imedi /  10 ივლისი 2019, 11:05 / სანდო წყარო

პენტაგონის დროებითი ხელმძღვანელი დასახელდა

რიჩარდ სპენსერი

რიჩარდ სპენსერი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობას დროებით სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი რიჩარდ სპენსერი შეასრულებს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით Military Times-ი წერს.

თავდაცვის მდივნის პოსტზე მთავარი პრეტენდენტი მარკ ესპერია, თუმცა კანონმდებლობის თანახმად, მის კანდიდატურას ჯერ სენატი განიხილავს, რის გამოც ის უწყებას ვერ უხელმძღვანელებს. 

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი ივლისის ბოლომდე უნდა დაინიშნოს. 

მარსკ ესპერამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას პატრიკ შანაჰანი ასრულებდა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წლის 1 იანვარს დაინიშნა. ტრამპის განცხადებით, შანაჰანმა გადაწყვიტა, უფრო მეტი დრო ოჯახს დაუთმოს.

პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის დეკემბერში ტრამპის ბრძანებით სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანაზე პროტესტის ნიშნად უწყების ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა თანამდებობა დატოვა.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 14:02

COVID19

პაატა იმნაძე: აშშ-ში მყოფ ჩემ ნათესავს არა თუ ტესტს უტარებს ვინმე, ექიმიც კი ვერ ელაპარაკება და საქართველოდან ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ

ბევრი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა. „ჩემ ნათესავს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და სახლიდან ვერ გადის, რადგან ვირუსის ყველა სიმპტომი აქვს, არა თუ ტესტს უტარებს ვინმე, ექიმიც კი ვერ ელაპარაკება და საქართველოდან ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ“, - აღნიშნა იმნაძემ.

31 მარტი 2020, 14:00

COVID19

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო. სოციალური აქცია, რისკ ჯგუფების დასახმარებლად მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სოციალურ პროექტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად მონაწილეობს. შალვა კიკნაველიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევაა პრიორიტეტული, რათა ადამიანები მაქსიმალურად დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. ასევე, იგეგმება სხვა სოციალური ჯგუფების დახმარებაც.

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 13:59

COVID19

პაატა იმნაძე: რატომღაც მოგზაურობა ჰგონიათ მარტო ჩინეთსა და ანტარქტიდაზე წასვლა - მოგზაურობაა ისიც, როცა ჩხოროწყუელი კაცი წავა კახეთში

როცა ჩვენი შემთხვევის განსაზღვრებას კითხულობენ ხოლმე, რატომღაც მოგზაურობა ჰგონიათ, მოგზაურობა მარტო ანტარქტიდაზე ან ჩინეთში. მოგზაურობა ეხება იმას, როდესაც ჩხოროწყუელი კაცი წავა კახეთში - ესეც მოგზაურობაა- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აჭარის მთავრობის სხდომა

31 მარტი 2020, 13:58

COVID19

აჭარის მთავრობის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებაზე ისაუბრეს

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის სხდომაზე საუბარი შეეხო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებას და ახალ რეგულაციებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით, საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო, მათ შორის, ბათუმშიც. აჭარაში საველე შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს.

ლევან გოფოძე

31 მარტი 2020, 13:53

COVID19

კორონავირუსზე ტესტირება დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს 13 პაციენტს ჩაუტარდება

კორონავირუსზე ტესტირება დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს 13 პაციენტს ჩაუტარდება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად საავადმყოფოში 46 პაციენტს აკვირდებიან. გუშინ ტესტირება 7 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო. რეანიმაციულ განყოფილებაში 4 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი გუშინ მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოიყვანეს. ერთი კი მარნეულიდან უფრო ადრე, რომლის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა კვლავ მძიმეა.

31 მარტი 2020, 13:51

COVID19

თამარ გაბუნია: დიალიზის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნებათ

სოციალური მომსახურების სააგენტო გუშინ საღამოდან მუშაობს დეტალურ სიებსა და იმ პაციენტების სპეციალურ საჭიროებებზე, რომლებიც ჩართული არიან დიალიზის პროგრამაში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნია

31 მარტი 2020, 13:46

COVID19

მეთადონის პროგრამაში მონაწილე პირებს სახლში 5-დღიანი პერიოდისთვის საჭირო დოზას გაატანენ

მეთადონის პროგრამისთვის გამონაკლისის სახით დაშვებულია გარკვეული პირობები, რაც მედიკამენტების შედარებით მომატებული დოზის ბინაზე გატანას ითვალისწინებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას განმარტებით, მეთადონის პროგრამაში მონაწილე პირებისთვის 5 - დღიანი პერიოდისთვის საჭირო მედიკამენტების მიცემა იგეგმება. „ყველა პროგრამის ფარგლებში მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო და არც ერთ პაციენტს არ შეექმნება პრობლება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

31 მარტი 2020, 13:37

COVID19

ერთ-ერთი ახალი პაციენტი ლომბარდის თანამშრომელია და მისი ინფიცირების წყარო უცნობია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტი, რომელსაც გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, წარმოშობით თერჯოლიდანაა და თბილისში, ერთ-ერთ ლომბარდში მუშაობდა. ამ დროისთვის მისი დაინფიცირების წყარო უცნობია, მიმდინარეობს კვლევა. თავად კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

თამარ გაბუნია

31 მარტი 2020, 13:35

COVID19

თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს და ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს

სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს და ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს და იმისთვის, რომ მინიმალური იყოს დაინფიცირების შემთხვევები, პერსონალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა იმ კლინიკებისთვის, რომლებიც ჩართულია Covid-19-ის მკურნალობაში, ხდება ცენტრალიზებულად - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 13:34

COVID19

პაატა იმნაძე: მინდა, პერსონალურად გადავუხადო მადლობა სოფლის ექიმს, რომელმაც მშვენივრად შეძლო კორონავირუსის შემთხვევის ამოცნობა

მინდა, პერსონალურად გადავუხადო მადლობა სოფელ კაპანახჩში, სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 13:32

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა, რა განსხვავებაა კორონავირუსის დამდგენ მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის.

თამარ გაბუნია

31 მარტი 2020, 13:29

COVID19

თამარ გაბუნია: სწრაფი ტესტების მოწოდებას ეტაპობრივად, მოკლე ვადებში გვპირდებიან

ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი, რომელიც მარტივ ანალიზატორს საჭიროებს იმისთვის, რომ ისევ პისიარ მეთოდით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, დღეს ექსპერტების ჯგუფთან შედგება შეხვედრა იმისთვის, რომ განისაზღვროს, ზუსტად რომელ კლინიკაში მოხდება ამ ტესტების გამოყენება.

ირაკლი ჩიქოვანი

31 მარტი 2020, 13:26

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი: ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება

ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მოსახლეობის ინფორმირებულობა იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის მრჩეველმა ზარების დაყოვნებისთვის მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, შეზღუდვებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიიღონ.

მიხეილ ჩხენკელი

31 მარტი 2020, 13:23

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი პროექტ „ტელესკოლაზე“: ამ მეთოდით მიღებული განათლება ეფექტიანი იქნება

ამ მეთოდით მიღებული განათლება ეფექტიანი იქნება, რადგანაც გაკვეთილებში ჩართული გვყავს ჩვენი საუკეთესო და გამოცდილი პედაგოგები - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა პროექტ „ტელესკოლის“ შესახებ საუბრისას განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, პროექტი ძალიან წარმატებით დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ ასევე წარმატებით გაგრძელდება.

31 მარტი 2020, 13:19

COVID19

ბათუმში დღეს 350-მდე სადარბაზოს დეზინფექცია ჩატარდა

ბათუმში კორპუსების სადარბაზოების ერთჯერადი დეზინფექცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, დღეისათვის დეზინფექცია ჩაუტარდა 350-მდე სადარბაზოს. „მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების ერთჯერადი სადეზინფექციო ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეისათვის დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა 350-მდე კორპუსის სადარბაზოს სპეციალური ხსნარით ჯამში 850 კორპუსის სადარბაზო დამუშავდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 13:12

COVID19

საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მეხუთე მოქალაქე გარდაიცვალა

სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის ჩვენი თანამემამულის საზღვარგარეთ გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა „ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები, 64 წლის კაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაზე, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში იყო თანმხლები სხვა ქრონიკული დაავადებები“, - აღნიშნა იმნაძემ.

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 13:08

COVID19

პაატა იმნაძე: ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს

კორონავირუსით დაინფიცირებული ბოლო პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე შეშფოთების მიზეზს არ იძლევა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრით, ბოლო შემთხვევებში საინტერესოა 2, რადგან ყველა დანარჩენი არის უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებს შორის აღმოჩენილი.

ვიქტორ დაშკევიჩი

31 მარტი 2020, 13:07

COVID19

ბელარუსში კორონავირუსით ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

ბელარუსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. Covid-19-მა ვიტებსკში ცნობილი მსახიობი ვიქტორ დაშკევიჩი იმსხვერპლა. გარდაცვლილის ცოლი აცხადებს, რომ ის და მისი ქმარი პნევმინიის დიაგნოზით ტუბდისპანსერში გადაიყვანეს, თუმცა იმის გამო, რომ საავადმყოფოში ადგილები არ იყო, სახლში დააბრუნეს, - ინფორმაციას ამის შესახებ nn.by ავრცელებს. მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმრის მდგომარეობა დამძიმდა, ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ლევან რატიანი

31 მარტი 2020, 13:04

COVID19

ლევან რატიანი: აზრი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი მკვლელია, ამ ეტაპისთვის სიმართლეს არ შეესაბამება

აზრი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი მკვლელია, ამ ეტაპისთვის სიმართლეს არ შეესაბამება. თუ მიზანმიმართულად უმკურნალებ დაინფიცირებულს და პაციენტის მდგომარეობამაც შეგვიწყო ხელი, ყველა პაციენტი აუცილებლად განიკურნება. ვიყოთ კარგ ხასიათზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლეს გადარჩენისთვის, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პირველი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველაზე მძიმე პაციენტი იყო, ამ ეტაპზე მკვეთრად გაუმჯობესებულია.

თამარ გაბუნია

31 მარტი 2020, 12:52

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყანაში 40-მდე კლინიკა მზადაა ცხელებიან პაციენტებს მოემსახუროს

ბოლო დროს ჩვენ გვქონდა პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტების მიღებაზე და მათ ცენტრალიზებულ საავადმყოფოებში ამისამართებდნენ, თუმცა ამჟამად რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აღჭურვილები იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოთ მიიღონ პაციენტები, რომლებიც მათ ცხელებითა და რესპირატორული სიმტომებით მიმართავენ- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.