imedi /  10 ივლისი 2019, 09:24 / სანდო წყარო

პაპუა-ახალ გვინეაში დაპირისპირებისას ქალები და ბავშვები დახოცეს

პაპუა-ახალ გვინეაში დაპირისპირებისას ქალები და ბავშვები დაიღუპნენ. სისხლიანი დაპირისპირება ტომებს შორის მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.

ჰელას პროვინციაში მომხდარ ინციდენტს სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოკლულთა შორის ორი ქალი ორსულად იყო. ერთი კი 6 წლის ბავშვია.

როგორც ქვეყნის პრემიერმა თქვა, ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური არეულობა იყო. 

მკვლელობის მიზეზი უცნობია. თუმცა, ტომებს შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება. 

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 13:32

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა, რა განსხვავებაა კორონავირუსის დამდგენ მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა.რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის.

თამარ გაბუნია

31 მარტი 2020, 13:29

COVID19

თამარ გაბუნია: სწრაფი ტესტების მოწოდებას ეტაპობრივად, მოკლე ვადებში გვპირდებიან

ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი, რომელიც მარტივ ანალიზატორს საჭიროებს იმისთვის, რომ ისევ პისიარ მეთოდით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, დღეს ექსპერტების ჯგუფთან შედგება შეხვედრა იმისთვის, რომ განისაზღვროს, ზუსტად რომელ კლინიკაში მოხდება ამ ტესტების გამოყენება.

ირაკლი ჩიქოვანი

31 მარტი 2020, 13:26

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი: ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება

ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მოსახლეობის ინფორმირებულობა იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის მრჩეველმა ზარების დაყოვნებისთვის მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, შეზღუდვებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიიღონ.

მიხეილ ჩხენკელი

31 მარტი 2020, 13:23

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი პროექტ „ტელესკოლაზე“: ამ მეთოდით მიღებული განათლება ეფექტიანი იქნება

ამ მეთოდით მიღებული განათლება ეფექტიანი იქნება, რადგანაც გაკვეთილებში ჩართული გვყავს ჩვენი საუკეთესო და გამოცდილი პედაგოგები- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა პროექტ „ტელესკოლის“ შესახებ საუბრისას განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, პროექტი ძალიან წარმატებით დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ ასევე წარმატებით გაგრძელდება.

31 მარტი 2020, 13:19

COVID19

ბათუმში დღეს 350-მდე სადარბაზოს დეზინფექცია ჩატარდა

ბათუმში კორპუსების სადარბაზოების ერთჯერადი დეზინფექცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, დღეისათვის დეზინფექცია ჩაუტარდა 350-მდე სადარბაზოს. „მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების ერთჯერადი სადეზინფექციო ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეისათვის დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა 350-მდე კორპუსის სადარბაზოს სპეციალური ხსნარით ჯამში 850 კორპუსის სადარბაზო დამუშავდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 13:12

COVID19

საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მეხუთე მოქალაქე გარდაიცვალა

სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის ჩვენი თანამემამულის საზღვარგარეთ გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა „ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები, 64 წლის კაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაზე, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში იყო თანმხლები სხვა ქრონიკული დაავადებები“, - აღნიშნა იმნაძემ.

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 13:08

COVID19

პაატა იმნაძე: ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს

კორონავირუსით დაინფიცირებული ბოლო პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე შეშფოთების მიზეზს არ იძლევა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრით, ბოლო შემთხვევებში საინტერესოა 2, რადგან ყველა დანარჩენი არის უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებს შორის აღმოჩენილი.

ვიქტორ დაშკევიჩი

31 მარტი 2020, 13:07

COVID19

ბელარუსში კორონავირუსით ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

ბელარუსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. Covid-19-მა ვიტებსკში ცნობილი მსახიობი ვიქტორ დაშკევიჩი იმსხვერპლა. გარდაცვლილის ცოლი აცხადებს, რომ ის და მისი ქმარი პნევმინიის დიაგნოზით ტუბდისპანსერში გადაიყვანეს, თუმცა იმის გამო, რომ საავადმყოფოში ადგილები არ იყო, სახლში დააბრუნეს, - ინფორმაციას ამის შესახებ nn.by ავრცელებს. მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმრის მდგომარეობა დამძიმდა, ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ლევან რატიანი

31 მარტი 2020, 13:04

COVID19

ლევან რატიანი: აზრი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი მკვლელია, ამ ეტაპისთვის სიმართლეს არ შეესაბამება

აზრი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი მკვლელია, ამ ეტაპისთვის სიმართლეს არ შეესაბამება. თუ მიზანმიმართულად უმკურნალებ დაინფიცირებულს და პაციენტის მდგომარეობამაც შეგვიწყო ხელი, ყველა პაციენტი აუცილებლად განიკურნება. ვიყოთ კარგ ხასიათზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლეს გადარჩენისთვის, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პირველი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველაზე მძიმე პაციენტი იყო, ამ ეტაპზე მკვეთრად გაუმჯობესებულია.

თამარ გაბუნია

31 მარტი 2020, 12:52

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყანაში 40-მდე კლინიკა მზადაა ცხელებიან პაციენტებს მოემსახუროს

ბოლო დროს ჩვენ გვქონდა პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტების მიღებაზე და მათ ცენტრალიზებულ საავადმყოფოებში ამისამართებდნენ, თუმცა ამჟამად რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აღჭურვილები იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოთ მიიღონ პაციენტები, რომლებიც მათ ცხელებითა და რესპირატორული სიმტომებით მიმართავენ- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

31 მარტი 2020, 12:48

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი: თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმი ამოქმედდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა რეგიონებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ილაპარაკა.

საუნივერსიტეტო კლინიკა

31 მარტი 2020, 12:47

COVID19

ლევან რატიანი: ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად დადებითია

ორსული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად დადებითია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ პაციენტი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს. „ორსული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად დადებითია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელება არ ჰქონია. ვირუსის დროს, ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ ვლინდება. ყოველდღიურად ხდება ნაყოფის მონიტორინგი, რომელიც შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ეს პაციენტი რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.

31 მარტი 2020, 12:37

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 110 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 21 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 110-მდე გაიზარდა, აქედან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 278 მოქალაქე რჩება.

31 მარტი 2020, 12:36

ეკონომიკა

რა გავლენა აქვს Covid-19-ს საქართველოს ეკონომიკაზე

გლობალური ჯანმრთელობის დაცვის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს მზაობა ეპიდემიებისა და პანდემიების მიმართ დაბალია. რაც შეეხება საქართველოს, მისი მზაობა 52 ქულით შეფასდა და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების საერთო მაჩვენებელს უტოლდება. ამ შედეგით, საქართველომ ბიოლოგიური საფრთხეების მზაობის ინდექსით მსოფლიოს 195 ქვეყანას შორის 42-ე ადგილს იკავებს. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ილაპარაკეს თუ რა გავლნა აქვს კორონავირუსს საქართველოს ეკონომიკაზე.

კოტე ანანიშვილი

31 მარტი 2020, 12:31

COVID19

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: წინააღმდეგობის ფაქტი არ ყოფილა, ყველა მოქალაქე ემორჩილება მოთხოვნებს

ჯერჯერობით წინააღმდეგობის ფაქტი არ ყოფილა. ყველა მოქალაქე ემორჩილება მოთხოვნებს, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამონისტროსთან ერთად საგანგებო მდგომარეობის შესრულების მოთხოვნებს აკვირდება. „ვახორციელებთ მონიტორინგს. ასევე საგუშაგოებზე ხორციელდება თერმოსკრინინგი. შემოწმება ხდება მაქსიმალურად ყველა სატრანსპორტო საშუალების როგორც ვიზუალურად, ასევე მგზავრებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. რამდენიმე ადამიანი იყო, ვისაც ტემპერატურა აღენიშნებოდა. მიეთითათ დამატებით სამედიცინო პუნქტში შემოწმება“, - კოტე ანანიაშვილმა.

სკოლები

31 მარტი 2020, 12:29

საზოგადოება

განათლების სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას Feedc Edu-ს სთავაზობს

ეს პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

ლევან რატიანი

31 მარტი 2020, 12:26

COVID19

ლევან რატიანი: სავარაუდოდ დღეს რამდენიმე ათეული პაციენტი კლინიკას დატოვებს

„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენთან არც ერთი დადებითი პასუხი არ მოსულა, დღეს რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს კლინიკას. ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები და თუ იქნება ის ვითარება, რომ სტანდარტი შესაბამისობაში იქნება ჯანმოს რეკომენდაციებთან და მათ უნდა დატოვონ ჩვენი დაწესებულება და გადავიდნენ საკარანტინო ზონაში, დღის პირველ ნახევარში დაახლოებით 30 ასეთი პაციენტი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

31 მარტი 2020, 12:20

COVID19

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს

მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია დაბალხელფასიან ექიმებსა და ექთნებზე, რომლებსაც ტაქსით გადაადგილების საშუალება არა აქვთ.

კათოლიკოს-პატრიქრქი ილია მეორე გიორგი გახარია

31 მარტი 2020, 12:19

COVID19

კარანტინის გამოცხადების მიზეზებზე პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი იყო, თუ რატომ გახდა კარანტინის გამოცხადება აუცილებელი, - ამის შესახებ imedinews-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მამა ანდრიას თქმით, საპატრიარქოსთვისაც მოულოდნელი იყო კარანტინის გამოცხადება. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს კარანტინის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ ესაუბრა.

ბოჭორიშვილის კლინიკა

31 მარტი 2020, 12:17

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 2 ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტის, მეგი კობახიძის განცხადებით, კლინიკაში 2 პაციენტის პასუხს ელოდებიან. პარალელურად ერთ ადამიანს აკვირდებიან, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. საავადმყოფოში მოთავსებული 2 ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სულ კლინიკაში კორონავირუსი 5 პაციენტს აქვს დადასტურებული. „ჩვენს კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში არის 13 პაციენტი, აქედან 5 არის დადასტურებული შემთხვევა, 2 პაციენტთან აღებულია ბიოლოგიური სინჯები, ველოდებით პასუხს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველასთან სტაბილურია“, - აღნიშნა ექიმმა.