imedi /  11 ივლისი 2019, 22:39 / სანდო წყარო

დუბაიში უცხოელ ტურისტებს ალკოჰოლის მოხმარებაზე 30-დღიან ლიცენზიას მისცემენ

ტურისტები დუბაიში

დუბაის ხელისუფლებამ უცხოელი ტურისტებისთვის ალკოჰოლის მოხმარებაზე 30-დღიანი უფასო ლიცენზიის გაცემა გადაწყვიტა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ლიცენზიის მიღება 21 წელს გადაცილებული არამუსლიმი ტურისტები შეძლებენ. დოკუმენტის მისაღებად ტურისტები საცალო სავაჭრო ქსელMMI-ის ნებისმიერ მაღაზიაში სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ.

ლიცენზიასთან ერთად ტურისტი ასევე მიიღებს დუბაიში ქცევის კოდექსს, რომელიც ხუთი პუნქტისგან შედგება. ამჟამად დუბაიში გაიცემა ორწლიანი ლიცენზია, რომლის მფლობელ ტურისტებსაც ალკოჰოლური სასმელეის შეძენა და მისი სახლში შენახვა შეუძლიათ.

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი

23 ივლისი 2019, 15:10

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. ჯონსონი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს და საქმიანობას 24 ივლისიდან შეუდგება.

ლაშა ჭელიძე ზურაბ ხორგუაშვილი, გიორგი ნემსაძე

23 ივლისი 2019, 14:52

სპორტი

„გორის დილას“ გიორგი ნემსაძე გაწვრთნის

გუნდის სპორტულმა დირექტორმა "დილის" უკვე ყოფილ უფროს მწვრთნელს გიორგი დეკანოსიძეს, რომელიც გუნდთან ბოლო 8 თვე იყო, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მწვრთნელს კი წარმატებები უსურვა. ნემსაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მთავარია გუნდი სარისკო ზონიდან გამოვიდეს და ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

ნინო ლომჯარია

23 ივლისი 2019, 14:45

საქართველო

ლომჯარიას აზრით, „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის მიერ აღსრულების მოთხოვნა კანონდარღვევა არ არის

კანონდარღვევა ვერ დავინახეთ იმაში, რომ რუსთავი2-ის ახალმა მესაკუთრემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ შეფასებასთან დაკავშირებით.

მამუკა ჭელიძე

23 ივლისი 2019, 14:11

ძალოვნები

პასუხისგებაში მისცეს კაცი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველმა ატვირთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა კაცი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქალაქო სასამართლო

23 ივლისი 2019, 13:49

ძალოვნები

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გუშინ 9 ნაფიცმა მსაჯულმა 3-ის წინააღმდეგ ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ყუფარაძე ნაფიცებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნეს. გამოძიება მას ორი ადამიანის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და შენახვას ედავებოდა.

არჩილ თალაკვაძე

23 ივლისი 2019, 13:31

საქართველო

თალაკვაძე: ჩემთვის უფრო მეტად შემაშფოთებელია ნიკა გვარამიას ნათქვამი, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იარაღი იყო

როდესაც შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც გვარამიამ თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან.

23 ივლისი 2019, 13:22

მსოფლიო

სამხრეთ კორეა რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

BBC სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა იაპონიის ზღვის თავზე, ტოკტოს (ტაკესიმას) კუნძულებთან მოხდა, რომელიც სეული საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა მასზე ტოკიოც დაობს. სეული აცხადებს, რომ რუსეთმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეასა და რუსეთს შორის ეს ასეთი სახის პირველი ინციდენტია.

გია ვოლსკი

23 ივლისი 2019, 13:06

საქართველო

გია ვოლსკი: ოქრუაშვილი მსოფლიო რევოლუციის გარდა ყველაფერში მონაწილეობდა

„რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური განცხადებებია და არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ ირონიით უნდა მივუდგეთ, რაც საზოგადოებაში ამ განცხადებებმა დაიმკვიდრა. სამართლებრივი ნაწილი მას გააჩნია და რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ასეთი თვითაღიარება და ლუსტრაციის მაგალითები ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ მოიპოვება”, - აცხადებს ვოლსკი.

23 ივლისი 2019, 12:21

საქართველო

იუსტიციის სახლის ფილიალებში ახალი სერვისი დაინერგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სერვისის დანერგვისთვის საჭირო ყველა პროცესი დასრულებულია და მომხმარებელს სერვისი შეუფერხებლად, იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით მიეწოდება. აღნიშნული ცნობა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია.

23 ივლისი 2019, 12:14

საქართველო

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი-2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 12:09

ძალოვნები

ოქრუაშვილი: გამოძიებას ვუთხარი, რომ პარლამენტში შესვლას ხელფასის ასაღებად ვაპირებდი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოკითხეს. ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან დაასახელა რამდენიმე შეკითხვა, რომელიც მისი თქმით, გამოკითხვის დროს დაუსვეს.

მამუკა ბახტაძე

23 ივლისი 2019, 12:06

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: 2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა

როგორც შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 11:53

საქართველო

თადუმაძე: მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა

ის ხიბლი, რაც მოსამართლეს გააჩნია გადაწყვეტილების მიღების დროს , ეს არის შინაგანი რწმენა, შესაბამისობაში იყოს გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ჩატარებულ პროცესის შედეგებზე“,-აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 11:40

საქართველო

თადუმაძე: რეიტინგების მიხედვით, პროკურატურა და სახალხო დამცველი ერთმანეთს უტოლდება

მენეჯერული გამოცდილებაზე საუბრისას უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ საგამოძიებო უწყებას საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

23 ივლისი 2019, 11:28

საქართველო

აშშ მიგრანტების დაჩქარებული წესით დეპორტაციას დაიწყებს

აშშ-ის მთავრობა მიგრანტების დეპორტაციას სასამართლოს გვერდის ავლით, დაჩქარებული წესით შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ახალი წესის თანახმად, მიგრანტებს, რომლებიც ვერ დაადასტურებენ, რომ ქვეყანაში 2 წელზე მეტხანს ცხოვრობენ, შესაძლოა ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწიოთ.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 11:05

ძალოვნები

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ოქრუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდა. საქმე ეხება ოცი ივნისის მოვლენებს და ძალადობის და ამბოხის მუხლით დაწყებულ გამოძიებას.

გიორგი დოინჯაშვილი

23 ივლისი 2019, 10:59

სპორტი

საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ტიტულოვანი ლიდერი ავტოავარიაში დაიღუპა

ავტოავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

გიორგი მასხულია

23 ივლისი 2019, 10:53

ძალოვნები

გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც Qartli.ge ავრცელებს ინფორმაციას, ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის. გუშინ საღამოსვე მასხულია და ადამაშვილი სამართლდამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 10:44

ძალოვნები

შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს პასუხობს

საბჭოს არამოსამართლე წევრები გენერალურ პროკურორთან ყურადღებას ამახვილებენ რეკომენდატორებზე, რომელთა ჩამონათვალში არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

23 ივლისი 2019, 10:17

მსოფლიო

ავსტრალიაში $140 მილიონის ღირებულების მეტანფეტამინი ამოიღეს

ნარკოტიკები იპოვეს ფურგონში, რომელიც სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, პოლიციის განყოფილების წინ, ავტოსადგომზე მდგომ პოლიციის მანქანას შეეჯახა. ფურგონის მძღოლმა ადგილიდან მიმავლა შეძლო, თუმცა სამართალდამცველებმა ინციდენტიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს. ნარკოტიკები მანქანის საბარგულში მუყაოს ყუთებში იყო მოთავსებული.