Imedi /  14 ივლისი 2019, 19:55 / სანდო წყარო

ირანი აშშ-სთან მოლაპარაკების პირობას ასახელებს

ჰასან როუჰანი

ჰასან როუჰანი

ირანი მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, თუ შეერთებული შტატები სანქციებზე უარს იტყვის და 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება. 

ამ შინაარსის განცხადება ირანის პრეზიდენტმა ტელევიზიით მიმართვისას გააკეთა. 

„მოლაპარაკებებზე ყოველთვის ვფიქრობთ, თუ ისინი სანქციებს გააუქმებენ, დაასრულებენ ზეწოლას და დაუბრუნდებიან შეთანხმებას. ასეთ შემთხვევაში, მზად ვართ, დღესვე ვესაუბროთ ამერიკას“, - განაცხადა ჰასან როუჰანმა.

24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.

ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აშშ-მა 2018 წლის 5 ნოემბერს აამოქმედა. სანქციათა სია მას შემდეგ არაერთხელ გაფართოვდა. შეზღუდვები შეეხო ენერგეტიკის, გადაზიდვის, გემთმშენებლობისა და სხვა არაერთ სექტორს. მაშინ პრეზიდენტი   ტრამპი ამბობდა, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანს ახალი მოლაპარაკებების დასრულებისკენ აიძულებდა. 

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.

რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის, ამის შესახებ ვრცელი სტატია ამ ბმულზე  წაიკითხეთ.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2020, 15:06

საზოგადოება

17 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და ელექტრონულ პორტალზე.

14 აგვისტო 2020, 14:58

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რომელსაც მთავრობის წევრები და საქართველოს პრეზიდენტი დაესწრებიან.

მოთამაშეთა განვითარების ლიგა

14 აგვისტო 2020, 14:58

სპორტი

ახალ ოლიმპიურ სასახლეში 17 აგვისტოს კალათბურთში მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება

ახალ ოლიმპიურ სასახლეში 17 აგვისტოს კალათბურთში მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება. კალათბურთის ფედერაციის ახალი პროექტი წელს პირველად იმართება და ტრადიციული გახდება. მოთამაშეთა განვითარების ლიგის მიზანი კალათბურთელებისა და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენისა და კლუბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაა.

ეკატერინე დგებუაძე

14 აგვისტო 2020, 14:45

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძის თქმით, სკოლები უზრუნველყოფილი იქნებიან პირბადეებით

„სკოლები უზრუნველყოფილი იქნებიან პირბადეებით, საჭიროების შემთხვევაში სკოლაც ვალდებული იქნება (ამის მარაგი ექნება) ნებისმიერი პირი, რომელიც სკოლაში შევა, მათ შორის მოსწავლეები, (თუ სურვილი ექნებათ, რომ პირბადე გაიკეთონ), პირბადით უზრუნველყოს. ამას განათლების სამინისტრო მხარს უჭერს და ეხმარება აღჭურვოს სკოლები პირბადით“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

14 აგვისტო 2020, 14:42

სამართალი

დააკავეს 3 პირი, რომელთაც ბანკიდან 193 000 ლარი მოტყუებით გაიტანეს

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულების მიერ ბანკიდან მოტყუებით მიღებული და დაუფლებული თანხის ოდენობა 193 300 ლარია.

14 აგვისტო 2020, 14:37

COVID19

ყაზბეგის მერის თქმით, რეგიონში ვითარება კონტროლირებადია, თუმცა არ გამორიცხავს რომ ინფიცირებულთა წრე გაიზარდოს

ყაზბეგის მერის თქმით, რეგიონში ვითარება კონტროლირებადია, თუმცა არ გამორიცხავს რომ ინფიცირებულთა წრე გაიზარდოს. როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი აღნიშნავს, დაბა სტეფანწმინდაში კორონავირუსზე სინჯების აღება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს, თუმცა მისივე თქმით, ინფიცირების წყაროების ლოკალიზება შესაძლებელია. „დადასტურებულია კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა. აქედან ოთხი სოფელ გარბანიდანაა, ხუთი კი სტეფანწმინდიდან. ყველა მათგანი საბაჟოს თანამშრომლების კონტაქტები არიან და ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ყველა კონტაქტი მოძიებულია და თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, - აცხადებს ალექსანდრე ზაგაშვილი.

ანგელა მერკელი

14 აგვისტო 2020, 14:33

მსოფლიო

ანგელა მერკელი ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას მტკიცედ გმობს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მტკიცედ დაგმო ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული ძალადობა და ბელარუსის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 14:25

ტექნოლოგიები

კომპანია Epic Games-მა Apple-ს სასამართლოში უჩივლა

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ სარჩელით მათ სურთ Apple-ის „უსამართლო და ანტიკიკონკურენტული ქმედებები“ დაასრულონ. Epic Games-ი მიიჩნევს, რომ ამერიკულმა კომპანიამ მონოპოლია შექმნა და 2 ბაზარზე დომინანტური მდგომარეობით სარგებლობს.

ღასან ხალილი

14 აგვისტო 2020, 14:24

საზოგადოება

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას დადებითად აფასებს

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება 15 სექტემბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.

14 აგვისტო 2020, 14:19

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 105 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 60 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 262 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 224 876 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 105 463 ადამიანი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 14:15

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10-კვირიანი კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს.

14 აგვისტო 2020, 14:08

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით 1449 ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1449 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 221 413-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 225 პაციენტი გარდაიცვალა, 200 800 კი გამოჯანმრთელდა.

ნინო ლომჯარია

14 აგვისტო 2020, 13:54

სამართალი

ომბუდსმენის შეფასებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება დაუსაბუთებელია

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.

14 აგვისტო 2020, 13:53

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 5000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 065 შემთხვევა გამოვლინდა, 114 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 912 823 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 15 498 ადამიანი, 722 964-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

თორნიკე რიჟვაძე

14 აგვისტო 2020, 13:47

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე: ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის-მენეჯერები იკვლევენ?

ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის- მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ? აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის წარმოდგენაში არ არიან“, - განაცხადა რიჟვაძემ და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას არ ენდობა.

14 აგვისტო 2020, 13:47

საზოგადოება

19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება.

მიხეილ რამიშვილი

14 აგვისტო 2020, 13:31

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: საქმით ჩანს, რომ გამოძიება მუშაობს თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაზე და არა - მკვლელობის

„კითხვა იქნება მრავალი. მოთხოვნებს არ დავაკონკრეტებ. არსებული გარემო აბსოლუტურად მიუღებელია. მე აქ ბრალდებულის ინტერესებს არ ვიცავ, მე ვიცავ დაზარალებული ინტერესებს და ეს გარემო და ფონი, ფსიქოლოგიურად, ცოტა, მიუღებელია. ვერსიებზე მუშაობენ, მაგრამ საქმით საპირისპირო მტკიცდება. ისინი სამივე ვერსიაზე მუშაობენ, მაგრამ, ჩემთვის, როგორც მხარისთვის, ამ შემთხვევაში, დაზარალებულის მხარისთვის, საქმით, მუშაობენ თვითმკვლელობაზე და არა -მკვლელობაზე“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

14 აგვისტო 2020, 13:30

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს.

14 აგვისტო 2020, 13:29

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 1723 შემთხვევაში დადასტურდა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. საერთო ჯამში, უკრაინაში COVID-19-ით 87 872 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2011-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 46 797 პაციენტი.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

14 აგვისტო 2020, 13:22

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსებს აღარასოდეს მოუნდებათ ამ ხელისუფლებასთან თანაცხოვრება

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს. სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, იმ უბნესი, სადაც კომისიამ ხმები სწორად დათვალა, მან ამომრჩეველთა ხმების 60-70% მიიღო.