Imedi /  14 მაისი 2019, 19:06 / სანდო წყარო

პაპუა-ახალ გვინეაში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პაპუა-ახალ გვინეაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იაპონური მედიის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ კოკოპოდან 48 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. 

ხელისუფლებამ ცუნამის საშიშროების შესახებ განაცხადა. 

ნგრევის ან დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

გასული წლის თებერვალში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს პაპუა-ახალ გვინეაში 150 ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრამ ასობით შენობა გაანადგურა.

ყველა სიახლე

ხანძარი

28 მარტი 2020, 19:28

რეგიონი

ბათუმის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. ცეცხლს 10 სახანძრო მანქანა და 50-მდე მეხანძრე მაშველი აქრობდა.

ამირან გამყრელიძე

28 მარტი 2020, 19:13

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების

საშიშროება სერიოზულია, მომავალი ერთი თვე იქნება ძალიან რთული, ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამ პერიოდის სირთულე ქვეყანაში უდიდეს დღესასწაულს უკავშირდება.

28 მარტი 2020, 19:00

COVID19

რუსეთი კორონავირუსის პრევენციისთვის საზღვრებს კეტავს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის საზღვრებზე გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამირან გამყრელიძე

28 მარტი 2020, 18:50

COVID19

ამირან გამყრელიძე: ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, შიდა გავრცელების პრეცედენტზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დადგენილი არ არის სამი შემთხვევის პირველწყარო.

გიორგი გახარია

28 მარტი 2020, 18:36

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც

დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოში გლობალური გამოწვევა. თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერის თქმით, დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც.

28 მარტი 2020, 18:22

COVID19

ბათუმის ინფექციურში კარანტინიდან გადაყვანილ 6 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით საკარანტინო ზონიდან გადაყვანილ 6 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. Imedinews-ს ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა.

28 მარტი 2020, 18:22

რეგიონი

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე სახლს ხანძარი გაუჩნდა. ვიდეო

ხანძარია ბათუმში. ბარათაშვილის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. შენობიდან მოსახლეობა გამოჰყავთ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

28 მარტი 2020, 18:17

COVID19

ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ 25 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

ოცდახუთი დაინფიცირებულიდან ათი ფეხბურთელია, თხუთმეტი კი ადმინისტრაციის თანამშრომელი. ფეხბურთელებიდან დაინფიცირებულია ესეკილ გარაი, ელიაკიმ მანგალა და ხოსე გაიაა, დანარჩენი შვიდი მოთამაშის ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

28 მარტი 2020, 18:06

COVID19

საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ბულგარეთიდან ჩარტერი განხორციელდება

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს. უკვე დაინიშნა ჩარტერული რეისი, რომელიც ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ათობით მოქალაქეს ჩამოიყვანს. რეისს ავიაკომპანია „Myway Airlines” შეასრულებს.

კორონავირუსი

28 მარტი 2020, 18:00

COVID19

ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაგვემატა

„კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაემატა სამწუხაროდ და ამჟამად 15-ია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ე.წ. დაბურული მინის სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი”, - განაცხადა ლევან რატიანმა.

კორონავირუსი ტესტირება ლაბორატოირია

28 მარტი 2020, 17:54

COVID19

ამერიკულმა კომპანიამ კორონავირუსზე 5-წუთიანი ტესტის წარმოების ნაბართვა მიიღო

ახალი ტესტების შედეგები 5 წუთში იქნება ცნობილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მასობრივი წარმოებისთვის საჭირო ნებართვა აშშ-ის ფედერალური რეგულატორებისგან უკვე მიიღეს.

28 მარტი 2020, 17:36

COVID19

თამარ გაბუნია: პირველადი ჯანდაცვის რგოლი სრულად მობილიზებულია, რომ ნებისმიერ ადამიანს გაუწიოს დახმარება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და გიორგი წოწკოლაურმა C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს შეხვდნენ.

პაულო დიბალა

28 მარტი 2020, 17:34

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულმა პაულო დიბალამ ის სიმპტომი დაასახელა, რომლისგანაც ყველაზე მეტად იტანჯებოდა

ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა კორონავირუსისგან მიყენებულ ზიანზე საუბრობს. ფეხბურთელი ამბობს, რომ გამოჯანმრთელების ეტაპზეა. დიბალას გარდა კორონავირუსი იტალიური კლუბის სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ, მათ შორის დანიელე რუგანის და ბლეზ მატუიდის.

იორდანია

28 მარტი 2020, 17:30

COVID19

საქართველოს საელჩომ იორდანიაში საქართველოს 18 მოქალაქე საკვებით უზრუნველყო

„საქართველოს საელჩო ასევე კავშირზეა ამანში მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან და ყველა ზომას მიმართავს, რათა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს სამშობლოში დაბრუნებაში. საელჩო აგრძელებს მუშაობს ამ მიმართულებით, კავშირზე რჩება მოქალაქეებთან და მზად არის აღმოუჩინოს მათ მაქსიმალური დახმარება ამ ეტაპზე არსებული შესაძლებლობების ფარგლებში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

28 მარტი 2020, 17:26

COVID19

ბოლნისიდან თბილისში კორონავირუსის სიმპტომებით, ერთი ადამიანი გადმოყავთ

​​​​​​​​ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები ექიმებმა კარდაკარ შემოწმებისას დაუდგინეს.

კორონავირუსი

28 მარტი 2020, 17:03

COVID19

უზბეკეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც დაავადების შესახებ არავის უთხრა

ის კონტაქტში იყო პირველ პაციენტთან, რომელსაც ქვეყანაში ვირუსი დაუდასტურდა, რომელმაც მას ვირუსი გადასდო. მაგრამ 39 წლის კაცმა საკუთარი ავადმყოფობის შესახებ არავის უთხრა და ინფექციასთან გამკლავება დამოუკიდებლად სცადა.

28 მარტი 2020, 16:53

COVID19

ყვარლის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი სახლების სადარბაზოებს დეზინფექცია უტარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოები და მოსაცდელები სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება.

სტოკჰოლმი

28 მარტი 2020, 16:52

COVID19

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

მაღაზიები და რესტორნები ღიაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები შვედეთში თავისუფლად შედიან. 29 მარტიდან ამოქმედდება 50-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა. სკოლები და ბაგა-ბაღები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, დისტანციურ სწავლაზე მხოლოდ სტუდენტები და უფროსი კლასების მოსწავლეები გადავიდნენ. უცხოეთში მოგზაურობის შემდეგ შვედეთის მოქალაქეებს, მათ შორის არც ექიმებსა და მედდებს კარანტინში არავის უშვებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, თვითიზოლაციაში მხოლოდ ის უნდა დარჩეს, მისი ოჯახის სხვა წევრებს კი თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ.

28 მარტი 2020, 16:48

რეგიონი

გიორგი გახარიამ ენგურის ხიდთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა მოინახულა

პრემიერი ბაზას შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად იმყოფებოდა.

კახეთი კორონავირუსი

28 მარტი 2020, 16:36

რეგიონი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება, რისთვისაც 238 000 ლარი დაიხარჯება.