imedi /  03 ივლისი 2019, 12:53 / სანდო წყარო

ფლორიდაში ამერიკულმა მოიერიშემ ფრინველთან შეჯახების შემდეგ სამი საბრძოლო მასალა ჩამოაგდო

სამხედრო

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მოიერიშე ვერტმფრენმა A-10 Thunderbolt II-მა ფლორიდის თავზე სამი საწვრთნელი საბრძოლო მასალა გაუშვა მას შემდეგ რაც მფრინველს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას Moody Air Force Base-ი ავრცელებს. 

საჰაერო ძალების განცხადებაში წერია, რომ მოიერიშემ გაუშვა სასწავლო მასალა BDU-33, თითოეული 11 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. შეჯახების დროს ის კვამლს უშვებს. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული თუ სად ჩამოვარდა ეს საბრძოლო მასალა. ასევე არ არის ინფორმაცია დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ. სამხედროები მოუწოდებენ მოქალაქეებს მათი პოვნის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ მასალას. 


 

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2020, 08:23

საზოგადოება

დღეიდან საქართველოსა და ლატვიას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დღეიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენები უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.

მცხეთის რაიონული სასამართლო

05 აგვისტო 2020, 08:14

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება. სხდომა გასულ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპზე გადაიდო. გადაისინჯა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და ძალაში დარჩა.

05 აგვისტო 2020, 08:06

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000 ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000 ადამიანი. ინფორმაციას aljazeera ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 07:57

რეგიონი

„ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

„ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებაა.

05 აგვისტო 2020, 01:05

ტაბლოიდი

აშშ-ში ქორწილი ჩაშალა ქალმა, რომელიც ყვიროდა, რომ სასიძოსგან ორსულადაა

აშშ-ში, დეტროიტში ქორწილი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ცერემონიის არასასურველმა სტუმარმა დაიწყო ყვრილი, რომ სასიძოსგან ორსულადაა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალი ფიცის დადების დროს სცენაზე ადის და სასიძოს უყვირის, მოძღვარი კი ცდილობს, ამის მიუხედავად, ფიცის ტექსტის კითხვა განაგრძოს.

05 აგვისტო 2020, 01:00

მსოფლიო

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქებას სულ მცირე 63 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3 ათასზე მეტი - დაშავდა

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა. სამი ათასზე მეტი ადამიანი დაშავებულია.

გარფილდი კატა

05 აგვისტო 2020, 00:50

ტაბლოიდი

ინგლისში გაჩუქებულმა კატამ სახლში დასაბრუნებლად 64 კილომეტრი გაიარა

„ეს საოცარი იყო. მიყურებდა და ტიროდა. ჯერ ვერ დავიჯერე, რომ გარფილდი იყო. ლესა კართან მივიდა, დაუძახა, კატა კი ხელებში ჩაუხტა. ჩვენს საპოვნელად 64 კილომეტრი გაიარა. არ მესმის როგორ მოახერხა სახლში დაბრუნება კატამ, რომელიც ქუჩაში არასოდეს გასულა“, - ამბობს ნილ პეინი.

05 აგვისტო 2020, 00:31

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 1 061 ადამიანს კი ვირუსი დაუდგინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 1 061 ადამიანს დაუდგინდა, ჯამში კი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 74 219-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 26 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1,764-ს გაუტოლდა. გამოჯანმრთელებულია 40 613 პაციენტი.

05 აგვისტო 2020, 00:30

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვითი ძალები: ახლა ლიბანთან კონფლიქტის გვერდზე გადადების დროა

ისრაელის თავდაცვით ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ ისრაელის სახელმწიფომ ლიბანს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება შესთავაზა.

სანინიუ ლაიზერი ტანზანიტი

05 აგვისტო 2020, 00:25

მსოფლიო

ტანზანიელმა მეშახტემ, რომელიც ივნისში მილიონერი გახდა, კიდევ ერთი უიშვიათესი ქვა იპოვა

ლაიზერი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში უკვე მეორედ მოექცა. ივნისის ბოლოს ის ერთ ღამეში მილიონერად იქცა, მას შემდეგ რაც თავის მაღაროში 2 ტანზანიტი იპოვა. ქვების საერთო წონა 15 კილოგრამს შეადგენდა. მან ქვები ქვეყნის მთავრობას მიჰყიდა, რისთვისაც 3,4 მილიონი დოლარი მიიღო. ამ თანხით ის მშობლიურ ქალაქში სკოლისა და საავადმყოფოს აშენებას გეგმავს.

05 აგვისტო 2020, 00:04

რეგიონი

რაჭაში, სტიქიის შედეგად დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების გაწმენდა მიმდინარეობს

რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მცხოვრებლების დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების წმენდა მიმდინარეობს. სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად მუშაობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 25 კაციანი ჯგუფი. ქალაქ ონში, წმენდით სამუშაოებში ასევე აქტიურად მონაწილეობენ წითელი ჯვრის მოხალისეთა ჯგუფები.

04 აგვისტო 2020, 23:48

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 750 - დაშავდა

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე, ხოლო დაშავებულთა 2 750-მდე გაიზარდა.

04 აგვისტო 2020, 23:41

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ერთი პირი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სამართალდამცავებმა მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ბადუაშვილს გამოძიება 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ოქრო

04 აგვისტო 2020, 23:37

ეკონომიკა

ისტორიაში პირველად ოქროს ფასმა $2000-ს გადააჭარბა

ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა. 2020 წლის დასაწყისიდან ოქრო თითქმის 30%-ით გაიზარდა. მანამდე რეკორდული ფასი 2011 წელს დაფიქსირდა და 1921,18 დოლარი შეადგინა.

04 აგვისტო 2020, 23:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 691 ათასს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 691 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 691 013 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 18 142 718 ადამიანი დაინფიცირდა.

ნაზარ ნაჯარიანი

04 აგვისტო 2020, 23:20

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ემსხვერპლა

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას ლიბანური პარტია „ალ-კატაიბის“ გენერალური მდივანი, ნაზარ ნაჯარიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 23:17

კულტურა

ბრიტანელმა ხელოვანმა თვითიზოლაციისას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატის შექმნა დაიწყო

ბრიტანელმა მხატვარმა, საშა ჯაფრიმ, რომელიც დუბაიში სასტუმრო „ატლანტიდაში“ 8 კვირაა, თვითიზოლაციაშია, რეკორდული ზომის ნამუშევრის შექმნა დაიწყო. ნახატის, სახელწოდებით „ჩვენ ერთად ვართ – ჰუმანურობით შთაგონებული“ გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

გიორგი ვოლსკი

04 აგვისტო 2020, 23:06

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გიგი უგულავა ირაკლი ჩიქოვანთან ვერ მოვა

„ირაკლი ჩიქოვანი არის უაღრესად განათლებული, წესიერი ადამიანი, თავისი კუთხის, ტრადიციის მოყვარული. ნამდვილი ქართველი, ძლიერი ადამიანია პიროვნულად, მერე პროფესიონალია. სამეგრელოსაც უნდა თავის წარმომადგენელი ჰყავდეს ისეთი, რომელიც არა მხოლოდ მათ ყოველდღიურ პრობლემებს გაითავისებს, არამედ, რომელსაც საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ირაკლისთან გიგი უგულავა, გინდ სხვა, ვერ მოვა. ვერც მისი მონაცემებით და ვერც მისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ. საერთოდ რომ არავინ იყოს, როგორ შეიძლება, სამეგრელომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც იმ რეჟიმის ნაწილია. ახლა რომ არის საუბარი „მორჩით ამ 9 წელზე ლაპარაკს, ეს 9 წელი დღეს ხდება“. ამ 9 წელით ხვალ გვემუქრებიან. სამეგრელომ რამდენი სისხლი ნახა ამ თემიდან მოიგონონ და მერე გადაწყვიტონ, ვის დაუჭირონ მხარი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

04 აგვისტო 2020, 23:03

მსოფლიო

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 500 - დაშავდა

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის, ჰამად ჰასანის განცხადებით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 500 - დაშავდა.

04 აგვისტო 2020, 22:58

მსოფლიო

ლიბანის შს მინისტრი აცხადებს, რომ ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა

ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Al-Jazeera ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.