imedi /  13 მაისი 2019, 00:14 / სანდო წყარო

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომისტი გიტანას ნაუსედა ლიდერობს

ლიეტუვა

გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით ეკონომისტი გიტანას ნაუსედა ლიდერობს. მას 31,12% აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ნაუსედას მცირედით ჩამორჩება პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი, რომელსაც ამ დროისთვის 25,54% აქვს. მესამე ადგილზე კი ფინანსთა ყოფილი მინისტრი ინგრიდა შიმონიტეა 23,29%-ით.

9 აპრილს ქვეყნის მთავარმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატებად დაასახელა: სოციალ-დემოკრატი ვიტიანის-პოვილას ანდრიუკაიტისი, ფილოსოფოსი არვიდას იუოზაიტისი, ევროდეპუტატი ვალენტინას მაზურონისი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა, დეპუტატები მინდაუგას პუიდოკასი და ნაგლის პუტეიკისი, მმართველი პარტიის კანდიდატი, პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი. 

ასევე, კონსერვატორების კანდიდატი ინგრიდა შიმონიტე, ლიეტუვის პოლონელთა საარჩევნო აქციის ხელმძღვანელი და ევროდეპუტატი ვალდემარ ტომაშევსკი.

ყველა სიახლე

ჰარვი ვაინშტეინი

24 თებერვალი 2020, 21:15

მსოფლიო

ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი სესქსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი ბრალდების ხუთი პუნქტიდან ორი პუნქტით გაასამართლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ჰარვი ვაინშტეინს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანჯეი დუდა

24 თებერვალი 2020, 21:02

მსოფლიო

ანჯეი დუდა: რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს და აგრესიას ავლენს სხვა ქვეყნების მიმართ

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ რუსეთი აგრესიაში და ყირიმისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაციაში დაადანაშაულა. ამის შესახებ wpolityce წერს. „რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს და აგრესიას ავლენს სხვა ქვეყნების მიმართ. რუსეთი ძალის დემონსტრირებას მაშინაც კი ახდენს, როდესაც საჰაერო სივრცეს არღვევს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

დავით უსუფაშვილი

24 თებერვალი 2020, 21:00

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს რამე და არც მოსალაპარაკებელი

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ექსპრემიერ და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო აქვს რამე და არც მოსალაპარაკებელი.

24 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

CNBC: თეთრი სახლი კორონავირუსთან საბრძოლველად კონგრესისგან 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს

წყაროს ცნობით, თეთრი სახლი კონგრესს აღნიშნული თხოვნით უკვე მიმდინ არე კვირაში მიმართავს. საუბარია 1 მილიარდამდე დოლარის ფინანსურ პაკეტზე, თუმცა ზუსტი თანხა ჯერ დადგენილი არ არის. CNBC-ის თეთრ სახლში განუცხადეს, რომ დონალდ ტრამპი მუდმივ რეჟიმში იღებს განახლებულ ინფორმაციას კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2020, 20:52

მსოფლიო

CNN: ტრამპი ადმინისტრაციის გაწმენდასა და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების დატოვებას გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ადმინისტრაციის გაწმენდასა და მისადმი ლოიალურად განწყობილი პირების დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გასულ კვირას საინფორმაციო პორტალმა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლები და აშშ-ს პრეზიდენტის მოკავშირეები ბოლო 18 თვის განმავლობაში ტრამპისადმი არალოიალურად განწყობილი თანამდებობის პირების სიებს ადგენდნენ

24 თებერვალი 2020, 20:49

მსოფლიო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საფრანგეთში ტურისტთა რაოდენობა 30-40%-ით შემცირდა

„რა თქმა უნდა, საფრანგეთში ახლა ნაკლები ტურისტია, 30-40%-ით ნაკლებია, ვიდრე ველოდით. ეს სერიოზული დარტყმაა საფრანგეთის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა. ბრუნო ლე მერმა ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, კორონავირუსის გამო წელს საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა 0,1%-ით შემცირდება.

24 თებერვალი 2020, 20:39

საქართველო

ახალგაზრდების ჯგუფი „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას მართავს

ახალგაზრდების ჯგუფი უკვე მეექვსე დღეა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქციას მართავს და ელენე ხოშტარიასგან ბოდიშის მოხდას და მანდატზე უარის თქმას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები მას სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

24 თებერვალი 2020, 20:36

მსოფლიო

გერმანიაში უცნობი პირი ავტომობილით კარნავალის მონაწილეებს დაეჯახა, არიან დაშავებულები

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა. „ამ ეტაპზე ჯერ არ ვიცით მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ არა დაკავებული“, - განაცხადეს პოლიციაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარნავალო ღონისძიებები გააუქმა.

24 თებერვალი 2020, 20:30

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს გენმდივანს შეხვდა

გაეროს გენერალურ მდივანთან საუბრის მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. გაერო აქტიურად არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკების პროცესში და გენერალური მდივნის ყურადღება გავამახვილე გაეროს მხრიდან კიდევ უფრო მეტ აქტიურობასა და ჩართულობაზე.

24 თებერვალი 2020, 20:28

მსოფლიო

ლონდონში ჯულიან ასანჟის სასამართლო პროცესი დაიწყო

აშშ-ის წარმომადგენელმა ჯეიმს ლიუისმა სასამართლოს განუცხადა, რომ ასანჟის ექსტრადირება აშშ-ში უნდა მოხდეს, რათა ის საიდუმლო მასალების გავრცელებისთვის გასამართლდეს. მისივე თქმით, საიდუმლო მასალების გავრცელებამ ერაყში, ირანსა და ავღანეთში ინფორმატორებისა და ჟურნალისტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.

24 თებერვალი 2020, 20:22

საქართველო

აჭარის ტელევიზიასთან ჟურნალისტები აქციას მართავენ

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები აქციას მართავენ. ისინი ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებსა და დირექტორის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სამსახურში აღარ იქნება მაია მერკვილაძე. მათივე თქმით, საფრთხეშია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ხვალიდან რადიკალურ ზომებსაც მიმართავენ.

სალომე ზურაბიშვილი

24 თებერვალი 2020, 20:12

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. „საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას. ამ მძიმე ჟამს სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვუსურვებ სიძლიერეს სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

24 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

ჩინეთის მოქალაქეები თბილისი ცენტრალიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩინეთის მოქალაქეები, რომელთაც დღეს თბილისი ცენტრალში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისი ცენტრალში, საათნახევრის განმავლობაში თბილისი-ბათუმის რეისი შეფერხდა. ამის მიზეზი მატარებელში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები გახდნენ, რომლებსაც მგზავრებმა შეატყვეს, რომ შეუძლოდ იყვნენ.

მთები

24 თებერვალი 2020, 19:52

საქართველო

CNN: საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია

გამოცემა CNN საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. „საქართველოზე ფიქრისას პირველი რაც მოგზაურებს ახსენდებათ მეღვინეობის უძველესი ტრადიცია, ეპიკური ყველიანი პურები და ტრენდურლი ღამის კლუბებია. თუმცა, სინამდვილეში ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი თოვლიანი მთებია“, - წერს გამოცემა.

თბილისი-ცენტრალი

24 თებერვალი 2020, 19:38

საქართველო

თბილისი-ბათუმის მატარებელი მოქალაქეებმა კორონავირუსის საფრთხის გამო საათნახევრით შეაფერხეს

თბილისი ცენტრალში, საათნახევრის განმავლობაში თბილისი-ბათუმის რეისი შეფერხდა. ამის მიზეზი მატარებელში მყოფი ჩინეთის მოქალაქეები გახდნენ, რომლებსაც მგზავრებმა შეატყვეს, რომ შეუძლოდ იყვნენ. მგზავრების განცხადებით, მათ კორონა ვირუსის შეეშინდათ და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.

ცემის ფაქტი

24 თებერვალი 2020, 19:30

ძალოვნები

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადრებმა მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს სცემეს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის ბინადრებმა ქალაქის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს სცემეს. ზურაბ ბურჯანაძეს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის საცხოვრისში მადლიერების სახლიდან წამოყვანილი, თავშესაფრის გარეშე მყოფი ასაკოვანი ქალბატონის დაბინავებას ცდილობდა.

24 თებერვალი 2020, 19:21

საქართველო

მილანის რეისით ჩამოსული მგზავრი ტემპერატურის გამო ქუთაისის საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, 20 წლის გოგოს აეროპორტში ტემპერატურა 37,8 დაუფიქსირდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

24 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

მაია მერკვილაძე: აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების რედაქციაში ჩემი ადგილი ვერ იპოვნეს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში მაია მერკვილაძე აღარ იქნება. მისი თქმით, დირექტორმა თოქ-შოუს ხელმძღვანელობა შესთავაზა და თუ არ დასთანხმდება რადიოში გადაყვანას უპირებს. მერკვილაძე აცხადებს, რომ მიზანმიმართულად ანგრევენ ახალი ამბების რედაქციას

პაატა იმნაძე

24 თებერვალი 2020, 19:10

საქართველო

პაატა იმნაძე: საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს

პაატა იმნაძემ კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტების შეკითვას უპასუხა და განმარტა, რომ ამ ვირუსის გავრცელების რისკი მსოფლიოში ყოველდღიურად მატულობს. პაატა იმნაძის თქმით, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 19:00

საქართველო

დავით ზალკალიანი: თეთრზე შავის თქმა არის ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. დავით ზალკალიანმა ჟენევაში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ამ კრიტიკას არ და ვერ მიიღებს. საქმე ეხება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას. საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც მე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ელჩებს, მთავრობის წარმომადგენლებს, პრემიერს და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს არ წამოგვეჭრა ეს საკითხი.