imedi /  29 ივნისი 2019, 01:03 / სანდო წყარო

ამერიკელი დემოკრატების დებატებში ყველაზე დიდი მოწონება ქალმა სენატორებმა დაიმსახურეს

კამალა ჰარისი, ელიზაბეტ უორენი

კამალა ჰარისი,
ელიზაბეტ უორენი

აშშ-ში დემოკრატებმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პოტენციური კანდიდატების პირველი სატელევიზიო დებატები გამართეს. პრეზიდენტობის სურვილი მთლიანობაში 25 ადამიანმა გამოთქვა, რაც ამ პარტიის ისტორიაში რეკორდული ციფრია.

პარტიის ნაციონალურმა კომიტეტმა შოუში მონაწილეობისთვის 20 კანდიდატი შეარჩია. ისინი ორ ჯგუფად (10-10 კაცად) გაჰყვეს, რომლებიც ორი საღამოს განმავლობაში დებატობდნენ. პირველი დებატების მიხედვით, ცხადი გახდა, რომ დონალდ ტრამპის დასამარცხებლად დემოკრატები ამომრჩეველს დაჰპირდებიან საყოველთაო ჯანდაცვის შემოღებას, მიგრაციული შეზღუდვების შემსუბუქებას და მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას. ის თუ ვინ გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი პრაიმერიზზე გაირკვევა, რომელიც 2020 წლის თებერვალში დაიწყება.

დებატებზე გამოსვლების მიხედვით, გავლენიანი დემოკრატი-პოლიტიკოსების უმრავლესობამ მემარცხენე ფლანგზე პოზიციების გამაგრების გზა აირჩია. ამ კანდიდატთა იდეების უმრავლესობას წლების განმავლობაში ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი უჭერს მხარს. ის თავს „დემოკრატ სოციალისტს“ უწოდებს. კვლევების თანახმად, პირველ დებატებამდე, სანდერსი პოპულარობით მხოლოდ ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჩამორჩებოდა. მაგრამ უშუალოდ დებატებზე გამოცდილი პოლიტიკოსი ოპონენტების ფონზე ნაკლებად ბრწყინავდა. მან გამოსვლის დროით მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა, ამასთან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი საგარეო პოლიტიკას და ძალიან მცირე - ეკონომიკას მიუძღვნა, თითქოს ტრადიციული პრიორიტეტები მეორეხარისხოვან საკითხებში აერია.

დებატების დაწყებამდე ყველაზე მაღალი რეიტინგი ბარაკ ობამას ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჰქონდა. აქცენტი მან სწორედ 44-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის მიღწევებზე გააკეთა. The Guardian აღნიშნავს, რომ წარსულის მიღწევებზე ლაპარაკისას ბაიდენი ბევრად ენაწყლიანია, ვიდრე მომავლის გეგმებზე საუბრისას. მისი მეორე თემა მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკა იყო - ბაიდენის პირველი სიტყვები ეთერში „დონალდ ტრამპი“ გახლდათ. ბაიდენის ასაკი, რომელიც წელს 77 წლის ხდება, დისკუსიის ბევრი მონაწილის მხრიდან პირდაპირი თავდასხმის თემად იქცა.

მაგრამ ყველაზე მეტი ბაიდენს „მოხვდა“ კალიფორნიის სენატორისა და ყოფილი პროკურორის, კამალა ჰარისისგან, რომელმაც ბაიდენი გააკრიტიკა იმისთვის, რომ ახლახან პარტიათაშორისი თანამშრომლობის აუცილებლობაზე ლაპარაკისას, ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა, თუ როგორ თანამშრომლობდა კონგრესში მუშაობის პირველ წლებში რასობრივი სეგრეგაციის მომხრე კონგრესმენებთან. ბაიდენმა კრიტიკას არადამაჯერებლად უპასუხა და არგუმენტად ტყუილიც მოიყვანა, - ამტკიცებს The New York Times-ი. დებატების დასრულებისთანავე ამერიკულ პრესაში გაჩნდა სტატიები იმის შესახებ, რომ დებატებზე მარცხი ბაიდენს შესაძლოა მთელ კამპანიად დაუჯდეს.

ჟურნალისტების აზრით, ქალ-სენატორებს ყველაზე კარგი გამოსვლები ჰქონდათ, კერძოდ, კამალა ჰარისს და ელიზაბეტ უორენს. ჰარისი არამხოლოდ ბაიდენს დაესხა თავს, არამედ სხვა პარტიულ პარტნიორებსაც. მან ბარაკ ობამაც კი გააკრიტიკა, რომელიც ძველებურად ძალიან ავტორიტეტულ ფიგურად მიიჩნევა დემოკრატიულ პარტიაში. ჰარისმა ის მიგრაციის პოლიტიკის გამო გააკრიტიკა, რომელსაც ის აფასებს, როგორც ზედმეტად ხისტს. თავის მხრივ, უორენმა, რომლის გამოსვლაც სანდერსამდე ერთი დღით ადრე იყო, მას ფაქტობრივად მთელი სოციალური თემატიკა „წაართვა“: საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის შემოღების პირობა დადო, ასევე თავის ერთ-ერთ გეგმად მსხვილი კორპორაციებისთვის გადასახადების გაზრდა დაასახელა.   

ბეტო ორურკმა და კორი ბუკერმა მაყურებლებს ესპანურ ენაზე მიმართეს. ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებულ გეგმებზე ლაპარაკისას, ტეხასის შტატის კონგრესმენი ორურკი ინგლისურიდან ესპანურ ენაზე გადავიდა, რითაც, როგორც ჩანს, ხაზი გაუსვა იმას, რომ არამხოლოდ იცის მიგრანტების პრობლემების შესახებ, არამედ მათთან მშობლიურ ენაზე საუბარიც შეუძლია, მით უფრო, რომ აშშ-ში ესპანურენოვანი მცხოვრებლების რაოდენობა მუდმივად იზრდება.

ამერიკულ სოცქსელებში ნიუ-ჯერსის სენატორის კორი ბუკერის ფოტო გავრცელდა, რომელიც ემოციებს ვერ მალავს, როდესაც ორურკი ესპანურად იწყებს ლაპარაკს. ნახევარ საათში გაირკვა, რომ მანაც ამ ენაზე მოამზადა გამოსვლა, და სწორედ მიგრაციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების მიერ ესპანური ენის გამოყენება ბევრი ხუმრობის და მემის საბაბად იქცა, ესპანურენოვან მედიაში ამ მომენტს ისტორიული, თავად ესპანურ ენას კი - დებატების მთავარი გმირი უწოდეს.

დანარჩენი კანდიდატებიდან ყველას დაამახსოვრდა ქალაქ საუთ-ბენდის 37 წლის მერი (ინდიანის შტატი) პიტ ბუტიჯიჩი - ღია გეი, რომელიც ქრისტიანულ ფასეულობებს იცავს. მან არამხოლოდ დონალდ ტრამპი, არამედ მისი ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსიც გააკრიტიკა, რომელიც ასევე პოზიციონირებს, როგორც მორწმუნე ადამიანი. ბუტიჯიჩმა „ფარისევლობა“ უწოდა თავის ქრისტიანად წარმოჩენას და ამავდროულად, მშობლებისთვის შვილების წართმევას და არასრულწლოვნებისთვის პატიმრობის მოთხოვნას. 

მთავარი კანდიდატებიდან არცერთს ვლადიმერ პუტინი და რუსეთი არ უხსენებია. როგორც წესი, საგარეო პოლიტიკა, პირველი დებატების მთავარი თემა მხოლოდ სერიოზული საერთაშორისო კრიზისის ფონზე ხდება, როგორიც იყო, მაგალითად 2007 წლის ომი ერაყში, ან 2015 წლის - სირიაში. ახლა მსოფლიოში შედარებით მშვიდი სიტუაციაა და ექსპერტების აზრით, გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკოსების მთავარი ყურადღება, შიდაამერიკული თემებისკენ იყო მიმართული. მიუხედავად ამისა, თვალშისაცემი გახდა, რომ ამერიკის მთავარ საფრთხეებთან დაკავშირებულ პირდაპირ შეკითხვებზე პასუხისას, მხოლოდ რამდენიმემ ახსენა რუსეთი, ისიც „აუტსაიდერმა“ კანდიდატებმა. დანარჩენებს არც რუსეთი და არც პუტინი არ უხსენებიათ, მაშინ როდესაც ოთხი წლის წინ რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა იყო.

ყველა სიახლე

21 აგვისტო 2019, 11:21

საქართველო

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემა ეთერში არ გადის

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემა დღეს ეთერში არ გადის. 9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა გუშინ სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს.

ლაურა ღაჭავა

21 აგვისტო 2019, 11:08

ძალოვნები

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

გარლიკი კლონირებული კატა

21 აგვისტო 2019, 10:52

ტექნოლოგიები

ჩინეთში კლონირებული კატა პირველად დაიბადა

ჩინური კორპორაცია Sinogene Biotechnology -ს მეცნიერებმა ქვეყანაში პირველად კატის წარმატებული კლონირება მოახერხეს. ბრიტანული ჯიშის კნუტი სახელად გარლიკი 21 ივლისს დაიბადა. ცხოველი აბსოლუტურად ჯანმრთელია. კნუტმა სახელი იმ კატის საპატივცემულოდ მიიღო, რომლის გენეტიკური მასალის გამოყენებით იყო შემქნილი.

მატრიცა

21 აგვისტო 2019, 10:36

კულტურა

სტუდია Warner-მა ახალ "მატრიცაზე" დაიწყო მუშაობა

ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ორიგინალური ტრილოგიის თანაავტორი ლანა ვაჩოვსკი იქნება. კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი კი ნეოს და ტრინიტის როლებს დაუბრუნდებიან. ფრანშიზის პირველი ფილმი ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა. ტრილოგიამ საერთაშორისო გაქირავებიდან 1.6 მილიარდი ფუნტი მიიღო.

ლარი კინგი

21 აგვისტო 2019, 10:31

ტაბლოიდი

ლარი კინგი მეშვიდე ცოლს გაშორდა

ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი მეშვიდე ცოლს გაშორდა, ამის შესახებ People წერს. 85 წლის წამყვანმა 59 ცოლთან ურთიერთობა ურთიერთობა 22 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაასრულა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. გამოცემის ცნობით მათ ლოს-ანჯელესის სამხარეო სასამართლოს უკვე მიმართეს.

ედგარს რინკევიჩსი

21 აგვისტო 2019, 09:50

საქართველო

რინკევიჩსი: გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი საქართველოს სუვერენიტეტის მორიგი აშკარა დარღვევაა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ეს არალეგალური ქმედება უნდა შეჩერდეს. „ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც გუგუტიანთკარში მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მოროგი აშკარა დარღვევაა“, - წერს რინკევიჩსი.

21 აგვისტო 2019, 09:20

საქართველო

ოკუპანტების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი ამ დროისათვის შეჩერებულია

ხელოვნური ბარიერის აღმართვა და გამყოფი ხაზის მოწყობის სამუშაოები გუშინ იქ 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივთა საკარმიდამო ნაკვეთებში ოკუპანტებმა დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს, რომელზეც მოგვიანებით სავარაუდოდ რკინის ღობეს დაამონტაჟებენ.

21 აგვისტო 2019, 09:07

საქართველო

ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულები მოინახულა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულები მოინახულა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს თავიანთ ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება მიულოცა. დაკავებული მოქალაქეები გუშინ გაათავისუფლეს.

21 აგვისტო 2019, 08:52

მსოფლიო

ინდოელი თინეიჯერის მუცლიდან 1.5კგ-მდე თმა ამოიღეს

პაციენტი ტკივილით და ღებინების სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 14 წლის გოგო თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. დაავადების მიზეზის დასადგენად პაციენტს გაოკვლევები ჩაუტარდება.პაციენტი ტკივილით და ღებინების სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

21 აგვისტო 2019, 08:42

ძალოვნები

ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდებიდან ერთი ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა სავაურაუდოდ დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით დაიღუპა. ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში რამდენიმე ახალგაზრდა ერთნაირი სიპტომებით მოხვდა, მათგან ერთი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ქიბარ ხალვაში

21 აგვისტო 2019, 08:31

საქართველო

ხალვაში „რუსთავი2-ზე“: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო

„რუსთავი2-ში“ განვითარებულ მოვლენებს არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „რუსთავი 2“-ის მფლობელი წერს, რომ ჟურნალისტების მიერ პირდაპირ ეთერში სამსახურის დატოვება სიურპრიზი არ იყო. 9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს.

21 აგვისტო 2019, 08:11

ტექნოლოგიები

HMD Global-ი განახლებულ Nokia 2720-ს გამოუშვებს

ორიგინალი Nokia 2720-ს 1.3 მეგაპიქსელი კამერით და მხოლოდ 9 მეგაბაიტი მეხსიერებით არის აღჭურვილი. ახალი ტელეფონის ფასი 100 ევრო იქნება. გასული წლის განმავლობაში HMD Global-მა Nokia 8110, Nokia 6-ის, 7 Plus-ის და 1-ის განახლებული ვერსიები წარადგინა.

დონალდ ტრამპი

21 აგვისტო 2019, 07:59

მსოფლიო

გრენლანდიის ყიდვაზე უარის შემდეგ ტრამპმა დანიაში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში დაგაგემილი ვიზიტი გააუქმა, იტყობინება BBC. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დანიის პრემიერმინისტრის განცხადებით ახსნა, როდესაც მეტე ფრედერიქსენმა გრენლანდიის გაყიდვის იდეას აბსურდული უწოდა.

ვარდისფერი ლეოპარდი

21 აგვისტო 2019, 00:27

ტექნოლოგიები

სამხრეთ აფრიკაში ფარულმა კამერამ იშვიათი ვარდისფერი ლეოპარდი გადაიღო

ფოტოები ნაკრძალის მფლობელს, 45 წლის ალან უოტსონს და მის 41 წლის მეუღლეს ლინსი უოტსონს ეკუთვნის. კადრებზე აღბეჭდილი ველური ლეოპარდი მკვდარ ჟირაფს ჭამს. ლეოპარდის ტყავის ასეთი იშვიათი ფერი ერითრიზმით (გადაჭარბებული წითელი პიგმენტაცია) არის გამოწვეული.

პოლ მაკარტნი

21 აგვისტო 2019, 00:15

ტაბლოიდი

პოლ მაკარტნი მედიატორს ლიანდაგებზე გასწორებული მონეტებით ამზადებს

პაპარაცებმა პოლ მაკარტნი მატარებლის ლიანდაგებზე მონეტების დაწყობისას დააფიქსირეს. როგორც აღმოჩნდა, ამგვარად ლეგენდარული მუსიკოსი გიტარისთვის მედიატორებს ამზადებს. მედიატორების დამზადების ასეთი მეთოდისთვის არაერთ დამწყებ მუსიკოსს მიუმართავს, თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, ამ მეთოდზე უარს არც პოლ მაკარტნი ამბობს.

ჯონ სალივანი

21 აგვისტო 2019, 00:03

მსოფლიო

რუსეთში აშშ-ის ელჩად შესაძლოა პომპეოს მოადგილე დაინიშნოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთში ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოადგილის ჯონ სალივანის დანიშვნა სურს. ამის შესახებ თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი წერს. სალივანის კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში ის ელჩად სენატმა უნდა დაამტკიცოს.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 23:41

მსოფლიო

ტრამპი „დიდ რვიანში“ რუსეთის დაბრუნების მომხრეა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვაშინგტონში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრაზე განუცხადა.

ეგვიპტე სამხედრო

20 აგვისტო 2019, 23:09

მსოფლიო

ეგვიპტელმა ძალოვნებმა სინას ნახევარკუნძულზე 11 ტერორისტი მოკლეს

ეგვიპტელმა ძალოვნებმა სინას ნახევარკუნძულზე 11 ტერორისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. მისი ინფორმაციით, რადიკალები თავს ქალაქ ელ-არიშის მახლობლად ერთ-ერთ ტყეს აფარებდნენ, სადაც საიდუმლო ბაზა ჰქონდათ მოწყობილი.

ნიკა გვარამია

20 აგვისტო 2019, 22:40

საქართველო

გვარამია: 2013 წელს შუბლაძე ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდებოდა

ნინო შუბლაძე 2013 წელს „რუსთავი 2“-დან იმიტომ წავიდა, რომ მას ვანახე ვიდეო, სადაც ის მთავრობის წარმომადგენელს „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ონლაინგადაცემის „სირცხვილია“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ასტროლოგი

20 აგვისტო 2019, 22:03

მსოფლიო

რუმინეთის ტელეარხებზე პოლიტოლოგები ასტროლოგებმა ჩაანაცვლეს

რუმინეთში პროფესიონალური მედიასაშუალებების მიმართ ნდობის დაცემის ფონზე ტელესივრცეში პოლიტიკური ექსპერტები ასტროლოგებმა ჩაანაცვლეს. Politico-ს ინფორმაციით, ტელეგადაცემებს, სადაც ასტროლოგები არჩევნების შედეგებზე პროგნოზებს აკეთებენ, ყველაზე მაღალი რეიტინგები აქვთ.