imedi /  19 ივნისი 2019, 18:54 / სანდო წყარო

ბელგიაში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავიაკატასტროფა

ბელგიის პროვინცია ფლამანდიის ბრაბანტში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას RTBF ავრცელებს.

ვერტმფრენში ორი ადამიანი იყო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

შემთხვევა ბრიუსელისა და ლიეჟის დამაკავშირებელ სამანქანო გზასთან მოხდა. 

ყველა სიახლე

20 ივლისი 2019, 13:24

ტექნოლოგიები

მეცნიერები: არქტიკაზე ყინულის დნობის ტემპი დაჩქარდა

„არქტიკაზე ყინული ივლისში ჩვეულებრივზე სწრაფად დნება“ - წერს გამოცემა Bloomberg-ი. ყინული, რომელიც ჩრდილოეთის ოკეანეს ფარავს 2019 წლის ივლისის მონაცემებით ამ დროის შესაბამისად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. არქტიკაზე ყინულის დნობის მაჩვენებელი 2012 წლის რეკორდს უახლოვდება.

დავით დვალი 
ჯარჯი აქიმიძე

20 ივლისი 2019, 13:16

საქართველო

ქიბარ ხალვაში დვალსა და აქიმიძესთან შეხვედრას გეგმავს

ხალვაში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შესაძლოა დღეს ან ხვალ შეხვდეს. ჯერჯერობით უცნობია რჩება თუ არა 2017 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2"-ის დაბრუნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში აქიმიძესა და დვალს წილის 50 პროცენტს გადასცემდა, დვალი კი ტელეკომპანიას უხელმძღვანელებდა.

20 ივლისი 2019, 12:52

მსოფლიო

ირანი დაკავებული ბრიტანული ტანკერის შესახებ ცნობას ავრცელებს

ოფიციალურმა ლონდონმა ირანის მიერ მათი ტანკერის დაკავება დაგმო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი განმატავს, რომ თუ ოფიციალურ თეირანთან სიტუაცია სწრაფად არ განიმუხტა, ამას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს. თუმცა, კონკრეტულად რა ტიპის შედეგებზეა ლაპარაკი არ დაუკონკრეტებია.

დონალდ ტრამპი 
ვლადიმერ პუტინი

20 ივლისი 2019, 12:40

მსოფლიო

პუტინი: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპის მიმართ სიმპათიებით ვიყავი განწყობილი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის შესახებ ილაპარაკა. მან კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება ამერიკის არჩევნებში ჩარევის თაობაზე. 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.

20 ივლისი 2019, 12:37

საქართველო

თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

20 ივლისი 2019, 12:14

ეკონომიკა

საქართველოში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი. ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც.

კორინ ვეგენერის ვიზიტი თბილისში

20 ივლისი 2019, 11:58

საქართველო

კორინ ვეგენერმა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციას უმაღლესი შეფასება მისცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სმითსონის ინსტიტუტის სამუზეუმო გაერთიანების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი კორინ ვეგენერმა, თბილისში ხელოვნების მუზეუმის მესამე კორპუსის საცავი და სამუშაო სივრცეები მოინახულა.

პაატა სალია

20 ივლისი 2019, 11:56

საქართველო

პაატა სალია: „რუსთავი 2“-ში უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა დაგვხვდა

"შეიძლება ერთი-ორი დღით დაგვიანდეს ტექნიკური მიზეზების გამო. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა ამ კუთხით. ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა",- განაცხადა პაატა სალიამ.

დავით დვალი

20 ივლისი 2019, 11:53

საქართველო

დავით დვალი პროკურატურას მიმართავს და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს

""საქართველოს პროკურატურა ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის - მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2. დაკითხავთ? არა ხო?"- წერს დვალი.

20 ივლისი 2019, 11:41

მსოფლიო

აშშ-სა და კანადაში ძლიერი სიცხეა

ლაპარაკია ისეთ დიდ ქალაქებზე როგორებიცაა: ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ბოსტონი და სხვა. კანადაში ჰაერის ტემპერატურა 38C-ს აღწევს, რაც კანადისთვის უჩვეულოა. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ამის მიზეზი გლობალური დათბობაა.

ნიგერიის აეროოპრტი

20 ივლისი 2019, 11:17

ტაბლოიდი

ნიგერიაში კაცი ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ფრთაზე აძვრა. ვიდეო

ნიგერიაში კაცი ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ფრთაზე აძვრა - იუწყება Associated Press-ი. ის თვითმფრინავის მგზავრებმა შენიშნეს. ამ ინციდენტის შემდეგ კაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. ნიგერიის საავიაციო სააგენტო არკვევს, როგორ მოხვდა ეს პიროვნება თვითმფრინავის ასაფრენ ზოლზე.

კილიან მბაპნე

20 ივლისი 2019, 10:56

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენს“ მბაპეს დათმობა არ სურს

ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენს“ გუნდის თავდამსხმელის კილიან მბაპეს დათმობა არ სურს. ფრანგები გეგმავენ მბაპე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახადონ და 20 წლის თავდამსხმელს ხელფასი წელიწადში 50 მილიონ ევრომდე გაუზარდონ.

მიხეილ სააკაშვილი

20 ივლისი 2019, 10:48

მსოფლიო

სააკაშვილი თავის მომხრეებს ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

იმის მიუხედავად, რომ კიევის სასამართლომ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს.ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება. სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩავიდა.

გიორგი გაბუნია

20 ივლისი 2019, 10:35

საქართველო

„რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა განმარტა, დარჩება თუ არა გიორგი გაბუნია არხზე

"ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს გიორგისთან დაკავშირებით, მაშინ როცა მიიღეს და მას 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ეს იყო ალბათ, ის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ საზოგადოებაში დიდი კონსესუსი იყო“ , - განაცხადა პაატა სალიამ.

ანტუან გრიზმანი

20 ივლისი 2019, 10:26

სპორტი

გრიზმანის გადასვლის გამო „ბარსელონის“ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ანტუან გრიზმანი „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდა. მოკვლევის მიზანია დაადგინოს მოლაპარაკებებისას ხომ არ დაირღვა ფეხბურთელის უფლებები. ანტუან გრიზმანი „ბარსელონას“ ფეხბურთელი მიმდინარე თვის დასაწყისში გახდა. ფრანგმა შემტევმა „ბარსელონასთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

20 ივლისი 2019, 10:11

ძალოვნები

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტანკერი

20 ივლისი 2019, 09:54

მსოფლიო

ირანი მეორე ტანკერის დაკავებას უარყოფს

ლაპარაკია ტანკერზე Mesdar-ი, რომელიც როგორც თეირნში განმარტეს დროებით შეაყოვნეს შემოწმების მიზნით, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. თავის მხრივ ტანკერის მფლობელი კომპანია Norbulk Shipping-ი ამ ცნობას ადასტურებს. მანამდე ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ირანმა ორი ტანკერი დააკავა.

20 ივლისი 2019, 09:33

მსოფლიო

აშშ საუდის არაბეთში თავის სამხედრო კონტიგენტს განალაგებს

გადაწყვეტილება ოფიციალურ ვაშინგტონში მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანთან ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. თავის მხრივ, რეგიონში სტაბილურობის გამო, საუდის არაბეთის მეფე სალმანი მზადაა აშშ-ის სამხედრო დანაყოფები თავის ტერიტორიაზე განალაგოს.

რომელუ ლუკაკუ

20 ივლისი 2019, 09:18

სპორტი

„ინტერს“ ლუკაკუს შეძენა სურს

ლუკაკუს ტრანსფერში 75 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ ინგლისური კლუბი კიდევ 5 მილიონით მეტს ითხოვს. "მანჩესტერმა" ლუკაკუ 2017 წელს "ევერტონისგან" 85 მილიონად იყიდა. რომელუ ლუკაკუ ბელგიელი ფეხბურთელია. მონაწილობდა 2014 წლის მსოფლიოსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატებში.

ჰარი სტაილზი

20 ივლისი 2019, 08:54

კულტურა

ჰარი სტაილზი „პატარა ქალთევზას“ ეკრანიზაციაში პრინც ერიკის როლს შეასრულებს

სტაილზი One Direction-თან ერთად პირველად დიდი ბრიტანეთის X ფაქტორში 2010 წელს გამოჩნდა. მან 2017 წლის მაისში სადებიუტო სტუდიური ალბომი გამოუშვა. როგორც მსახიობმა კი კარიერა კრისტოფერ ნოლანის ფილმით „დიუნკერკში“ დაიწყო.