imedi /  23 მაისი 2019, 08:39 / სანდო წყარო

დღეს ევროპარლამენტის არჩევნები იწყება

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს იწყება, რომელშიც მონაწილეობას ევროკავშირის 28 ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 427 მილიონ ადამიანს აქვს.

Euronews-ის ცნობით, ხმის მიცემის პროცესი 4 დღეს გაგრძელდება, შედეგები კი 26 მაისს უნდა გახდეს ცნობილი. 

საკუთარ არჩევანს პირველები ბრიტანელები და ნიდერლანდელები დააფიქსირებენ. შაბათს არჩევნები ჩატარდება ლიტვაში, მალტასა და სლოვაკეთში, დანარჩენი ქვეყნები კი მათ კვირას შეუერთდებიან.

ამასთან, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და კვიპროსზე ხმის მიცემა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩევლებს ჯარიმა ემუქრებათ.

ევროპარლამენტში 751 ადგილია, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში კი 705 ადგილი დარჩებოდა.

ევროპარლამენტის არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო არჩევნები 2014 წლის 22-25 მაისს გაიმართა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპარლამენტის არჩევნები, წაიკითხეთ ამ ბმულზე

 

ყველა სიახლე

დომინიკ ქამინგსი

28 მარტი 2020, 13:29

COVID19

ბორის ჯონსონის მრჩეველის რეაქცია, როდესაც ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა. ვიდეო

ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს თუ როგორ გარბის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან ბორის ჯონსონის მრჩეველი, დომინიკ ქამინგსი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

ჟურნალი გარეკანი

28 მარტი 2020, 13:21

COVID19

როგორ შეცვალა კორონავირუსმა მსოფლიოს მთავარი ჟურნალების გარეკანები. ფოტოგალერეა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა, 3 მილიარდზე მეტი ადამიანი კი თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფება. გაუქმდა ან გადაიდო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის ოლიმპიური თამაშები. დაიხურა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის ლუვრის მუზეუმი.

სტომატოლოგი

28 მარტი 2020, 13:20

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სტომატოლოგიურმა კლინიკებმა გეგმური მომსახურება 1-ელ მაისამდე არ უნდა განახორციელონ

„იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია; კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება; გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ილონ მასკი

28 მარტი 2020, 13:11

COVID19

​Tesla ნიუ-იორკის შტატს ასობით სასუნთქ აპარატს გადასცემს

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ მასკს მადლობა Twitter-ზე გადაუხადა. „ძალიან მადლიერები ვართ. მომდევნო კვირების განმავლობაში ადამიანების გადასარჩენად ყველა აპარატი დაგვჭირდება“, - დაწერა მან.

ემანუელ მაკრონი

28 მარტი 2020, 13:03

COVID19

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას, არ მსურს ეგოისტი და დაყოფილი ევროპა

თუ ერთიანები არ ვიქნებით, იტალია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები სამართლიანად მოგვაძახებენ, სად იყავით მაშინ, როდესაც ფრონტის წინა ხაზზე ვიყავით? არ მსურს ეგოისტი და დაყოფილი ევროპა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Stampa, Repubblica და Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პოლიცია

28 მარტი 2020, 12:32

COVID19

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი დააჯარიმა

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

ივანე ჩხაიძე

28 მარტი 2020, 12:29

COVID19

რატომ გადააქვთ კორონავირუსი ბავშვებს მოზრდილებზე იოლად

რას უკავშირდება ის ფაქტი, რომ მოზარდებში კორონავირუსის მიმდინარეობა ნაკლები აგრესიულობით არის გამოხატული და ინფიცირება მათ გაცილებით იოლად გადააქვთ - ამ საკითხებზე გადაცემაში „იმედის დილა“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

პაატა იმნაძე

28 მარტი 2020, 12:24

COVID19

პაატა იმნაძე: თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში

„ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი“, - განაცხადა იმნაძემ.

თავდაცვის სამინისტრო

28 მარტი 2020, 12:11

თავდაცვა

კანონში თანამდებობის პირების მიერ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების შესახებ ცვლილება მოხდა

„აღნიშნული გადაწყვეტილებით, სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება დამოკიდებული აღარ იქნება მხოლოდ თანამდებობაზე, რაც თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის ოფიცრებს ამ თვალსაზრისით ათანაბრებს სხვა უწყებების (იგივე წოდების მქონე) თანამშრომლებთან“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ნელი ხიზანიშვილი

28 მარტი 2020, 11:57

COVID19

კახეთიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით 82 წლის კაცი გადმოიყვანეს

82 წლის კაცი გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, რომელსაც საეჭვო სიმპტომების გარდა, ქრონიკული დაავადებებიც აქვს,- ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაავადებაა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

ლიბერთი ბანკი

28 მარტი 2020, 11:51

ეკონომიკა

მთავრობისა და „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლობით საქართველოში ყველა ასაკის პენსიონერს აპრილის პენსია წინასწარ ჩაერიცხება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, - შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო.

ლევან რატიანი

28 მარტი 2020, 11:49

COVID19

ლევან რატიანმა კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობაზე ისაუბრა

„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. ასევე სტაბილურია ნაყოფის მდგომარეობა. ჯერჯერობით, ჩატარებული კლინიკურ-ლაორატორიული კვლევებით პათოლოგია არ ვლინდება ქალბატონთან. მრადგანაც ეს არის ჩვენთან პირველი და ასევე არის სამყაროსთვის იშვიათი შემთხვევები, როდესაც ორსული არის დაინფიცირებული, პაციენტი იმყოფება ინფექციონისტების და მეან-გინეკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. მას კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არცერთი არ აქვს. ერთადერთი ნიშანი იყო რამდენიმე დღის უკან ცხელება, რომელიც ჩვენთან ამ ეტაპზე არ დასტურდება. რომ არ გამოგვრჩეს არცერთი კლინიკური ნიშანი და არ მოხდეს სწრაფი დამძიმება, ამიტომაც რჩება ქალბატონი მეან-გინეკოლოგიურ სამსახურში და მეთვალყურეობა ხორციელდება მეანებისა და ინფექციონისტების მიერ“, - განაცხადა რატიანმა.

28 მარტი 2020, 11:31

COVID19

150 ტუნისელი ექიმების დასახმარებლად ერთი თვით ქარხანაში გადასახლდა და პირბადეებს კერავენ

თანამშრომლებმა, რომელთა უმეტესობაც ქალები არიან, მიიჩნიეს, რომ სამსახურში დარჩენით და წარმოების გაგრძელებით ქვეყანას უფრო მეტად დაეხმარებიან, ვიდრე სახლში ჯდომით. ისინი დღეში 50 000 პირბადეს და სხვა სამედიცინო დამცავ აღჭურვილობას აწარმოებენ.

კორონავირუსი ბელგია

28 მარტი 2020, 11:25

COVID19

ბელგიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 19 აპრილამდე გაგრძელდა

ბელგიაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები 19 აპრილამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის უშიშროების საბჭომ მიიღო. ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების 1049 შემთხვევა გამოვლინდა. კრიზისის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 858 პაციენტი, გარდაიცვალა 289. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 41 წლის კაცი იყო. კრიზისის ცენტრის მონაცემებით, გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმულია.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ მარნეული

28 მარტი 2020, 11:23

COVID19

გასული ღამის განმავლობაში მარნეულის საავადმყოფოებში 3 პაციენტი შეიყვანეს

მეექვსე დღეა, გაძლიერებული კონტროლი გრძელდება კარანტინის ზონად გამოცხადებულ ბოლნისსა და მარნეულში. შევსებულია სურსათის და მედიკამენტების მარაგი. ძირითადად გზებს პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ, მეორეხარისხოვან გზებს კი მობილური ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან მოქმედ წესებს.

მედალფა ბათუმი

28 მარტი 2020, 11:06

COVID19

ბათუმში მყოფი ერთ-ერთი ინფიცირებული ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს

ბათუმში ერთ-ერთი ინფიცირებული ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. მისი მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, აქვს ქრონიკული დაავადებაც. როგორც კლინიკა „მედალფაში“ განმარტეს, 70 წლოს კაცს რესპირატორული დისტრესსინდრომი აქვს, პაციენტს საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. საშუალი სიმძიმისაა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ორმხირივი პნევმონია აქვს.

ჟაირ ბოლსონარუ

28 მარტი 2020, 11:01

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტი: ვწუხვარ, ზოგიერთი ადამიანი დაიღუპება, ასეთია ცხოვრება

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით, კორონავირუსის გამო კარანტინის გამოცხადება და ეკონომიკის გაჩერება არასწორია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ვწუხვარ, ზოგიერთი ადამიანი დაიღუპება. ასეთია ცხოვრება, მაგრამ გზებზე ადამიანების გარდაცვალების გამო საავტომობილო ქარხნების დახურვა არასწორია“, - განაცხადა ბოლსონარუმ.

მიხეილ დაუშვილი

28 მარტი 2020, 10:54

COVID19

ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით კომპანიებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს

„დღეს გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა სექტორის ბიზნესის წარმომადგენელთან. აღნიშნული კომპანიები ჩართულები არიან Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახორციელებენ სოლიდარულ აქტივობებს საზოგადეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დასახმარებლად. ასევე, არიან StopCoV ფონდის კონტრიბუტორები. დღეის მდგომარეობით ფონდში 16 მილიონ ლარამდეა აკუმულირებული და ეს თანხა ჩვენი მოქალაქეების ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება“, - განაცხადა დაუშვილმა.

იტალია კორონავირუსი ექიმები

28 მარტი 2020, 10:46

COVID19

იტალიაში კორონავირუსით 51 ექიმი გარდაიცვალა

ჯამში ვირუსზე ტესტირების პოზიტიური შედეგი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის 6 414 თანამშრომელს დაუდასტურდა. 32 გარდაცვლილი ექიმი ლომბარდიაში მუშაობდა - ქვეყნის იმ რეგიონში, სადაც ვირუსი ყველაზე ძლიერად დაზარალდა.

მარინა ეზუგბაია

28 მარტი 2020, 10:40

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით შეიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს შემთხვევა უცხოეთში მოგზაურობას არ უკავშირდება, თუმცა პაციენტს სამსახურში უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი.