imedi /  05 ივნისი 2019, 18:06 / სანდო წყარო

რატომ იკარგება აეროპორტებში სამგზავრო ჩანთები

აეროპორტები

ყოველწლიურად მსოფლიოს აეროპორტებში 25 მილიონამდე სამგზავრო ჩანთა იკარგება აეროპორტებში. ავიაგადამზიდავები აცხადებენ, რომ იღებენ ყველა არსებულ ეფექტურ ზომას, იმისთვის რომ ჩანთები არ დაიკარგოს. ამის შესახებ BBC-ის რუსული გამოცემა წერს.

საერთაშორისო კომპანია Sita-ს მონაცემებით, რომელიც მონიტორინგს უწევს ბარგის ტრაფიკს, 2018 წელს 2007 წელთან შედარებით დაკარგული სამგზავრო ჩანთების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. კერძოდ, 2018 24,8 მილიონი ჩანთა დაიკარგა, 2007 წელს კი დაკარგული ჩანთების რაოდენობა 46,9 მილიონი იყო.

Sita-ში აცხადებენ, რომ ჩანთების ნახევარი გადაჯდომის დროს იკარგება - შეიძლება მგზავრი ასწრებდეს ერთი თვითმფრინავიდან მეორეში გადასვლას, მაგრამ ეს ზოგჯერ არასაკმარისი დროა ჩანთების გადასატანად. 

ჩანთების დიდი რაოდენობის დაკარგვის მიზეზებს შორის ასევე არის მტვირთავების მიერ მათი არევა და მგზავრების მიერ არა საკუთარი არამედ შეცდომით სხვისი ჩანთის აღება. 

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

06 აპრილი 2020, 19:26

COVID19

გიორგი ვოლსკი: საკმაოდ მაღალი დონის საექსპერტო შეფასება არის ძალიან პოზიტიური

არა მხოლოდ ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატია, არამედ საკმაოდ მაღალი დონის საექსპერტო შეფასება არის ძალიან პოზიტიური, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, ასევე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების მართვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ლალი ტურძელაძე

06 აპრილი 2020, 19:11

COVID19

ლალი ტურძელაძე დაინფიცირებულ მედპერსონალზე: მათი გადმოცემით, კონტაქტი ჰქონდათ 81 წლის პაციენტთან, რომელიც ჩვენს კლინიკაში გარდაიცავალა

დაინფიცირებული მედპერსონალის გადმოცემით, მათ კონტაქტი ჰქონდათ 81 წლის მძიმე პაციენტთან, რომელიც ჩვენს კლინიკაში გარდაიცავალა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ტვ პირველს“ განუცხადა. მისი თქმით, ეს ორი ინფიცირებული ახალგაზრდა საუნივერსიტეტო კლინიკაში თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს.

06 აპრილი 2020, 19:07

COVID19

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განახლებული ინფორმაცია მოისმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, მუხრან გულაღაშვილს შეხვდნენ. კომიტეტის ხელმძღვანელებმა საგარეო სამინისტროს წარმომადგენლისგან განახლებული მონაცემები მოისმინეს. საკითხი სხვადასხვა ქვეყნებში ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებსა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა. კომიტეტმა ასევე, მოისმინეს განახლებული ინფორმაცია ჩამოყვანილი მგზავრების და დაგეგმილი ფრენების შესახებ. ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდება.

კორონავირუსი გამოჯანმრთელება

06 აპრილი 2020, 18:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 39 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5 056 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

მაია ბუწაშვილი

06 აპრილი 2020, 18:50

COVID19

ინფექციონისტი განმარტავს, რა ვირუსი ცირკულირებდა საქართველოში დეკემბერ-იანვარში

თეორიულად დასაშვებია, თუმცა პრაქტიკულად გამორიცხულია - ასე განმარტა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა Facebook-ზე მომხმარებელთა ნაწილის გამოხმაურებები იმის თაობაზე, რომ მათ კორონავირუსი დეკემბერ-იანვარში გადაიტანეს. ინფექციონისტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ მსგავსი გამოხმაურებები მასაც ჰქონდა სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ხუნდაძე

06 აპრილი 2020, 18:47

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე პნევმოკოკის აცრაზე: სავარაუდო ნეგატიური შემთხვევების მაჩვენებელს ეს აცრა შეამცირებს

„ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად კონსულტაციების და მათი გარკვეული დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე გადაწყვეტეთ, რომ დავაზღვიოთ ჩვენი ხანდაზმულები და გავაკეთოთ მათი პნევმოკოკზე ვაქცინაცია, რათა მაქსიმალურად მოხდეს გადაზღვევა, რომ ლეტალობის შემთხვევები ამ მიზეზით არ იქნას გამოწვეული“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

06 აპრილი 2020, 18:47

საზოგადოება

Georgian Airways: აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ჩამოვიტანთ და დავაბრუნებთ იქ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებსაც

აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ჩამოვიტანთ და დავაბრუნებთ იქ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებსაც - ამის შესახებ imedinews-ს Georgian Airways-ის დირექტორიმა, რომან ბოკერიამ განუცხადა. მისი თქმით, ხვალიდან თვითმფრინავი, რომელიც კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილ მგზავრებს ქვეყანაში დააბრუნებს, პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს რეისებს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

06 აპრილი 2020, 18:44

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე მედიკოსთან ჩატარებული სწრაფი ტესტების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე მედიკოსს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა. მისი თქმით, არც ერთი ექიმი ამ დროისთვის იზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.

06 აპრილი 2020, 18:44

COVID19

პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

„მანჩესტერ სითის“ მწვრთნელის პეპ გვარდიოლას დედა დოლორს სალა კარიო კორონავირუსით 82 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ სითის“ პრესსამსახური ავრცელებს.

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა

06 აპრილი 2020, 18:34

COVID19

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა 100 პაციენტის მიღებას შეძლებს

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა 100 პაციენტის მიღებას შეძლებს. სამედიცინო ცენტრი კარანტინზე გადასაყვანი მოქალაქეების მიღებას უახლოეს დღეებში შეძლებს, შემდეგ ეტაპზე კი დაყოვნების რეჟიმზე მყოფი მოქალაქეების და ინფექციური პროფილის პაციენტების მიღებას უზრუნველყოფს. ამასთან, სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ავტოსადგომები და შიდა გზები მოწყობილია.

ბრუნო ლე მერი

06 აპრილი 2020, 18:33

COVID19

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი: საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი რეცესია ელოდება

როგორც ჩანს, საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ძლიერი რეცესია ელოდება, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა. „საფრანგეთში 1945 წლიდან ეკონომიკური ზრდის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2009 წელზე მოვიდა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. მაშინ ეკონომიკური ზტრდის მაჩვენებელი -2.2 % იყო“, - განაცხადა ბრუნო ლე მერმა.

გიორგი გახარია

06 აპრილი 2020, 18:33

COVID19

გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა დაძლევს ახალ კორონავირუსს და ამ გამოწვევას ისევე, როგორც ამას ყოველთვის ახერხებდა ერის მთელი ისტორიის მანძილზე.

06 აპრილი 2020, 18:32

COVID19

წალენჯიხიდან ფოთის რეფერალურ კლინიკაში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ქალი გადაიყვანეს

წალენჯიხიდან ფოთის რეფერალურ კლინიკაში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ქალი გადაიყვანეს. ის თვით იზოლაციაში იმყოფებოდა და სპორტსმენის კონტაქტებთან ჰქონდა კავშირი. მედიკოსები დასკვნას კოვიდ-19-ზე ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსები კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტის მკურნალობას აგრძელებენ . ასაკოვანი მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ვირუსი 13 დღის წინ დაუდასტურდა მძიმეა, შედარებით სტაბილურად ფასდება ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა.

კორონავირუსი

06 აპრილი 2020, 18:26

COVID19

ირაკლი ქადაგიშვილი: კახეთში ავტოტრანსპორტით გადაადგილებულ ყველა მგზავრს თერმოსკრინინგი უტარდება

ქალაქ თელავთან იყო თერმოსკრინინგის პუნქტები. საკოორდინაციო საბჭოს მივმართეთ და ეს პუნქტები გადატანილია სოფელ ხაშმთან და სოფელ სასადილოს მისადგომე​ბთან.კახეთში ავტოტრანსპორტით შემავალი ყველა მგზავრი იქნება თერმოსკრინინგის ტესტის ქვეშ გატარებული. დღეს კახეთში შემომავალი და გამავალი ავტოტრანსპორტი კონტროლდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა

ზაალ მიქელაძე

06 აპრილი 2020, 18:23

COVID19

ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას დღესვე დატოვებენ და თვითიზოლაციის რეჟიმში გადავლენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, სამ პაციენტზე განმეორებითი ანალიზების პასუხებიც უარყოფითია. აჭარაში კორონავირუსი ჯამში ოთხმა პირმა დაამარცხა. კლინიკა „მედალფაში“ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტის გასვლის შემდეგ ცხრა ინფიცირებული დარჩება. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დღეს კორონავურუსზე 16 საეჭვო პირი გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

06 აპრილი 2020, 18:20

COVID19

მიხეილ ჩხენკელი: „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“ - ამ დევიზის გარშემო გაერთიანდა სპორტული სამყარო

6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა და აქტივობებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით არის „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტსმენებს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და სპორტის გულშემატკივარებს სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცა.

არჩილ თალაკვაძე ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე

06 აპრილი 2020, 18:20

COVID19

პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე კოვიდ19-თან დაკავშირებული ვითარება და ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის ღონისძიებები, ასევე, სოციალური დახმარების საჭიროებები განიხილეს.

ლევან რატიანი

06 აპრილი 2020, 18:18

COVID19

ლევან რატიანი: ინფიცირებული 2 ექთანი სტუდენტია

ლევან რატიანის განცხადებით, ექთნები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, სტუნდეტები არიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განმარტებით, სტუდენტები სხვა კლინიკებში მუშაობდნენ. „ესენი არიან სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში . მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება არის მხოლოდ და მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება. მიმდინარეობს სტანდატრული მკურნალობა შიდა, ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“, - აცხადებს ლევან რატიანი.

დიმიტრი ხუნდაძე

06 აპრილი 2020, 18:16

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: მასშტაბური ტესტირება სწორად და სწორ დროს უნდა გაკეთდეს

მასშტაბური ტესტირება უნდა იქნას სწორად და სწორ დროს გაკეთებული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით არასწორ დროს გაკეთებული ტესტი, შეიძლება სახიფათოც იყოს.

მაია ბუწაშვილი

06 აპრილი 2020, 18:15

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ხშირ შემთხვევაში ეს ვირუსი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მსუბუქად მიდის და ამის გამო სტაციონარში კვირებით ყოფნა აბსოლუტურად ზედმეტია

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსით ინფიცირებულების სახლში მკურნა,ლობის იდეას ეთანხმება. ამის საფუძველს ინფექციონისტს ის ფაქტი აძლევს, რომ მისი თქმით, არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, რომელსაც აქვს გართულელები და ზოგიერთ შემთხვევაში ის მძიმედაც მიმდინარეობს, თუმცა ანალოგიურად მძიმე მიმდინარეობა აქვს სხვა ინფექციებსაც.