საფრანგეთში შეიარაღებულმა კაცმა მძევლები აიყვანა

შემთხვევის ადგილი
ფოტო: La Depeche
საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ ლურდში შეიარაღებულმა კაცმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ გამოცემა La Depeche წერს.
თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი მოცარტის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში შეიჭრა და იქ მცხოვრები 3 ადამიანი - ცოლ-ქმარი და მათი სრულწლოვანი ქალიშვილი მძევლად აიყვანა. ერთ-ერთი თვითმხილველის მტკიცებით, შეიარაღებული პირი ახალგაზრდა ქალის ნაცნობია.
სპეცრაზმმა შემთხვევის ადგილზე მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია დაიწყო. გაისმა რამდენიმე გასროლაც. ადგილობრივი პრეფექტურის ინფორმაციით, სახლის გარშემო პოლიციამ უსაფრთხოების ზონა შექმნა.
ყველა სიახლე

18 იანვარი 2021, 19:47
საზოგადოება
ორბელიანების სასახლის ეზოში 19 იანვარს ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება
ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინე შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

18 იანვარი 2021, 19:44
მსოფლიო
ერდოღანი: რაც უფრო ძლიერია თურქეთი რეგიონსა და მსოფლიოში, მით უფრო მასშტაბურია ანკარაზე ზეწოლა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება მტკიცედ განწყობილია, ქვეყნის პოტენციალი სრულად აამოქმედოს და ფსონი ინვესტიციებზე, წარმოებაზე, ზრდაზე, დასაქმებასა და ექსპორტზე დადოს.

18 იანვარი 2021, 19:31
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: დიდი შანსი გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ცენტრის მძლავრი მხარდაჭერის, ამ მიმართულებით სხვა პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ
ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საზოგადოების მხრიდან მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის მძლავრი მხარდაჭერის დიდი შანსი გამოჩნდა და ამ მიმართულებით სხვა პარტნიორებთან ერთად იმუშავებენ.

18 იანვარი 2021, 19:25
მსოფლიო
ანგელა მერკელი: რუსეთის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის მეშვეობით მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი დააპატიმრა
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ალექსეი ნავალნის დაკავება დაგმო.

18 იანვარი 2021, 19:13
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის მთელ სპექტრთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან იქ არიან ძალები, რომელთა მთავარი მიზანი საბოტაჟია
ოპოზიციის მთელ სპექტრთან შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

18 იანვარი 2021, 19:07
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროსაბჭოში ვიზიტის მთავარი გზავნილი დეოკუპაცია იქნება
ჩვენ, ევროპის საბჭოს მიერ, მონიტორინგის ქვეშ ვართ, ამ სესიაზე ასევე განიხილება ევროპის საბჭოს ანგარიში, რომელშიც სხვა მოვლენებთან ერთად შესულია საპარლამენტო არჩევნების მიმოხილვა და დადებითად არის აღწერილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნები. ანგარიშში ხაზგასმულია ოპოზიციის მიმართ მოწოდება, რომ ძირს ნუ გამოუთხრიან ქართულ დემოკრატიას. ასეთი გზავნილები ევროპიდან და ამერიკიდან ხშირად არ ისმის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

18 იანვარი 2021, 19:05
ეკონომიკა
რეაბილიტაციის შემდეგ, ენგურჰესის გამომუშავების 100-120 მლნ კვტ/სთ-ით ზრდას ვარაუდობენ
ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო - სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა

18 იანვარი 2021, 18:55
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს: არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში
ალექსეი ნავალნიმ, რომელსაც სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

18 იანვარი 2021, 18:55
მსოფლიო
ვაშინგტონში, FBI ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს ამოწმებს
20 იანვრის ინაუგურაციისთვის აშშ-ში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) ეროვნული გვარდიის იმ წარმომადგენლებსაც კი ამოწმებს, ვინც ღინისძიებისას დედაქალაქში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

18 იანვარი 2021, 18:46
პოლიტიკა
ფრიდონ ინჯია: რაც მეტი იქნება პარლამენტში ოპოზიცია, მით მეტი ძალა გვექნება, ვიყოთ მმართველი პარტიის ოპონენტები
თუ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, პარლამენტში შემოვიდნენ და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენონ, მათ ასეთ გადაწყვეტილებას მივესალმებით, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. მისი თქმით, რაც მეტი იქნება პარლამენტში ოპოზიციური პარტიების რაოდენობა, მით მეტი ძალა ექნებათ, იყვნენ მმართველი პარტიის ოპონენტები. მისივე განმარტებით, თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ, მზად არიან, მათთან ითანამშრომლონ.

18 იანვარი 2021, 18:41
საზოგადოება
ეკატერინე დგებუაძე: საკლასო ოთახებში მიღებულ განათლებას დისტანციური პროცესი ვერ შეცლის
„საკლასო ოთახებში მიღებულ განათლებას დისტანციური პროცესი ვერ შეცლის“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ და აღნიშნა, რომ ეს დასკვნა ამ პერიოდში ჩატარებულ კვლევებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

18 იანვარი 2021, 18:38
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: ზოგადად, ჩვენ კარგი და ახლო ურთიერთობა გვაქვს ვაშაძესთან, ხშირად ვეკონტაქტებით და არასდროს ყოფილა პრობლემა, დღევანდლამდე
ვიცი, რომ გუშინ ყველაფერი რიგზე იყო და დღეს შეიცვალა. არ ვიცი, ეს ბატონი გიორგის გუნებაგანწყობას უკავშირდება თუ პარტიის შიგნით სხვა პრეფერენციები არსებობს. მარჩიელობას ვერ დავიწყებ, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნებისმიერი საკითხი ოპოზიციის საერთო ფორმატში უნდა განიხილონ. იაგო ხვიჩიას თქმით, მათი გეგმის შესახებ საჯაროდ საუბრობენ და რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან საკითხი შეთანხმებულიც კი იყო.

18 იანვარი 2021, 18:28
COVID19
ჯანმო: ძალიან მალე, კორონავირუსით გარდაცვლილთა ყოველკვირეული მაჩვენებელი 100 ათასს მიაღწევს
ორგანიზაციის საბჭოს შეხვედრაზე რაიანმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 47% ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონებზე მოდის. მან ასევე განაცხადა, რომ ევროპაში ახალ შემთხვევათა და გარდაცვალებათა მაჩვენებელი სტაბილურია, თუმცა მაღალ ნიშნულზე რჩება.

18 იანვარი 2021, 18:24
საზოგადოება
ეკატერი დგებუაძე: თუ საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, განათლების სამინისტრო თითოეულ სკოლასთან ერთად მზადაა, მოსწავლეს საკლასო ოთახის კარი გაუღოს
„განათლების სამინისტროს მაღალი ინტერესია, რომ მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში უწყება დამოუკიდებლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას - ეს დამოკიდებულია არსებულ ეპიდსიტუაციაზე“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

18 იანვარი 2021, 18:23
ეკონომიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ამოცანაა, დავუბრუნდეთ ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა
„მთავრობის ნომერი პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ ეკონომიკა. გარდა ამისა არის ბევრი სხვა გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. მაგალითად: განათლების რეფორმა საჭიროებს კიდევ უფრო მეტ რეფორმას, საგარეო მიმართულებით გვჭირდება უფრო მეტი და ძლიერი ნაბიჯები იმისთვის, რომ გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრები“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

18 იანვარი 2021, 18:05
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი 30 დღით დააპატიმრეს
ნავალნი პატიმრობაში სასამართლოს მორიგ სხდომამდე დარჩება, რომელზეც გაირკვევა არიდებდა თუ არა ის თავს სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს კონტროლს. თუ ნავალნი დამნაშავედ ცნეს, მას 3,5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

18 იანვარი 2021, 18:01
რეგიონი
ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი „სასამართლო სხდომა“ 25 იანვარს ჩაინიშნა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ეწ. სასამართლო პროცესი ცხინვალში 25 იანვარს გაიმართება, - ინფორმაცია ქართულმა მხარემ ამოქმედებული ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშობს და მოლამაპრაკებებს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად - ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“ - აცხადებენ სუს-ში.

18 იანვარი 2021, 17:58
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: პოლიტსაბჭო იქნება ის ორგანო, სადაც გადაწყდება, რა სჭირდება პარტიას განახლებისა და გაძლიერებისთვის
„პარტიის ახალ თავმჯდომარეს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი, რომელიც თანაბრად უნდა იკისროს გუნდმა, მარტო თავმჯდომარე არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად გადაწყდა, რომ პოლიტსაბჭო გაფართოებულიყო და აქ თანაბრად ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თბილისის მერი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

18 იანვარი 2021, 17:54
რეგიონი
გოჩა ენუქიძე: ონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება
ონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატი, გოჩა ენუქიძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია კურორტ შოვამდე მისასვლელი გზა, ასევე სოფელ შქმერის, ბარისა და მრავალძლის შიდა სასოფლო გზებიც.

18 იანვარი 2021, 17:52
მსოფლიო
ტუნისში, ეკონომიკური კრიზისის გამო გამართულ აქციაზე 600-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს
აქციებზე, რომელიც ზედიზედ სამი ღამე გრძელდებოდა, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. საჭირო გახდა პროცესში უსაფრთხოების ძალების ჩართვაც, თუმცა მოქალაქეებმა გზები მაინც გადაკეტეს და მათ ქვები დაუშინეს. ამასთან, წვავდნენ საბურავებსა და ნაგვის ურნებს, რათა სამართალდამცველებისთვის გადაადგილება შეეზღუდათ.