imedi /  08 ივლისი 2019, 08:39 / სანდო წყარო

საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

კირიაკოს მიცოტაკისი

კირიაკოს მიცოტაკისი

საბერძნეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციურმა პარტიამ მოიგო. ლაპარაკია ცენტრისტულ-მემარჯვენე პოლიტიკურ გაერთიანებაზე "ახალი დემოკრატიული პარტია". ამის შესახებ BBC წერს.

„ახალ დემოკრატიას“ ხმების 39.8 პროცენტი, პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასის პარტია „სირიზას“ კი 31.5 პროცენტი აქვს. ციპრასმა „ახალი დემოკრატიის“ ლიდერს, კირიაკოს მიცოტაკისს გამარჯვება მიულოცა.

კირიაკოს მიცოტაკისი საბერძნეთის ყოფილი პრემიერის შვილია, მისი და კი ჯერ ათენის მერი იყო, შემდეგ კი - საგარეო საქმეთა მინისტრი.

2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ საბერძნეთში ეს უკვე მერვე არჩევნებია.

საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი პარტია ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა.

საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ოქტომბერში უნდა გამართულიყო.

ყველა სიახლე

ირანი კორონავირუსი

30 მაისი 2020, 16:02

COVID19

ირანში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა 150 ათასს მიუახლოვდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148 950-მდე გაიზარდა.

30 მაისი 2020, 15:55

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი მარცინ ბულკა ავარიაში მოყვა

საფრანგეთის ჩემპიონის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი მარცინ ბულკა ავარიაში მოყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას dailymail ავრცელებს. 20 წლის პოლონელმა მეკარემ სამშობლოში ნაქირავები „ლამბორგინით“ მიდიოდა, როცა სხვა მანქანის გადასწრება სცადა და „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.

სატვრითო მანქანა შემოწმება

30 მაისი 2020, 15:51

ეკონომიკა

სატვირთო მძღოლების მონიტორინგი მკაცრდება

,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა მინისტრმა.

ნათია თურნავა

30 მაისი 2020, 15:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ჯერ ისევ არსებობს, ბიზნესი შეძლებს ფუნქციონირებას

„თქვენ იცით, რომ დღეს 11 ახალი შემთხვევა გვაქვს გამოვლენილი. რა თქმა უნდა, ამის გამო უბრალოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ, თორემ ეკონომიკა ისევ იხსნება, ბიზნესი იხსება. ყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიაში, არის ტურიზმის სექტორთან ერთად დაწერილი და იქ არაფერი ისეთი არაა, რის შესრულებასაც ვერ შეძლებენ“.

30 მაისი 2020, 15:40

COVID19

ვუპი გოლდბერგს სჯერა, რომ 2019 წელს „რაღაც ფორმით“ კორონავირუსი ჰქონდა

ვუპი გოდლბერგის განცხადებით, მას სჯერა, რომ კორონავირუსის „რაღაც ფორმა“ ჰქონდა 2019 წელს, რომელიც „Covid-19-ში გადაიზარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს. მსახიობი 2019 წელს პნევმონიისა და სეფსისის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „დედამიწის დატოვებასთან ძალიან ახლოს ვიყავი“, - განაცხადა გოლდბერგმა.

ნათია თურნავა

30 მაისი 2020, 15:36

რეგიონი

ნათია თურნავა წყალტუბოს რეაბილიტაციაზე: ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ

„რა თქმა უნდა, კორონავირუსმა შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის და „ქართუ“ ფონდის ქველმოქმედების საფუძველზე და კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. ნახეთ როგორ ხორციელდება ეს აბასთუმანში. ასეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში და ზოგიერთი ოპოზიციონერი, ვისაც კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდა თურმე რა ხდება ახლა წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში. ასე რომ არანაირად არ გაგვიჭირდება ამ პროექტის შესრულება“, - განაცხადა მინისტრმა.

30 მაისი 2020, 15:33

COVID19

სომხეთში გასვენებაში მისულმა ერთმა ინფიცირებულმა მთელი სოფელი დააავადა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, არტავაზდ ვანიანის განცხადებით, ესაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური აფეთქების გამოწვევა შეუძლია დაკრძალვებსა და დღესასწაულებზე შეკრებას.

ნათია თურნავა

30 მაისი 2020, 15:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მიმდინარე წელი არ იქნება სახარბიელო, მაგრამ 2021 წელზე უნდა გავაკეთოთ გათვლა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, მიმდინარე წელიწადი არ იქნება სახარბიელო, მაგრამ 2021 წელზე უნდა გავაკეთოთ გათვლა და 2021 იქმება აღმატების წელი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ცხედრები სატვირთო

30 მაისი 2020, 15:21

მსოფლიო

ინგლისში სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი ცხედრების საქმეზე საფრანგეთში 12 ადამიანი დააკავეს

7 თვის წინ ინგლისში, ესექსის საგრაფოში, სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 ცხედრის საქმეზე საფრანგეთში 12 ადამიანი დააკავეს, კიდევ ერთს კი ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

30 მაისი 2020, 15:04

სპორტი

რა წესები უნდა დაიცვან სპორტსმენებმა წვრთნებისა და ტურნირების დროს - მთავრობის პროტოკოლი

საქართველოს მთავრობის მიერ სპორტსმენებისთვის შემუშავებული დროებითი პროტოკოლის თანახმად, სპორტსმენი ვალდებულია, სავარჯიშო სივრცეში დაიცვას ჰიგიენის წესები. დოკუმენტში სპორტსმენთა ვალდებულებების ჩამონათვალი ასეთია: მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვა პირებთან კონტაქტს.

30 მაისი 2020, 14:58

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ერთი თვის მარაგს საჩუქრად მიიღებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, საკვები პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ერთი თვის მარაგს მიიღებენ. საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს რუხის საბავშვო ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია დაესწრნენ.

30 მაისი 2020, 14:52

სპორტი

სპორტის სახეობები, სადაც სპორტსმენებმა 2 მეტრზე მეტი დისტანცია უნდა დაიცვან - მთავრობის პროტოკოლი

საქართველოს მთავრობის მიერ სპორტსმენებისთვის შემუშავებული დროებითი პროტოკოლის თანახმად, წვრთნებისა და შეჯიბრებებისას, სპორტის არაკონტაქტური სახეობების შემთხვევაში, სავალდებულო იქნება 2 მეტრზე მეტი დიტანციის დაცვა. ამასთან, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

30 მაისი 2020, 14:47

სპორტი

სპორტის სახეობები, სადაც სპორტსმენებს 2-მეტრიანი დისტანციის დაცვის ვალდებულება არ ექნებათ - მთავრობის პროტოკოლი

სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა.

ნათია თურნავა

30 მაისი 2020, 14:43

რეგიონი

ნათია თურნავა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ საწარმოებს ესტუმრა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ საწარმოებს ესტუმრა. მინისტრმა ელექტროგამათბობლებისა და მზის პანელების საწარმოები დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ საწარმობის მხარდაჭერა, რომლებსაც პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესი არ შეუჩერებია.

რობოტი ლეპტოპი

30 მაისი 2020, 14:31

ტექნოლოგიები

Microsoft-ი ჟურნალისტებს რობოტებით ჩაანაცვლებს

სავარაუდოდ, მალე ანალოგიურ გადაწვეტილებას Microsoft-ი სხვა ქვეყნებში მომუშავე სააგენტოების მიმართაც მიიღებს. კორპორაციაში აზუსტებენ, რომ ჟურნალისტების გათავისუფლება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებს არ უკავშირდება.

30 მაისი 2020, 14:29

სპორტი

საქართველოს მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი“.

კორონავირუსი

30 მაისი 2020, 14:20

COVID19

ბელარუსი მეცნიერების თქმით, ქვეყანაში დაავადების სამი ტალღა მძვინვარებს

ბელარუსში ერთდროულად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კორონავირუსის სამი ტალღა მძვინვარებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პაველ გრინჩუკმა განაცხადა.

გრაიმსი სული

30 მაისი 2020, 14:16

ტაბლოიდი

ილონ მასკის პარტნიორი, მომღერალი გრაიმსი თავისი სულის ნაწილს ყიდის

„ძალიან მინდოდა ჩემს იურისტთან ერთად ხელოვნების ნიმუში შემექმნა. იურიდიული საბუთის ფორმის ფანტასტიკური არტის იდეა საინტერესოდ მომეჩვენა“, - ამბობს გრაიმსი.

30 მაისი 2020, 14:05

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 1 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 28 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კოვიდინფიცირების 1 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 28 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა უკვე 162 120 შეადგინა. მათგან 4 489 ადამიანი გარდაიცვალა, 125 963 კი გამოჯანმრთელდა.

30 მაისი 2020, 13:59

სამართალი

პოლიციამ წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 2 პირი დააკავა

პოლიციამ წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 2 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული ლ.ა. და 1996 წელს დაბადებული ვ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.