imedi /  15 აპრილი 2019, 12:24 / სანდო წყარო

წითელი ჯვარი სირიაში 5 წლის წინ გატაცებული მედდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

წითელი ჯვარი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა სირიაში საკუთარი თანამშრომლის გატაცების შესახებ 5 წლის შემდეგ განაცხადა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

„ახალზელანდიელი მედდა ლუიზა აკავი 2013 წლის 13 ოქტომბერს კიდევ ორ სირიელ მძღოლთან ერთად გაიტაცეს და ის მთელი ამ წლების განმავლოაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ტყვეობაში იმყოფება. დღეს ჩვენ საჯაროდ ვითხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია ჩვენი სამი თანამშრომლის შესახებ“, - განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა დომინიკ სტილჰართმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

წითელი ჯვრის 156-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს ყველაზე ხანგრძლივი გატაცებაა. ინფორმაცია მომხდარის შესახებ საიდუმლოდ ინახებოდა, რათა 62 წლის ლუიზა აკავის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ახალი ზელანდიის მთავრობა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ლუიზა აკავის ცოცხლად მიიჩნევდნენ. ჩვენ ახლაც გვჯერა ამის“, - განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პიტერსმა.

მისი თქმით, აკავის ძებნაში ახალი ზელანდიის სპეცრაზმიც ჩაერთო. ისინი ერაყში ჩავიდნენ, საიდანაც არაერთხელ გადასულან სირიაში გატაცებული მედდის მოსაძებნად.

ლუიზა აკავი 2013 წლის ოქტომბერში 6 სხვა ადამიანთან ერთად გაიტაცეს, როდესაც ისინი ჰუმანიტარული დახმარების კოლონასთან ერთად იდლიბის პროვინციაში მიემგზავრებოდნენ. ოთხი გატაცებულის გათავისუფლება მეორე დღესვე მოხერხდა, აკავი და ორი სირიელი მძღოლი კი ტყვეობაში დარჩნენ.

წითელი ჯვრის კომიტეტის განცხადებით, აკავის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ახლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მარტში „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში უკანასკნელი საყრდენი პუნქტები დაკარგა.

ყველა სიახლე

20 ივნისი 2019, 10:39

საქართველო

საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას გავრილოვი პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვება

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და ქართული ოცნების წევრს ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

20 ივნისი 2019, 10:28

საქართველო

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის „მწვანე ნუსხაში“ საქართველოს დაცული ტერიტორიების გაწევრიანება იგეგმება

ამ მიზნით, საქართველოს IUCN-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ეწვია, რომელთაც შერჩეულ ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა გამართეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს „მწვანე ნუსხაში“ გაწევრიანების სტანდარტებისა და კომპონენტების შესახებ. „მწვანე ნუსხა“ 2014 წელს შეიქმნა და მასში დაცული ტერიტორიების გაწევრიანებისთვის 4 კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო, რასაც 50 ინდიკატორი ზომავს.

20 ივნისი 2019, 10:27

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლა ფინალურ ეტაპზე გადადის

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების ფინალურ ეტაპზე ორი კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას. არჩევნების მორიგ ტურში 4 კანდიდატიდან კენჭისყრის მსურველების რაოდენობა სამამდე შემცირდება. შედეგები თბილისის დროით დაახლოებით 16:00 საათზე გახდება ცნობილი.

ნაზი ჯანეზაშვილი

20 ივნისი 2019, 10:11

საქართველო

ნაზი ჯანეზაშვილი ასახელებს მიზეზებს, რატომ არ უნდა იყოს გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეობის კანდიდატი

ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ყოფნა აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს და ჩრდილს აყენებს მთლიანად შერჩევის პროცესს, ამიტომ, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძემ უნდა მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ვიდრე ყველაფერი დასრულებული არ არის და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.

20 ივნისი 2019, 09:50

ძალოვნები

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 41.4 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დაასრულა. ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 41.4 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. შესაბამისი პრესრელიზი ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კიმ ჩენ ინი
სი ძინპინი

20 ივნისი 2019, 09:29

მსოფლიო

ჩინეთის ლიდერი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

სი ძინპინის ვიზიტის ვიზიტი 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70 წლისთავს ეძღვნება.მედიის ცნობით, ჩინეთის ლიდერი კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე ფხენიანის ბირთვულ პროგრამასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრებს.

ნიკოლა სარკოზი

20 ივნისი 2019, 09:10

მსოფლიო

კორუფციის საქმეზე ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება

პარიზის საკასაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტს ბოლო აპელაციაზე უარი უთხრა, რომელიც სარკოზის საქმის სასამართლოსთვის გადაცემის გაუქმებას შეეხებოდა. ამ საქმეში სარკოზის, მისი ადვოკატის, ტიერი ჰერცოგის და ყოფილი მოსამართლის, ჟილბერტ აზიბერტის საუბრის ჩანაწერები ფიგურირებს.

მფრინავი ტაქსი

20 ივნისი 2019, 08:45

ტექნოლოგიები

პარიზის ავიასალონზე საჰაერო ტაქსების პროტოტიპები წარადგინეს

პარიზის გარეუბან ლა-ბურჟეში, 53-ე საერთაშორისო ავიასალონზე მომავალი აეროტაქსების პროტოტიპები წარადგინეს. მათ შორის იყო ევროპული გინანტი Airbus-ის შექმნილი მოდელი „ვაანა“, რომელიც ერთ მგზავრზე ან მცირე ზომის ტვირთის გადაზიდვაზეა გათვლილი.

მეუფე კალისტრატე

20 ივნისი 2019, 08:34

საქართველო

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე, რამდენიმე საათის წინ კლინიკაში გარდაიცვალა. მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 10 დღის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა. 1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.

იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი

20 ივნისი 2019, 08:12

საქართველო

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდება, ასევე დაგეგმილია საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები. იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას.

გამოცდები

20 ივნისი 2019, 07:58

საქართველო

20 ივნისიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს. პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა.შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - "დაბეჭდეთ ბარათი".

20 ივნისი 2019, 01:20

ტექნოლოგიები

ავტომწარმოებელმა Citroën-მა 100 წლის იუბილე იზეიმა

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Citroën-მა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარიზში ღია ცის ქვეშ გამოფენა მოაწყო. Citroën-მა პირველი ავტომობილი 1919-1920 წლებში ააწყო. ყველაზე პოპულარული 2CV მოდელია. კომპანიამ ამ ტიპის 5 მილიონი ავტომობილი გაყიდა.

20 ივნისი 2019, 00:44

ძალოვნები

მეტროში ახალგაზრდებზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

„რუსთაველის“ მეტროში რამდენიმე ადამიანი ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. „საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, - ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

კატა

20 ივნისი 2019, 00:35

ტექნოლოგიები

რა უნდა იცოდეთ კატის სტერილიზაციის შესახებ. გზამკვლევი

კატების კასტრაციაზე ბევრი მითი არსებობს. სწორედ ამის გამო შინაური ცხოველების პატრონები ოპერაციისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ სტერილიზაციის შემდეგ კატა სუქდება, პასიური ხდება და შარდკენჭოვანი დაავადებების რისკი მატულობს. შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრებები სიმართლეს?

გიორგი მარგველაშვილი

20 ივნისი 2019, 00:32

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი: 40 წელი ლევან ვასაძეს არავინ დაუჩაგრავს

„პრაიდზე ჩემი მისვლა ტყუილი იქნებოდა, რადგან არ ვარ ამ ორიენტაციის ადამიანი. ამიტომ, მე დავდგებოდი იმ პოლიციელის გვერდით, რომელიც პრაიდს იცავს და იქ დავინახავდი საქართველოს, ქრისტიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ემილიანო სალა

20 ივნისი 2019, 00:22

მსოფლიო

ავიაკატასტროფისას დაღუპული ემილიანო სალას საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

ინგლისში, დორსეტის საგრაფოს პოლიციამ, რომელიც ავიაკატასტროფისას დაღუპული 28 წლის ფეხბურთელის ემილიანო სალას საქმეს იძიებს ეჭვმიტანილი დააკავა. პოლიციის ცნობით, ეს არის ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც ფეხბურთელის გაუფრთხილებლობით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

20 ივნისი 2019, 00:06

მსოფლიო

ნორვეგიის კუნძულზე დროის გაუქმებას ითხოვენ

ზაფხულის დღეების გახანგრძლივების მიზნით ჩრდილოეთ ნორვეგიის კუნძულზე Sommarøy, რომელიც ზაფხულის კუნძულს ნიშნავს, დროის გაუქმებას ითხოვენ. ადგილობრივებს ხანგრძლივი პოლარული ღამის პირობებში ნოემბრიდან იანვრამდე უწევთ ცხოვრება. მაისიდან ივლისამდე კი მზე არ ჩადის.

ბეტმენი

19 ივნისი 2019, 23:48

კულტურა

ამერიკელმა მაყურებელმა საუკეთესო ბეტმენი დაასახელა

ამერიკელმა მაყურებელმა გამოხატა პოზიცია, თუ რომელი მსახიობი შეასრულებს უკეთ ბეტმენი როლს. ინფორმაციას გამოცემა The Hollywood Reporter-ი კომპანია Morning Consult-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯგუფი Kiss

19 ივნისი 2019, 23:31

კულტურა

YouTube-მა და Universal-მა ათასიდან ასი საკულტო ვიდეორგოლის ხარისხი უკვე განაახლა

პროექტის ფარგლებში დაახლოებით 100 ვიდეორგოლი უკვე განახლებულია. დანარჩენს 2020 წლის ბოლომდე აღადგენენ. YouTube-ში აღნიშნავენ, რომ განახლებული ვიდეორგოლები ყოველ კვირას გამოქვეყნდება. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ განახლებული ვიდეორგოლს:

თბილისის საქალაქო სასამართლო

19 ივნისი 2019, 23:07

ძალოვნები

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდების მოწმეები დაკითხეს

აუდიომასალა, რომელშიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, ასევე ბრალდებულთა და ერთ-ერთი მოწმის ხმები ავთენტიკურია. ეს ექსპერტ-კრიმინალისტის დასკვნაა. ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მოწმეები გამოიკითხნენ