imedi /  18 აპრილი 2019, 12:48 / სანდო წყარო

ბელგიაში 100-ზე მეტი სალაფიტური ორგანიზაცია მოქმედებს

მეჩეთი

ბრიუსელის მეჩეთი

ბელგიაში 100-ზე მეტი სალაფიტური ორგანიზაცია მოქმედებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა De Tijd-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემები სალაფიტური ორგანიზაციების რიცხვის შესახებ ბელგიის ხელისუფლებას არ გააჩნია, თუმცა ქვეყნის იუსტიციის მინისტრი კუნ გინსი ადასტურებს, რომ „სალაფიზმთან დაკავშირებული ჯგუფების რიცხვი ნამდვილად იზრდება“.

სალაფიზმის მიმდევრები არ ემხრობიან დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას და ფუნქციონირებას და მხარს უჭერენ ისლამური სახელმწიფო მმართველობის დამკვიდრებას, რომელიც მხოლოდ ყურანსა და სუნაზე იქნება დაფუძნებული.

ყველა სიახლე

რუსთავი 2

20 სექტემბერი 2019, 10:58

საქართველო

„რუსთავი 2“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია აღნიშნავს, ორშაბათს "კურიერის" გარდა დილის გადაცემაც გავა.

Apple აიფონი

20 სექტემბერი 2019, 10:47

ტექნოლოგიები

Apple-მა iOS 13-ის ახალი ვერსია გამოუშვა

ახალ ვერსიაში ბნელი რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ყველა აპლიკაციას ინტერფეისს უცვლის. კომპანიამ ასევე სტანდარტული აპლიკაციებიც განაახლა და გააუმჯობესა. ამასთან, ამოქმედდა გამოწერა თამაშების სერვის Arcade-ზე, რომელშიც Apple-ის მიერ შერჩეული 100-ზე მეტი თამაშია წარმოდგენილი.

კანიე უესტი Forbes

20 სექტემბერი 2019, 10:20

კულტურა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერები დასახელდნენ

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი გახდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 2019 წელს მან ფეხსაცმლის კოლექცია Yeezy შექმნა, რამაც $150 მილიონი დოლარი მოუტანა.

რაგბი

20 სექტემბერი 2019, 10:00

სპორტი

დღეს რაგბის მსოფლიო თასი იწყება

დღეს იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. გახსნის ცერემონია 13:30 საათზეა დაგეგმილი. პირველი შეხვედრა კი 14:45 საათზე იაპონიასა და რუსეთს შორის გაიმართება. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისსა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

20 სექტემბერი 2019, 09:46

ტაბლოიდი

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი რომში მეგობრის ქორწილს დაესწრებიან

სამეფო წყვილი რომში მეგან მარკლის მეგობრის, დიზაინერ მიშა ნონოს ქორწილს დაესწრებიან. ამის შესახებ ტაბლოიდური გამოცემები წყაროზე დაყრდნობით წერენ და აღნიშნავენ, რომ წყვილმა იტალიაში გასამგზავრებლად კომერციული ფრენით ისარგებლა.

Huawei

20 სექტემბერი 2019, 09:17

ტექნოლოგიები

Huawei-ს ახალ სმარტფონებში სანქციების გამო Google-ის სერვისები აღარ არის

Huawei-მ გამოუშვა ახალი სმარტფონები, რომელშიც Google-ის აპლიკაციები არ იქნება. ჩინური კომპანიის სპიკერმა BBC- ს განუცხადა, რომ Facebook-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს ახალი სმარტფონების მფლობელები Huawei- ს საკუთარი მაღაზიის საშუალებით ჩამოტვირთავენ, მისი სახელწოდება კი Huawei App Gallery იქნება.

თორნიკე მამალაძე

20 სექტემბერი 2019, 08:57

საქართველო

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ პარლამენტთან კარავი გაშალა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა პროტესტს განაგრძობს. საპატრიარქოს შემდეგ თორნიკე მამალაძემ კარავი პარლამენტის წინ გაშალა. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ გაათავისუფლებენ.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 08:50

საქართველო

დღეს პარლამენტის შენობაში შესვლა შეიზღუდება

საქართველოს პარლამენტი „უსაფრთხოების დამატებითი ზომების“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ტექსტში წერია, რომ „აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 08:45

საქართველო

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში დღეს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენს. ოპოზიცია უწყების მუშაობით უკმაყოფილოა. „ქართულ ოცნებაში“, ოკუპაციის თემაზე აკეთებენ აქცენტს და ძირითადი შეკითხვები მინისტრთან, სწორედ ამ საკითხს შეეხება.

დაჭრა

20 სექტემბერი 2019, 08:16

ძალოვნები

თბილისში უცხოელი დაჭრეს

თბილისში მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არაბი კაცი დაჭრეს. დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს მსუბუქი ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს.

ვაშინგტონი

20 სექტემბერი 2019, 08:15

მსოფლიო

ვაშინგტონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ვაშინგტონში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. პოლიციისთვის შემთხვევის მოტივი უცნობია. ამ დროისთის არც სხვა დამატებითი დეტალები ვრცელდება. სროლა თეთრ სახლთან ახლოს, ერთ-ერთი ბინის ეზოში იყო. სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

20 სექტემბერი 2019, 00:58

ტექნოლოგიები

აშშ-სა და კანადაში ფრინველების პოპულაცია 3 მილიარდით შემცირდა

აშშ-სა და კანადაში ბოლო 50 წელია ფრინველების პოპულაცია 3 მილიარდით შემცირდა, წერს BBC ორ კვლევაზე დაყრდნობით. პირველი კვლევის თანახმად მეცნიერები აცხადებენ, რომ ტყვეობაში ფრინველების პოპულაცია მცირდება.

შარლ ჟერარი

20 სექტემბერი 2019, 00:27

კულტურა

მსახიობი შარლ ჟერარი გარდაიცვალა

პარიზში, ცნობილი ფრანგი მსახიობი შარლ ჟერარი 92 წლისა გარდაიცვალა, წერს Le Mond-ი. გამოცემის ცნობით, მსახიობი ავადმყოფობდა. ის პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და სიცოცხლის ბოლო დღეები იქ გაატარა. შარლ ჟერარი მსახიობ ჟან-პოლ ბელმონდოსთან მეგობრობდა. ის რეჟისორ კლოდ ლელუშის საყვარელი მსახიობი იყო.

19 სექტემბერი 2019, 23:40

ძალოვნები

პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგო. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ.

ავტოავარია

19 სექტემბერი 2019, 23:07

ტექნოლოგიები

ცნობილია სიმღერები, რომლებიც ავტომობილის მართვისას ავარიის რისკს ზრდის

მძღოლები, რომლებსაც მუსიკა ხმამაღლა აქვთ ჩართული და აგრესიულ როკ-მუსიკას უსმენენ ხშირ შემთხვევაში ავტოავარიაში ხვდებიან. ეს ჩინეთში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.

აფეთქება

19 სექტემბერი 2019, 22:24

მსოფლიო

თურქეთში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთში, სტამბოლში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, წერს BBC. დაშავებულია ორი მეხანძრე და საწარმოს რამდენიმე თანამშრომელი. გამოცემის ცნობით, ქიმიურ ქარხანაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი ლითონის ბაკი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

19 სექტემბერი 2019, 21:26

ძალოვნები

შსს: აგარასთან პატრულის მანქანას ტრაილერი შეეჯახა

დაბა აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ქარელისა და გორის სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. გ.ტ.-ს მდგომარეობა მძიმეა, გ.ხ.-ს მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელი.

პერევი

19 სექტემბერი 2019, 21:09

საქართველო

პერევის „გამშვები პუნქტი“ 4 დღით ჩაიკეტა

პერევის ე.წ „გამშვები-პუნქტი“ 4 დღით ჩაიკეტა. დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება 20 საათიდან შევიდა ძალაში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმი ამას არაღიარებული რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებს. საქართველოს ცენტრალური მთავრობა კი ადამიანის უფლებათა მასობრივ და უხეშ დარღვევებზე აკეთებს აქცენტს.

19 სექტემბერი 2019, 20:58

ძალოვნები

საქართველომ რუსეთს ტერორიზმში ბრალდებული რამზან ახიადოვი გადასცა

ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს გადასცა. ახიადოვი ტერორისტულ დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში.

ნინო ლომჯარია

19 სექტემბერი 2019, 20:55

საქართველო

ლომჯარიამ პარლამენტში 2018 წლის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტს 2018 წლის ანგარიში წარუდგინა. 20-21 ივნისის რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები დოკუმენტში არ შედის, თუმცა, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამ პროცესმა 2018 წლის საკმაოდ პოზიტიურ შეჯამებას ჩრდილი მიაყენა. გაჩნდა ბევრი კითხვაც. გამოსვლა 50 წუთს გაგრძელდა.