imedi /  13 მაისი 2019, 12:09 / სანდო წყარო

საუდის არაბეთის განცხადებით მის ორ ნავთობმზიდს საამიროების სანაპიროსთან თავს დაესხნენ

ნავთობი

საუდის არაბეთის ეკონომიკის მინისტრის, ჰალიდად ალ-ფალიჰას განცხადების თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან საუდის არაბეთის ორ ნავთობმზიდს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

მინისტრის განცხადებით, შემთხვევა რას-ტანურას პორტში მოხდა, ტანკერს ნავთობი აშშ-ში მიჰქონდა. უცნობია, რა მიმართულება ჰქონდა მეორე ტანკერს. 

თავდასხმისას არავინ დაღუპულა და არც დაშავებულა, არ დაღვრილა არც ნავთობი, თუმცა ორივე ნავთობმზიდმა გარკვეული სახის დაზიანება მიიღო. 

12 მაის არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ოთხი კომერციული გემი ფუჯეირის საამიროსთან თავდასხმის მსხვერპლი გახდა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს ისმოდა აფეთქებების ხმა, თუმცა მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. 

ყველა სიახლე

წყალბურთი

24 იანვარი 2020, 19:21

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეათე ადგილზე გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა. მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი წყალბურთელები გერმანიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში ერთბურთიანი სხვაობით, 8:9 დამარცხდნენ.

24 იანვარი 2020, 18:53

საქართველო

ზელიმხან წუწაშვილი: პანკისელი ვისური მუთოშვილს ოჯახი მკვლელზე შურისძიებას გეგმავს

პანკისში დაპირისპირებულ გვარებს შორის ერთი კვირის განმავლობაში დაწყებული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდა.დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან შურისძიება მხოლოდ იმ პირზე მოხდება, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები 37 წლის ვისური მუთოშვილს მიაყენა.

ზურაბ ჯაფარიძე

24 იანვარი 2020, 18:41

ძალოვნები

„გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის მოყვანისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.სარჩელი პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში დღეს შეიტანა. სადავოა 256-ე მუხლი.

რატი იონათამაშვილი

24 იანვარი 2020, 18:37

საქართველო

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი გახდა

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ახალ პრეზიდენტად დღეს გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე თხუთმეტმა დელეგატმა ერთადერთი კანდიდატი რატი იონათამიშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩია. იონათამიშვილმა ამ თანამდებობაზე შალვა მაისურაძე შეცვალა,

მადაგასკარი, წყალდიდობა

24 იანვარი 2020, 18:19

მსოფლიო

მადაგასკარზე წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა

13 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიკარგა მადაგასკარზე ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო. მომხდარზე ინფორმაციას მადაგასკარის რისკების და სტიქიური მოვლენების მართვის ბიურო (BNGRC) სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 17:54

საქართველო

უხანში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება

ჩინეთში, ქალაქ უხანში სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ამ დროისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ „ქრონიკას“ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა. მისი თქმით ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ კი უხანი დატოვა და სხვა რეგიონებში გადაინაცვლა.

გერმანია სროლა

24 იანვარი 2020, 17:28

მსოფლიო

გერმანიაში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერაციულ მხარეში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ქალაქ როტ-ამ-ზეში მოხდა. წინასწარი ცნობით, დაღუპულია 6 ადამიანი, რამდენიმე კი დაიჭრა. დამნაშავე დაკავებულია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი და მისი მსხვერპლები ერთმანეთს იცნოდნენ.

Dior

24 იანვარი 2020, 17:20

ტაბლოიდი

Dior-მა ჩვენება საშვილოსნოს ფორმის პოდიუმზე გამართა

ინსტალაცია ამერიკელმა მხატვარმა და ფემინისტმა ჯუდი ჩიკაგო შექმნა. ის მორთული იყო იასამნისფერი ყვავილებით, კედლებში კი 3-მეტრიანი ბანერები განათავსეს, რომლებზე ეწერა: „რა იქნებოდა, ქალი რომ მსოფლიო იყოს", „ქალი რომ ღმერთი იყოს?“ და სხვ.

დოდო გუგეშაშვილი

24 იანვარი 2020, 17:10

ძალოვნები

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და თავისი შვილის მკვლელობის საქმე გაიხსნა

სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური

24 იანვარი 2020, 16:46

საქართველო

პენიტენციური სამსახური: საპატიმროში ომბუდსმენის ვიზიტის გასაიდუმლოების ვალდებულება არ გვაქვს

„მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბანკები

24 იანვარი 2020, 16:39

ეკონომიკა

სებ-ი: საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორი ლიდერობს

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორს (აქტივების მიხედვით) 93,26% უჭირავს. 2019 წელს ბანკების წილი ამ ბაზარზე გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენდენცია მიკროსაფინანსოების და ლომბარდების წილის შემცირების ხარჯზე კიდევ გაიზრდება.

უხანი

24 იანვარი 2020, 16:25

მსოფლიო

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის საავადმყოფოს აშენებენ

უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. 1000 პაციენტისთვის განკუთვნილი საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება 10 დღეში იგეგეგმება. 2003 წელს ატიპური პნევმონიის ეპიდემიის დროს პეკინში მსგავსი ტექნოლოგიით საავადამყოფო 1 კვირაში ააშენეს.

ნინო ლომჯარია

24 იანვარი 2020, 16:16

საქართველო

ლომჯარია წულუკიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა. ეს ქმედებები სცილდება თეა წულუკიანის მხრიდან პირადად ჩემი ან ჩემი აპარატის დისკრედიტაციის მცდელობას და ქმნის ძალიან სახიფათო ვითარებას, როდესაც პატიმრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, მათი უფლებრივი მდგომარეობა შესაძლებელია ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგეს“, - წერს ლომჯარია.

24 იანვარი 2020, 16:10

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საკრებულოში შესვლას ცდილობენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკოსებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გიორგი ტყემალაძემ სარევიზიო კომისიის სხდომაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. დაპირისპირების შემდეგ ინცინდენტზე ასევე ისაუბრა ირაკლი ზარქუამ.

რუსეთი ბულგარეთი

24 იანვარი 2020, 15:33

მსოფლიო

ბულგარეთის პროკურატურა ორ რუს დიპლომატს ჯაშუშობაში ადანაშაულებს

ბულგარეთში ორ რუს დიპლომატს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავარი პროკურატურა ავრცელებს. ეჭვმიტანილები არიან საელჩოს საკონსულო განყოფილების პირველი მდივანი და სოფიაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომელი.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

24 იანვარი 2020, 15:21

საქართველო

ევროპის საბჭოს გენმდივანმა საქართველოს მიერ არჩეული პრიორიტეტები შეაქო

სტრასბურგში გამართულ ღონისძიებაზე გენერალურმა მდივანმა და ორგანიზაციის წვერებმა საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალგაზრდობის საკითხის შერჩევას მაღალი შეფასება მისცეს. საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც იყო - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში“.

24 იანვარი 2020, 15:16

ვიდეო

დაპირისპირება საკრებულოში

გიორგი ჯანაშია

24 იანვარი 2020, 15:05

ძალოვნები

პროკურორი: ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულ გორგი ჯანაშიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შესახებ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდება. შეთანხმების შინაარსი მედიისთვის კვლავ უცნობია. პროკურორი დეტალებზე არაფერს ამბობს, თუმცა განმარტავს, რომ საპროცესოს მიზეზი მსჯავრდებულის მიერ დავით სარალიძის მკვლელობის აღიარებაა.

ლევან ხაბეიშვილი

24 იანვარი 2020, 14:40

საქართველო

თბილისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრებმა და ლევან ხაბეიშვილმა იჩხუბეს. სარევიზიო კომისიის სხდომა ჩაიშალა. საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით, საკრებულოს წევრების მიმართ ხაბეიშვილი სატელევიზიო ეთერში შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, რასაც ხმაური მოჰყვა.

რუსთავი 2 სასამართლო

24 იანვარი 2020, 14:35

ძალოვნები

„რუსთავი 2-ისთვის“ ზარალის მიყენების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

სხდომის დაწყებამდე „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიების ფარგლებში მასსა და მის მეუღლეზე უკანონო თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.