imedi /  02 ივლისი 2019, 22:24 / სანდო წყარო

ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკს შარლ მიშელი შეცვლის

შარლ მიშელი

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს წევრებმა საბჭოს პრეზიდენტად ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი შარლ მიშელი შეარჩიეს. შარლ მიშელი ამ თანამდებობაზე დონალდ ტუსკს შეცვლის. შარლ მიშელი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლის 1 დეკემბერს დაიკავებს და 2022 წლის 31 მაისამდე იქნება.

ევროპულმა საბჭომ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარადგინა.

რაც შეეხება ევროპარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმებას ახალი მოწვევის დეპუტატებმა უნდა მიაღწიონ.

„თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ 5-წლიანი ვადის პირველ ნახევარში ევროპარლამენტის თავმჯდომარეობა სოციალისტების ფრაქციას, მეორე ნახევარში კი „ევროპის სახალხო პარტიას“ უნდა დაეთმოს“, - განაცხადა ტუსკმა.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატურების შესათანხმებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ოთხი შეხვედრის ჩატარება დასჭირდათ. ახალი ხელმძღვანელი პირები საკუთარი მოვალეობების შესრულებას 2019 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგებიან.

ევროკავშირის სტრუქტურის შესახებ ვრცელი სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

მიხაილ გალინი და ვიქტორი

13 ნოემბერი 2019, 18:14

ტაბლოიდი

რუსულმა ავიაკომპანიამ მგზავრს უფასო მილები მსუქანი კატის გამო ჩამოართვა

მიხაილ გალინმა, რომელიც მოსკოვიდან ვლადივოსტოკში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავით ცხოველების გადაყვანის წესები დაარღვია. გალინის კატა ვიქოტორი 10 კილოგრამს იწონის, ავიაკომპანიის წესებით კი სალონში 8 კილოგრამზე მძიმე ცხოველის აყვანა აკრძალულია, ამიტომ გალინმა რეგისტრაციაზე სხვა კატა მიიყვანა.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 18:04

საქართველო

ლურსმანაშვილის თქმით პროპორციულის კანონპროექტის ინიცირებაში მონაწილეობდა მაგრამ მხარს არ უჭერს

პარლამენტის წევრის კობა ლურსმანაშვილის თქმით, ის იმ 93 დეპუტატს შორის არის, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირა, თუმცა ამ პროექტს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, გადაწყვეტილებიას ინდივიდუალურად ან ფრაქციასთან ერთად მიიღებენ.

კობა გვენეტაძე

13 ნოემბერი 2019, 18:01

ეკონომიკა

გვენეტაძე: ინფლაცია 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაცია მიმდინარე წელს ძველ ნიშნულზე შენარჩუნდება. ინფლაცია შემცირებას 2020 წლის გაზაფხულიდან დაიკლებს და წლის ბოლოს 3%-ს გაუტოლდება. ამ საკითხზე კობა გვენეტაძემ დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

„პატარა ქალთევზა“

13 ნოემბერი 2019, 17:44

კულტურა

„პატარა ქალთევზას“ ეკრანიზაციაში პრინცი ერიკის როლზე მსახიობი შეარჩიეს

„პატარა ქალთევზას“ ეკრანიზაციაში რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, დისნეიმ პრინცი ერიკის როლზე ბრიტანელი მსახიობი, ჯონა ჰაუერ-ქინგი დაამტკიცა. Hollywood reporter-ის ინფორმაციით, მაშინ როდესაც ყველა მსახიობი შეირჩა, ყველაზე მეტად პრინცის როლზე შესარჩევი კანდიდატურის ნახვა გაუჭირდათ. მანამდე პროდიუსერებს სურდათ ჰარი სტაილსს ეთამაშა, მაგრამ მომღერალმა შეთავაზებას უარით უპასუხა.

ტოვიო კლაარი

13 ნოემბერი 2019, 17:34

საქართველო

ტოვიო კლაარი ჩორჩანა-წნელისზე: დღეს გვაქვს სიტუაცია, რომელიც ბევრი წელია არ გვქონია

კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტოვიო კლაარი აცხადებს, რომ თანათავმჯდომარეებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ წნელისი-ჩორჩანაში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს და გადასასვლელები გაიხსნას.

ახალციხე, ჩამოვარდნილი ატრაქციონი

13 ნოემბერი 2019, 17:29

საქართველო

ახალციხეში ატრაქციონი ჩამოვარდა, რომელშიც ბავშვი იჯდა. ვიდეო

სკვერის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ახალციხის მერიაა. „ჩვენმა სამსახურებმა იციან ამის შესახებ და შესაძლებელია ხვალვე შეკეთდეს. ხშირად აქ იმ ასაკის მოზარდები სხდებიან, რომლებისთვისაც ის განკუთვნილი არ არის, ამიტომ დაზიანდა“, - აცხადებენ მერიაში.

მამუკა მდინარაძე

13 ნოემბერი 2019, 17:13

საქართველო

პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეთა გაზრდას მდინარაძე ნაციონალებს აბრალებს

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციულმა განცხადებებმა, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობა გაზარდა. მისი თქმით, განსახვავებული პოზიციების მქონე უმრავლესობის წევრები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ "მიდიან".

შსს

13 ნოემბერი 2019, 17:11

ძალოვნები

გორში მოსწავლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მოზარდს სამედიცინო დახმარება კლინიკა „გორმედში“ გაუწიეს და მან სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ და რატომ სცემა მოზარდს. ის ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ცემის ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

ევროკავშირის დროშა

13 ნოემბერი 2019, 17:03

საქართველო

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარების ახალი გეგმა წარადგინეს

ინიციატივას „სტრატეგია ტრიო 2030“ ეწოდება. მისი მიზანი პოსტსაბჭოური ქვეყნების რბილი ტრანსფორმაცია და წარმატებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებად გარდაქმნაა. სტრატეგიის მთავარი სიახლე კი ევროკავშირის ვალდებულებების დაკონკრეტებაა.

კახაბერ ოქრიაშვილი

13 ნოემბერი 2019, 16:58

საქართველო

კახაბერ ოქრიაშვილი გიგა ბუკიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახაბერ ოქრიაშვილი თანაგუნდელ გიგა ბუკიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს. კახაბერ ოქრიშვილის განცხადებით, მან და ბუკიამ იკამათეს. „იყო კამათი, ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ამას არ ვადასტურებ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

13 ნოემბერი 2019, 16:56

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დასაწყებად ამერიკელმა რეზიუმე და Time-ს გარეკანი გააყალბა

როგორც გაირკვა, Linking The World-ის საგადასახადო დოკუმენტებში არც ერთი საერთაშორისო პროექტი არ არის მითითებული. კომპანიის კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა NBC-თან საუბარში განაცხადა, რომ Linking The World-ი მცირე ორგანიზაციაა, რომელსაც მასშტაბური პროგრამები არა აქვს. ასევე გაირკვა, რომ ჩანგი კონგრესის წინაშე არასდროს გამოსულა.

სიკეთის დღე

13 ნოემბერი 2019, 16:52

მსოფლიო

13 ნოემბერს რამდენიმე ქვეყანაში სიკეთის საერთაშორისო დღე აღინიშნება

13 ნოემბერს სიკეთის საერთშორისო დღეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-იც აღნიშნავენ. BBC-ის ცნობით აშშ-ში კალიფორნიისა და ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტების ბაზაზე ბედარის სახელობის სიკეთის ინსტიტუტი ფუნქციონირებს.

კაცობრიობის სიკვდილი

13 ნოემბერი 2019, 16:41

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მომავალი წლისთვის კაცობრიობის გადაშენების ალბათობა გამოთვალეს

კაცობრიობის სიკვდილთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბოლო კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, რაც მიზნად ბუნებრივი მიზეზების გამო (მათ შორის ასტეროიდის დაცემა და ყველაზე ძლიერი ვულკანური ამოფრქვევები) კაცობრიობის გადაშენების მთლიანი ალბათობის დადგენას ისახავდა.

საუდის არაბეთი ქალები

13 ნოემბერი 2019, 16:27

მსოფლიო

საუდის არაბეთმა ანტიფემინისტური ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადა

საუბარია Twitter-ზე გამოქვეყნებულ რგოლზე. რგოლში ფემინიზმი, ჰომოსექსუალიზმი და ათეიზმი სახიფათო და ექსტრიმიზმის შემცველ იდეებად სახელდება. სააგენტო საუდის არაბეთის მოქალაქეებს ამ კონცეფციების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

ძაღლი

13 ნოემბერი 2019, 16:11

ტაბლოიდი

ქუჩის ძაღლი მიტოვებულ კნუტებს კვებავს🐕 ფოტო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქუჩაში მცხოვრები ძაღლი უპატრონო კატის კნუტებს კვებავს. ფოტოს Facebook-ზე საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდი ავრცელებს.

პრინცი ჩარლზი

13 ნოემბერი 2019, 16:08

ტაბლოიდი

პრინცმა ჩარლზმა პირველი პოსტი „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა

პრინცმა ჩარლზმა პირველი პოსტი „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა. აქამდე სამეფო ოჯახის წევრს სოციალური ქსელით ასე პირადად არ უსარგებლია და მხოლოდ ანგარიში „კლარენ ჰაუსი“ ეკუთვნის, სადაც მისი და კორნუელის ჰერცოგინია კამილას ცხოვრება და მოღვაწეობა იწერება, თუმცა ამჯერად ჩარლზმა იაქტიურა. ტექსტის ბოლოს, რომელიც ინდოეთში მის მოგზაურობას ეხება, პრინცის ინიციალებია აღნიშნული.

Golden Foot

13 ნოემბერი 2019, 15:51

სპორტი

Golden Foot 2019-ის მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი პრემიის Golden Foot 2019-ის მფლობელი გახდა. მოდრიჩთან ერთად ამ პრიზისთვის ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, უიენ რუნი, სერხიო აგუერო, რობერტ ლევანდოვსკი, ჯორჯო კიელინი და ჟერარ პიკე იბრძოდნენ.

უშიშროების საბჭო

13 ნოემბერი 2019, 15:45

ძალოვნები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა. გახარიას თქმით, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

კოკაინი

13 ნოემბერი 2019, 15:35

მსოფლიო

ბრიტანეთში გაყინულ ხორცში კოკაინის შეფუთვები იპოვეს

ოფიციალური ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ნიდერლანდური პორტიდან ქალაქ ჰარვიჩში ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიდიოდა. ჯამში, მანქანაში 200 კილოგრამი კოკაინი აღმოჩნდა. ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალების ღირებულება 20 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

ნავსადგურები

13 ნოემბერი 2019, 15:29

ეკონომიკა

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

პროექტმა შეხვედრის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანიის „MSC Georgia“ - ს მმართველმა დირექტორმა, ალკან ალიჩიკმა განაცხადა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს მუშაობას საქართველოს ბაზარზე, რაც კარგია პროფილური ბიზნესისთვის.