imedi /  10 აპრილი 2019, 13:41 / სანდო წყარო

ალბანეთის აეროპორტიდან €2.5 მილიონი გაიტაცეს

ალბანეთის პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა და 40-მდე გამოკითხა €2.5 მილიონის მოპარვის საქმეზე. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

მანამდე ტირანის საერთაშორისო აეროპორტში ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა შეაღწიეს და ავსტრიული ავიახაზებიდან €2.5 მილიონი გაიტაცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გატაცებული თანხა ხუთჯერ მეტია.

ორმხრივი სროლისას ერთი თავდამსხმელი დაიღუპა.

მძარცველებს საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების ფორმა ეცვათ. მათ ავტომობილს ასევე ეწერა „საგადასახადო სამსახური“. მოგვიანებით ეს მანქანა დამწვარი იპოვეს.

ყველა სიახლე

ლაბორატორია

28 თებერვალი 2020, 21:34

მსოფლიო

BBC: ირანში კორონავირუსით სულ მცირე 210 ადამიანი დაიღუპა

ირანში კორონავირუსით სულ მცირე 210 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ირანის ხელისუფლების მიერ ოფიციალურად გაცხადებული იყო 34 დაღუპულის შესახებ. ასევე ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 388 ადამიანი. ბს.

მოსკოვი

28 თებერვალი 2020, 21:24

მსოფლიო

მოსკოვში კორონავირუსის რისკის გამო 80 ადამიანს აკვირდებიან

მოსკოვის საობსერვაციო ცენტრში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ 80 ადამიანია მოთავსებული კორონავირუსის რისკის გამო. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოსკოვის ვიცე-მერმა ანასტასია რაკოვამ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირები იზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან.

აჭარის ტელევიზია

28 თებერვალი 2020, 21:23

საქართველო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა მთავარი საინფორმაციო გამოშვება წუთიერი დუმილით დაასრულეს

„აჭარის მაწყებელში სუსია“ - ამ წარწერითა და წუთიერი დუმილით აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა მთავარი საინფორმაციო გამოშვება დაასრულეს. ამ ფორმით მათ საინფრომაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლება გააპროტესტეს.

რომის პაპი

28 თებერვალი 2020, 21:18

მსოფლიო

რომის პაპი მეორე დღეა ოფიციალურ აუდიენციებში არ მონაწილეობს

„დღეს დილით პონტიფიკოსი მესას გაუძღვა, მიესალმა მესში მონაწილე ყველა პირს, თუმცა გადაწყვიტა დღეს ჩანიშნული აუდიენციები გადაედო“, - განაცხადა ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 21:13

საქართველო

აჭარაში კორონავირუსის საფრთხის გამო ახალგაზრდა კაცზე ეპიდზედამხედველობა დაწესდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ახალგაზრდა კაცი ბათუმში უკრაინიდან გემით შემოვიდა, თუმცა ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ირანში და ეს გახდა ზედამხედველობის დაწესების მიზეზი.

პოლიცია

28 თებერვალი 2020, 20:57

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული ელდარ გუნდიშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ გატაცებული ელდარ გუნდიშვილი თავისუფალია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მკვიდრი ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს. 70 წლის ელდარ გუნდიშვილი ოკუპანტებმა 27 თებერვალს თავისი სახლიდან 800 მეტრში დააკავეს, როდესაც ის ახლომდებარე ტყეში შეშაზე იყო წასული და უკან ბრუნდებოდა.

თეა წულუკიანი

28 თებერვალი 2020, 20:52

საქართველო

თეა წულუკიანი: დეპორტირებულების საქმეზე რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდა სავალდებულოა და ამ თანხას ერიცხება პროცენტები

რუსეთთან ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ჩვენს არგუმენტებს მინისტრთა კომიტეტი ყოველ ჯერზე იზიარებს და გამოსცემს საქართველოს არგუმენტების შესაბამის რეზოლუციას, სადაც ახსენებს რუსეთს, რომ არავითარი საბაბი არ იქნება გაზიარებული და კომპენსაციის გადახდა უპირობოდ სავალდებულოა და ამ თანხას ერიცხება პროცენტები, - ამის შესახებ ე.წ. დეპორტირებულების საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

28 თებერვალი 2020, 20:51

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი: ვუთანაგრძნობ თურქ ხალხს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სირიაში იდლიბის პროვინციაში თურქი ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.

მთაწმინდის ფერდობი

28 თებერვალი 2020, 20:29

ძალოვნები

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

გიგა ბოკერია

28 თებერვალი 2020, 20:25

საქართველო

გიგა ბოკერია: თუ დარწმუნებულები იყვნენ, რომ 40%-ზე მეტს აიღებდნენ, ეს შარი ქვეყანას რატომ აკიდეს?!

130 პარტიული სია, 20 მაჟორიტარი - ეს უზრუნველყოფს მიკიბ-მოკიბვის გარეშე იმას, რომ 40%-ს ასცდე და უპირატესობა გქონდეს, 110/40-ზე ამას ვერ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებთან ერთად მათთვის ასევე უმთავრესია პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

ნინო ბურჯანაძე

28 თებერვალი 2020, 20:19

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: 100/50-ზე ჩვენთვის მიუღებელია

მისივე თქმით, 100/50 მათთვის მიუღებელი, „რადგან აქ ვართ, ესე იგი იმედი გვაქვს რომ კონსტრუქციული საუბარი იქნება. სურვილი გვაქვს შეთანხმება მოხდეს, რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ 40%-ში ჯდება 100/50-ზე , 40%-ში ჯდება 125/25-ზეც, ასე რომ სამსჯელო ძალიან ბევრია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

გრიგოლ ვაშაძე

28 თებერვალი 2020, 20:16

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: თუ ციხიდან არ გამოვა ხალხი, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით ზის, არავითარი შეთანხმება არ შედგება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუ ციხიდან არ გამოვა ის ხალხი, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით ზის იქ, და არ შეწყდება სხვების წინააღმდეგ აღძრული საქმეები, არავითარი შეთანხმება არ შედგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გერმანიის საელჩოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

28 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება. „მსოფლიოში ოცზე მეტი ვაქცინის შემუშავება მიმდინარეობს და რამდენიმე პრეპარატს კლინიკური კვლევები უტარდება. პირველ შედეგებს რამდენიმე კვირაში ველით“, - განაცხადა მან.

28 თებერვალი 2020, 20:06

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო სატვირთო ავტოტრანსპორტი ცალმხრივად გავლის რეჟიმში იმოძრავებს.

28 თებერვალი 2020, 20:01

საქართველო

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. შორენა ღლონტი მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება გადანიშნული.

გიორგი შარაშიძე

28 თებერვალი 2020, 19:47

ეკონომიკა

გიორგი შარაშიძე: საქართველოს ეკონომიკა მზად არის ისეთი დროებითი შოკისთვის როგორიც კორონავირუსია

საქართველოს ეკონომიკა მზად არის ისეთი დროებითი შოკისთვის როგორიც კორონავირუსია - ამ თემაზე ჟურნალ entrepreneur-ის დამფუძნებელმა, გიორგი შარაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

მარინა ეზუგბაია

28 თებერვალი 2020, 19:47

საქართველო

ლუგარის ლაბორატორიაში ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ და დღეს გაგზავნილი 22 ტესტიდან 21-ის პასუხი ნეგატიურია

„ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ საღამოს და დღეს წაღებული 22 ტესტიდან 21 უარყოფითია, კორონავირუსი მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდგინდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ჯანმო

28 თებერვალი 2020, 19:46

მსოფლიო

ჯანმო: კორონავირუსის რისკი ძალიან მაღალია გლობალურ დონეზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის რისკი შეფასების დონე გაზარდა. როგორც დღეს ჯანმოში განაცხადეს, კორონავირუსის რისკი ამჟამად ძალიან მაღალია გლობალური მასშტაბით.

დავით უსუფაშილი

28 თებერვალი 2020, 19:42

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ქართველები ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ უცხოელების რეზიდენციებში არ უნდა ვხვდებოდეთ

ქართველები უცხოელების რეზიდენციებში ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ არ უნდა ვხვდებოდეთ .სწორედ იმიტომ გვინდა მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, რომ აღარასოდეს გახდეს საჭირო ასეთი რაუნდები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

ხანძარი

28 თებერვალი 2020, 19:32

ძალოვნები

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. ვიდეო

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლი „ეშმაკის ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიზე ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.