imedi /  01 ივლისი 2019, 10:58 / სანდო წყარო

მექსიკაში 1.5-მეტრიანი ყინულის საფარი წარმოიქმნა

მექსიკაში 1.5-მეტრიანი ყინულის საფარი წარმოიქმნა. ამის მიზეზი კი ძლიერი სეტყვა გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

მექსიკა სეტყვამ, რომელიც უწყვეტად საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, მნიშნელოვნად დააზარალა. კერძოდ, ძლიერი სეტყვის შედეგად 200-მდე საცხოვრებელი სახლი და ათასობით ავტომობილი დაზიანდა. განსაკუთრებული ზარალი გვადალახარას მიადგა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მექსიკაში ამ სტიქიურ უბედურებას კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ.

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 12:11

COVID19

აჭარაში დაინფიცირებული ბებია და შვილიშვილი თბილისში გადმოჰყავთ

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზრდა. აქედან ექვსი ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი თურქეთიდან გადმოიყვანეს. ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია, ის ბებიასთან ერთად, რომელსაც ასევე კორონავირუსი აქვს, თბილისში გადმოყავთ. ახალი შემთხვევებიდან 70 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, აქვს სხვა თანხმები დაავადებებიც.

კორონა

10 აპრილი 2020, 12:09

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 54 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან 54 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ლევან რატიანი

10 აპრილი 2020, 11:53

COVID19

მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან კიდევ ერთი მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება და იგი კლინიკას რამდენიმე საათაში დატოვებს.

10 აპრილი 2020, 11:49

COVID19

იემენში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

იემენში, ჰადრამუტის პროვინციაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გაერო და უფლედამაცმველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ პანდემიამ ქვეყნისთვის შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოუტანოს.

10 აპრილი 2020, 11:38

COVID19

ე.წ. ქობულეთის კლასტერს 6 ახალი შემთხვევა დაემატა

ნინო ნიჟარაძის თქმით, ეს პირები ბათუმში მდებარე კლინიკა „მედალფალში“ უკვე გადმოჰყავთ. „გუშინ მოვიძიეთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტირებული პირი. ესენი არიან დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები, ოჯახური კონტაქტები და არა სამედიცინო პერსონალი. მათგან 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში 8 ადამიანს აუღეს და 6 შემთხვევა დადასტურდა“- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დავით ვასაძე

10 აპრილი 2020, 11:35

COVID19

მეან-გინეკოლოგი: ორსულთა მონიტორინგი კარდიოტოპოგრაფიის მეშვეობით ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი

ორსულთა მონიტორინგი კარდიოტოპოგრაფიის მეშვეობით ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ მეან-გინეკოლოგმა და რადიოლოგმა დავით ვასაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ორსულობის მართვა დისტანციურად. სახლიდან გაუსვლელად, ამ აპარატის მეშვეობითაა შესაძლებელი. ონლაინ რეჟიმში კი ექიმს შეუძლია ორსულის მგომარეობა აკონტროლოს.

მელანია ტრამპი

10 აპრილი 2020, 11:33

COVID19

ამერიკის პირველი ლედი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ხალხს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. ვიდეო

მელანია ტრამპმა საკუთარ twitter-ზე სტატუსი გამოაქვეყნა და ყველას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია ერთმანეთისგან და პირბადეები გამოიყენონ. მელანია პირველია ტრამპების ოჯახიდან, ვინც სახალხოდ გამოიყენა პირბადე და ხალხს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა. როგორც მელანიამ აღნიშნა, პირბადეების გამოყენება საჭიროა სახალხო თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა მარკეტები და აფთიაქები. ამის მიუხედავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს პირბადის ტარებას, რადგან მისი აზრით ეს არაპრეზიდენტულია.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

10 აპრილი 2020, 11:31

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 49 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„49 სინჯი იქნა გუშინ გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში, ყველა პასუხი უარყოფითია. ამჟამად ხდება პაციენტების დისლოკაცია, შესაბამისი სტაციონარების მიხედვით. ეს პაციენტები გაეწერებიან და ახლები იქნება მიღებული. შესაბამისად, სხვებს ავუღებთ ანალიზებს“, – განაცხადა ბექაიამ.

10 აპრილი 2020, 11:31

საზოგადოება

დაბადებასა და გარდაცვალებასთან, ასევე, აპოსტილთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განახლდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა. ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს, შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართოს.

10 აპრილი 2020, 11:25

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სომხეთში დაინფიცირებული სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლი მოათავსეს

მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „დაავადების დაახლოებით მეცხრე, მეათე დღეა. შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში თუ არ არის დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყებათ ხოლმე გამოჯანმრთელება. ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაშია, ალბათ დარჩება სტაბილური მდგომარეობა და გამოჯანმრთელებაც დადგება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

10 აპრილი 2020, 11:19

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან დედა-შვილი გადაჰყავთ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან დედა-შვილი გადაჰყავთ. მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა. ამ დროისთვის კლინიკაში 11 პაციენტია მოთავსებული. 55 წლის ქალი თერჯოლიდან გვიან ღამით შეიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ პნევმონია აღენიშნებათ. დღეს გამოჯანმრთელებაზე ორ ადამიანს ტესტი ჩაუტარდება და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

ბოჭორიშვილის კლინიკა

10 აპრილი 2020, 11:14

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი 6 წლის ბავშვია

კლინიკაში ამჟამად 16 პაციენტი მკურნალობს. 2 მათგანი არის დედა-შვილი, 40 წლის ქალი და 6 წლის ბავშვი, მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მესამე შემთხვევა უკავშირდება ეროვნულიო ბანკის კლასტერს.

10 აპრილი 2020, 11:05

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 52 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 52 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 410 მოქალაქე რჩება.

10 აპრილი 2020, 11:04

სამართალი

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის კიდევ 143 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს.

ევროკავშირი

10 აპრილი 2020, 10:46

პოლიტიკა

Atlantico: ევროკავშირმა არ უნდა დაივიწყოს თავისი ვალდებულება და მისივე საზღვრებთან წაახალისოს ეკონომიკური და დემოკრატიული სტაბილურობა

„შიდა უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა არ უნდა დაივიწყოს თავისი ვალდებულება და მისივე საზღვრებთან წაახალისოს ეკონომიკური და დემოკრატიული სტაბილურობა. როდესაც ისეთი პროევროპული მთავრობები გამოჩნდებიან, რომელიც საქართველოს ჰყავს, ეს პოზიტიური მოვლენა ჯეროვნად უნდა იქნეს გაგებული, აღიარებული და დაფასებული”, - წერს atlantico სტატიაში, სათაურით ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა”.

მარინა ეზუგბაია

10 აპრილი 2020, 10:45

COVID19

მარინა ეზუგბაია: გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში გაკეთებული 14 ტესტიდან პასუხი ყველაზე უარყოფითია

მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოჯანმრთელებას ელოდებიან.„მათი მონიტონინგი გაგრძელდება, ორჯერ უარყოფითი პასუხის შემდეგ, ისინი გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეემატებიან“-განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, დღეს დილით ანალიზები კიდევ 7 პაციენტს აუღეს და მათი პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

10 აპრილი 2020, 10:43

COVID19

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარებაზე იმსჯელეს

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწორედ ეს საკითხები იყო განხილული ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. ძალადობის გაზრდილი რისკი მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის ანალიზისას ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება. საქართველოში პანდემიის ფონზე ოჯახში ძალადობის რიცხვის ზრდა ამჟამად არ აღინიშნება. თუმცა, ეკონომიკურ და სოციალურ რისკებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების კონტროლიც.

თბილისის რესპუბლიკური

10 აპრილი 2020, 10:39

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, დღეს 25 პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან. ამ დროისთვის რეანიმაციაში 2 პაციენტი იმყოფება. მან ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, კლინიკაში მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი განაგრძობს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

10 აპრილი 2020, 10:37

საზოგადოება

Atlantico: საქართველომ შეიძლება მისი მიღწევებით იამაყოს, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია

„თუ 2006 წელს ის 32.5 პროცენტი იყო, 2017 წელს მან 16.3 პროცენტამდე იკლო. უფრო ნიშანდობლივია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში“ საქართველოს მე-7 პოზიცია გლობალური მასშტაბით. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის შიგნით მხოლოდ დანიას (მე-4 პოზიცია) აქვს საქართველოზე უკეთესი ბიზნეს გარემო (ინფორმაციისთვის, გერმანია 22-ე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში)” - ნათქვამია სტატიაში.

10 აპრილი 2020, 10:29

COVID19

Atlantico: ეპიდემიის ჟამს საქართველომ ჯანდაცვის კუთხით მობილიზაცია მოკლე დროში მოახერხა

ეპიდემიის ჟამს საქართველომ მოკლე დროში მოახერხა მობილიზაცია ჯანდაცვის კუთხით - ამის შესახებ წერს Atlantico სტატიაში, სათაურით `ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა” , რომელშიც საუბარია საქართველოს მიღწევებზე. როგორც სტატიის ავტორი ბრუნო ალომარი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთის გასვლის პერიოდში თან მაშინ, როდესაც ევროპის ერებს ენთუზიაზმის ნაკლებობა ემჩნევათ, ევროკავშირი მაინც იზიდავს ქვეყნებს.