imedi /  20 აპრილი 2019, 22:59 / სანდო წყარო

რუსეთი სირიულ პორტს 49 წლით დაიქირავებს

ტარტუსი

ტარტუსის პორტი

რუსეთი სირიაში მდებარე ტარტუსის პორტს 49 წლით დაიქირავებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცეპრემიერმა იური ბორისოვმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, პორტს სატრანსპორტო-ეკონომიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ. 

სირიამ და რუსეთმა ტარტუსის პორტის გაქირავების შესახებ შეთანხმებას 2017 წელს მოაწერეს ხელს, გადაცემა კი უახლოეს კვირებში მოხდება.

ყველა სიახლე

ექიმები

23 ივლისი 2019, 23:40

საქართველო

საქართველოში ექთნების დეფიციტია. სტატისტიკა

საქართველოში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ ის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში ზრდის დინამიკით ხასიათდება და 2017 წელს 509.0 შეადგინა (100 000 მოსახლეზე). ამ მხრივ ის მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.

კადრი ფილმიდან

23 ივლისი 2019, 23:39

კულტურა

ჰიტლერის შესახებ ახალი სატირული ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა

რეჟისორმა ტაიკა ვაიტიტიმ გამოაქვეყნა ახალი ფილმის „ბოცვერი ჯოჯოს“ ტრეილერი. ეს არის ისტორია 10 წლის გერმანელ ბიჭზე, რომელიც უმამოდ იზრდება. თანატოლები მას დასცინიან და მშიშარა ბოცვერს ეძახიან. პრობლემების დასაძლევად ჯოჯო გამოიგონებს მეგობარს - ადოლფ ჰიტლერს, რომელიც ნამდვილ ფიურერს საერთოდ არ ჰგავს.

„საბურთალო“ - ზაგრების „დინამო“

23 ივლისი 2019, 23:29

სპორტი

„საბურთალო“ შინ ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „საბურთალო“ შინ ზაგრების „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში 67-ე წუთზე მისლავ ორსიჩმა გახსნა, მეორე გოლი თბილისური გუნდის კარში 78-ე წუთზე ბრუნო პეტკოვიჩმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.

გემი „სახალინ-8“

23 ივლისი 2019, 23:18

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ რუსული გემი დააკავა

ჩრდილოეთ კორეამ დააკავა რუსული თევზსაჭერი გემი, რომლის ბორტზეც 17 მეზღვაური იმყოფებოდა. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტს“ გემის მფლობელი ჩრდილო-აღმოსავლური თევზსაჭერი კომპანიის დირექტორის მოადგილემ სერგეი სედლერმა განუცხადა.

ფეხბურთი

23 ივლისი 2019, 23:14

სპორტი

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა

ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგა (NFL) ისევ დომინირებს: 50 ყველაზე ღირებულ სპორტულ გუნდს შორის, ნახევარზე მეტი (26) სწორედ ამ ლიგიდანაა. მეორე ადგილზეა MLB (ბეისბოლის მეიჯორ ლიგა) – 9 გუნდი. ტოპ-50 ღირებულ გუნდში ასევე მოხვდა 8 საფეხბურთო და 7 საკალათბურთო კლუბი.

B.B. King

23 ივლისი 2019, 22:49

კულტურა

B.B. King-ის გიტარა „ლუსილი“ აუქციონზე გაიყიდება

ლეგენდარული მომღერლის B.B. King-ის გიტარა „ლუსილი“ აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესხებ Associated Press-ი ავრცელებს. გიტარა და მუსიკოსის სხვა ნივთები აუქციონ Julien's-ზე 21 სექტემბერს გაიყიდება. გიტარის სავარაუდო ფასი 80-100 ათასი დოლარია. აუქციონზე ასევე გაიყიდება B.B. King-ის ავტომობილი, ძვირფასი ნაკეთობები და ტანსაცმელი. „გრემის“ 15 ჯილდოს მფლობელი B.B. King-ი 2015 წელს გარდაიცვალა.

გაფიცვა

23 ივლისი 2019, 22:47

ეკონომიკა

კომპანია: ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასებს ხვალიდან მიიღებენ

ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ გაფიცულებთან შეთანხმება შედგა და ხვალიდან დაიწყება დაგროვილი სახელფასო დავალიანებების დაფარვა.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 22:28

საქართველო

ირაკლი ოქრუაშვილმა მიხეილ ქარელს ნაფტალინიანი ადამიანი უწოდა

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მისი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი რომ გააკეთოს "ოქრუაშვილი კი აღარ ვიქნები, გამოშტერებულიშვილი ვიქნები". ასე აფასებს ის ქარელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა.

დიჯეი

23 ივლისი 2019, 22:10

კულტურა

შაკილ ო'ნილმა ბელგიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ყველა „დაჩრდილა“

ბელგიაში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალი Tomorrowland-ი მიმდინარეობს. ფესტივალზე სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად ასევე დაუკრა შაკილ ო'ნილმა, რომელიც ცნობილია როგორც დიჯეი Diesel-ი. ასევე ო'ნილი ელექტრონული მუსიკის დიდი მოყვარულია, ხოლო „მოშინგი“ ბევრი ასეთი კონცერტის განუყოფელი.

ვიაჩესლავ ვოლოდინი

23 ივლისი 2019, 22:01

საქართველო

რუსეთის დუმის სპიკერი: საქართველოს რუსეთისგან სიკეთის გარდა არაფერი უნახავს 😬

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული კავშირების გათვალისწინებით, რუსეთისადმი ოფიციალური თბილისის ნეგატიური დამოკიდებულება მიუღებელია, - ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

ქუთაისი

23 ივლისი 2019, 21:42

საქართველო

ქუთაისში საპირფარეშოების პრობლემის გამო მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტისანიტარიაა

ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტისანიტარიაა. ამის მიზეზი კი ქალაქის მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტუალეტებია. ამ პრობლემის გარდა, სხვა საკითხებიც არსებობს, მაგალითად ქუთაისელი მძღოლები მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე ჩივიან. ქუათაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებენ.

ინტერნეტ მიმოწერა

23 ივლისი 2019, 21:35

ტაბლოიდი

კაცმა ქორწილის წინა დღეს ყოფილ შეყვარებულს მისწერა და ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა

ალექსას ყოფილმა შეყვარებული წერდა, რომ მომდევნო დღეს ქორწილი აქვს და ამ წერილს საცოლის ნებართვით წერს. ალექსას თქმით, მან არ იცოდა, რა პასუხი უნდა გაეცა ყოფილი შეყვარებულისთვის. მისმა პოსტმა 96 ათასი გაზიარება და 420 ათასი მოწონება დააგროვა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან Twitter-ის მომხმარებლებმა ახალგაზრდა კაცს გმირი უწოდეს.

მიხეილ ქარელი

23 ივლისი 2019, 21:28

საქართველო

მიხეილ ქარელის თქმით ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა

მიხეილ ქარელი "ქრონიკასთან" ინტერვიუში პარიზში მომხდარ ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დარტყმული.

კრისტოფერ ვრეი

23 ივლისი 2019, 21:07

მსოფლიო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენისას გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი კრისტოფერ ვრეი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ჩარევას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მისივე თქმით, რუსეთის მიზანს მესამე ქვეყნების საშუალებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს.

მაქსიმ დადაშევი

23 ივლისი 2019, 20:53

სპორტი

რუსი მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

აშშ-ში რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი რინგზე დაპირისპირების შემდეგ საავადმყოფოში ტვინის შეშუპებით მოხვდა, დღეს კი გარდაიცვალა. რუსეთის ბოქსის ფედერაციაში ამბობენ, რომ მოკრივის გარდაცვალების გარემოებებს გამოიძიებს. 28 წლის მაქსიმ დადაშევი საავადმყოფოში პუერტორიკოელ სუბრიელემ მატიასთან რინგზე დაპირისპირების შემდეგ მოხვდა.

ბაქო თბილისი ყარსი

23 ივლისი 2019, 20:23

ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა

თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა. შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს. ეს არის საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება.

მოსამართლეების დანიშვნა

23 ივლისი 2019, 20:03

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: ზურაბ ადეიშვილმა ჩემი პროფესიონალიზმი დაინახა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უსმენენ. მას ზურაბ ადეიშვილთან თანამშრომლობის შესახებ შეკითხვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. თავაძის თქმით, ადეიშვილმა მისი პროფესიონალიზმი დაინახა.

კახა კალაძე

23 ივლისი 2019, 19:48

საქართველო

კახა კალაძე 24 ივლისს თურქეთს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვდება ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის ხელმძღვანელებს, ესტუმრება ISUZU-ს ქარხანას და თბილისისთვის განკუთვნილ ავტობუსებს დაათვალიერებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, შესყიდვის ხელშეკრულება 24 აპრილს გაფორმდა.

ახალციხის მთავარი საათი

23 ივლისი 2019, 19:47

საქართველო

ახალციხის მთავარ საათს მეხი დაეცა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მდებარე საათს მეხი დაეცა, რის გამოც შიდა მექანიზმია დაზიანებული. როგორც ქალაქის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, საათი უახლოეს მომავალში კვლავ ამუშავდება. ქალაქის მთავარი საათი თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მიმდინარე წლის აპრილში დადგეს.

ლოხ-ნესის ტბა

23 ივლისი 2019, 19:35

ტაბლოიდი

შოტლანდიაში ლოხ-ნესის ურჩხულზე სანადიროდ ათასობით ადამიანი ემზადება

სოციალურ ქსელში თითქმის უკვე 18 ათასმა ადამიანმა თანხმობა განაცხადა ურჩხულის მოძებნაზე, ხოლო მათთან ერთად წასვლაზე კიდევ 38 ათასამდე ადამიანი ფიქრობს. ურჩხულის მოძებნის იდეა გამოძახილია აშშ-ში სოცქსელში დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით "ზონა 51-ის შტურმის აღება". ღონისძიება 21 სექტემბერს არის დანიშნული.