imedi /  13 მაისი 2019, 11:24 / სანდო წყარო

მედია: რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს ჩინელი ჰაკერები ინფორმაციას ჰპარავდნენ

ჩინელი ჰაკერების ჯგუფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ოპერაციულ სისტემებს ტეხდა. ამის შესახებ „კასპერსკის ლაბორატორიამ“ და Positive Technologies-მა შეიტყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

Positive Technologies-ის მონაცემებით, ეს დაჯგუფება, სულ მცირე, 9 წელია მუშაობს. ჰაკერები ინფორმაციის მოპარვის მიზნით ახორციელებენ შეტევას. მათი ქმედებებისგან დაზარალდა მშენებლობის სფეროს 30 კომპანია, ასევე ენერგეტიკისა და უძრავი ქონების კომპანიები.

ჯგუფს TaskMasters-ი დაარქვეს. როგორ იყენებდნენ მიღებულ ინფორმაციას, ჯერჯერობით უცნობია. 

ყველა სიახლე

ბორდო

26 მაისი 2019, 00:37

მსოფლიო

ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის. ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაზე 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე განჩდა და მიმდებარე შენობებზე გავრცელდა, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2019, 23:50

მსოფლიო

Twitter-მა დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ორი ძმა სამუდამოდ დაბლოკა

სოციალურ ქსელში დაასკვნეს, რომ ედ და ბრაიან კრასენშტეინები იყენებდნენ ყალბ ექაუნთებს, რათა ამერიკის ლიდერის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უფრო ფართო მასშტაბებში წარმოეჩინათ. „Twitter-ის წესები ყველაზე ვრცელდება. რამდენიმე ყალბი ანგარიშის წარმოება მკაცრად აკრძალულია“, - განაცხადეს კომპანიაში.

25 მაისი 2019, 23:25

თემა

„ისტორიული არჩევნები“. როგორ არის მოწყობილი ევროპარლამენტი და რას წყვეტს ის?

25-26 მაისს ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანოს უფლებამოსილებები დიდი არ არის, ამ კენჭისყრას უკვე უწოდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის ისტორიაში.

გადაღლილობა

25 მაისი 2019, 23:21

ტექნოლოგიები

გადაღლილობა დაავადებად აღიარეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) მე-11 ვერსია დაამტკიცა. სიის ახალ რედაქციაში გადაღლილობა და ლუდომანია ფსიქოლოგიური აშლილობებად დასახელდა. გადაღლილობა, რომელიც ასევე „ემოციური გადაწვის სინდრომის“ სახელით არის ცნობილი, განმარტებულია როგორც „სამსახურთან დაკავშირებული ქრონიკული სტრესით გამოწვეული ფიზიკური და ფსიქიკური დაუძლურება“.

პონ ჯუნ ჰო

25 მაისი 2019, 22:51

კულტურა

კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ სამხრეთკორეელმა პონ ჯუნ ჰომ მიიღო

Guardian-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულთა გამოცხადების საზეიმო ცერემონიაზე გამოაცხადა. კანის კინოფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ხელმძღვანელობდა, კორეელი რეჟისორი ფილმ „პარაზიტებისთვის“ დააჯილდოვა.

25 მაისი 2019, 22:29

კულტურა

„სამეფო კარის თამაშებში“ 6 887 პერსონაჟი მოკვდა

გამოცემა The Washington Post-მა სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ დაღუპული პერსონაჟების რიცხვი დათვალა. მათი მთლიანი ჯამი 6 887-ია. ყველაზე სასტიკი ფინალური სეზონი აღმოჩნდა. ბოლო სეზონის განმავლობაში 4 548 ცხედარი დათვალეს, რომელშიც შედიოდა როგორც მნიშვნელოვანი პერსონაჟები, ასევე უბრალო ჯარისკაცები და მოსახლეობა.

„მაკდონალდსი“

25 მაისი 2019, 22:20

ეკონომიკა

აშშ-ში „მაკდონალდსის“ ასობით თანამშრომელი გაიფიცა

სწრაფი კვების რესტორნების ქსელის „მაკდონალდსის“ ასობით თანამშრომელმა აშშ-ში გაფიცვა გამოაცხადა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისინი დაბალ ანაზღაურებას, სახიფათო პირობებში მუშაობას და სექსუალურ შევიწროებას აპროტესტებდნენ. პროფკავშირებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, 13 ამერიკულ ქალაქში რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილები „პიკის საათში“ დატოვა.

ნიკა გვარამია

25 მაისი 2019, 22:08

საქართველო

„რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ ნიკა გვარამიამ განაცხადა, ლადო ჭანტურია ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს.

25 მაისი 2019, 21:45

მსოფლიო

ბალიზე ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანი აგუნგი ამოიფრქვა, რის გამოც ქვეყნაში ასობით ავიარეისი გადაიდო. ვულკანი ღამე ამოიფრქვა. BBC-ის ცნობით, ამჟამად ყველა გადადებული ფრენა აღდგა. მიუხედავად ვულკანის გააქტიურებისა, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.

დავით ზალკალიანი

25 მაისი 2019, 20:58

საქართველო

ზალკალიანი: საინჟინრო სამუშაოები აზერბაიჯანის მხარეს მიმდინარეობდა

„გვაქვს სამი მოცემულობა - არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიაა, არის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და ერთი მესამედი სადავო ტერიტორია. საინჟინრო სამუშაოები ხდებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა.

„ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია

25 მაისი 2019, 20:34

მსოფლიო

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პოლიციამ პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ ტელეარხი BFMTV იუწყება. მისი ინფორმაციით, პოლიციასა და ყვითელჟილეტიანებს შორის შეტაკებები რესპუბლიკის მოედანზე მოხდა.

25 მაისი 2019, 20:01

საქართველო

ქალთა მოძრაობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს

ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სტუდენტმა, რომელმაც ლექტორი ამხილა უარი თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებაზე. მათი თქმით, იურისტი, რომელიც გოგომ დაიქირავა მოძალადის მხარდამჭერ პოზიციას აჟღერებს.

25 მაისი 2019, 19:14

ტექნოლოგიები

„მსოფლიო ინტერნეტისთვის“ განკუთვნილი თანამგზავრები დედამიწიდან დაინახეს

კომპანია SpaceX-მა 23 მაისს ორბიტაზე გლობალური ინტერნეტ-პროექტისთვის Starlink 60 თანამგზავრი გაუშვა. თანამგზავრები, რომელთა წონა 227 კილოგრამია, დედამიწის ირგვლივ იფრენენ. მზის ენერგიის საშუალებით, მათ შეეძლებათ მთელ მსოფლიოს მიაწოდონ ინტერნეტი.

ნასერ ელ-ხელაიფი

25 მაისი 2019, 18:57

მსოფლიო

საფრანგეთის პროკურატურა პსჟ-ს პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებს

საფრანგეთის პროკურატურა სწავლობს 3,5 ოდენობის ორ ფულად გადარიცხვას, რომელიც 2011 წელს ელ-ხელაიფისა და მისი ძმის ხალიდის კუთვნილმა კომპანია Oryx Qatar Sports Investment-მა სენეგალელი ბიზნესმენის პაპა მასატა დიაკის კუთვნილი კომპანიის ანგარიშებზე განახორციელა.

გიორგი ყავლაშვილი

25 მაისი 2019, 18:57

საქართველო

ადვოკატი: „რუსთავი 2“-ის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

„რუსთავი 2“-ის 9%-ანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნა, რომელიც ტელეკომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომას ითვალისწინებდა, დაკმაყოფილდა. ამის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანიაში პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ განაცხადა. თუ ამის შემდეგ, კომპანიასთან სამართლებრივი პრეტენზიები დარჩება ძალაში, ადვოკატი აცხადებს რომ, გადაწყვეტენ დავა არბიტრაჟში დასრულდება, თუ სასამართლოში.

ამერიკული სამხედრო გემი

25 მაისი 2019, 18:52

მსოფლიო

აშშ-ში დამნაშავედ ცნეს მეზღვაური რომელიც რუსეთში საიდუმლო ინფორმაციის გადაგზავნას ცდილობდა

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ოფიცერს სტივენ კელოგს, რომელიც ჟურნალისტისთვის რუსეთში გასაგზავნად საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ცდილობდა, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

25 მაისი 2019, 18:46

საქართველო

გორის მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი დაისეტყვა

მერეთის, ნიქოზის, ახალუბნის, ტირძნისის და დიცის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში ამბობენ რომ დაზიანდა და განადგურდა ვაზი, ხეხილი და ერთწლიანი კულტურები. სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალი ჯერ უცნობია. რწმუნებულები ვითარებას ადგილზე სწავლობენ.

25 მაისი 2019, 18:33

მსოფლიო

საგარეო უწყება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს

საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. კერძოდ თურქეთში, ანკარაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის ანძა, დაიწერება: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, ირლანდიასა და სლოვენიაში საქართველოს დროშის ფერები გამოისახება სხვადასხვა შენობებზე. ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.

შემთხვევის ადგილი

25 მაისი 2019, 18:14

მსოფლიო

მედია: პოლიციამ ლიონში აფეთქების შესაძლო შემსრულებლის დნმ-ი აღმოაჩინა

ფრანგმა სამართალდამცველებმა 24 მაისს ლიონში საფეხმავლო ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესაძლო შემსრულებლის დნმ-ი აღმოაჩინა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი BFMTV იუწყება. წყაროს ინფორმაციით, „ეს არ ნიშნავს, რომ დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია, უბრალოდ მან საკუთარი კვალი დატოვა“.

თავისუფლების მოედანი

25 მაისი 2019, 17:54

საქართველო

საქართველო 26 მაისისთვის ემზადება

ხვალ 26 მაისია, - დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. ხვალ მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. თავისუფლების მოედანზე 288 რეკრუტი ქვეყნის წინაშე ფიცს დადებს. ამ დღეს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც იქნება წარმოდგენილი.