imedi /  21 აპრილი 2019, 12:58 / სანდო წყარო

ზელენსკიმ ხმის მიცემისას თქვა, რომ ცოლმა დილით ემინემის სიმღერა მოასმენინა

ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად

ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვოლოდიმირ ზელენსკი საარჩევნო უბანზე მივიდა. მან ხმა თავის მეუღლესთან ერთად მისცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

"კარგი დილა იყო. ბავშვები, შემწვარი კვერცხი და ხასიათისთვის დილიდან ცოლმა ემინემის  სიმღერა მომასმენინა. ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მივდივარ გუნდთან, ისინი ნერვიულობენ და მათ გავამხნევებ. შემდეგ კი დაველოდები შედეგებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე გაირკვა, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ვოლოდიმირ ზელენსკის კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნის შესახებ. ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებას კიევის ერთ-ერთი საარჩევნო ოლქის დამკვირვებელი, „აქციონერთა უკრაინული ასოციაციის“ წევრი ადვოკატი ანდრეი ხილკო ითხოვდა.

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. პრეზიდენტობისთვის მოქმედი პირველი პირი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი იბრძვიან.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

21 ოქტომბერი 2020, 20:21

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოს ხელისუფლება არის გარანტი, რომ 31 ოქტომბერს დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება

ეჭვი არავის ეპარება არც ბრიუსელში, არც სტრასბურგში და არც ერთ ევროპულ დედაქალაქში, რომ, დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობის თვალსაზრისით, საქართველო კიდევ ერთ მაღალ შედეგს აჩვენებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა რადიო იმედის პოლიტიკურ ტოქ-შოუ „კვირის პოლიტიკა“-ში განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

21 ოქტომბერი 2020, 20:13

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: შსს და ყველა სამართალდამცავი ორგანო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში

მოლაპარაკებებების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია, მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შსს და ყველა სამართალდამცავი ორგანო აკეთებს იმისთვის, რომ ყველა მძევალი უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 20:07

სამართალი

დმანისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. იყო გასროლაც. არსებული ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც. სავარაუდოდ, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

21 ოქტომბერი 2020, 19:56

COVID19

ზუგდიდში თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის" ფილიალიდან ორი მძევალი გაათავისუფლა. დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.

21 ოქტომბერი 2020, 19:55

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 26 688 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 191 ადამიანი გარდაიცვალა.

21 ოქტომბერი 2020, 19:51

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკთან“ დაპირისპირებისას ორი ადამიანი დააკავეს

ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკთან“ შელაპარაკების შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს. ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული მარშის“ წევრები დაუპირისპირდნენ. ჩხუბში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა და “მარშის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა.

21 ოქტომბერი 2020, 19:48

რეგიონი

ზუგდიდში გიგი უგულავასა და გიორგი გაბედავას შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკთან“ ინციდენტი მოხდა. გიგი უგულავა და გიორგი გაბედავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებითა ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

21 ოქტომბერი 2020, 19:36

COVID19

AFP: ევროკავშირმა კანადა, ტუნისი და საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ევროკავშირმა კანადა, ტუნისი და საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ევროკავშირის სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 19:25

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ადამიანებისთვის, ვისაც რეალურად, საავადმყოფოში მკურნალობა სჭირდება, საწოლების საკმარისი რაოდენობა არის

რეალურად, საავადმყოფოში, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, თავსდებიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ის ადამიანები, რომლებიც არიან ასაკოვანი, ისინი, რომლებიც იმყოფებიან მძიმე მდგომარეობაში, ჯანმრთელობის მხრივ, მძიმე პაციენტები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

იენს შპანი

21 ოქტომბერი 2020, 19:21

COVID19

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს, იენს შპანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 ოქტომბერი 2020, 19:20

სამართალი

იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიიყვანა

„ვიცით, რომ ეს პიროვნება არის ჩაცმული სამხედრო ფორმაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემები, რომ უცნობმა პირმა იგი მიიყვანა დასახელებულ ბანკამდე, ხოლო ამ მოქალაქესთან სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც სავარაუდოდ შემხებლობა არ ჰქონდა ამ თავდასხმასთან. შემდგომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

21 ოქტომბერი 2020, 19:11

სამართალი

მედიაჩეკერი: ინტერვიუს დადგმის მცდელობა „მთავარ არხზე“ ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას

„სამეგრელოში, ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, რესპონდენტის ინტერვიუს დაგეგმვა სცადა და შეეცადა მისთვის ეკარნახა, როგორ დაეწყო ინტერვიუ. საუბარია სპეციალურ გამოშვებაზე, რომელშიც არხი მაყურებელს „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების მცდელობის გამო დაწყებული საპოლიციო ოპერაციის დეტალებს აცნობს. შემთხვევის ადგილზე მისული ჟურნალისტი ემა გოგოხია ცდილობდა პირდაპირ ეთერსი ჩაერთო თვითმხილველები და მათგან მიეღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ერთ-ერთ რესპონდენტს მან სთხოვა მოეყოლა რა მდგომარეობა იყო და რა ნახა საკუთარი თვალით. რესპონდენტმა ამბის მოყოლა შემდეგნაირად დაიწყო: “ზუსტად ნახევარი საათის წინ გამოვიარე ეს ტერიტორია, შიგნით შევიდნენ ტერორისტები და საქართველოს ბანკის ყაჩაღობა მიმდინარეობს და თქვენ კარგად ხედავთ, რომ ნაწილი გამოყვანილი არის … არა?“ ამ დროს ჟურნალისტმა რესპონდენტს შეაწყვეტინა, სთხოვა, რომ თავიდან მოეყოლა ისტორია და უკარნახა, თუ რა უნდა ეთქვა მას.

21 ოქტომბერი 2020, 19:10

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე აცხადებს კონკურსს

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით, კონკურსს აცხადებს შემდეგ ორ თემაზე: დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, სერიიდან „საქართველოს მეფეები", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი მუშაობს საკოლექციო მონეტების სერიაზე „საქართველოს მეფეები“.

21 ოქტომბერი 2020, 19:09

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 15 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 127 ადამიანი გარდაიცვალა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 19:08

ეკონომიკა

ნათია მეზვრიშვილი: პირველივე ეტაპიდან, ფინანსური დახმარების კუთხით, როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების დასახმარებლად, საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის

ს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ჩვენ ვიცით, ეს ადამიანები რა სირთულეების წინაშე არიან, გუშინაც, შეხვედრაზე, ამ საკითხებზე საუბარი იყო და კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც კი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ამის შესახებ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

21 ოქტომბერი 2020, 19:04

მსოფლიო

31 დეკემბრიდან სომხეთში თურქული საქონლის იმპორტი 6 თვით აიკრძალება

31 დეკემბრიდან სომხეთში თურქული საქონლის იმპორტი 6 თვით აიკრძალება. აღნიშნული გადაწყვეტილება სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

რატი იონათამიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 19:03

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ეს არის მზაკვარი ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის წინსვლის ნაცვლად, მხოლოდ შურისძიება და სამაგიეროს გადახდა უნდა

ეს არის მზაკვარი ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის წინსვლის ნაცვლად, ყველაფრის ფასად, მხოლოდ შურისძიება და სამაგიეროს გადახდა უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. რატი იონათამიშვილი აღნიშნულით ზუგდიდში მომხდარ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთნაირად მიუღებელია ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც.

ირაკლი ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2020, 18:59

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ყველას მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებასაც

ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ყველა მძევლის სიცოცხლე იყოს დაცული და არანაირი საფრთხე არ მიადგეთ. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ყველა ჩვენგანმა მივცეთ საშუალება სამართალდამცველებს, ჩაატარონ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ამ ვითარებაში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2020, 18:58

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში, ამიტომ მისი დახმარება არაა საჭირო

გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში, ყველამ კარგად ვიცით რა და როგორ გაუკეთებია მას კრიზისულ ვითარებაში, ამიტომ მისი დახმარება არაა საჭირო, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 18:52

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: მედიკოსების რესურსი არის, იყო გარკვეული უკმაყოფილებები და მაქსიმალურად ვცდილობთ ხარვეზები გამოვასწოროთ

მედიკოსების რესურსი არის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იყო გარკვეული უკმაყოფილებები, დაგვიანებით კონსულტაციებთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა, ეს იყო ერთეული შემთხვევები და მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროცესში თუ რამე ხარვეზი არის, გამოასწოროს. „ეს ადამიანები, ძალიან დიდ შრომას წევენ ამისთვის. იყო გარკვეული უკმაყოფილებები, დაგვიანებით კონსულტაციებთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა, აქაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთეული შემთხვევები და ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროცესში თუ რამე ხარვეზი არის, გამოვასწოროთ.