imedi /  04 ივლისი 2019, 14:29 / სანდო წყარო

მინსკში საზეიმო ფოიერვერკს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა

ფოიერვერკი

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ქვეყნის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზეიმო ფოიერვერკის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ ცოტა სამი ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას TUT.BY-ი ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ფოიერვერკის გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი, აცხადებს, რომ მიზეზების დადგენაზე საგამოძიებო უწყებასთან ერთად მუშაობს. 

თვითმხილველის თქმით, ფოიერვერკის გაშვების დროს ერთ-ერთ მოედანზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. ფოიერვერკები კი მიწაზე იხსნებოდა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი უკრაინა

11 ივლისი 2020, 11:10

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 27 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 372-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 25 661 პაციენტი.

ნინო ნიჟარაძე

11 ივლისი 2020, 11:09

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაინფიცირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა. ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის ორი არასრუწლოვანია. სავარაუდოდ, ისინი დაინფიცირდნენ ტრაილერის მძღოლისგან, ლარსის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ იმყოფებოდა ბათუმში, თავის სახლში, შემდეგ კი თურქეთში გადავიდა. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მას სარფის საზღვარზე კორონავირუსი დაუდასტურდა.

11 ივლისი 2020, 11:08

COVID19

კოვიდინფიცრების 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, დანარჩენი 5 ერთი ოჯახის წევრია

8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, სამი საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული შემთხვევაა. სამივე იმპორტირებულია. დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბრუნო ფერნანდეში

11 ივლისი 2020, 11:07

სპორტი

ინგლისის პრემიერ ლიგის ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ბრუნო ფერნანდეში დასახელდა

ინგლისის პრემიერ ლიგის ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ბრუნო ფერნანდეში დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The42 ავრცელებს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ლეგიონერმა გამოკითხვაში თანაგუნდელ ანტონი მარსიალს, „ნიუკასლელ“ ალან სენტ-მაქსიმენს, „საუთჰემპტონელ“ დენი ინგსსა და „ვულვზის“ მოთამაშეებს, კონორ კოუდისა და რაულ ხიმენესს აჯობა. გასულ თვეში ფერნანდეშმა ოთხი გოლი გაიტანა და „იუნაიტედის“ ბოლოდროინდელ წარმატებებში უდიდესი როლი ითამაშა. ბრუნო „მანჩესტერმა“ 2020 წლის იანვარში დაიმატა და 25 წლის ნახევარმცველი პრემიერ ლიგის თვის ფეხბურთელი უკვე მეორედ გახდა.

11 ივლისი 2020, 10:59

მსოფლიო

ხაბაროვსკში გუბერნატორის დაპატიმრებას აპროტესტებენ

ხაბაროვსკში გუბერნატორ სერგეი ფუგალის დაკავებას აპროტესტებენ. ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრთან შეკრებილმა მომიტინგეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს. ისმოდა პუტინის გადადგომის მოწოდებებიც. სერგეი ფუგალი 2 დღის წინ დააპატიმრეს.

11 ივლისი 2020, 10:58

მსოფლიო

ორეგონში კაცი, რომელიც მოპარულ მანქანას მართავდა, დაეჯახა ქალს, რომელიც სხვა მოპარული მანქანით გადააადგილდებოდა

ორეგონში პოლიციის დევნა მას შემდეგ დასრულდა, რაც კაცი მძღოლი, რომელიც მოპარულ მანქანას მართავდა შეეჯახა ქალ მძღოლს, რომელიც ასევე სხვა მოპარული მანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციის დევნის დროს მხარეებმა რამდენიმე კვარტალი გაიარეს, ხოლო შემდეგ კი დამნაშავე გზაჯვარედინზე სხვა მანქანას შეეჯახა და ყველაფერი ამით დასრულდა. პოლიციელების განმარტებით დამნაშავე კაცი პორტლენდიდანაა და მას ლი კუპერი ჰქვია. მას შემდეგ რაც კუპერი დააკავეს, პოლიციამ მალევე გააანალიზა, რომ მეორე მანქანა ასევე რამდენიმე კვირის წინ იყო მოპარული.

მეზღვაურები აფრიკა როტაცია

11 ივლისი 2020, 10:56

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის დახმარებით აფრიკაში 92 მეზღვაურის როტაცია განხორციელდა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაეხმარა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-ზე მეტ მეზღვაურს, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით მეზღვაურები „საკვანძო პროფესიის“ წარმომადგენლებად გამოცხადდნენ, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით 100-მდე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეზღვაურის როტაციაც განხორციელდა.

11 ივლისი 2020, 10:54

COVID19

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიოს უმსხვილესი ავიაგადამზიდი ამდენ სამუშაო ადგილს ამცირებს. ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, Emirates-ს 60 ათასი თანამშრომელი ჰყავდა.

11 ივლისი 2020, 10:36

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით ერთ-ერთი საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ბოლო 24 საათის განმავლიბაში ლაბორატორიაში 1139 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და დადებითი პასუხი ერთ შეთხვევაში მიიღეს.

კონსტანტინე მიქაუტაძე

11 ივლისი 2020, 10:32

სპორტი

კონსტანტინე მიქაუტაძემ „მონპელიე“ დატოვა

კონსტანტინე მიქაუტაძემ „მონპელიე“ დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Montpellier Herault Rugby ავრცელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეს კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს დაუსრულდა და როგორც ჩანს, მისი გახანგრძლივების თაობაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან გუნდმა ის ახალი სეზონისთვის 39-კაციან განაცხადში არ შეიყვანა. მიქაუტაძე „მონპელიეში“ 2016 წელს „ტულონიდან“ გადავიდა და მას შემდეგ გამართულ 53 შეხვედრაში ერთი ლელო დადო.

Aratasaurus museunacionali

11 ივლისი 2020, 10:30

ტექნოლოგიები

ბრაზილიაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობის წიაღისეული აღმოაჩინეს

Aratasaurus museunacionali საშუალო ზომის ტერაპოდებს მიეკუთვნება. არქეოლოგების ცნობით, ახალგაზრდა ცხოველის წონა დაახლოებით 34 კილოგრამი იყო, სიმაღლე კი 3 მეტრს აღემატებოდა. სპეციალისტები მიიჩვენენ, რომ აღმოჩენა ტეროპოდების ევოლუციის ისტორიას უფრო გასაგებს გახდის. მათივე თქმით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მილიონობით წლის წინ რეგიონში ბევრი სხვადასხვა სახეობა ბინადრობდა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია

11 ივლისი 2020, 10:28

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის დაწყების თარიღი შეიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. შედეგად, 20 აგვისტოს ნაცვლად პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

ეკატერინე ტიკარაძე

11 ივლისი 2020, 10:24

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძესა და ჩეხეთის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს

პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჩეხეთის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობისა და ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარების მიზნით ორ პროექტზე მუშაობს.

კორონავირუსი

11 ივლისი 2020, 10:22

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გავრცელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 981 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 851 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 31 მოქალაქეა გადმოყვანილი.

11 ივლისი 2020, 10:22

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობასა და მეწყერს 23 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ ნეპალში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 23 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაკარგულს ეძებენ და ათასობით პირს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. „ველით მსხვერპლის რაოდენობის ზრდას, რადგან მაჩველებმა ახლახანს მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც მსხვერპლებს ვეძებთ“.

ვანი საზოგადოებრივი ცენტრი

11 ივლისი 2020, 10:08

რეგიონი

ვანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ცენტრისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული. აქ სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ვანის და 50-მდე სოფლის 32 ათასამდე მცხოვრები ისარგებლებს. ცენტრის როგორც საჯარო, ისე კერძო სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება, აგრეთვე, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.

ლუკა იოვიჩი

11 ივლისი 2020, 10:04

სპორტი

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ლუკა იოვიჩი კარანტინშია

მადრიდის „რეალის“ სერბი ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი კარანტინშია. ესპანური მედიის ცნობით, იოვიჩის მეგობარს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მასთან სახლში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. მართალია, თავად იოვიჩის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ რისკის თავიდან აცილების მიზნით, 22 წლის ფორვარდმა გადაწყვიტა 14-დღიან კარანტინში გადასულიყო, რაშიც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობაც დაეთანხმა.

11 ივლისი 2020, 09:58

თავდაცვა

უწყებათაშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უწყებათაშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. სამთო სწავლება თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა და სკოლის პირადმა შემადგენლობამ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებთან ერთად გაიარეს.

კაშია ყაზაიშვილი

11 ივლისი 2020, 09:55

სპორტი

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი დაიწერეს

MLS-ის პირველი ტურის შეხვედრებში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და მაისურზე, ნომრის ქვეშ, ფეხბურთელებს ნებისმიერი ადამიანის სახელის განთავსების უფლება მისცეს. „სან ხოსეს“ რიგებში მოასპარეზე ქართველმა ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა ისარგებლეს ამ უფლებით და ზურგზე „საბურთალოს“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიწერეს.

კუს ტბის საბაგირო

11 ივლისი 2020, 09:47

საზოგადოება

კუს ტბის საბაგირო გზამ მუშაობა განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებსჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.