imedi /  25 აპრილი 2019, 16:53 / სანდო წყარო

დასავლეთ აფრიკაში 157 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნეს

ტრეფიკინგი

დასავლეთ აფრიკაში 157 ბავშვი სექს და შრომით ტრეფიკინგს გადაარჩინეს, რომელთა შორისაც ზოგის ასაკი 11 წელია. ისინი იმ 220 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც უნდა გაეყიდათ და სექსუალურ და იძულებით შრომაში ჩაერთოთ. ამის შესახებ ინტერპოლმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინტერპოლის თქმით, მსხვერპლთა უმეტესობა ნაცემია და მათ სასტიკი მოპყრობა განიცადეს. ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ ოჯახს ვეღარასდროს ნახავდნენ. 

გათავისუფლებულები დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან არიან. 

ყველა სიახლე

დავით სერგეენკო

27 იანვარი 2021, 11:50

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: პირადად მე ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი

„ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებიდან არც წასულა, ეს პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი შემოვა პარლამენტში. მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული - კონსულტაცია, მოლაპარაკება იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

27 იანვარი 2021, 11:43

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 3,776 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,776 ადამიანს დაუდასტურდა, 145 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,200,883 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 22,202 პაციენტი ემსხვერპლა, 980,085 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

27 იანვარი 2021, 11:41

საზოგადოება

კახა კალაძე: ტექდათვალიერების არ გავლა, ტაქსის ლიცენზიის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს

ჩვენ პანდემიის პერიოდში ტაქსის მძღოლებს მივეცით საშუალება, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო და ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავუვადეთ, თუმცა დღეს აუცილებელია, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია ჩამოერთმევათ, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 11:41

საზოგადოება

კახა კალაძის თქმით, ისნის რაიონში 66 ოჯახს ბინები დაუკანონდა

კახა კალაძის თქმით, საერთო ჯამში, 1 400-ზე მეტ ოჯახს, თბილისის მერიამ ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები კუთვნილებაში გადასცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

27 იანვარი 2021, 11:39

საზოგადოება

თბილისის მერია 180 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს

ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს. 100 ავტობუსი, რომელიც შესყიდული გვაქვს მალე საქართველოში ჩამოვა, რის შემდეგაც თბილისში ყვითელი ავტობუსი აღარ ივლის - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ამასთან თბილისის მერია დამატებით ახალი 180 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

27 იანვარი 2021, 11:26

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 195 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 195 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 166,427 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,056 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 156,053.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 11:26

საზოგადოება

კახა კალაძე: ბევრჯერ მაქვს ნათქვამი - ვარ ყველას მერი და ჩვენს თანამშრომლებსაც ზუსტად ასეთი მიდგომა აქვთ

„არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, თუმცა ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება ამ კონკრეტული თემით მანიპულირება კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, ოპონენტების მხრიდან და მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა იმ საკითხთან და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალიტეტში მიიღება. ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული სოციალური მდგომარეობა არის გამოწვევა და ჩვენს ბიუჯეტში ეს განსაზღვრულია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, არავინ ტრაბახობს იმით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ძალიან ბევრ ოჯახს გავუწიეთ მხარდაჭერა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად სოციალურად შეჭირვებული ოჯახები იყოს ქვეყანაში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ნამდვილად ისიც, თუ რა ხდება მსოფლიოში პანდემიის პირობებში, რომელმაც ბევრი პრობლემა შექმნა ჩვენს ქვეყანაშიც“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 11:24

საზოგადოება

კახა კალაძე: პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში თბილისის მერია პროდუქტებით 18 ათას ოჯახს დაეხმარა

პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში თბილისის მერია პროდუქტებით 18 ათას ოჯახს დაეხმარა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მან პანდემიის პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მერა პანდემიის დაწყების დღიდან ახორციელებს.კალაძემ წარმოადგინა ციფრები, თუ რამდენ ოჯახს გაუწიეს თანადგომა პანდემიის მეორე ტალღის დროს.

27 იანვარი 2021, 11:12

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეებს ქალაქ ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი.

ნინო წილოსანი

27 იანვარი 2021, 11:06

პოლიტიკა

აგრარული კომიტეტის წევრები სახელმწიფო რწმუნებულებს ხვდებიან

ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება, რადგან რწმუნებულებს კარგი ინფორმაცია აქვთ ადგილზე მინდინარე პროცესებზე და ეს საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეებისა და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთსვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 11:04

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია ბიზნესთან ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც საერთო ბრძოლაში უფრო გაგვაძლიერებს

ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ უფრო დაგვაახლოებს, გაგვაერთიანებს და საერთო ბრძოლაში უფრო გაგვაძლიერებს. სწორედ ამას ემსახურება ის შეხვედრები, რომელიც ტარდება ეკონომიკის სამინისტროში, ბიზნეს ომბუდსმენის, ტურიზმის ადმინისტრაციის, შრომის ინსპექციის მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელიც დღეს ერთად პანდემიასთან ბრძოლაშია ჩართული, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

27 იანვარი 2021, 11:01

თავდაცვა

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა. შეხვედრა ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე შეხვედრები მიმდინარეობს.

ნინო წილოსანი

27 იანვარი 2021, 11:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის სრული წარმომადგენლობა შემოსულიყო

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენა მოლაპარაკებებისთვის ის ვადა, რომელიც შეგვეძლო გამოგვეყენებინა, რომ პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის სრული წარმომადგენლობა შემოსულიყო, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

27 იანვარი 2021, 10:59

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,131 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,131 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 150 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

27 იანვარი 2021, 10:55

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 670 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670, მათ შორის, თბილისში - 310, აჭარაში - 48, იმერეთში - 173. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მუჰამედკალი აბილგაზიევი

27 იანვარი 2021, 10:54

მსოფლიო

ყირგიზეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2021, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 742 ადამიანს დაუდასტურდა, 1 081 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

27 იანვარი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 340 თბილისში, 89 იმერეთში, 75 კი კახეთში გამოვლინდა

„თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 49, გურია - 21, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 75, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

27 იანვარი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კიდევ 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა , - ინფორმაცია ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 255 564 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 245 527. გარდაიცვალა 3 108 პაციენტი.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 10:40

საზოგადოება

კახა კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 1 500-მდე ოჯახს მერიამ მიწის ნაკვეთები გადასცა

როდესაც მე მერად ამირჩიეს, ჩვენ დავიწყეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების აღწერა და სულ ასეთი 3 000-მდე ოჯახი იყო. ეს პრობლემა რამდენიმე ათეული წელია, რაც არსებობს და სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს. ეს ოჯახები ამ დროის განმავლობაში ელოდებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა მათ ყურადღბას წლების განმავლობაში არავინ აქცევდა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.