imedi /  09 ივლისი 2019, 13:26 / სანდო წყარო

Facebook-ი თეთრ სახლში სოციალური მედიის სამიტზე არ მიიწვიეს

Facebook-ი თეთრ სახლში სოციალური მედიის სამიტზე არ მიიწვიეს. 

Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა.  

ბრიტანული მედია წერს, რომ თეთრი სახლი 11 ივლისის ღონისძიებაზე დამსწრეთა ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს. მისი ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს პრეზიდენტი ტრამპი. 

რაც შეეხება Twitter-ს, კომპანიამ არ უპასუხა შეკითხვას, დაესწრება თუ არა მისი წარმომადგენელი, ან მიიწვიეს თუ არა ის სოციალური მედიის სამიტზე.

Google-ის კუთვნილი კომპანია Alphabet-ში ასევე არ აკეთებენ კომენტარს. 

ტრამპმა Twitter-ზე მიმდევრების დაკარგვის მიზეზი კომპანიის დირექტორს აპრილში გამოჰკითხა.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

16 იანვარი 2021, 19:29

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო მსგავს ქვეყნებს შორის იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს

საქართველო მის მსგავს ქვეყნებს შორის იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განუცხადა.

თამარ ტალიაშვილი

16 იანვარი 2021, 18:56

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ირაკლი კობახიძისთვის რეგალიები და თანამდებობები კი არა, უკეთესის შექმნის, ქვეყნისთვის საქმის კეთების შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი

ირაკლი კობახიძისთვის რეგალიები და თანამდებობები კი არა, უბრალოდ, უკეთესის შექმნის, სამოქალაქო გარემოს და ქვეყნისთვის საქმის კეთების შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი, - ასე გამოეხმაურა, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას.

კორონავირუსი

16 იანვარი 2021, 18:51

COVID19

პაკისტანმა AstraZeneca-ს ვაქცინა დაამტკიცა

პაკისტანმა AstraZeneca-ს ვაქცინა დაუყოვნებლივ გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ვირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, პაკისტანი ვაქცინების სხვადასხვა წყაროდან მოძიებას გეგმავს. უკვე მიღებულია ნებართვა ჩინეთიდან ერთი მილიონი დოზის მიღების შესახებ.

თენგიზ ცერცვაძე

16 იანვარი 2021, 18:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: როგორ შეიძლება, ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას

როგორ შეიძლება, ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი. ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ „კოვიდით“, მცირედი, მაგრამ მაინც გამხნევება იქნება ფაქტი, რომ ისინი მარტო არ არიან, მთელი მსოფლიო ბევრად უარეს დღეშია, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მარიო მანჯუკიჩი

16 იანვარი 2021, 18:40

სპორტი

მარიო მანჯუკიჩი იტალიის სერია A-ში ბრუნდება

მარიო მანჯუკიჩი იტალიის სერია A-ში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს. ვეტერანი ხორვატი თავდამსხმელის აგენტი „მილანის“ წარმომადგენლებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მხარეები საბოლოო შეთანხმებასაც მიაღწევენ.

16 იანვარი 2021, 18:30

ტექნოლოგიები

Bloomberg: Apple-მ შესაძლოა გამოუშვას iPhone დასაკეცი ეკრანით

კომპანია Apple დასაკეც ეკრანიანი iPhone-ს შექმნაზე მუშაობს, რომელიც კონკურენციას Samsung-ს გაუწევს. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით Apple-მა მოდელი უკვე შექმნა და მისი შიდა ტესტირება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ წარმოების გეგმა არაა დამტკიცებული.

ლევან იოსელიანი

16 იანვარი 2021, 18:28

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში

მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, - ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა გაითვალისწინოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

16 იანვარი 2021, 18:26

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სერია ა-ს 16 ტურში 15 ბურთი გაიტანა, რაც აქამდე კლუბის ისტორიაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, უელსელ ჯონ ჩარლზს 1958/1959 წლების სეზონში ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მან თექვსმეტივე შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა.

სერგო ჩიხლაძე

16 იანვარი 2021, 18:21

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ საკითხების ერთგული რჩება, რითაც მოლაპარაკებებზე წარვდექით

„სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ საკითხების ერთგული რჩება, რითაც მოლაპარაკებებზე წარვდექით - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათთვის „გირჩის“ და ელისაშვილის ინიციატივა ცნობილია.

დავით მათიკაშვილი

16 იანვარი 2021, 18:19

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ირაკლი კობახიძეს შესაშური შრომისმოყვარეობა, მაღალი ინტელექტი და აკადემიური უნარ-ჩვევები აქვს

ირაკლი კობახიძე 2014 წლიდან, დღემდე, ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა პარტიის მშენებლობაში და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყველა წარმატებაში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას.

ვახტანგ მეგრელიშვილი

16 იანვარი 2021, 17:50

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ოპოზიციის შიგნით ჩასატარებელი გვაქვს სამუშაო, რადგან მეხუთე რაუნდი არ უნდა გამოვიდეს ისეთი, როგორც წინა რაუნდები

ოპოზიციის შიგნით სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რადგან მეხუთე რაუნდისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „გირჩისთვის“ მნიშვნელოვანია მათ მოთხოვნებზე არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ თანხმობა, არამედ ისეთი პარლამენტის ფორმირება, სადაც მოთხოვნების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

16 იანვარი 2021, 17:48

მსოფლიო

გერმანიის მმართველ პარტიას არმინ ლაშეტი უხელმძღვანელებს

გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერად ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრი არმინ ლაშეტი აირჩიეს. 59 წლის ლაშეტმა 991-დან 521 ხმა მიიღო. მის კანდიდატურას ხმა კანცლერმა მერკელმაც დაუჭირა, რომელმაც 2018 წელს განაცხადა, რომ 2021 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს დატოვებს.

16 იანვარი 2021, 17:43

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 402 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 402 ადამიანს გამოუვლინდა, 15 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 226,951 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 2,998 ადამიანი. ვირუსისგან 214,423 პაციენტი განიკურნა.

16 იანვარი 2021, 17:41

მსოფლიო

იტალიაში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას მოხუცთა თავშესაფარში მყოფი 5 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში, რომთან ახლოს, ქალაქ ლანუვიოში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში, Villa dei Diamanti-ში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა. ნახშირჟანგით მოწამვლის გამო, შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებიც.

მიხეილ სარჯველაძე

16 იანვარი 2021, 17:30

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: სწორი კადრების შერჩევა მოხდა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა

სწორი კადრების შერჩევა მოხდა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის ადამიანები აირჩიეს, რომლებსაც საკუთარი უნარ-ჩვევებით შესწევთ ქვეყანა წინსვლისკენ წარმართონ.

სერბეთი

16 იანვარი 2021, 17:27

COVID19

სერბეთში კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ჩინური ვაქცინა ჩაიტანეს

სერბეთმა კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ჩინური ვაქცინის მილიონი დოზა მიიღო. ბელგრადის აეროპორტში ტვირთს პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

16 იანვარი 2021, 17:08

მსოფლიო

ჯო ბაიდენს Twitter-ზე ანგარიში გაუხსნეს

ჯოზეფ ბაიდენის შტაბმა არჩეულ პრეზიდენტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ანგარიში გაუხსნა. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის გვერდი @PresElectBiden-ი რამდენიმე საათში 835 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა. ამ დრომდე დაბლოკილია მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდი.

ჯაბა კანკავა

16 იანვარი 2021, 16:57

სპორტი

ჯაბა კანკავა კარიერას საფრანგეთის კლუბ „ვალანსიენში“ გააგრძელებს

ჯაბა კანკავა კარიერას საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „ვალანსიენში“ გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ლიგა 2-ის კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და მას 6-ნომრიანი მაისური გადასცეს.

ბენჟამინ დე როტშილდი

16 იანვარი 2021, 16:45

მსოფლიო

Rothschild ჯგუფის ხელმძღვანელი 58 წლისა გარდაიცვალა

Edmond de Rothschild Holding SA-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბარონი ბენჟამინ დე როტშილდი 58 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Le Parisien წერს. ბარონ ბენჟამინ დე როტშილდის გარდაცვალების გამო ოჯახი მწუხარებას გამოთქვამს. ნათესავები აცხადებენ, რომ ბარონის დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.

აქცია

16 იანვარი 2021, 16:17

რეგიონი

სოფელ ჟონეთში ნამახვანის ჰესის მშენებლობის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები გაიმართა

სოფელ ჟონეთში დღეს ნამახვანის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა. პროტესტი უკვე 83-ე დღეა გრძელდება.