imedi /  03 მაისი 2019, 19:10 / სანდო წყარო

ბრიტანელმა კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა ადგილობრივ არჩევნებში ასობით მანდატი დაკარგეს

ბრიტანეთის ორმა მთავარმა პარტიამ - კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც 2 მაისს გაიმართა საკმაოდ დაბალი შედეგები აჩვენეს. 

BBC-ის ცნობით, ამის მიზეზია პარტიების ქცევა ნაციონალურ დონეზე, როცა მათ ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. 

ინგლისში 248 ადგილობრივი საბჭოდან 8 400 დეპუტატი უნდა აირჩიონ. ასევე 11 საბჭოში ჩატარდა არჩევნები ჩრდილოეთ ირლანდიაში. ლონდონში ხმის მიცემა არ მომხდარა, მაგრამ ქალაქის ყოფილმა მერმა ბორის ჯონსონმა გამოაქვეყნა twitter-ზე რომ საარჩევნო უბანზე მივიდა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მოქალაქეებსაც მოუწოდა. თუმცა მოგვიანებით, ეს ჩანაწერი წაშალა. 

წინასწარი მონაცემებით, მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ 500-ზე მეტი ადგილი დაკარგა და 18 საბჭოში მას უმრავლესობა აღარ ექნება. ლეიბორისტულმა პარტიამაც დაბალი შედეგი აჩვენა. კერძოდ 3 საბჭოში 80 მანდატი დაკარგა.   

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერომი ჰანტმა ეს შედეგი ორივე პარტიისთვის „სილის გაწვნად“ შეაფასა. კონსერვატორული პარტიის თავმჯდომარე ბრენდონ ლუისმა აღიარა, რომ ამომრჩევლებმა საკუთარი ხმებით აჩვენეს, რომ „ყელამდე არიან“ ბრექსიტთან შექმნილი სიტუაციის გამო. 

ლეიბორისტული პარტიის გავლენიანმა წარმომადგენელმა ჯონ მაკდონელმა აღნიშნა, რომ „ამომრჩეველთა გზავნილი გასაგებია“. 

მცირედი სარგებელი წამყვანი პარტიების შედეგების ფონზე მიიღეს ლიბერალ-დემოკრატებმა. პარტიის ლიდერმა ტომ ბრეიკმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები სულ ცოტა 15 წლის მანძილზე საუკეთესოა. პარტიას დამატებით 340 მანდატი ექნება. ასევე გაიუმჯობესეს საკუთარი პოზიციები „მწვანეებმა“ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. 

ბრიტანეთის პარლამენტს უკვე რამდენიმე თვეა არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ევროკავშირიდან გამოსვლის მარეგულირებელ პარამეტრებს. დეპუტატებმა ხმის მიცემა ამ საკითხზე სამჯერ „ჩააგდეს“. ევროკავშირიდან გამოსვლის ბოლო ვადა 2019 წლის 31 ოქტომბერია. თუ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს, ბრიტანეთი ევროკავშირს ავტომატურად დატოვებს. 

დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა პარლამენტმა Brexit-ის პირობების შესახებ შეთანხმება უკვე სამჯერ უარყო, რის გამო ქვეყნის პრემიერმა, ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსიტის გადავადება სთხოვა.

გადის თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან, ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

Spacex

19 მაისი 2019, 12:14

ტექნოლოგიები

SpaceX-მა აშშ-ის ხელისუფლებას უჩივლა

კომპანია SpaceX-მა აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. The Washington Post-ის ცნობით, საჩივარი სახელმწიფო კონტრაქტებს ეხება. კომპანიაში აცხადებენ, რომ საჩივრის შემცველობა კონფიდენციალურია.

აჰმედ იმამკულიევი

19 მაისი 2019, 12:01

საქართველო

იმამკულიევი: „ქართული ოცნება“ აგრძელებს აგრესიით და ზეწოლით ბრძოლას

მარნეულში, 67-ე ბანზე ხმა მისცა ,,ევროპული საქართველოს,“ კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა. მისი თქმით, მარნეული იქნება ქალაქი, საიდანაც მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება დაიწყება. მერობის კანდიდატმა საარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და თქვა, რომ ,,ქართული ოცნება“ აგრესიითაა და ზეწოლით ცდილობს საარჩევნო მარათონში გამარჯვებას.

კანფეტი

19 მაისი 2019, 11:51

საქართველო

„გირჩი“ საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებს

აქტივისტები ამბობენ, რომ უბანზე ეგზიტპოლებს ატარებენ. სავარაუდოდ, ეს ქმედება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს, რადგან აგიტაციის ნიშნებს შეიცავს. მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ა"გირჩიდან" ჰერმან საბო იყრის კენჭს.

კახა კალაძე

19 მაისი 2019, 11:50

საქართველო

კალაძე კოორდინატორებს: ნუ შეუშინდებით კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს შეკითხვებს უპასუხა. კალაძე კოორდინატორებს, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით დგაგან, მოუწოდებს, ჟურნალისტებს არ შეუშინდნენ და საქმიანობა განაგრძონ.

შემთხვევის ადგილი

19 მაისი 2019, 11:48

საქართველო

ზუგდიდში მოქალაქესა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მოქალაქე დაუპირისპირდნენ. როგორც მოქალქემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე „ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გამოართვა და ძირს დააყრევინა“.

19 მაისი 2019, 11:48

საქართველო

ზუგდიდში რამდენიმე ინციდენტი მოხდა

ინციდენტი მოხდა 47-ე უბანზეც, საიდანაც ერთი ადამიანი გააძევეს. როგორც კომისიის წევრი მარიკა მარღანია აცხადებს გაძევების მიზეზი დაუმორჩილებლობა გახდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ მას არაერთხელ მისცეს მითითება თუ საიდან უნდა ეწარმოებინა გადაღება, უბანზე თვითნებურად გადაადგილდებოდა და ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემებს იღებდა.

ზაურ დარგალი

19 მაისი 2019, 11:47

საქართველო

ზაურ დარგალი: ჩვენ დღეს აუცილებლად გავიმარჯვებთ

კანდიდატის თქმით, მან პრინციპული არჩევანი გააკეთა და ხმა მარნეულის მომავალს და განვითარებას მისცა. დარგალი სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებებს ზეწოლასა და მოსყიდვაზე და ამბობს, რომ თავად ოპოზიცია ცდილობს პროვოკაციებით პრობლემების შექმნას.

19 მაისი 2019, 11:46

მსოფლიო

Reuter: ირანი ნავთობის ექსპორტის ტაქტიკას და ტრაექტორიას ცვლის

აშშ-ის სანქციების გამო ირანი ნავთობის ექსპორტის ტაქტიკას და ტრაექტორიას ცვლის - წერს Reuter-ი ირანის მაღალი თანამდებობის ჩინოსანზე დაყრდნობით. „ნავთობის სამინისტროს ტაქტიკა ჩვენს პორტებში ნავთობის ტრაექტორიის და პუნქტების განლაგების კუთხით შეიცვალა“ - განაცხადა ირანის საზღვაო საქმეებში დირექტორის მოადგილე ილნა ხადი ხაკშენმა.

19 მაისი 2019, 11:40

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ის მოსახლეობის 56%-ი სკოლებში არაბული ციფრების სწავლას საჭიროდ არ მიიჩნევს

ორგანიზაცია Civic Science-ის კვლევით, აშშ-ის მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ არაბული ციფრების შესწავლას საჭიროდ არ მიიჩნევს, წერს Independent-ი. კვლევის ფარგლებში სულ 3624 რესპოდენტი გამოიკითხა. აქედან 29% მიიჩნევს, რომ არაბული ციფრები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, 15%-ს კი პასუხის გაცემა უჭირს.

ირაკლი ჯორბენაძე

19 მაისი 2019, 11:25

საქართველო

ხულოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს პირადობა სახლში დარჩა

დაბა ხულოს #1 უბანზე მისულ ჯორბენაძეს დარჩენილი მოწმობა მალევე მიუტანეს და ირაკლი ჯორბენაძემ ხმა უკვე მისცა.მერობისთვის ხულოში 14 კანდიდატი იბრძვის.დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

19 მაისი 2019, 11:22

საქართველო

ცესკო ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 10:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 10:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. 10:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა 15.4% საგარეჯოშია, ყველაზე დაბალი კი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში- 4%. რაც შეეხება ზუგდიდს, იქ აქტივობა 8,1%-ია.

გიორგი მარგველაშვილი

19 მაისი 2019, 11:11

საქართველო

მარგველაშვილი: ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდაზე მე-6 საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დუბაი

19 მაისი 2019, 11:10

ეკონომიკა

დუბაის ეკონომიკური ზონა $354 მილიონის ინვესტირებას მოახდენს

დუბაის ეკონომიკური ზონა დარგის სტიმულირებისთვის საკუთარი მომხმარებლებისთვის $354 მილიონ დოლარს გაიღებს. თავისუფალი ზონა ჯებელ-ალი კრედიტებს მისცემს იმ კომპანიებს, რომლებიც მის იურისდიქციაში 2018 წლს სექტემბრიდან დაფიქსირდნენ. სტიმულირება გარკვეულწილად, ნავთობზე არსებულმა დაბალმა ფასებმა განაპირობა და რეგიონში ეკონომიკის შესუსტებამ.

19 მაისი 2019, 11:05

საქართველო

ცნობილია რამდენი ამომრჩეველი გადარეგისტრირდა სხვა მუნიციპალიტეტებში

საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 25 აპრილს უკვე გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, სადაც ასახულია ინფორმაცია საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეების ზუგდიდის, ზესტაფონის, მარნეულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, ასევე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში რეგისტრაციის შესახებ.

კახა კალაძე

19 მაისი 2019, 11:05

საქართველო

კალაძე: მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების რეალური შანსი გვაქვს

"ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, თქვენი მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ, გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე და ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება,"- თქვა კალაძემ.

შალვა შავგულიძე

19 მაისი 2019, 10:59

საქართველო

შალვა შავგულიძე მთაწმინდელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

"დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობასა და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციას და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის“,- განაცხადა შავგულიძემ.

19 მაისი 2019, 10:51

საქართველო

ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის მაჩვენებელს აღემატება

ზუგდიდში 10 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 8,06% შეადგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა. ეს მაჩვენებელი საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის მაჩვენებელს აღემატება.

ლევან ბეჟაშვილი

19 მაისი 2019, 10:48

საქართველო

ბეჟაშვილი: „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს ამომრჩეველთა სამაგიდო სიები აქვთ

"ჩვენ გვინდა რამდენიმე ტენდენციაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც შეიმჩნევა უკვე 10 საათისთვის. პირველი - როგორც მოსალოდნელი იყო, ამომრჩეველთა სამაგიდო სიები, რომელიც დარიგებული იყო საუბნო კომისიებისათვის, კანონდარღვევით 5 დღით ადრე, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების ხელში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

19 მაისი 2019, 10:44

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა იაპონიის სანაპიროზე ჰიროსიმას დაბომბვის კვალი 74 წლის შემდეგ იპოვეს

იაპონიის სანაპიროზე ზღვამ მილიონობით მცირე ზომის სფეროს ფორმის შუშის ნაწილაკები გამორიყა. იაპონელი გეოლოგების შეფასებით, ეს არის ჰიროსიმას ატომური აფეთქების კვალი. ჰიროსიმასთან ახლოს მდებარე სანაპიროზე. მეცნირების ყურადღება მიიპყრო სფეროს ფორმის შუშის ბურთულებმა რომელთა დიამეტრიც 0,5-1 მილიმეტრი იყო. ჰიროსიმას 11 კილომერიან სანაპიროზე 3 100 ტონა ასეთი ნარჩენია.

19 მაისი 2019, 10:22

ტექნოლოგიები

კვლევა: ხელმძღვანელობა სამსახურისადმი თქვენს სიყვარულს ბოროტად იყენებს

გაგიმართლათ, თუ თქვენი სამსახური გიყვართ, მაგრამ უნდა გაიაზროთ, რომ ამას საშიშროებაც მოჰყვება - თქვენმა ხელმძღვანელმა, ნებით თუ უნებლიეთ, შეიძლება თქვენი ენთუზიაზმის ექსპლუატაცია მოახდინოს. ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Journal of Personality and Social Psychology-ზე გამოქვეყნდა.