imedi /  01 ივნისი 2019, 10:38 / სანდო წყარო

ამერიკელი განგსტერი ფრენკ ლუკასი გარდაიცვალა

ფრენკ ლუკასი

ფრენკ ლუკასი

ამერიკელი განგსტერი ფრენკ ლუკასი გარდაიცვალა. ის 88 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ის 1930 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა და შემდეგ კი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც 1960-1970-იან წლებში ჰარლემში ჰეროინის პირველი შემტანი გახდა.

ფრენკ ლუკასის შესახებ 2007 წელს ფილმი სახელწოდებით "ამერიკელი განგსტერი" გადაიღეს. ფილმში მის უკანანო საქმიანობაზეა საუბარი. კერძოდ, მას ნარკოტიკი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან შეაქვს აშშ-ში და ამისთვის თავისი უნიკალური ხერხი აქვს მოფიქრებული.

ამერიკელი განგსტერი ფრენკ ლუკასი თავის სახლში ნიუ-ჯერსიში გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

ძაღლი

26 აგვისტო 2019, 11:29

ძალოვნები

თბილისში კაცმა საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა

სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ კაცი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დააკავა. ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გამოძიება ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.

სალომე ზურაბიშვილი

26 აგვისტო 2019, 11:21

საქართველო

ზურაბიშვილი ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების მე-11 წლისთავს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელ დღეს, 11 წლის წინ, საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით რუსეთმა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები დაარღვია.

სკარლეტ იოჰანსონი

26 აგვისტო 2019, 11:20

კულტურა

Marvel-ის ახალი ფილმის ოფიციალური პოსტერი გამოქვეყნდა

„შავი ქვრივის“ პირველი ოფიციალური პოსტერი გავრცელდა. უცხოური გამოცემების ცნობით, სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟს ახალი გარეგნობა და სუპერგმირის ახალი კოსტიუმი ექნება. Marvel-ის ახალი ფილმი „შავი ქვრივის“ შესახებ, 2020 წელის 1 მაისს გამოვა,

საქართველო აფხაზეთი

26 აგვისტო 2019, 11:10

საქართველო

საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

ფინეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადებები უწყებების Twitter-ზე გამოჩნდა. მანამდე ე.წ. არჩევნები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაგმო. სალომე ზურაბიშვილმა „არჩევნებს“ არალეგიტიმური უწოდა.

Echowaves

26 აგვისტო 2019, 11:10

კულტურა

ანაკლიაში ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა

წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ. 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის სანაპიროს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი ეწვია. ანაკლიის ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლები.

ბირთვული ბომბი

26 აგვისტო 2019, 11:07

მსოფლიო

Axios: ტრამპს ბირთვული ბომბებით ქარიშხლების დაშლა სურდა

ქარიშხლებთან ბირთვული ბომბებით ბრძოლის იდეა აშშ-ში 1950-იან წლებში, დუაიტ ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის დროსაც განიხილებოდა. მაშინ ბომბის საშუალებით შტორმის ეპიცენტრის განადგურებას მთავრობას ერთ-ერთი მეცნიერი სთავაზობდა, თუმცა ქარიშხლებთან ბრძოლის ასეთი მეთოდი საბოლოოდ არ დაამტკიცეს.

სავაჭრო ომი

26 აგვისტო 2019, 11:05

ეკონომიკა

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე აზიური აქციები კიდევ დაეცა

Standard & Poor’s (S&P 500) პარასკევიდან მოყოლებული დანაკარგები აქვს, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ პროდუქციაზე 25%-ის ნაცვლად 30%-ით დაბეგვრის გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპმა ამერიკულ კომპანიებს აზიის უმსხვილესი ეკონომიკის დატოვებისკენაც მოუწოდა.

ჯასტინ ტრიუდო მელანია ტრამპი დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2019, 10:38

ტაბლოიდი

მელანია ტრამპისა და ჯასტინ ტრიუდოს ფოტოს ინტერნეტში სახალისო კომენტარები მოჰყვა

ფრანგული ტელეარხის BFMTV-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებმა მეუღლეებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპისა და კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრიუდოს გადაღებულ ფოტოს ინტერნეტში სახალისო კომენტარები მოჰყვა.

მალიორკა ავიაკატასტროფა

26 აგვისტო 2019, 10:23

მსოფლიო

ესპანეთში ავიაკატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე ვერტმფრენის და მსუბუქი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. 2 მათგანი მცირეწლოვანია. ამის შესახებ BBC წერს. ოფიციალური წყაროების ცნობით შემთხვევა 25 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. შეჯახების მიზეზი უცნობია.

დოტა

26 აგვისტო 2019, 10:17

ტექნოლოგიები

ვიდეოთამაშ Dota 2-ის ჩემპიონებმა უიმბლდონის ტოპმოთამაშეებზე მეტი ფული მოიგეს

ფინალში OG-მ გუნდი Team Liquid-ი 3:1 დაამარცხა. ტურნირის პირველი ადგილის მოპოვებისთვის, OG 15 მილიონ დოლარზე მიიღებს და როგორც გამოცემა წერს ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე უიმბლდონის ტოპმოთამაშეების მიერ მოგებული თანხა. OG ჩემპიონატ The International 2019-ის პირველი ორგზის გამარჯვებული გუნდია.

პუმა

26 აგვისტო 2019, 10:04

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცმა პუმას თავისი შვილი ხახიდან გამოსტაცა

8 წლის ბიჭი მეზობლად მცხოვრებ მეგობართან მიდიოდა, როდესაც მას პუმა დაესხა თავს, წააქცია და თავში წვდა. ბიჭის ძმამ მამას დაუძახა, მან კი ცხოველის განდევნა შეძლო. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

რუსული რუბლი

26 აგვისტო 2019, 09:43

ეკონომიკა

დღეიდან ანტირუსული სანქციების მორიგი პაკეტი ამოქმედდა

აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ე.წ. სკრიპალების საქმის გამო დაწესებული სანქციების მეორე პაკეტი დღეიდან ამოქმედდა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ახალი სანქციების თანახმად, აშშ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოსკოვისთვის კრედიტების გაცემაზე უარის თქმას ითხოვს.

26 აგვისტო 2019, 09:39

საქართველო

დღეიდან „ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ჰოლივუდის ფილმის - Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ანსუ ფატი

26 აგვისტო 2019, 09:30

სპორტი

„ბარსელონაში“ 16 წლის ანსუ ფატის დებიუტი შედგა

კატალონიური „ბარსელონას“ შემადგენლობაში 16 წლის გვინეა-ბისაუელი ფორვარდის ანსუ ფატის დებიუტი შედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელი „კამპ ნოუზე“ „ბეტისის“ წინააღმდეგ ესპანეთის „ლა ლიგის“ მატჩში 78-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის განაცხადში 16 წლის ანსუ ფატის მოხვედრა „ბარსელონას“ ლიდერების - ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს ტრავმებით იყო გამოწვეული.

წყალდიდობა სუდანში

26 აგვისტო 2019, 09:01

მსოფლიო

სუდანში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა

სუდანში გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ივლისში დაწყებული ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის 15 შტატში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

კოსოვო

26 აგვისტო 2019, 08:51

მსოფლიო

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება კიდევ ერთმა ქვეყანამ გააუქმა

​​​​​​​კოსოვომ 2008 წელს, ცალმხრივი წესით გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა. კოსოვოს სუვერენიტეტს არ აღიარებს სერბეთი, თუმცა როგორც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, ეს საკითხი თეორიულად შესაძლებელია რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.

სოხუმი

26 აგვისტო 2019, 08:30

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური ჩატარდება

საერთო ჯამში ხაულ ხაჯიმბასთან ერთად „პრეზიდენტის“ პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. ხმის მიცემა 150 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „არჩევნებს“ 79 ჟურნალისტი და 60 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი

26 აგვისტო 2019, 08:14

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ამაზონთან დაკავშირებით შეთანხმებას უახლოვდებიან

„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები ამაზონს ტყეების ხანძართან დაკავშირებით საერთო შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეთანხმება ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ თითქმის მიღწეულია.

დევიდ ბექჰემი

26 აგვისტო 2019, 00:50

ტაბლოიდი

ბექჰემი ოჯახთან ერთად საფრანგეთში ისვენებს

ბრიტანელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ოჯახთან ერთად საფრანგეთში იმყოფება. სპორტსმენი მეუღლესთან და შვილთან ერთად დასვენების დღეს იახტაზე ატარებს. მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოზე მომღერალი ელტონ ჯონიც ჩანს. ფეხბურთელი საფრანგეთში გასულ წელსაც ჩავიდა.

ჰითროუს აეროპორტი

26 აგვისტო 2019, 00:18

ტექნოლოგიები

დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ბარგის შემოწმებასთან დაკავშირებით ახალი ტექნოლოგია დაინერგება

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია უსაფრთხოების შემოწმების პროცესს დააჩქარებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს აეროპორტში რიგის შემცირებას და შესაძლოა, სითხეებსა და ლეპტოპზე დაწესებული შეზღუდვებიც მოიხსნას.