imedi /  10 აპრილი 2019, 13:04 / სანდო წყარო

ინდოეთში ხელფასის გადაუხდელობის გამო თანამშრომლებმა უფროსი გაიტაცეს და აწამეს

ინდოეთში ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებმა ხელფასის გადაუხდელობის გამო უფროსი გაიტაცეს და აწამეს. ამის შესახებ ინფორმაციას India Today ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ ბენგალურუში რამდენიმე კვირის წინ  მოხდა. 

გამოცემის ცნობით, 23 წლის სუჯეიმ, რომელიც კერძო კომპანიის მმართველია, თანამშრომლებს ხელფასი 7 თვის განმავლობაში არ გადაუხადა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით გაიტაცა და კუთვნილი ფულის მიღების მოთხოვნით აწამა ის თავისმა 7-მა თანამშრომელმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით 4 პირი უკვე დააკავეს, დანარჩენი სამი თანამშრომლის საქმეზე კი გამოძიება ისევ გრძელდება.

ყველა სიახლე

20 თებერვალი 2020, 18:02

საქართველო

პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია „ევროპაბეთისგან“ სრული დატვირთვით ამოქმედდა

„დროის კონტროლი“ - ეს ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგიაა და წარმატებითაა დანერგილი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, მალტა, გერმანია და სხვა ქვეყნები. საქართველოში კი ის „ევროპაბეთმა“ პირველმა დანერგა. მისი წყალობით, მოთამაშეს გარკვეული ხნის შემდეგ თავად ვებგვერდი ახსენებს იმას, რომ უკვე დიდი ხანია, თამაშობს და რომ უნდა დაფიქრდეს: სურს თუ არა თამაშის გაგრძელება.

20 თებერვალი 2020, 17:59

საქართველო

გაერთიანებული სამეფო რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე- ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცებულ განცხადებაში წერია.

სანდრა კალნიეტე

20 თებერვალი 2020, 17:51

საქართველო

ლატვიელი ევროპარლამენტარი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა

„მერაბიშვილის გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობისა და მდგრადი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე მოხდა. ნებისმიერ ფასად არჩევნების მოგებას, წესების შეცვლას და ოპოზიციის დევნას გავლენა ექნება ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე“, - დაწერა სანდრა კალნიეტემ „ტვიტერზე“.

20 თებერვალი 2020, 17:44

საქართველო

აშშ-ის საელჩო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

20 თებერვალი 2020, 17:30

ეკონომიკა

ხობში „100 საინვესტიციო შეთავაზების“ ფარგლებში 30-მილიონიანი საწარმო აშენდება

პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

20 თებერვალი 2020, 17:25

საქართველო

მაიკ პომპეო კიბერშეტევაზე: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამგვარი ქმედება საქართველოში

„ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერ შეტევა რუსეთმა განახორციელა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ანა ფოტიგა

20 თებერვალი 2020, 17:19

საქართველო

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: მივესალმები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს მიესალმება. ამის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

გიორგი შენგელაია

20 თებერვალი 2020, 17:15

კულტურა

გიორგი შენგელაია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. გიორგი შენგელაიას ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

20 თებერვალი 2020, 17:01

საქართველო

საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სხვა ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ია მეტრეველი

20 თებერვალი 2020, 16:45

საქართველო

ია მეტრეველი მერაბიშვილზე: საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს

ხედავთ, კიდევ როგორ იმუქრება?! ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სააკაშვილის მმართველობის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ვანო მერაბიშვილის მიერ ხელისუფლების დამხობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

გელა გიორგაძე

20 თებერვალი 2020, 16:41

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა, რომელიც მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გელა გიორგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 1994-1998 სწავლობდა. გელა გიორგაძეს მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამხედრო განათლება მან 1994-1998 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამხედრო აკადემიაში მიიღო.

გერმანია ტერაქტი

20 თებერვალი 2020, 16:39

მსოფლიო

ჰანაუში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის თურქეთის მოქალაქეები არიან

„ევროპაში მზარდი ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უგრძნობლობა ახალ თავდასხმებს იწვევს. დროა, ეს თავდასხმები შეწყდეს. სხვაგვარად, რასიზმი და ქსენოფობია უფრო საგანგაშო დონეს მიაღწევს. დროა, ევროპული ქვეყნები გაერთიანდნენ რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ და ერთი ხმით ისაუბრონ“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 16:30

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: ვანო მერაბიშვილს ხელისუფლების ოპონენტად ვერ ვხედავ

საქართველოს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის სახით ხელისუფლების ოპონენტს ვერ ხედავს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ექსპრემიერის მიერ საპატიმროს დატოვებაზე ჰკითხეს.

ნასერ ელ-ხელაიფი

20 თებერვალი 2020, 16:13

სპორტი

პსჟ-ს პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს

პსჟ-ს პრეზიდენტს, ნასერ ელ-ხელაიფის კრიმინალურ გარიგებებთან დაკავშირებით ბრალ წაუყენეს. ინფორმაციას Goal.com-ი იტყობინება. საქმე ეხება მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებასთან დაკავშირებულ საქმეს, რომელშიც შვეიცარიის პროკურატურის ცნობით, ნასერ ელ-ხელაიფისთან ერთად FIFA-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ჯერომე ვალკეც იყო ჩართული.

გიგი წერეთელი

20 თებერვალი 2020, 15:56

საქართველო

გიგი წერეთელი: ვანო თვითონ განმარტავს, ეს ლაფსუს ლინგვეა თუ მან ასე თქვა

„ნუ მოვთხოვთ, ვანო მერაბიშვილს ყველა კითხვას გასცეს პასუხი დღესვე და მის ყველა სიტყვას არ უნდა გამოვეკიდოთ. ადამიანმა დღეს დატოვა საპატიმრო. მე მგონი, ვინმესთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მას ხელისუფლების შეცვლა სურდეს“, - ასე „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხობს.

ირაკლი კოვზანაძე

20 თებერვალი 2020, 15:47

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ციფრები ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს მნიშვნელოვან საქმეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა საინტერსო და დეტალური ინფორმაცია საფინანსო სექტორში და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროში არსებული მდგომარეობის შესახებ და წარმოდგენილი ციფრები ადასტურებს სამინისტროს გამართულ საქმიანობას.

ვახტან გომელაურის და სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის შეხვედრა

20 თებერვალი 2020, 15:34

ძალოვნები

ვახტანგ გომელაურმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საზღვრის ინტეგრირებული მართვის, არალეგალური მიგრაციის და ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რასაც იგი ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებით ახორციელებს. მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი 2020, 15:33

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: 2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

„2019 წელს კაპიტალური ხარჯების ათვისების პროგნოზი 3 მილიარდ 710 მილიონ ლარს შეადგენდა. დონორების დაფინანსებული პროექტებისა და მუნიციპალური პროექტების გადაჭარბებით შესრულების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა 470 მილიონი ლარით მეტის ათვისება. მთლიანობაში, კაპიტალურ ხარჯებზე 2019 წელს მიიმართა 4 მილიარდ 180 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ვალერი გელაშვილი

20 თებერვალი 2020, 15:32

საქართველო

ვალერი გელაშვილი: მორალზე ნუ დაველაპარაკებით ვანო მერაბიშვილს, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას ბიზნესი ააწიოკა

გამოვიდა ვანო მერაბიშვილი და თავხედური განცხადება გააკეთა, რომ ამ ხელისუფლებას დაამხობს, რაც მორიგი დანაშაულია და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარლამენტარმა ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომლის ცემის ფაქტზეც ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა.

20 თებერვალი 2020, 15:26

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრი გაგუას კლინიკას ეწვია და საერთაშორისო სერტიფიცირების გავლა მიულოცა

გაგუას კლინიკამ გერმანული აუდიტორული კომპანია „კა ტე ქიუ ინტერნეიშენელი-ს“ სერტიფიცირება „საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის და გამჭვირვალობის’’ შესახებ წარმატებით გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებას ეწვია და წარმატება პირადად მიულოცა.