imedi /  12 ივლისი 2019, 16:45 / სანდო წყარო

პატრისია ორტეგა გარსია ესპანეთის პირველი ქალი გენერალი გახდა

პატრისია ორტეგა გარსია

პატრისია ორტეგა გარსია

ესპანეთის მინისტრთა საბჭომ პატრისია ორტეგა გარსიასთვის შეიარაღებული ძალების გენერლის წოდების მინიჭებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ისაბელ სელაამ განაცხადა.

ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. 55 წლის პატრისია შეიარაღებულ ძალებში 1988 წლიდან მსახურობს.

ესპანეთის სამეფომ შეიარაღებული ძალებში ქალების აყვანა 30 წლის წინ დაიწყო. ამჟამად ესპანეთის შეიარაღებულ ძალებში 15 ათასზე მეტი ქალია, რაც სამხედროების საერთო რაოდენობის 12,5%-ს შეადგენს.

ყველა სიახლე

27 იანვარი 2021, 16:47

საზოგადოება

GWP: თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება

თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კონტრაქტორი მძღოლები მზად არიან გააგრძელონ მუშაობა და შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

არჩილ თალკავაძე

27 იანვარი 2021, 16:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება ის, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ გათავისუფლდეს

დავით გარეჯის საქმე არ არის საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების დღის წესრიგში განიხილება. ამაზე კონსტიტუციასა და კანონის უზენაესობის პრონციპებთან შესაბამისი განცხადება გვქონდა და გვაქვს კიდეც. პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება ის, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 16:45

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გეამაყება, როდესაც ხედავ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ქართველი უძღვება და როდესაც ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეა - განსაკუთრებით

გეამაყება, როდესაც ხედავ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ქართველი უძღვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეა.

27 იანვარი 2021, 16:42

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტად ბელგიაში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების მეთაური მონსში, მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში (SHAPE) იმყოფებოდა, სადაც მას დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი მოუწყვეს.

მაია ბითაძე

27 იანვარი 2021, 16:33

საზოგადოება

მაია ბითაძე: დედაქალაქისთვის დამატებით ავტობუსების შესყიდვა უმნიშვნელოვანესია ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგების კუთხით

დედაქალაქისთვის დამატებით 180 ერთეული რვა მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა უმნიშვნელოვანესია ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგების კუთხით და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალაქი საცობებისგან გათავისუფლდეს და ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე დავიდეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ამ პროცესის თანმდევია ავტობუსისთვის ცალკე გამოყოფილი ზოლების მოწესრიგება, რაც ავტობუსების შესყიდვასთან ერთად სრულად გადაჭრის დედაქალაქში სატრანსპორტო სისტემის პრობლემებს.

27 იანვარი 2021, 16:29

საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგის მიზნით გამართულ კომიტეტის სხდომას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგის მიზნით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

27 იანვარი 2021, 16:28

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღეზე: ვადასტურებთ ერთგულებას, წინ აღვუდგეთ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ნებისმიერი სხვა ფორმის შეუწყნარებლობას

„27 იანვარი საბჭოთა ჯარის მიერ 1945 წელს ოსვენციმი-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების წლისთავია. ეს თარიღი აღნიშნავს ნაცისტური რეჟიმისა და კოლაბორაციონისტების მიერ ჩადენილ გენოციდს, რამაც ჩვიდმეტი მილიონი ადამიანის, მათ შორის ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი გამოიწვია“, - წერია საელჩოს Facebook-გვერდზე.

ნათია თურნავა

27 იანვარი 2021, 16:08

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვაჭრობა ის სფეროა, რომელიც ყველაზე სწრაფად აღდგება

საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბარი არაა. შეგახსენებთ, რომ ვაჭრობა არის ის სფერო, რომელიც ყველაზე სწრაფად აღდგება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

27 იანვარი 2021, 16:01

COVID19

ამირან გამყრელიძე: იანვარში კორონავირუსზე დადებითობის მაჩვენებელი 8.5 %-ია, მაშინ როცა დეკემბრის დასაწყისში, დაახლოებით, 25-30% იყო

დადებითობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მგრძნობიარე ინდიკატორი, მასთან ერთად, არის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ანუ ინცინდენტობა 100 000 მოსახლეზე ბოლო 14 დღის განმავლობაში, ასევე, მნიშვნელოვანია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში, საწოლფონდში თავისუფალი ადგილების რაოდენობა, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობა, ანუ მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ასევე რესპირატორებზე, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2021, 15:57

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება

დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Twitter-ზე წერს.

27 იანვარი 2021, 15:53

ეკონომიკა

„გალერია თბილისის“ დირექტორი: კარგია, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და როგორც იქნება გაუმჯობესება, იმის მიხედვით მოიხსნება შეზღუდვები

„დანარჩენი ყველაფერი ისედაც ვიცოდით, რომ იქნებოდა შეზღუდვები. გვქონდა ინფორმაცია შაბათ-კვირის შეზღუდვებზე, ასევე გადაადგილების შეზღუდვაზე. უბრალოდ კარგი ის იყო, რომ გადახედვა მოხდება ამ ყველაფრის კვირაში, 2 კვირაში ერთხელ და იმის მიხედვით, თუ გაუმჯობესდება მდგომარეობა მოიხსნება შეზღუდვები ეტაპობრივად. „გალერია თბილისი“ არის ცენტრალური მოლი, ამ შემთხვევაში ჩვენთან გადანაწილებულია თითქმის იდენტურად ყოველდღიური ნავაჭრი, რა თქმა უნდა, ის ორი დღე დაგვაკლდება, მაგრამ გადანაწილდება დანარჩენ დღეებზე, ნაწილობრივ მაინც“, - განაცხადა ნიკოლოზ ცინცაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

27 იანვარი 2021, 15:46

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დღეს იქ დადებითობის მაჩვენებელი 3%-ზე ნაკლებია

ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

27 იანვარი 2021, 15:44

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ ბერძენიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა. შიდა ქართლში ის ძალოვან უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ჯერ უცნობია თუ სად განაგრძობს ბერძენიშვილი მუშაობას. ამასთან, ასევე უცნობია მისი ამ თანამდებობაზე შემცვლელის ვინაობა.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 15:41

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით, ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ

ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მენეჯმენტთან მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ობიექტებმა პირველი თებერვლიდან ისე, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.

ლევან ყარალაშვილი

27 იანვარი 2021, 15:35

ეკონომიკა

„თბილისი ცენტრალის“ დირექტორი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს

დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები, - ამის შესახებ თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა, მტავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

27 იანვარი 2021, 15:33

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი კობახიძე უძღვება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან სხდომას, სადაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი განიხილება

„ეს არის მნიშვნელოვანი სხდომა, პრაქტიკულად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც დღეს განიხილება ევროპის საბჭოში და შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ სხდომაზეც წარვადგინოთ ჩვენი პოზიციები“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ლევან ხაბეიშვილი

27 იანვარი 2021, 15:32

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების გაგრძელებას საპარლამენტო მანდატები არ სჭირდება

„საპარლამენტო მანდატები არ სჭირდება იმას, რომ მოლაპარაკება გაგრძელდეს და მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს ერთადერთ რამეზე - ვადამდელ, რიგგარეშე არჩევნებზე. ამას არც ხაბეიშვილის, პირობითად არც მელიასა და დეკანოიძის მანდატი არ სჭირდება, ამას სჭირდება ხელისუფლების მზაობა, რომელსაც ძალაუფლება მიტაცებული აქვს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ირანი საქართველო

27 იანვარი 2021, 15:31

საზოგადოება

ირანში საქართველოს საკონსულო ქვეყნის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ირანში საქართველოს საკონსულო ქვეყნის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 15:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: ამ რაღაც გაურკვეველი მესიჯების ფრქვევას სჯობს, პარლამენტში შევიდნენ და ქვეყანას ემსახურონ

„ჩვენ შეგვიძლია, მოვისმინოთ ძალიან ბევრი შეფასება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. მაგრამ რეალობა არის ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა; მათი გადაწყვეტილებით, როგორ წარმოუდგენიათ და ვინ უნდათ, ნახონ ამ პარლამენტში, ისე გადანაწილდა, რომ „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია უმრავლესობით. შემდეგ არის სხვა პარტიები, რაც მნიშვნელოვანია პარტიული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და ეს მისასალმებელია. შესაბამისად, ამ რაღაც გაურკვეველი მესიჯების ფრქვევას ჯობია, პარლამენტში შევიდნენ და ემსახურონ ქვეყნას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

კახა კუჭავა

27 იანვარი 2021, 15:13

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძე გამორჩეული პროფესიონალია და არაა გასაკვირი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის წაყვანა სწორედ მას შესთავაზეს

ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა, შემოთავაზება გაკეთდა ირაკლი კობახიძეზე - ის გამორჩეული პროფესიონალია, მას ძალიან კარგად იცნობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და არავისთვის არ იყო გასაკვირი, რომ დღეს ირაკლი კობახიძეს შეთავაზეს სხდომის წაყვანა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.