შეჩერებულია“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

განათლები სამინისტრო

27 თებერვალი 2020, 13:07

საქართველო

განათლების სამინისტრო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებას არ გეგმავს

პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება.

27 თებერვალი 2020, 12:48

საქართველო

თბილისში 10 500 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება

პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი - მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაახლოებით 130 მილიონ ლარს ზოგავს, რამდენადაც თავდაპირველი პროექტის ღირებულება თითქმის 250 მილიონ ლარს შეადგენდა.

სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი

27 თებერვალი 2020, 12:47

საქართველო

სარფის საბაჟოზე ირანის ერთ მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს

კორონავირუსთან დაკავშირებით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საეჭვო პირები მოწმდებიან. როგორც საბაჟოზე მგზავრებმა განაცხადეს, შემოწმების შემდეგ ირანის ერთ მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. მათი თქმით, ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოწმდებიან.

ჩინეთი

27 თებერვალი 2020, 12:37

მსოფლიო

ჩინეთში პირბადეების გამოშვების მოცულობა შვიდჯერ გაიზარდა

კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჩინეთში პირბადეების გამოშვების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა. როგორც ჩინური გამოცემა Xinhuanet-ი იუწყება, ჩინეთში, დღეში 76 მილიონ სამედიცინო და დამცავ პირბადეს უშვებენ. ჩინეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა საერთო ჯამში, შიდაბაზარზე არსებული დეფიციტის აღმოფხვრა შეძლეს.

გიორგი ვაშაძე

27 თებერვალი 2020, 12:25

საქართველო

გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებას ახალი ვერსია აქვს - 110-40-ზე, თუმცა ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით

„ხელისუფლება იზოლაციაშია - ან მთლიანად გადაუსვამს დიპლომატების მოთხოვნას ხაზს, ან გონს მოეგება, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენის აუცილებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

გიგი წერეთელი

27 თებერვალი 2020, 12:20

საქართველო

გიგი წერეთელი: კორონავირუსთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ პანიკის საფუძველს ვერ ხედავს

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის ბევრი კითხვა და შეშფოთება, თუმცა ამის აუცილებლობა არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განუცხადა.

აზერბაიჯანი

27 თებერვალი 2020, 12:20

მსოფლიო

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო: საბაჟოდან ამოღებული კადრებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეს ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტომ სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად დაუყოვნებლივ ჩაატარეს გამოძიება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გაანალიზებული იყო საბაჟოდან ამოღებული კადრები, როდესაც საქართველოს მოქალაქე კონტროლს გადიოდა და დადგინდა, რომ მას სხეულის ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა და ცვლილება არ შეინიშნებოდა.

სამხრეთ კორეა

27 თებერვალი 2020, 12:10

მსოფლიო

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის გადადგომას მილიონზე მეტი ადამიანი ითხოვს

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გართულების გამო, სამხრეთ კორეაში ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ამ მიზნით შექმნილ პეტიციას 1 მილიონ 17 ათასი ადამიანი აწერს ხელს. ინფორმაციას koreatimes-ი ავრცელებს. პეტიცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზეა განთავსებული. პეტიციის ავტორები ქვეყნის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან ეფექტური ზომები ვერ მიიღო ქვეყანაში კორონავირუსის თავიდან აცილებისა და შეკავების მიზნით.