imedi /  11 ივლისი 2019, 10:01 / სანდო წყარო

ბრაზილიაში საპენსიო რეფორმის პროექტის დამტკიცებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა

ბრაზილია

სანპაულო

ბრაზილიის კონგრესის ქვედა პალატამ საპენსიო რეფორმის პროექტი დაამტკიცა, რასაც მოსახლეობაში უკმაყოფილება მოჰყვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სანპაულოს ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა და საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმები გააპროტესტა. მოქალაქეების თქმით, ახალი საპენსიო რეფორმა ქვეყანაში სოციალურ უთანასწორობას გაზრდის.

სადავო კანონპროექტი კონგრესის ქვედა პალატაში პირველი მოსმენით დამტკიცდა. დოკუმენტს მხარი 379 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 131 წავიდა.

რეფორმა საპენსიო ასაკის გაზრდას, პენსიონერთა გარკვეული კატეგორიისთვის შეღავათების შემცირებასა და საპენსიო შენატანის გაზრდას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

28 მარტი 2020, 22:11

COVID19

თავდაცვის სამინისტროს ექვს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 მარტი 2020, 22:04

COVID19

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 889 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რიცხვი 10 023-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 12 384 შეადგინა. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ანჯელო ბორელის განცხადებით, რომ არა ის მკაცრი შეზღუდვები, რომელიც ხელისუფლებამ დააწესა, გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა.

28 მარტი 2020, 21:45

COVID19

„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვი“ საკარანტინო ზონისთვის სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაეთმო

„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად სრული მომსახურების პაკეტით სახელმწიფოს საკარანტინე ზონისთვის უსასყიდლოდ გადაეცა. მათი ინფორმაციით, სასტუმრო-კომპლექსის მენეჯმენტი, „დრიმლენდ ოაზისის“ შესაბამისი მომსახურების სტანდარტით და სამჯერადი კვებით სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს უსასყიდლოდ უმასპინძლებს.

28 მარტი 2020, 21:43

COVID19

ამირან გამყრელიძე: მრევლი ეკლესიებში იცავს იმ წესს, რაც პატრიარქმა მოუწოდა

დღეს ერთ-ერთ ტაძართან ჩემი ახლობლები იყვნენ, გახარებულები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ვერ წარმოიდგენ, წესი როგორ არის დაცულიო. ეზოში ადგილები არის დანომრილი, ვინ სად უნდა იდგესო. ეს ადამიანები, მორწმუნე მრევლი იცავს იმას, რაც ეკლესიამ, პატრიარქმა მოუწოდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მარტი 2020, 21:23

COVID19

ამირან გამყრელიძე: იმ ადამიანებს, რომლებიც პაატა იმნაძეს აკრიტიკებდნენ, იცით, რომ მისი დაჭერა უნდოდათ?!

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანემა სწრაფ ტესტებზე დასმულ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა. გვჭირდება თუ არა სწრაფი ტესტები ამ ეტაპზე, ამ შეკითხვით მიმართეს ამირან გამყრელიძეს „ტვპირველის“ ეთერში.

28 მარტი 2020, 21:16

COVID19

ლევან დავითაშვილი: ჩვენ ვაკონტროლებთ მარაგებს და ფასებს, ბაზარზე წყვეტა არ იქნება.

მთავრობამ მართა პროცესი რომ არ იყო შეფერხება სურსათის მომარაგებაში. მაგრამ იყო რიგები და პანიკური მოთხოვნა. მოსახლეობამ დაინახა, რომ ჩვენი განცხადებები იყო ახლოს რეალობასთან და ახლა სავაჭრო ქსელებში რიგები აღარ არის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა“სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მარტი 2020, 21:12

COVID19

ამირან გამყრელიძე: პრეკრიტიკული ფაზიდან მალე კრიტიკულ ფაზაში შევალთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სთხოვს სიმპტომების შემთხვევაში ექიმს დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც ის გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა პაციენტის გადაყვანა საავადმყოფოში.

ამირან გამყრელიძე

28 მარტი 2020, 21:06

COVID19

ამირან გამყრელიძე: არ გვაქვს საქმე სახუმაროდ და სასეირნოდ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სახლში დარჩენისკენ და განმარტა, რომ ამაზე კარგი იარაღი არ არსებობს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ერთი კლასტერია, დამატებითი დეტალები კი ჯერ უცნობია, რადგან ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ეს 5 ადამიანი გუშინ დადასტურებული ერთი შემთხვევის კონტაქტია.

თამარ გაგოშიძე

28 მარტი 2020, 20:52

საზოგადოება

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე: მშობელი უნდა იყოს ბავშვის ემოციის კონტეინერი

ემოციურად მიუწვდომელია მშობელი. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. ის არ არის მთავარი, რომ 24 საათი იყოს ჩემ გვერდზე, შეიძლება ნახევარი საათი იყოს, მაგრამ იყოს ემოციურად მისაწვდომი... ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, რომ მშობელი უნდა იყოს ბავშვის ემოციის კონტეინერი. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გაიგოს და დაიტიოს მისი ემოცია, კი არ ჩაახშოს“.

ამირან გამყრელიძე

28 მარტი 2020, 20:50

COVID19

ამირან გამყრელიძე: უკვე ვფიქრობთ, რომ დაგორებული თოვლის გუნდასავით მიდის შემთხვევათა რაოდენობა

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ერთი კლასტერია, დამატებითი დეტალები კი ჯერ უცნობია, რადგან ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

ანა კასრაძე

28 მარტი 2020, 20:44

COVID19

ანა კასრაძე: კორონავიუსით ორი ადამიანის დაინფიცირების წყარო არ არის ცნობილი

ორი ადამიანის დაინფიცირების წყარო ცალსახად ამ ეტაპზე არ არის ცნიბილი. შესაძლოა საკარანტინო ზონა ან მოგზაურობა იყო წყარო. გამოვიკვლევთ, ვეცდებით, რომ გავიდეთ პირველწყაროზე., - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე რეაგირებისა და მზადყოფნის სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ ტელეკომპანია „იმდის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

თამარ გაგოშიძე

28 მარტი 2020, 20:22

საზოგადოება

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე: ჩვენ ვართ პოსტტრავმატული საზოგადოება

ახლა ისმის კითხვა, რატომ ვართ ჩვენ ცუდად? ჩვენ ვართ პოსტტრავმატული საზოგადოება. ის წლები, რაც ჩვენ გამოვიარეთ, უკვალოდ ვერ ჩაივლიდა“, - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „იმედის„ ეთერში, თამარ ცაგარეიშვილის საავტორო გადაცემაში ისაუბრა. მისი განმარტებით, იმის მიღება, რაც დღეს ხდება საჯარო სივრცეში, არის სრულიად მიუღებელი.

კორონავირუსი

28 მარტი 2020, 20:02

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 16 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 იმყოფება, კარანტინში - 4534. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

მარინა ეზუგბაია

28 მარტი 2020, 19:42

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსისგან მე-16 პაციენტი განიკურნა

ერთ პაციენტს განმეორებითი ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ის ჯანმრთელია, თუმცა კლინიკა არ დაუტოვებია. სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული. 15 ჩვენს კლინიკაში და ერთი საჩხერეში, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხანძარი

28 მარტი 2020, 19:28

რეგიონი

ბათუმის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. ცეცხლს 10 სახანძრო მანქანა და 50-მდე მეხანძრე მაშველი აქრობდა.

ამირან გამყრელიძე

28 მარტი 2020, 19:13

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების

საშიშროება სერიოზულია, მომავალი ერთი თვე იქნება ძალიან რთული, ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამ პერიოდის სირთულე ქვეყანაში უდიდეს დღესასწაულს უკავშირდება.

28 მარტი 2020, 19:00

COVID19

რუსეთი კორონავირუსის პრევენციისთვის საზღვრებს კეტავს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის საზღვრებზე გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამირან გამყრელიძე

28 მარტი 2020, 18:50

COVID19

ამირან გამყრელიძე: ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, შიდა გავრცელების პრეცედენტზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დადგენილი არ არის სამი შემთხვევის პირველწყარო.

გიორგი გახარია

28 მარტი 2020, 18:36

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც

დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოში გლობალური გამოწვევა. თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერის თქმით, დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც.

28 მარტი 2020, 18:22

COVID19

ბათუმის ინფექციურში კარანტინიდან გადაყვანილ 6 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით საკარანტინო ზონიდან გადაყვანილ 6 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. Imedinews-ს ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა.