imedi /  06 ივნისი 2019, 17:10 / სანდო წყარო

იუშჩენკო $20 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულეს

ვიქტორ იუშჩენკო

ვიქტორ იუშჩენკო

უკრაინის გენერალური პროკურატურა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს 540 მილიონი გრივნის ოდენობის (20 მილიონი დოლარის) სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გენპროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.

„იუშჩენკომ რამდენიმე ადამიანთან წინასწარი შეთანხმებით, საკუთარი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების გზით, მიისაკუთრა სახელმწიფო ქონება - შენობათა კომპლექსი „მეჟიგორიე“, სახლი სოფელ ნოვიე პეტროვციში და მის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთები. ამ ქონების ღირებულება 540 მილიონ გრივნას აღწევს“, - განაცხადა სარგანმა.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება 2015 წელს დაიწყო. ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტებები თავად იუშჩენკომაც გააკეთა.

„4 ივნისს დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში, სადაც ეჭვმიტანილის სტატუსი მომანიჭეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბრალდების თანახმად, 2002 წელს შევედი შეთქმულებაში ვიქტორ იანუკოვიჩთან, რათა ის შენობათა კომპლექს „მეჟიგორიეს“ დაუფლებოდა. ამ ბრალდებას მე არ ვეთანხმები, ვინაიდან ვერ ვხედავ ვერც საფუძველს და ვერც მტკიცებულებებს. ამას სასამართლოშიც დავამტკიცებ“, - წერს იუშჩენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 2005-2010 წლებში იკავებდა.

ყველა სიახლე

თვითმფრინავის სალონი

18 ივლისი 2019, 19:21

ტექნოლოგიები

ავიაკატასტროფის შემთხვევაში თვითმფრინავის ყველაზე უსაფრთხო ადგილები დასახელდა

ავიაკომპანიის განცხადებამ აღშფოთება გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილს კითხვები ამ ინფორმაციის გამოქვეყნების მიზანშეწონილობამ გაუჩინა, სხვებმა კი ავიაკომპანია ტყუილში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ ავიაკომპანიამ განმარტა, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია არა კომპანიის თანამშრომლების პირადი აზრი, არამედ ყველასათვის ცნობილი ფაქტია.

18 ივლისი 2019, 19:15

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ზღვის ფრინველების 95% პლასტიკისგან კვდება

მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ზღვის ფრინველების 95% პლასტიკის ნარჩენების შედეგად კვდება. მეცნიერებმა დასკვნა ფრინველ „ქარიშხალაზე“, დაკვირვების შედეგად გააკეთეს, რომელიც დანიის სანაპიროზე ბინადრობს. მკვდარი ფრინველების კუჭში მათ პლასტიკის ნარჩენი იპოვეს.

Circle K-ის სარეკლამო შეთავაზება

18 ივლისი 2019, 19:04

ტაბლოიდი

მექსიკაში სუპერმარკეტმა მომხმარებლებს „მდივნის დღისთვის“ პრეზერვატივის ყიდვა შესთავაზა

მექსიკაში სუპერმარკეტების ქსელმა Circle K-მ „მდივნის დღესთან“ დაკავშირებით მომხმარებლებს პრეზერვატივის ყიდვა შესთავაზა. ამის შესახებ BBC წერს. რეკლამაში მაღაზია სხვადასხვა საჩუქრების სპეციალური ნაკრებები წარმოადგინა, ერთ-ერთი ასეთი ნაკრები კი შამპანურის ბოთლის, შოკოლადის ფილისა და პრეზერვატივების შეკვრისგან შედგებოდა.

სტიქია

18 ივლისი 2019, 18:57

საქართველო

ამბროლაურში ძლიერმა ქარმა კორპუსების ნაწილს სახურავი გადახადა

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, გადაკეტილი იყო ცენტრალური გზაც, რომელიც ქარის შედეგად დაყრილი სახურავებისგან და მოგლეჯილი ხეებისგან უკვე გაიწმინდა. მერიის განცხადებით, კორპუსების გადახურვის სამუშაოები დღესვე დაიწყება, საჭიროების შემთხვევაში კი მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

18 ივლისი 2019, 18:56

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

20-21 ივნისის საქმეზე დაპატიმრებულ კიდევ ერთ ძალოვანი უწყების თანამშრომელს მოსამართლემ 10 ათას ლარიანი შეუფარდა. სპეცრაზმელმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის გიორგი ესიაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 18:45

საქართველო

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მისვლას დღესვე აპირებს

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რუსთავი2“-ში მისვლას დღესვე აპირებს. პაატა სალია იმედოვნებს, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. „ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს“.

18 ივლისი 2019, 18:44

მსოფლიო

საფრანგეთმა სისხლის დონაციაზე გეებისთვის შეზღუდვები შეარბილა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გეებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს შეარბილებს. ისინი შეძლებენ სისხლი სექსუალური აქტიდან 4 თვის შემდეგ ჩააბარონ. შეზღუდვა 12 თვეს ითვალისწინებდა. შერბილების მიზეზი სარჩელი გახდა, რომელიც ლგბტ ორგანიზაციამ ევროკომისიაში შეიტანა და საფრანგეთი გეების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

ერგნეთი

18 ივლისი 2019, 18:43

საქართველო

ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს არ მოუთხოვია მათ მიერ ძებნილი ორი პირის გადაცემა

ორი პირი ქართველმა სამართალდამცველებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერგნეთის მიმდებარედ დააკავეს. ანდრეი კაბისოვი და სარმატ გაბარაევი ოსური მხარის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ჩადენისთვის იძებნებიან. საქართველოს შსს-მ გამოძიება სსკ-ის 322-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

გიორგი გახარია

18 ივლისი 2019, 18:35

ძალოვნები

20 ივნისის აქციის ღამესთან დაკავშირებით შესაძლოა ანზორ ჩუბინიძეც გამოიკითხოს

20 ივნისის აქციის ღამესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვის შემდეგ, არ არის გამორიცხული გენერალურ პროკურატურაში გიორგი გახარიას მოადგილე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც დაიბარონ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა განაცხადა.

აფეთქება კანდაარში

18 ივლისი 2019, 18:33

მსოფლიო

ავღანეთში პოლიციის შენობასთან აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში პოლიციის სამმართველოსთან აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 60 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, სამმართველოს შენობის წინ ავტომობილი აფეთქდა. ტელეარხ 1TV-ის ცნობით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

ვალერიან გაბუნია

18 ივლისი 2019, 18:32

ეკონომიკა

ვალერიან გაბუნია: სებ-ის გადაწყვეტილებით, იპოთეკური სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშეც შესაძლებელია

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან ამ კუთხით, ვინაიდან ახალი რეგულაციების შედეგად განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი დაზარალდა. „ახლა უკვე გააქტიურდება იპოთეკური სესეხები გაცემა, გამარტივდა შემოწმების მოდელიც, ჩვენ უკვე გავეცით ამ მოდელით პირველი სესხი“-განაცხადა გაბუნიამ.

მირშა ფრანსისკო ერერა გასტელუმი

18 ივლისი 2019, 18:27

სპორტი

მექსიკაში 20 წლის ფეხბურთელი მოკლეს

გამოცემა Lahoguera ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი ქუჩაში იდგა, როდესაც მას მოტოციკლეტებით ოთხი ადამიანი მიუახლოვდა. ერთ-ერთი მათგანი ფეხბურთელს თავს დაესხა და გულის არეში დანა დაარტყა. შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავდა.

გიგა ბოკერია

18 ივლისი 2019, 18:22

საქართველო

გიგა ბოკერია: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისას წინა ხელისუფლებამ მძიმე შეცდომები დაუშვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, წინა ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისას მძიმე შეცდომები დაუშვა. ამის შესახებ მან სტრასბურგის სასამართლოს მიერ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვალუტის კურსი

18 ივლისი 2019, 18:11

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8714 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 19 ივლისს 1 დოლარი 2.8714 ლარი ეღირება, ხოლო 1 ევრო 3.2191 ლარი იქნება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0027 ლარი, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0013 ლარი შეადგინა.

18 ივლისი 2019, 17:57

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ვიდეოს ერთად ყურება პრიმატებსაც აახლოებს

ორ შიმპანზეზე დაკვირვების შედეგად, რომლებიც ვიდეოს ერთად უყურებდნენ ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ცხოველები ერთმანეთზე გახდნენ დამოკიდებულები. კვლევა გამოცემა Royal Society-იმ გამოაქვეყნა. აქამდე მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ფილმის ან გადაცემის ერთობლივად ყურებისას სიახლოვეს მხოლოდ ადამიანები გრძნობდნენ.

წყალდიდობა

18 ივლისი 2019, 17:50

მსოფლიო

სამხრეთ აზიის ქვეყნებში სტიქიის შედეგად 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სტიქია იყო ინდოეთში, ნეპალში, პაკისტანსა და ბანგლადეშში. ინდოეთში განსაკუთრებით დაზარალდა ბიჰარისა და ასამის შტატები, სადაც სტიქია ჯამში 10 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო, ხოლო 77 ადამიანი ემსხვერპლა.ნეპალში მსხვერპლთა რაოდენობა 88 ადამიანია, დროებით თავშესაფარში კი 17 ათასამდე ადამიანი გადაიყვანეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 ივლისი 2019, 17:46

მსოფლიო

ზელენსკიმ დონბასში მეომარ ქართველს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ 9 უცხოელს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

პიცა

18 ივლისი 2019, 17:27

ტაბლოიდი

კვების ობიექტების ამერიკული ქსელი პიცის ახალ სახეობას ყიდის

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს - 1. ვინც პიცის ნაჭერს მთლიანად ჭამს; 2. ვინც პიცის კუთხეებს ტოვებს. ივლისში კვების ობიექტების ამერიკულმა ქსელმა Villa Italian Kitchen-მა დაიწყო პიცის გაყიდვა, რომელიც მხოლოდ კუთხეებისგან შედგება. ასეთი სახით პიცა პირველად არა Villa Italian Kitchen-მა, არამედ ნიუიორკულმა პიცერია Cuts & Slices-მა გაყიდა.

18 ივლისი 2019, 17:25

მსოფლიო

დასახელდა ქვეყანა, სადაც ნარკოტიკებისგან ყველაზე მეტი ადამიანი კვდება

შოტლანდიის ხელისუფლებამ საჯარო გახადა მონაცემები, რომლითაც დადასტურდა, რომ ქვეყანა ნარკოტიკის მოხმარებით მსოფლიოში ლიდერია. შესაბამისად შოტლანდიაში, ნარკოტიკის ზედოზირებით სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპაში და მსოფლიოში.

ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი

18 ივლისი 2019, 17:21

მსოფლიო

9 მაისს მოსკოვში აღლუმს ემანუელ მაკრონიც დაესწრება

2020 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.