imedi /  03 ივლისი 2019, 10:18 / სანდო წყარო

იაპონიის სამხრეთ ნაწილში მეწყერის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

სტიქიას ებრძვიან იაპონიაში. გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყერის გამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში, საფრთხის მაღალი დონის გამო საცხოვრებელი სახლები 600 ათასმა ადამიანმა დატოვა.

სინოპტიკოსების თქმით,  ძლიერი წვიმა რეგიონში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

20 იანვარი 2021, 00:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციაში შემავალ არაერთ პარტიას პარლამენტში შესვლა სურს

„ქართულ პარლამენტში არის ორი პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შემოვა რამდენიმე პარტია. ორი პარტია თქვენთან იყო რომლებიც ამბობენ, რომ გარკვეულ პირობას აყენებენ, მაგრამ მზად არიან შემოსასვლელად. დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოჩნდება 1-2 პარტია, რომლებიც შემოვლენ. შეიძლება არ შემოვიდნენ „ევრონაცები“ და „ნაცები“, მაგრამ „ნაცების“ კოალიციაში არის არაერთი პარტია, რომელთაც, ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ სურვილი აქვთ შემოსვლის. რამდენად დაუძვრებიან სააკაშვილის ბულინგს, ეს ცალკე საკითხია“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

20 იანვარი 2021, 00:22

COVID19

ისრაელის მთავრობამ კარანტინის რეჟიმის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ კარანტინის რეჟიმის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

გია ცაგარეიშვილი

20 იანვარი 2021, 00:21

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ჩატარების მისეული ხედვა, რომელიც წინა პერიოდისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო

„მათი ფილოსოფია, მათი ბუნება პოლიტიკაში ცხოვრების თანაცხოვრებას არ ითვალისწინებს. ეს გამორიცხულია. ამის ილუზია არავის ჰქონდეს. არავითარი პოლიტიკური თანაცხოვრება არცერთ ჩვენგანთან არ იქნება. ეს იქნება ძალადობა საზოგადოებაზე. არავის ვძაფრავ. უბრალოდ მე გამომივლია ეს ყველაფერი და კარგად ვიცი. არავის ვაშინებ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს რა დონის ავაზაკებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

20 იანვარი 2021, 00:10

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ბიძინა ივანიშვილის ჩართულობისა და ინიციატივის გარეშე, 2012 წლის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა

2012 წლის შემდეგ, უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, სფერო არ დარჩა, რომელიც რადიკალურად არ გაუმჯობესდა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

20 იანვარი 2021, 00:06

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: უნდა გვქონდეს გონიერება, რომ პანდემია არაა პოლიტიკური თამაშის კომპონენტი, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შეგნება საქართველოში არ ჩამოყალიბდა

დეზინფორმაცია რამდენად გვიშლის ხელს ეს რთული შესაფასებელია, ვინაიდან ესაა ყოველდღიური წნეხი და მოცდენილი დრო, როცა გამომდინარე ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობიდან, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ ამ დეზინფორმაციის შესახებ, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“გააკეთა .

19 იანვარი 2021, 23:56

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა.

ნათია თურნავა

19 იანვარი 2021, 23:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: შეზღუდვებმა მოგვცა საშუალება, რომ დღეს ვსაუბრობთ ეპიდვითარების სტაბილიზაციასა და ბიზნესის ეტაპობრივ, ძალიან ფრთხილ გახსნაზე

ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, მაგრამ იმ შეზღუდული რესურსებითაც, რაც ჩვენ გვაქვს და რაც ძალიან სწრაფად მოვიზიდეთ, საკმაოდ კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას ვახორციელებთ. ეს კრიზისი, სირთულე, რომელიც გარდაუვლად მოჰყვებოდა პანდემიას, ჩვენთვის არის ყოველდღიური გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით და აუცილებლად დავძლევთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ნათია თურნავა

19 იანვარი 2021, 23:43

ეკონომიკა

ნათია თურნავას თქმით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება

„იხსნება ასევე ფრენები. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ თებერვალი სავარაუდოდ იქნება ის თვე, როდესაც ჩვენ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნის. ეს ისევ და ისევ არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონტროლირებადი. ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით და სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა, მაგრამ ეს არის ტურისტული სეზონის დაწყების პირველი იმედი“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაიკ პენსი

19 იანვარი 2021, 23:41

მსოფლიო

მედია: მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას არ დაესწრება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია მაიკ პენსთან დაახლოვებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი

19 იანვარი 2021, 23:38

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ვფიქრობ ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნა ოპონენტებისთვის უფრო კომფორტული იყო, რადგან ყოველთვის შეეძლოთ გაემართლებინათ საკუთარი წარუმატებლობა

ჩვენი პოლიტიკური კლასის გარკვეული ნაწილი იმყოფება დღესაც პოლიტიკური ყმაწვილობის ასაკში და არ უნდა ეს ყმაწვილობის ასაკი დასრულდეს, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

19 იანვარი 2021, 23:35

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია COVAX-პლატფორმამ საქართველოსთვის ბევრად უფრო მეტი ვაქცინის გამოყოფა გადაწყვიტოს

„საბოლოო გადაწყვეტილა იანვრის ბოლოს მიიღება, როდესაც ჩვენ მივიღებთ წერილს, რომელსაც ველოდებით ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტის შემდეგ, ვინაიდან ამ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ის პირობები, რომელსაც საქართველო აკმაყოფილებს და აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია COVAX-პლატფორმამ გადაწყვეტილება მიიღოს ბევრად უფრო მეტი ვაქცინის გამოყოფის საქართველოსთვის, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია იმ 53 ქვეყნიდან, რომელიც დღეს პლატფორმაზე არის გაწევრიანებული, რომ ყველა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც კონკრეტულად Pfizer-ის ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის და ქვეყნის შიგნით ლოჯისტიკისთვის არის საჭირო“, - აღნიშნა მინისტრმა.

გია ცაგარეიშვილი

19 იანვარი 2021, 23:33

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: 2012 წლიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ძაძებით შეიმოსა, დაიწყეს ყოველდღიური გლოვა და ეგონათ, ეს გადამდები იქნებოდა საზოგადოებისთვის - ეს ასე არ მოხდა

2011-2012 წლებში, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ იმჟამინდელი ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, სასოწარკვეთაში ჩააგდო, მისმა წასვლამ კი თავბრუ დაახვია ამ ადამიანებს, ეს თვალშისაცემია. ვერ გამოდიან სტრესული სიტუაციიდან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

გივი მიქანაძე

19 იანვარი 2021, 23:19

პოლიტიკა

გივი მიქანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოპოზიცია დააბნია

„ისინი არიან დაბნეული და ხედავენ, რომ ადამიანმა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ურთულეს პერიოდში, გამარჯვებით მოვიდა და გარდამტეხი ცვლილებები შემოიტანა ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიულობის განვითარების კუთხით, ამ ადამიანმა საკუთარი ნებით, მას შემდეგ რაც მის მიერ შექმნილ და ჩამოყალიბებულ გუნდს მესამედ ქართულმა მოსახლეობამ გამოუცხადა ნდობა და ქვეყნის სათავეები ანდო, გადადგა ნაბიჯი და თქვა, რომ გუნდი უკვე შეკრულია, გუნდი არის პროფესიონალები დაკომპლექტებული, გუნდი არის გამოცდილი და ამ გუნდს შეუძლია ქვეყანა იმ სწორ მიმართულებაზე წარადგინოს და გაუძღვეს, რასაც ქვეყნის შემდგომი განვითარება მოჰყვება“, - განაცხადა მიქანაძემ.

ჯინა ჰასპელი

19 იანვარი 2021, 23:17

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯინა ჰასპელი თანამდებობიდან გადადგა. ამის შსახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მიხეილ სარჯველაძე

19 იანვარი 2021, 23:15

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის ერთ ნაწილს ჰქონდა გაუცნობიერებით გამოწვეული გულწრფელი პროტესტი, მეორეს - არ უნდოდა ლოდინი, რომ 4 წელი ოპოზიციაში ყოფილიყო

ოპოზიცია ორ დიდ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: ერთ ნაწილს, შეიძლება, გულწრფელი პროტესტი ჰქონდა რაღაცასთან დაკავშირებით, გაუცნობიერებით გამოწვეული. მეორე შემთხვევაში გვაქვს მანკიერი, არაგულწრფელი დამოკიდებულება იმის გამო, რომ ვიღაცას არ უნდოდა ლოდინი, რომ 4 წელი ოპოზიციაში ყოფილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

19 იანვარი 2021, 23:13

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება ჩემთვის ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკად წასვლა გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა. წულუკიანის განმარტებით, პასუხისმგებლობის ნაკლებობა არც მანამდე იყო, თუმცა დღეს გუნდის კონსოლიდაციის შესანარჩუნებლად მეტად უნდა იზრუნონ.

19 იანვარი 2021, 23:03

პოლიტიკა

ევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობენ

20 იანვარს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისა და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმლემენტაციის შესახებ რეზოლუციებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

ალეკო ელისაშვილი/მამუკა ხაზარაძე

19 იანვარი 2021, 23:03

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი პირდაპირ ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს „რუსთავი2“-ის ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ცხარე კამათი, სტუდიაში ოპოზიციის შეხვედრების შესახებ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა. მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილი დახურული შეხვედრებიდან ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.

მამუკა ხაზარაძე

19 იანვარი 2021, 22:50

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: თებერვალში იწურება ვადა - ან საბოლოოდ გაგვიუქმებენ მანდატებს, ან უნდა გაიმართოს ე.წ. მეხუთე რაუნდი

თებერვალში იწურება ვადა, ჩვენ ან გაგვიუქმებენ საბოლოოდ მანდატებს, რაზედაც ჩვენ, რაზედაც ძალიან მკაფიოდ დავწერეთ განცხადებები, ან თებერვლამდე უნდა მოხდეს ე.წ. მეხუთე რაუნდი, რომლის ბურთი და სიმძიმის ცენტრი არის „ქართული ოცნების" მხარეს, - ამის შესახებ „ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

დავით ზალკალიანი

19 იანვარი 2021, 22:30

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

„გულწრფელად ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომისიის მიერ, მისი გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევას. დარწმუნებული ვარ თავისი შრომითა და ძალისხმევით, ის შეძლებს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გაძლიერებას,"