imedi /  03 ივლისი 2019, 18:23 / სანდო წყარო

რუსეთმა სარაკეტო შეთანხმება ოფიციალურად დატოვა

ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების შეჩერების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ვლადიმერ პუტინი ამ შეთანხმების შეჩერების წინადადებით მაისის ბოლოს გამოვიდა. ივნისის ბოლოს დოკუმენტი ფედერაციის საბჭომ და დუმამ დაამტკიცა.

შეთანხმებიდან პირველი აშშ გავიდა. ვაშინგტონის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ დოკუნენტის პირობების დარღვევა გახდა. მოსკოვმა კი თავის მხრივ ეს ბრალდება უარყო.

საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას 1987 წლის 8 დეკემბერს ხელი მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა მოაწერეს. 

ვრცლად ამ შეთანხმების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2019, 23:45

მსოფლიო

უკრაინამ რუსულ პროდუქციაზე ემბარგო ძალაში 2021 წლამდე დატოვა

უკრაინის ხელისუფლებამ რუსულ პროდუქციაზე ემბარგოს მოქმედების ვადა 2020 წლამდე გადასწია. შესაბამისი განკარგულება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ნაწარმი უკრაინის ბაზარზე ვერც 2020 წელს შევა.

15 ივლისი 2019, 22:58

ტექნოლოგიები

საფრანგეთი 5G ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს

საფრანგეთი 5G ტექნოლოგიის დასანერგად სიხშირის გამოყოფაზე ტენდერს გამოაცხადებს. რეგულატორის ინფორმაციით, ტენდერი ჯერ ფიქსირებული ფასით გამოცხადდება, შემდეგ კი ბაზრის მოთამაშეებისთვის აუქციონი გაიმართება.

15 ივლისი 2019, 22:40

სპორტი

ვიდეორგოლი, რომლითაც საქართველო FIBA ევროპის ბორდის წინაშე წარდგა

2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს. ამის შესახებ ცნობილი დღეს მიუნხენში გამართულ ცერემონიაზე გახდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ვიდეოგოლი გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველო FIBA ევროპის ბორდის წინაშე წარდგა.

15 ივლისი 2019, 22:21

ეკონომიკა

ფრანგული LVMH-ი Stella McCartney-ის აქციების 10%-ს ყიდულობს

ფრანგული მოდის გიგანტი LVMH მოდის სახლ Stella McCartney-ის 10% ყიდულობს. მოდის სახლი 2001 წელს შეიქმნა სტელა მაკარტნი ბიზნესს მართავდა და აქციების საკონტროლო პაკეტი ამ დრომდე შეინარჩუნა.

გველი

15 ივლისი 2019, 22:18

ტაბლოიდი

ამერიკელმა უნიტაზში შხამიანი გველი იპოვა. ვიდეო

შემთხვევა ქალაქ ჩატანუგაში მოხდა. „ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემს ტუალეტში საშიშ გველს ვიპოვიდი. ძალიან შემეშინდა. როცა მსგავს ამბებს ტელევიზიით იგებ, ვერასდროს იფიქრებ, რომ მსგავსი რამ შესაძლოა შენც დაგემართოს"- წერს ქალი სოციალურ ქსელში.

ლევან ბერძენიშვილი

15 ივლისი 2019, 22:06

საქართველო

ლევან ბერძენიშვილი: გოგებაშვილის სახელმძღვანელოს სკოლაში დაბრუნება მავნებლობაა

მისი თქმით, ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. „დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ“, - წერს ბერძენიშვილი.

ჰიროკი აბე

15 ივლისი 2019, 21:34

სპორტი

„ბარსელონამ“ იაპონელ ჰიროკი აბესთან კონტრაქტი გააფორმა

ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ 20 წლის იაპონელ ნახევარმცველთან ჰიროკი აბესთან კონტრაქტი გააფორმა. კლუბის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ სატრანსფერო თანხამ $1,25 მილიონი შეადგინა.

15 ივლისი 2019, 21:27

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში ჩავიდნენ

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ისევ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ. ადა მარშანიას, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად მოსკოვში იმყოფება, მიაჩნია, რომ ეს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციაა. მან რუს დეპუტატებს აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დაწყებაში დახმარებაც სთხოვა.

აქცია პარლამენტთან

15 ივლისი 2019, 21:04

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილემ პირის ამოკერვა სცადა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილემ პირის ამოკერვა სცადა. მას ორგანიზატორებმა ამის საშუალება არ მისცეს, თუმცა თვითდაზიანება მაინც მიიყენა.ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება უკვე გამოიძახეს.

15 ივლისი 2019, 20:44

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანი ჯანსაღად ვერ იკვებება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ახალი მოხსენების თანახმად, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, მსოფლიოში 2 მილიარდ ადამიანს ჯანსაღ საკვებზე წვდომა არ აქვს. ამის გამო მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამ ადამიანების უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ცხოვრობს.

15 ივლისი 2019, 20:41

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

15 ივლისი 2019, 20:29

საქართველო

პარტიებისა და პოლიტიკოსების სავარაუდო რეიტინგის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

როგორია პარტიებისა და პოლიტიკური ფიგურების რეიტინგი: კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ოცი ივნისის მოვლენებამდე ჩაატარა. დოკუმენტი საჯარო არ არის და IRI შედეგებს ჯერ მხოლოდ პარტიებს აცნობს, თუმცა მედიამ ორ მთავარ კითხვაზე კვლევის შედეგი მაინც მოიპოვა.

ანჯელინა ჯოლი
ბრედ პიტი

15 ივლისი 2019, 20:18

მსოფლიო

მედია: ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს შვილებთან ერთად ზაფხულის გატარების უფლება მისცა

ჰოლივუდის მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს შვილებთან ერთად ზაფხულის გატარების უფლება მისცა. მედიის ცნობით, ყოფილ ცოლ-ქმარს ბევრი კონფლიქტი ჰქონდა, მათი ნაწილი კი ბავშვებზე მეურვეობას ეხებოდა. თუმცა ამის მიუხედავად, ჯოლიმ პიტს სთხოვა ბავშვებთან იყო მანამ, სანამ ის გადაღებებზეა.

15 ივლისი 2019, 20:10

ეკონომიკა

ზიმბაბვეში ინფლაციის დონემ 175%-ი შეადგინა

ზიმბაბვეში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა და ივნისში 175.66%-ი შეადგინა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ექსპერტები ჰიპერინფლაციას პროგნოზირებენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 ივლისი 2019, 19:49

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „16 ივლისს ევროპარლამენტს ჩემთვის ნდობის გამოცხადება უნდა ვთხოვო. მიუხედავად კენჭისყრის შედეგისა, 17 ივლისს მე თავდაცვის სამინისტროდან წავალ, რათა მთელი ძალა ევროპის კეთილდღეობაზე ზრუნვას მოვახმარო“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

ჩარლზ ლევინი

15 ივლისი 2019, 19:47

კულტურა

მსახიობი ჩარლზ ლევინი ძაღლთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

აშშ-ში ორეგონის შტატში ჰოლივუდის მსახიობ ჩარლზ ლევინის ცხედარი იპოვეს. 70 წლის მსახიობი 2019 წლის 8 ივლისს საკუთარ ძაღლთან ერთად გაუჩინარდა. პოლიციას მსახიობის დაკარგვის შესახებ მისმა შვილმა აცნობა.

პერნელ უიტაკერი

15 ივლისი 2019, 19:25

სპორტი

კრივში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ავარიას ემსხვერპლა

ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ამერიკელი მოკრივე პერნელ უიტაკერი ავარიას ემსხვერპლა. ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე 13News-ის კორესპონდენტი ელი უიზერტონი წერს. 14 ივლისს 55 წლის პერნელს მანქანა დაეჯახა. ყოფილი სპორტსმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

15 ივლისი 2019, 19:20

ძალოვნები

თელავში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა. გელა მელიქიძე მეხანძრედ 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

15 ივლისი 2019, 19:13

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ახსნეს, რატომ უნდა ვჭამოთ მწერები

მეცნიერებმა ახსნეს, თუ რატომ უნდა ჭამონ ადამიანებმა მწერები. ამ თემაზე ვრცელ სტატიას Frontiers in Nutrition-ი აქვეყნებს. დიეტოლოგების შეფასებით, კალიების და ჭიანჭველების სხეულში დიდი რაოდენობითაა ანტიტოქსინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

15 ივლისი 2019, 19:12

ეკონომიკა

90 000-ზე მეტი ხელმომწერი „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

საერთაშორისო პეტიცია კონკრეტულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტებს მიმართავს. მისი ხელმომწერები ითხოვენ ბანკებმა არ დააფინანსონ საქართველოში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის, 280 მეგავატის სიმძლავრისა და 125 მეტრის სიმაღლის კაშხლის მქონე ნენსკრას მშენებლობა.