imedi /  09 ივნისი 2019, 17:23 / სანდო წყარო

პეტრო პოროშენკოს უკრაინის პრემიერმინისტრობა სურს

პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ქვეყნის პრემიერმინისტრობა სურს. ამის შესახებ მან გამოცემა „112 ua“ -სთან განაცხადა.

პეტრო პოროშენკო პარტია „ევროპული სოლიდარობის“ სიაში პირველია. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში მზად არის უკრაინის პრემიერმინისტრი გახდეს. 

გამოცემის ცნობით, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა არ დააზუსტა იქნება თუ არა ის სახალხო დეპუტატი. მისი თქმით ის პასუხისმგებელი იქნება პარტიის და ფრაქციის მოქმედებებზე. 

დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საარჩვენო სია გაასაჯაროვა.

ვადამდელი არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2019, 13:38

საქართველო

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს დარბაზი დატოვეს

მკვლელებო- ამ შეძახილებით დატოვეს უკრაინელმა დეპუტატებმა პროსტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზი, სადაც რუსეთის დელეგაცია იმყოფებოდა. უკრაინელებთან ერთად დარბაზი დატოვეს ქართული დელეგაციის წევრებმაც. უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე კენჭისყრა შედგება.

25 ივნისი 2019, 13:34

ვიდეო

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს დარბაზი დატოვეს

ნათია თურნავა

25 ივნისი 2019, 13:16

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში გამოწვევა ლარის კურსზე არ აისახება

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაკრო ეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე არაფერი მიგვანიშნებს, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე. ვფქირობ, რომ მოკლევადიან რყევაზე არის საუბარი. რაც შეეხება ტურიზმის გამოწვევა, ეს ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ლარის კურსზე ვერ აისახება. ჩვენ ვმუშაობთ კრიზისის განეიტრალებაზე",- განაცხადა.

კარლ ჰარცელი

25 ივნისი 2019, 13:08

საქართველო

ევროკავშირის ელჩი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ხელს შეუწყობს დილოგს და პროცესის დინამიკას

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემის შემოღების საკითხს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხელს შეუწყობს დიალოგს და პროცესის დინამიკას: „პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იმ ხარვეზების აღმოფხვრას დაეხმარება, რომელიც აღნიშნული იყო ეუთო-ს ორ ანგარიშში წინა არჩევნებზე“ - განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.

ლედი გაგა

25 ივნისი 2019, 13:05

ტაბლოიდი

ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის კაბა ჩაიცვა

სოციალურ ქსელში ლედი გაგას ფოტოები გავრცელდა, რომელიც მუსიკოსს ნიუ-იორკში სასტუმროს დატოვებისას გადაუღეს. ფოტოებში ჩანს, რომ ლედი გაგას ქართველი დიზაინერის - აკა ფროდიაშვილის კაბა აცვია.

25 ივნისი 2019, 12:50

საქართველო

სხდომის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტის შენობასთან, სადაც სხდომა მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები კვლავინდებურად შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ლიდერებიც.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2019, 12:34

საქართველო

მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას: შენ ხარ ამ ქვეყანის მთავარი უბედურება მიხეილ სააკაშვილთან ერთად

ნიკა მელია, შენ დაჯექი, შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას პარლამენტში დაპირისპირების შემდეგ.

25 ივნისი 2019, 12:28

ვიდეო

ადა მარშანია პარლამენტში ჟურნალისტებს დაუპირისპირდა

25 ივნისი 2019, 12:21

მსოფლიო

ნიცაში Boeing 777-ი აეროპორტის შენობას დაეჯახა

საფრანგეთში, ნიცაში სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 777-ი აეროპორტის შენობას დაეჯახა. ავიალაინერი Boeing 777-ი კომპანია Kuwait Airways ეკუთვნის. ავარიის შედეგად თითმფრინავის შემდგომი ფრენა გადაიდო. ვიდეოკადრები Twitter-ზე გავრცელდა.

დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში

25 ივნისი 2019, 12:15

საქართველო

პარლამენტის სხდომა ჩხუბით დაიწყო

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებების შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური დაიწყო, რის შემდეგაც თამარ ჩუგოშვილმა ტექნიკური შესვენება გამოცხადა.

აქცია ქობულეთში

25 ივნისი 2019, 12:12

საქართველო

ქობულეთში ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ქობულეთში ტურისტულ სექტორში დასაქმებულები მორიგ აქციას მართავენ. აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების შემდეგ, ასობით ჯავშანი გაუქმდა, ასევე რუსი ტურისტების ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვეს. შეკრებილების განცხადებით, შესაძლოა ქალაქში ტურისტული სეზონი ჩავარდეს. ისინი პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ და მომხდარში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ.

ირაკლი კობახიძე

25 ივნისი 2019, 12:10

საქართველო

ირაკლი კობახიძე დღევანდელ პლენარულ სხდომას არ ესწრება

Imedinews-ი მიზეზის გადამოწმებას პარლამენტის პრესსამსახურში შეეცადა, თუმცა პრესსამსახურს არ აქვს ინფორმაცია თუ რატომ არ იმყოფება ირაკლი კობახიძე სხომაზე. დღევანდელ სხდომას პარლამენტში 131 დეპუტატი ესწრება.

SpaceX

25 ივნისი 2019, 12:04

ტექნოლოგიები

SpaceX-ის ხომალდმა კოსმოსში 152 ადამიანის ფერფლი წაიღო

Falcon Heavy-ი ორბიტაზე გაიტანს კომპანია Celestis Memorial Spaceflights-ის კლიენტების ფერფლს. ეს კომპანია მუდმივად ყიდულობს კოსმოსურ ხომალდებზე თავისუფალ ადგილს, სადაც კაფსულებისგან შემდგარ პატარა კონტეინერს ამაგრებს, კაფსულებში კი მათი კლიენტების კრემაციის შემდეგ დარჩენილი ფერფლია მოთავსებული.

ბექა ბასილაია

25 ივნისი 2019, 11:49

ძალოვნები

ადვოკატი ბექა ბასილაია შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

ადვოკატი ბექა ბასილაია შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს. მან ამის შესახებ განცხადება, დღეს საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

25 ივნისი 2019, 11:48

საქართველო

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიცია მსჯელობს. კერძოდ, შეხვედრაზე ახალი საარჩევნო სისტემის კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხები განიხილება, თუ რა ცვლილებები უნდა აისახოს კონსტიტუციაში.

ლუბა გოლოვინა

25 ივნისი 2019, 11:35

სპორტი

ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინამ ევროპულ თამაშებზე მედალი მოიპოვა

გოლოვინამ საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ საუკეთესო ექვსეულში მოხვდა და ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო. ლუბა ფინალში უკეთ გამოვიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. დღეს ლუბა გოლოვინა და თეონა ჯანჯღავა სინქრონულ ხტომებში იასპარეზებენ.

Apple

25 ივნისი 2019, 11:29

ეკონომიკა

Apple-ი სამუშაო ადგილებს ზრდის

საუბარია 2,000 ადამიანზე, რომელსაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაასაქმებს. Apple-ის ოფისი სიეტლში Amazon-თან რამდენიმე მეტრში იქნება განთავსებული. გადაწყვეტილება 2018 წელს დაანონსებული გეგმას გააორმაგებს.

კუს ტბა

25 ივნისი 2019, 10:59

საქართველო

თბილისის ზღვისა და კუს ტბის წყლის ხარისხი ცნობილია

პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა. ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

25 ივნისი 2019, 10:47

მსოფლიო

Bloomberg-ი: აშშ-მა იაპონიასთან შესაძლოა „უსაფრთხოების შეთანხმება“ დაარღვიოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიასთან დადებული „უსაფრთხოების შეთანხმებიდან“ გამოსვლის საკითხს განიხილავს, წერს Bloomberg-ი. გამოცემის ცნობით, საქმე ეხება დოკუმენტს, რომლის თანახმადაც იაპონიაზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-მა სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს.

25 ივნისი 2019, 10:45

ვიდეო

ევროსაბჭოს წინ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები აქციას მართავენ