imedi /  04 ივნისი 2019, 19:16 / სანდო წყარო

საფრანგეთში იმამს მიგრანტების დახმარებისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

მიგრანტები

საფრანგეთის სასამართლომ მუსლიმ სასულიერო პირს ბრიტანეთამდე ზღვით მიგრანტების გადაყვანის ხელშეწყობისთვის, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

39 წლის იმამთან ერთად, რომელიც ირანიდან პოლიტიკური დევნილია, ასევე 18 თვით პატიმრობა მიუსაჯეს 29 წლის სენეგალელს, რომელიც იმ მეჩეთში დადიოდა, სადაც იმამი ქადაგებდა.

როგორც euronews-ი წერს, ისინი მიგრანტებს გასაბერი ნავით ლა-მანშის სრუტის გავლით ბრიტანეთის საზღვრამდე მიღწევაში ეხმარებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ამ გზით მხოლოდ 2019 წლის აპრილში ბრიტანეთამდე 140-მდე მიგრანტმა მიაღწია. 

ყველა სიახლე

ბათუმის საკრებულო

22 აგვისტო 2019, 12:27

საქართველო

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოში, შავი ზღვის სანაპიროზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხს განიხილავენ. დეპუტატებმა ტერიტორიაზე, სადაც რივიერის პროექტი უნდა განხორციელდეს, განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცეს, რასაც მოქალაქეებისა და აქტივისტების პროტესტი მოყვა.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი

22 აგვისტო 2019, 12:17

კულტურა

ბრიტანული ტელეკომპანია პუტინის ჯაშუშურ წარსულზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს

ტელეკომპანია Channel 4 რუსეთის პრეზიდენტზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს. პროექტი სახელწოდებით "პუტინი: რუსი ჯაშუშის ისტორია" გაარკვევს რა გავლენა იქონია პუტინის პირადმა გამოცდილებამ მის პოლიტიკაზე. სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ლეონელ მესი

22 აგვისტო 2019, 12:06

სპორტი

ლეონელ მესიმ ვარჯიში განაახლა

კატალონიის „ბარსელონას“ შემტევმა ნახევარმცველმა ლეონელ მესიმ ვარჯიში განაახლა. ინფორმაცია „ბარსელონას“ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ტრამვირებული არგენტინელი ფეხბურთელი გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკლდა და წინასასეზონო მზადებაში აქტიური მონაწილეობა ვერ მიიღო.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

22 აგვისტო 2019, 11:54

საქართველო

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში ისევ დაიბარეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები - მამაუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში ისევ დაიბარეს. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, დაგეგმილია ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება. ხაზარაძე და ჯაფარიძე უწყებაში 19:00 საათზე უნდა მივიდნენ.

22 აგვისტო 2019, 11:49

საქართველო

Human Rights Watch-ი მაღაროელთა სამუშაო პირობებზე კვლევას აქვეყნებს

Human Rights Watch-ი კვლევას აქვეყნებს, რომელიც მეშახტეთა და მაღაროელთა რთულ სამუშაო პირობებზე მიუთითებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში დასაქმებულებმა Human Rights Watch-ს განუცხადეს, რომ ზოგიერთი მათგანი 12 საათიან რეჟიმში მუშაობს მიწის ქვეშ.

კვენტინ ტარანტინო მეუღლესთან ერთად

22 აგვისტო 2019, 11:46

ტაბლოიდი

კვენტინ ტარანტინო მამა გახდება

კინორეჟისორი კვენტინ ტარანტინო მამა გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი People ავრცელებს. 56 წლის ვარსკვლავისთვის ეს პირველი შვილი იქნება და როგორც გამოცემა იუწყება ტარანტინო და მისი მეუღლე ამ ამბით ძალიან გახარებულები არიან.

თეთრი სახლი აშშ-ის დროშა

22 აგვისტო 2019, 11:46

მსოფლიო

ტრამპი აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატური მინიჭების უფლების გაუქმებას აპირებს

დონალდ ტრამპი აშშ-ში არალეგალი მიგრანტების ან სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ გაჩენილი ბავშვებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების უფლების გაუქმებას აპირებს. 1868 წლიდან აშშ-ში დაბადებულ ნებისმიერ ადამიანს ქვეყნის მოქალაქეობა ენიჭება.

ჰასან როუჰანი ირანის პრეზიდენტი

22 აგვისტო 2019, 11:27

მსოფლიო

ირანმა საკუთარი წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ბავარ 373" წარადგინა

ირანის პრეზიდენტმა ახალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი წარადგინა. განცხადება ამის შესახებ ჰასან როუჰანის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თეირანმა კომპლექსზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთმა ირანს საჰაერო დაცვის სისტემა S-300-ის გაყიდვაზე უარი უთხრა.

ბრიფინგი

22 აგვისტო 2019, 11:13

საქართველო

პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.- ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. საგამოძიებო უწყების განმარტებით საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.

Facebook

22 აგვისტო 2019, 10:52

ტექნოლოგიები

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი ანგარიში დაბლოკა

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი გვერდი დახურა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით კომპანიაში აცხადებენ, რომ საეჭვო გვერდები მფლობელები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ. კერძოდ, საუბარია 89 პირად ანგარიშზე, 107 გვერდზე და 15 ჯგუფზე. ზოგ მათგანს ასობით ათასი გამომწერი ჰყავდა.

ამაზონის ტყეში ხანძარია

22 აგვისტო 2019, 10:18

მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჯაირ ბოლსონარო ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადანაშაულებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გზით მთავრობის დისკრედიტაციას ცდილობენ, ხოლო ამის მიზეზი მათი დაფინანსების შემცირებაა.

ემანუელ მაკრონი

22 აგვისტო 2019, 10:18

მსოფლიო

კრემლის ვებგვერდი მაკრონის გამოსვლის რედაქტირებაში გამოიჭირეს ​

კრემლის ვებგვერდზე საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციის სტენოგრამა შეცდომებით არის გამოქვეყნებული. ეს BBC-ს რუსულენოვანი სამსახურის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ტექსტში ვერ მოხვდა მაკრონის არცერთი ფრაზა, რომელშიც ის სიტყვა "არჩევნებს" იყენებს.

დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2019, 10:10

მსოფლიო

ტრამპი დანიის პრემიერს: აშშ-ს ასე არ უნდა ესაუბრო

აშშ-ის პრეზიდენტმა დანიის პრემიერმინისტრს განცხადება დაუწუნა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეტე ფრედერიქსენის ფრაზა, რომლის თანახმად აშშ-ის მიერ გრენლანდიის შეძენის იდეას „აბსურდი“ უწოდა, არასასიამოვნო და ცუდი შეფასება იყო.

გუგუტიანთკარი

22 აგვისტო 2019, 09:21

საქართველო

გუგუტიანთკარში ამ დროისთვის ოკუპანტების მიერ ბოძების დამონტაჟების პროცესი შეჩერებულია

გუგუტიანთკარში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, თუმცა საუკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გუშინ რუსული ვერტმფრენებით დაახლოებით დღის 12:00 საათზე გამოჩნდნენ. 160 საყრდენი ბოძი და დაახლოებით 400 მეტრით გადმოწეული ე.წ საზღავრი-ასეთია ვითარება გუგუტიანთკარში. მცოცავი ოკუპაცია უკვე მე-16 დღეა გრძელდება.

22 აგვისტო 2019, 08:55

მსოფლიო

პოლიცია: კალიფორნიის სასტუმროში მზარეული მასობრივ სროლას გეგმავდა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც კალიფორნიის სასტუმროში მზარეული მასობრივ სროლას გეგმავდა. CNN პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 37 წლის რუდოლფო მონტოია მერიოტის თანამშრომლებსა და სტუმრებზე თავდასხმას გეგმავდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნები

22 აგვისტო 2019, 08:25

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორს დღეს აირჩევენ

აჭარის ტელევიზიის დირექტორს დღეს აირჩევენ. კონკურსი მესამედ გამოცხადდა და ის ამჯერად დირექტორობის მსურველთა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს. აჭარის ტელევიზიის დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური.

მაიკ პომპეო

22 აგვისტო 2019, 08:13

მსოფლიო

პომპეომ გრენლანდიის საკითხი დანიელ დიპლომატთან განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრენლანდიის შესაძლო გაყიდვის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს. სატელეფონო საუბრისას პომპეომ დანიასთან როგორც ამერიკის მოკავშირესთან თანამშრომლობისთვის მადლიერება გამოხატა.

ელექტრომობილი

22 აგვისტო 2019, 07:54

ეკონომიკა

დღეიდან ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება

დღეიდან ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება „აიქარმა“ ბათუმში 20 ელექტრო მობილი შემოიყვანა“. ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე კომპანია აიენერჯიმ 10 ელექტრო გასამართი სადგური უკვე დაამონტაჟა.

22 აგვისტო 2019, 00:21

საქართველო

აშშ ბორდერიზაციის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს

„კიდევ ერთხელ, რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია, საკუთარი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე (დაკავებულ) პოზიციებზე და შეუზღუდავი წვდომა მისცეს ჰუმანიტარული დახმარებას მიწოდებას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაფიო ვალდებულებების თანახმად."- განაცხადა ორტაგუსმა.

21 აგვისტო 2019, 22:50

მსოფლიო

ნიდერლანდებში ნიქაბიან ქალს ავტობუსი დაატოვებინეს

ნიდერლანდების ქალაქ სტეინში ავტობუსის მძღოლმა მოძრაობა ნიქაბიანი ქალის გამო შეწყვიტა. კაცმა ქალს 2-ჯერ სთხოვა სახის ჩვენება ან ავტობუსის დატოვება. მას შემდეგ რაც ქალმა ამაზე უარი თქვა, მძღოლმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველების მისვლის შემდეგ ქალმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნებაყოფლობით დატოვა.