imedi /  17 ივნისი 2019, 14:37 / სანდო წყარო

რომის პაპმა იტალიაში მიწისძვრისას დაზარალებულ ეკლესიაში ჩაფხუტით ილოცა. ვიდეო

რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპმა ფრანცისკემ 2016 წელს იტალიაში მიწისძვრისას დაზარალებული ქალაქი კამერინო მოინახულა. მან ერთ-ერთ ეკლესიაში ჩაფხუტით ილოცა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა ღვთისმშობლის ქანდაკებასთან ილოცა, რომელიც მიწისქვეშა ბიძგებისას განსაკუთრებით დაზიანდა.

იტალიაში მიწისძვრა 2016 წლის 24 აგვისტოს მოხდა, შემდეგ კი 30 ოქტომბერს. დაიღუპა 300-მდე ადამიანი.

ყველა სიახლე

ნინო ლომჯარია

17 ივლისი 2019, 20:58

საქართველო

20-21 ივნისის მოვლენები სახალხო დამცველის ოფისში განიხილეს

20-21 ივნისის მოვლენები სახალხო დამცველის ოფისშიც განიხილეს. მომხდარს ომბუდსმენის აპარატიც იკვლევს და პროკურატურასთან თანამშრომლობს. როგორ მიმდინარეობს პროცესი, ამის შესახებ ნინო ლომჯარია საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ესაუბრა. შეხვედრა მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ორ საათს გაგრძელდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

17 ივლისი 2019, 20:50

მსოფლიო

დიპლომატის მკვლელობის გამო თურქეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

თურქეთი მისი დიპლომატის მკვლელობისთვის საპასუხო ზომებით იმუქრება. შესაბამისი ტექსტი პრეზიდენტის პრესსპიკერმა გამოაქვეყნა. ამავე მიკრობლოგში მომხდარს პოსტი მიუძღვნა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელმაც საკონსულოს თანამშრომელზე თავდასხმა დაგმო.

17 ივლისი 2019, 20:25

კულტურა

ლონდონში რეივისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

ამ მოძრაობამ პოპულარობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 80-იან და 90-იან წლებში მოიპოვა. გამოფენაზე წარმოდგენილია მულტიმედიური ინსტალაციები, ფოტოები, პროექტების აუდიოვიზუალური ჩანაწერები და არტისტების გამოსვლებიც.

17 ივლისი 2019, 20:06

მსოფლიო

Boeing 737 MAX-ი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებისთვის $50 მილიონს გამოყოფს

კომპანიამ განაცხადა, რომ ფინანსური დახმარების ფონდიდან ამ რაოდენობის თანხას ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად გამოიყენებს. ამერიკულმა ავიახაზებმა Boeing 737 Max-ის ფრენების აკრძალვა სამ ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

ვლადიმერ პუტინი

17 ივლისი 2019, 19:27

მსოფლიო

პუტინმა დონბასის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას ეხება. ბრძანება ეხება მხოლოდ მათ, ვინც ამ ტერიტორიაზე 2014 წლის აპრილამდე ცხოვრობდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

17 ივლისი 2019, 19:05

ძალოვნები

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს. კ.კ-ს 236-ე მუხლის მიხედვით, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.

ნიგერია

17 ივლისი 2019, 19:03

მსოფლიო

ნიგერიაში შენობის ჩამონგრევას 12 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა პლატოს შტატში მდებარე ქალაქ ჯოსში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ცნობით, შენობა ავარიული იყო, რადგან უსაფრტხოების სტადარტებს არ აკმაყოფილებდა.

ელ ჩაპო

17 ივლისი 2019, 18:56

მსოფლიო

ნარკობარონ ელ ჩაპოს ნიუ-იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ნარკობარონ ხოაკინ გუსმანის (მეტსახელად ელ ჩაპო) განაჩენი გამოაცხადა. 62 წლის ხოაკინ გუსმანი წარდგენილ 10 ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში. ელ ჩაპო მექსიკის ციხიდან გვირაბის დახმარებით 2016 წელს გაიქცა.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:43

საქართველო

გახარია: ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო. „მე არ მქონია პირადად კომუნიკაცია. დამირეკა მეორე დღეს და ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:35

საქართველო

გახარიამ ინგა გრიგოლიას მწვავე დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებენ. მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა"- განაცხადა გახარიამ.

F16

17 ივლისი 2019, 18:32

მსოფლიო

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღის ადგილსამყოფელი შემთხვევით გასაჯაროვდა

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღი სავარაუდოდ ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიისა და თურქეთის სამხედრო ბაზებზე მდებარეობს. მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის, ჯოზეფ დეის ანგარიშიდან.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:12

ძალოვნები

გახარია პროკურატურაში გამოკითხეს

20-21 ივნისის საქმეზე შს მინისტრი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხეს. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

სალომე სამადაშვილი

17 ივლისი 2019, 18:11

საქართველო

ოპოზიციის ნაწილისთვის მმართველ გუნდთან კოალიციაში ყოფნა გამორიცხულია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემდეგ სავარაუდოდ კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ოპონენტები პასუხობენ. პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ 2020 წლისთვის ითანამშრომლოს ყველასთან "ნაციონალური მოძრაობის" გამოკლებით.

17 ივლისი 2019, 17:11

ტაბლოიდი

როგორ მიულოცეს პანდას იუბილე ბერლინის ზოოპარკში. ვიდეო

ბერლინის ზოოპარკის ბინადარ პანდას 9 წელი შეუსრულდა. ზოოპარკის თანამშრომლებმა მას იუბილე ტორტით მიულოცეს. პანდამ, სახელად-ჯიაო ქინგი, წონის მიუხედავად (110 კგ-ს იწონის) უპრობლემოდ მიირთვა სპეციალურად მისთვის მომზადებული ტორტი, გაყინული ბოსტნეულის შიგთავსით.

თალიბები

17 ივლისი 2019, 17:04

მსოფლიო

ავღანეთში თალიბებთან შეტაკებას 18 სპეცრაზმელი ემსხვერპლა

შეტაკება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეცრაზმის ჯგუფმა ბაგდის პროვინციაში თალიბების შტაბბინის შტურმი მიიტანა. დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილობრივი მთავარობის ცნობით, 19 მებრძოლი ლიკვიდირებულია, 20 კი დაჭრილი. ამასთან, რადიკალებმა 6 სამხედრო მძევლად აიყვანეს.

სუზან იტონი

17 ივლისი 2019, 16:56

მსოფლიო

პოლიციამ ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის სავარაუდო მოტივი დაასახელა

ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამართალდამცველების თქმით, დანაშაული 27 წლის კაცმა აღიარა. ეჭვმიტანილის ჩვენების მიხედვით, უგონო მდგომარეობაში მყოფი სუზან იტონი ბუნკერამდე მანქანით მიიყვანა. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში ამერიკელი მეცნიერის ცხედარი 10 ივლისს იპოვეს.

ჯანსაღი კვება

17 ივლისი 2019, 16:50

ტექნოლოგიები

რას გულისხმობს ჯანსაღი კვების 5 ძირითადი ელემენტი. რეკომენდაცია

არა ერთი კვლევით დასტურდება, რომ ჯანსაღი კვება დაკავშირებულია როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ასევე წონის რეგულირებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯანსაღი კვების ხუთი ძირითადი ელემენტი აქვს შემუშავებული. სია იწყება ადრეულ ასაკში ძუძუთი კვებიდან.

ანდრეა კამილერი

17 ივლისი 2019, 16:47

კულტურა

„წყლის ფორმის“ ავტორი ანდრეა კამილერი გარდაიცვალა

ის საავადმყოფოში 17 ივნისს გადაიყვანეს, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.კამილერის ყველაზე ცნობილი წიგნი „წყლის ფორმაა“, რომლის მთავარი გმირი პოლიციის კომისარი სალვო მონტალბანოა. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა მწერალს საყოველთაო აღიარება.

სოციალური ქსელი

17 ივლისი 2019, 16:45

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობა შეფერხებულია

Facebook-ის მუშაობაში შეფერხებაა. ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო Facebook-ის გვერდი არ იხსნება, ასევე არ მუშაობას Messanger-ი, შეფერხება ფიქსირდება Instagram-ზეც.

იხვები

17 ივლისი 2019, 15:54

ტაბლოიდი

მთვლემარე იხვი მთელი ძალით ცდილობს, რომ არ დაიძინოს 🦆

Reddit-ის მომხმარებელმა მეტსახელად dobbyisafreepup-ი ქსელში ვიდეო გააზიარა, რომელშიც იხვს ძალიან ეძინება, მაგრამ მთელი ძალით ცდილობს, რომ არ ჩაეძინოს. შეიძლება ითქვას, რომ მთვლემარე იხვები Youtube-ზე ცალკე ვიდეოების ჟანრია. არის ვიდეოები, სადაც იხვებს სულაც ადამიანებთან ერთად სძინავთ.