imedi /  23 აპრილი 2019, 12:49 / სანდო წყარო

ტიმოშენკო უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს

იულია ტიმოშენკო

იულია ტიმოშენკო

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„ვფიქრობ, მოსახლეობის 75%-ს ზელენსკისთვის ხმა იმიტომ არ მიუცია, რომ ეს მთავრობა კიდევ ნახევარი წელი ვითმინოთ. თუ პარლამენტს იოტისოდენა სინდისი შერჩა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება უნდა მისცეს. ახალ პრეზიდენტს ძალოვნების: გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, თავდაცვის მინისტრის შეცვლის საშუალება უნდა მიეცეს, რათა ყველამ დავინახოთ, შეძლებს თუ არა ის კორუფციაში ეჭვმიტანილი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემას. ეს ცვლილებების პირველი ტესტი იქნება“, - განაცხადა ტიმოშენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წლის 27 ოქტომბერს არის დანიშნული.

უკრაინაში ამ დროისთვის ბიულეტენების 99.94 პროცენტი დათვლილია. უკრაინის ცესკოს მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატ ვოლოდიმირ ზელენსკის ხმათა 73.23 % (13 531 939 ხმა) აქვს, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,45% (4 518 111 ხმა) მიიღო.

ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ზელენსკის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა.

რაც შეეხება რუსეთს, ზელენსკის გამარჯვებას ჯერჯერობით არ ულოცავს.

ყველა სიახლე

16 იანვარი 2021, 10:30

რეგიონი

ვერონა-შუა მთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ვერონა-შუა მთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 10:29

მსოფლიო

ისრაელმა ალ-აქსას მეჩეთში შესვლა შეზღუდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, აღმოსავლეთ ისრაელში, ალ-აქსას მეჩეთში შესვლა შეზღუდეს. როგორც მედია იუწყება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში შესვლა პალესტილენელებს აუკრძალეს და ამის უფლება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს.

16 იანვარი 2021, 10:29

COVID19

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩინური ვაქცინის რეგისტრაციას ითხოვს

უნგრეთი შესაძლოა ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც ჩინური ვაქცინის, CoronaVac-ის გამოყენებას დაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CGTN-ი ავრცელებს. კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დარეგისტრირებისკენ ადგილობრივ რეგულატორებს ქვეყნის პრემიერმინისტრმა მოუწოდა. ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის გეგმის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინის ქონის შემთხვევაში უნგრეთში დღეში ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა გახდებოდა შესაძლებელი. „ჩვენა არ შეგვიძლია უფრო მეტი ადამიანის აცრა არა იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ საკმარისი ვაქცინა არ გვაქვს,“-აღნიშნა ორბანმა.

16 იანვარი 2021, 10:22

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნარენდრა მოდი

16 იანვარი 2021, 10:22

COVID19

ინდოეთში ვაქცინაციის პირველ დღეს 300 000 ადამიანის აცრა იგეგმება

ინდოეთში ვაქცინაციის პირველ დღეს 300 000 ადამიანის აცრა იგეგმება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა.

16 იანვარი 2021, 10:06

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 42 ადამიანი. უკვე დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც. ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებული მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლები უკვე ათასობით ადამიანმა დატოვა. დაშავებულია 637 ადამიანი.

მზექალა შანიძე

16 იანვარი 2021, 09:50

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს.

კორონავირუსი გერმანია

16 იანვარი 2021, 09:30

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 18 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 980 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ნიკა მელია

16 იანვარი 2021, 09:15

პოლიტიკა

ნიკა მელია: ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს

პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ვანო მერაბიშვილზე არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ფაისალ მეკდადი

16 იანვარი 2021, 09:01

მსოფლიო

ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ფეისალ მიკდადს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიკდადის მიმართ გავრცელდება შემზღუდავი ზომები, რომელიც 2011 წელს „სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი რეპრესიების გამოა მიღებული“.

მაიკ პომპეო

16 იანვარი 2021, 08:44

COVID19

მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ მის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჩინეთში ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის წასვლას უკავშირდება.

წვიმა

16 იანვარი 2021, 08:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 16 იანვარს ქუთაისში წვიმა ელჭექით პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

კორონავირუსი ბრაზილია

16 იანვარი 2021, 08:21

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 69 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 69 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1151 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ალექს აზარი

16 იანვარი 2021, 08:18

მსოფლიო

აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო თანამდებობა დატოვა

აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის გამო თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ლაციო რომა

16 იანვარი 2021, 08:09

სპორტი

რომაული დერბი „ლაციოს“ გამარჯვებით დასრულდა

იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება - რომაული დერბი „ლაციოს“ გამარჯვებით დასრულდა.

დონალდ ტრამპი

16 იანვარი 2021, 08:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა აღდგა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა აღდგა. მანამდე დაბლოკილი გვერდები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 16 იანვრიდან გახდა.

ქართული ოცნება

16 იანვარი 2021, 07:57

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ

„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.

ანტონიო გუტერეში

16 იანვარი 2021, 01:45

COVID19

გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოებს ვაქცინების ჭარბი დოზების განაწილებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სახელმწიფოებს ვაქცინების ჭარბი დოზების განაწილებისკენ მოუწოდებს.

16 იანვარი 2021, 01:10

სამართალი

კახეთის პოლიციამ 3 ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.

მძღოლი

16 იანვარი 2021, 00:57

ტაბლოიდი

ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა 🚗

ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა. ამის შესახებ გამოცემა Times Now წერს.