ირანის პრეზიდენტი: ურანის გამდიდრება 2015 წლის შეთანხმებით დადგენილ დონეს გადააჭარბებს

ჰასან როუჰანი
ფოტო: Shutterstock.com
„ირანი აპირებს გააგრძელოს ურანის გამდიდრება იმ დონეზე, რამდენსაც საჭიროებს“, - ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ჰასან როუჰანის თქმით, პროცესი 7 ივლისიდან დაიწყება. ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა დასძინა, რომ ურანის გამდიდრება 2015 წლის შეთანხმებით დადგენილ დონეს გადააჭარბებს. ეს გადაწყვეტილება თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე ქვეყნებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
ირანის პრეზიდენტი დოკუმენტის ხელმომწერ ქვეყნებს: ბრიტანეთს, გერმანიასა და საფრანგეთს ამერიკის სანქციებისგან დაცვას სთხოვდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოების ლიმიტი დაარღვია.
24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.
ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აშშ-მა 2018 წლის 5 ნოემბერს აამოქმედა. სანქციათა სია მას შემდეგ არაერთხელ გაფართოვდა. შეზღუდვები შეეხო ენერგეტიკის, გადაზიდვის, გემთმშენებლობისა და სხვა არაერთ სექტორს. მაშინ პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანს ახალი მოლაპარაკებების დასრულებისკენ აიძულებდა.
ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.
რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის, ამის შესახებ ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.
ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2023, 12:11
რეგიონი
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს შეხვდა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს იოანე მენაბდეს შეხვდა.

03 დეკემბერი 2023, 11:46
LIVE ისრაელი
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დროებითი ზავის ამოწურვის შემდეგ ავია დარტყმები „ჰამასის“ 400-მდე ობიექტზე განხორციელდა
ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დროებითი ზავის ამოწურვის შემდეგ ავია დარტყმები „ჰამასის“ 400-მდე ობიექტზე განხორციელდა. ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ცაჰალის სამიზნეს ძირითადად ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ობიექტები წარმოადგენს, თუმცა ისრაელის ავიაცია წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს ღაზის სამხრეთ ნაწილზეც.

03 დეკემბერი 2023, 11:44
მსოფლიო
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ახალ ზავზე სამუშაოდ კატარში მიემგზავრება
ემანუელ მაკრონი კატარში მიემგზავრება. ამის შესახებ მან დუბაიში, კლიმატის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

03 დეკემბერი 2023, 11:35
სამართალი
თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა, პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით ყოფილი ცოლი დაჭრა, ქმარი, კი მოკლა.

03 დეკემბერი 2023, 11:30
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა არაფერი სურთ
მივესალმები კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შემუშავების პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული და ახლა დააანონსა, რომ ის შეუერთდება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესსაც, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

03 დეკემბერი 2023, 11:24
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: 9 პუნქტის შესრულება თუ გვინდა, ჯერ არჩევნები უნდა ჩავატაროთ წესიერად და ახალ პოლიტიკურ რეალობაში შევუდგეთ ამას
„ახლა არანაირი კითხვები არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, სინამდვილეში ჩვენ ამ 9 პუნქტის შესრულება თუ გვინდა, ჯერ არჩევნები უნდა ჩავატაროთ წესიერად და ახალ პოლიტიკურ რეალობაში შევუდგეთ ამას. არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ამ 9 პუნქტს ისეაივე წარმატებით შევასრულებთ, როგორც წინა 12 შევასრულეთ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

03 დეკემბერი 2023, 11:24
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ჩაეშალათ მთავარი გეგმა, რომ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის მიზეზით რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სამუშაო ჯგუფებისადმი საბოტაჟი გაგრძელდება
ის საბოტაჟი, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს სამუშაო ჯგუფებს, რასაკვირველია გაგრძელდება, ეს სტრატეგია არ იცვლება და მიზეზიც არ გამოელევათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

03 დეკემბერი 2023, 11:18
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად შევასრულოთ რეკომენდაციები
ჩვენ მზად ვართ ერთობლივად შევასრულოთ რეკომენდაციები, ანუ პირობები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

03 დეკემბერი 2023, 11:12
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი: მიხარია, რომ მთავრობამ სწრაფად იმოქმედა და 9 პრიორიტეტზე სამოქმედო გეგმა გადაიგზავნა ბრიუსელში - ჩვენ გვინდა ყველამ ერთად იმუშაოს და კონსტრუქციული თანამშრომლობა იყოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის
საქართველოში ევროკავშირის სრულ უფლებიანი ელჩის განცხადებით, ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად, საჭიროა ხელისუფლების და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. ელჩს იმედი აქვს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმების განხორციელებაში ყველა მხარე თანაბრად ჩაერთვება.

03 დეკემბერი 2023, 10:48
მსოფლიო
პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა.

03 დეკემბერი 2023, 10:05
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო: უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის
უკრაინა შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს განაცხად.

03 დეკემბერი 2023, 10:00
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: უკრაინაში საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც, სერიოზულად მძიმედაა, ამას თავად უკრაინელები აღიარებენ
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, „უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის.” არესტოვიჩმა კორუფციამ და უპასუხისმგებლობამ წალეკა უკრაინის პოლიტიკური ელიტაო, არახამიამ კი ომის გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკების არ დაწყება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს დააბრალა - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

03 დეკემბერი 2023, 09:29
მსოფლიო
ფილიპინებში უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა აფეთქების შედეგად ფილიპინებში საუნივერსიტეტო გიმნაზიაში, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

03 დეკემბერი 2023, 09:05
საზოგადოება
93 წლის ასაკში სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა
სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

03 დეკემბერი 2023, 08:33
ტაბლოიდი
Binance-ის პოპულარიზაციისთვის რონალდუს $1-მილიარდიანი სარჩელი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს, Binance-ის მომხმარებლები უჩივიან. სარჩელის თანახმად, მომჩივანი მხარე პორტუგალიელს კრიპტოვალუტის ბირჟის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის $1-მილიარდიან კომპენსაციას სთხოვს. Binance-ი ვალუტისა და უცხოური ტრანზაქციების ანგარიშგების აქტის დარღვევისთვის $4 მილიარდის გადახდას უკვე დათანხმდა.

03 დეკემბერი 2023, 08:05
კულტურა
House of the Dragon-ის მეორე სეზონის პირველი თიზერი გამოვიდა
House of the Dragon-ის მეორე სეზონის პირველი თიზერი გამოვიდა. სერიალი 2024 წლის ზაფხულიდან დაიწყება.

03 დეკემბერი 2023, 00:45
მსოფლიო
ფილიპინებზე 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
ადგილობრივი სეისმოლოგიური სააგენტომ ცუნამის შესაძლო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. გავრცელებული ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. სანაპიროსთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

02 დეკემბერი 2023, 23:55
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

02 დეკემბერი 2023, 23:25
მსოფლიო
„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავმა შვილის კოლეჯში მოსაწყობად თაღლითობაში მიიღო მონაწილეობა - ფელისიტი ჰოფმანმა სკანდალზე საჯაროდ ისაუბრა
მსახიობის თქმით, ის ფიქრობდა, რომ ცუდი დედა იქნებოდა, თუ ამას არ გააკეთებდა. ამასთან, მსახიობმა თქვა, რომ თავისი საქციელის გამო რცხვენია და ბოდიში მოუხადა იმ სტუდენტებსა და ოჯახებს, რომლებიც უნივერსიტეტში კანონიერად მოსახვედრად ძალიან ბევრს შრომობენ.

02 დეკემბერი 2023, 22:53
ჯანდაცვა
ზურაბ აზარაშვილი: DRG პრინციპის გათვალისწინებით შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს.