imedi /  07 ივნისი 2019, 16:44 / სანდო წყარო

ნიდერლანდებში შემთხვევით მსხვილი ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

ნარკოლაბორატორია

ნარკოლაბორატორია

ნიდერლანდებში შემთხვევით ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ზელანდიის პროვინციაში მოხდა. 6 ივნისის ღამეს ქარიშხალმა რეგიონში რამდენიმე ხე წააქცია. ადგილობრივმა მოსახლეობამ დილით წაქცეული ხეებისგან ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო და მუშაობისას უცნაური სუნი იგრძნო, ერთ-ერთი სათავსის გვერდით კი საეჭვო გარეგნობის ადამიანები იმყოფებოდნენ.

მოსახლეობამ ადგილზე პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებმა კი სათავსში კოკაინის გასაწმენდი ლაბორატორია და დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინეს. ლაბორატორიის სავარაუდო მფლობელებმა მიმალვა მოასწრეს.

ყველა სიახლე

ბრუნო ლეტე

17 მაისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ბრუნო ლეტე: მოხარულები ვართ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გადაიდგა ნაბიჯები პოლარიზაციის დასასრულებლად

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტის ბრიუსელში განხორციელება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ერთგულია საგარეო კურსის და მოწადინებულია უფრო მეტი მიიღოს, - ამის შესახებ GMF-ის ექსპერტმა ბრუნო ლეტემ ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

17 მაისი 2021, 19:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო გამოწვევას, რაც უკავშირდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ოკუპაციის და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების, გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართა მხარდაჭერა.

17 მაისი 2021, 19:47

COVID19

EMA-მ Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ მაცივრებში შენახვის ვადის 31 დღემდე გახანგრძლივებას რეკომენდაცია გაუწია

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ მაცივრებში შენახვის ვადის 31 დღემდე გახანგრძლივებას რეკომენდაცია გაუწია.

პაპუნა ლეჟავა

17 მაისი 2021, 19:44

ეკონომიკა

პაპუნა ლეჟავა: მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს უკვე ექნება ახალი საგადახდო სისტემა

დღეს, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს.

ანგელა მერკელი

17 მაისი 2021, 19:21

მსოფლიო

ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს და ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მტკიცედ გმობს.

ვლადიმირ ზელენსკი

17 მაისი 2021, 19:13

პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

„ჩვენ, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ეს წარსულს ჩაბარდება. აპრილის თვეში, საუბარი გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში გვესტუმრება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კლარა დობრევი

17 მაისი 2021, 19:12

პოლიტიკა

კლარა დობრევი: კომპრომისებზე წასვლა პოლიტიკაში სულაც არ ნიშნავს სისუსტეს, იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამის მაგალითს აჩვენებენ

თუ პოლიტიკური პარტიები ძირითად საკითხებზე თანხმდებიან, მაშინ ამას ყველაფერზე პოზიტიური გავლენა ექნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა კლარა დობრევმა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 19:07

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საარჩევნო კოდექსი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნდობის გასაზრდელად

დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვერსიას პარლამენტში კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი და მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა. კუჭავას თქმით, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია.

17 მაისი 2021, 19:01

მსოფლიო

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა

სინგაპურში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა.

17 მაისი 2021, 18:43

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა შეიცვალა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს ორი ახალი კოლეგა, დავით კაჭარავა და პაატა მანჯგალაძე წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 18:39

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპელი პარტნიორები ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით დგანან

„დღეს ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. 2024 წლის განაცხადი ყველასთვის მნიშვნელოვანი თარიღია, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში საუბრობენ. გავიარეთ ყველა საკითხი, რაც საქართველოს წინაშე დგას. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ხვალინდელ გზაზე, შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე, ჟან მონეს დიალოგის სისრულეში მოყვანა, ვალდებულებების შესრულება და თანამედროვე, ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაზე. ევროპელი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით. მოდის სამიტი და კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა

17 მაისი 2021, 18:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ელოდება შედეგს

ჩვენ როდესაც განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ვაპირებდით განაცხადის წარდგენას, ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, არამედ ეს არის რეალობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა.

17 მაისი 2021, 18:35

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის რიცხვი მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეორე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის რიცხვი მცირდება.

17 მაისი 2021, 18:32

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ქალაქ ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები, დააზიანა ელექტრო გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გოგი მეშველიანი

17 მაისი 2021, 18:24

რეგიონი

გოგი მეშველიანი: როგორც ვიცი, დმანისის შესასვლელთან ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია

„როგორც ვიცი, ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია, რომელმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რასაც მოჰყვა მისი იძულებითი წესით გაჩერება და შესაბამისი ღონისძიებები. სხვა მხრივ, სხვა ლოკაციებზე, სხვა ადგილებზე ამ მომენტისთვის სიმშვიდეა“, - განაცხადა მეშველიანმა.

ლაშა ხუციშვილი

17 მაისი 2021, 18:14

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

17 მაისი 2021, 18:12

რეგიონი

დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია

რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.

17 მაისი 2021, 18:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

17 მაისი 2021, 18:06

საზოგადოება

მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა. ამის შესახებ აღნიშნული ინსპექცია განცხადებას ავრცელებს. „არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

ალუდა ღუდუშაური

17 მაისი 2021, 17:55

პოლიტიკა

ირაკლი ღუდუშაური: დამაკნინებელია, როცა ნიკა მელია კიევში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დირექტივების მოსასმენად ჩადის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური კიევში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ვიზიტს გამოეხმაურა.