imedi /  19 ივლისი 2019, 00:00 / სანდო წყარო

ამერიკულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონი ჩამოაგდო

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა ჰორმუზის სრუტეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ირანული დრონი ამერიკულ გემს 900 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და გემისა და მისი ეკიპაჟისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

20 ივნისს დონალდ ტრაპმა ირანზე საპასუხო სამხედრო თავდასხმა გადაიფიქრა. თავიდან მან ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა, თუმცა პროცესი საწყის ეტაპზევე შეაჩერა. ეს ნაბიჯი ირანის მიერ ამერიკული დრონის ჩამოგდების საპასუხოდ უნდა გადადგმულიყო.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრისთვის აშშ-ის უპილოტო მფრინავი აპარატი - დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით დრონის ჩამოგდების ფაქტი ამერიკულმა მხარემაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მფრინავი აპარატი ირანის საჰაერო სივრცეში არ შეჭრილა. მომხდარმა აშშ-სა და ირანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.

რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის, ამის შესახებ ვრცელი სტატია ამ ბმულზე  წაიკითხეთ.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 21:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუკი იქნება რაიმე გადაცდომა და ქვეყანაში არეულობის შემოტანის სურვილი, ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება

31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ნაციონალური მოძრაობა აპირებს გამართოს აქცია. ყველა მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, რა თქმა უნდა, აქვს იმის შესაძლებლობაც, რომ სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი შეხედულება, მათ შორის, მოაწყოს მიტინგები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონის დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, თუკი იქნება ქვეყანაში არეულობის შემოტანის სურვილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი მხრიდან ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 20:56

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 24 991 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 991 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 205 ადამიანი გარდაიცვალა.

ზაალ უდუმაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 20:39

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: რუსთაველის გამზირზე შეკრებას საღამოს 20:00 საათის შემდეგ ვგეგმავთ, მას მერე, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება

მართლა შესულია ჩვენი სახლით განაცხადი მერიაში, 31 ოქტომბერს აქციის გამართვაზე, ოღონდ ჩვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12:00 საათიდან, არამედ საღამოს 20:00 საათის შემდეგ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე 20:00 საათის შემდეგ შეიკრიბებიან, მას მერე, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება.

კრისტიან კოულმენი

28 ოქტომბერი 2020, 20:30

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონი მძლეოსანი კრისტიან კოულმენი 2 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

მსოფლიო ჩემპიონი მძლეოსანი კრისტიან კოულმენი 2 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რის გამოც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ გამოვა. 100 მეტრზე სირბილში საუკეთესო სპორტსმენი საერთაშორისო ფედერაციამ სამი დოპინგ კონტროლის გაცდენისთვის დასაჯა. ამერიკელი სპრინტერი ამტკიცებდა, რომ დოპინგსაწინააღმდეგო კონტროლის ოფიციალური პირები დადგენილი პროცედურების შესაბამისად არ მოქმედებდნენ. წესდების თანახმად, სპორტსმენს დისკვალიფიკაცია იმ შემთხვევაში ელის, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, 12 თვეში სამ ტესტს ჩააგდებს. კოულმენის დისკვალიფიკაციას ვადა 2022 წლის 13 მაისს გასდის.

28 ოქტომბერი 2020, 20:19

რეგიონი

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

28 ოქტომბერი 2020, 20:12

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის გამოკითხულთა 56% არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს

კითხვაზე დღეს რომ ტარდებოდეს საპარალემენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:„ქართული ოცნება“ 56%, „ნაციონალური მოძრაობა“ 19,9%, „პატრიოტთა ალიანსი“ 4,6%, „ახალი საქართველო“ 4,5%, „ევროპული საქართველო“ 4,3%, „ლელო“ 3,9%, „გირჩი“ 3,0%, „ლეიბორისტული პარტია“ 2,2%

28 ოქტომბერი 2020, 20:10

სპორტი

ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაუქმდა

ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაუქმდა. ტურნირი 2021 წლის იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა ევროპის ხელბურთის ფედერაციამ პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების გამო მისი ჩატარება შეუძლებლად მიიჩნია. რაც შეეხება ჭაბუკთა შორის კონტინენტის პირველობას, მისი გაუქმებაც განიხილებოდა, მაგრამ 2000 წელს დაბადებული ხელბურთელების უმეტესობისგან განსხვავებით, ჭაბუკი ხელბურთელები პროფესიონალურ კლუბებში თითქმის არ თამაშობენ და სანაკრებო შეჯიბრის გაუქმების შემთხვევაში ისინი ორი სეზონით საერთაშორისო პრაქტიკის გარეშე დარჩებოდნენ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით და ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი აგვისტოსთვის გადაიდო.

28 ოქტომბერი 2020, 20:03

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

თამარ ჟვანიამ ადმინისტრაციას დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების დაცვის მნიშვნელობა.

28 ოქტომბერი 2020, 20:00

რეგიონი

ჭიათურაში საბაგირო გზების 2 მიმართულების მონტაჟი და ტესტირება დასრულდა

ჭიათურაში საბაგირო გზების 4-დან 2 მიმართულების მონტაჟი და ტესტირება დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი და საბაგიროს გზის ორი მიმართულების - ლეჟუბანისა და სანატორიუმის ტესტირება.

28 ოქტომბერი 2020, 19:52

სპორტი

მსოფლიო რაგბის განახლებული რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა მე-14 პოზიცია შეინარჩუნა

საფრანგეთის ნაკრებმა შეძლო 1.04 სარეიტინგო ქულის გამომუშავება, რითაც 83.77 ქულას დააგროვა, ავსტრალიას გადაუსწრო და ერთი პოზიციით წინ, მეხუთე ადგილზე წაიწია. თავის მხრივ, უელსს 1.04 ქულა ჩამოაკლდა და 81.61 ქულა დარჩა, მაგრამ მეშვიდე ადგილი არ დაუკარგავს.

28 ოქტომბერი 2020, 19:48

რეგიონი

ქუთაისში ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა

ქუთაისში ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ქუთაისში აქცია 29 ოქტომბერს 17:00 საათზე დაიწყება.

28 ოქტომბერი 2020, 19:32

COVID19

ჯანდაცვის სამინისტრო ლაგოდეხის კლინიკაში 71 წლის კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„71 წლის მამაკაცს, გარდა კოვიდ-19-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 ოქტომბერი 2020, 19:32

COVID19

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

28 ოქტომბერი 2020, 19:31

რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა. imedinews- ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საბურავი მოულოდნელად გასკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მჯდომი ერთი მგზავრი, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია . მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბექა დავითულიანი

28 ოქტომბერი 2020, 19:26

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ვანო მერაბიშვილს თანაგუნდელები ეძახდნენ ხერხემალს, ორგანიზმი კი ხერხემლისგან ვერ თავისუფლდება, ან როცა თავისუფლდება კვდება

ვანო მერაბიშვილს ეძახდნენ ხერხემალს. საერთოდ ორგანიზმი ხერხემლისგან ვერ თავისუფლდება ან როცა თავისუფლდება კვდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. „ვანო მერაბიშვილის დისტანცირებას, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, ყველა მისი ყოფილი პარტნიორი ცდილობდა. ჩვენ კარგად გვახსოვს, 2012 წლამდე ვანო მერაბიშვილს ეძახდნენ ხერხემალს. საერთოდ ორგანიზმი ხერხემლისგან ვერ თავისუფლდება ან როცა თავისუფლდება კვდება. ეს მათი ხერხემალი ჯერჯერობით ვერ გამიჯნეს და ეს მიზნად არც ჰქონიათ რეალურად. ვანო მერაბიშვილი, დღეს არსებული ინფორმაციით, ხელმძღვანელობს კულუარულ ე.წ. რევოლუციურ შტაბს, რომელიც, ჩვენს ხელთ არებული

ენტონი ფაუჩი

28 ოქტომბერი 2020, 19:18

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მომავალი წლის ბოლომდე ან შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ შევძლებთ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განაცხადებით, აშშ-ში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე ან შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ მოხერხდება.

კახა კალაძე
გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 19:08

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვერდით უდგას თბილისს ყველა პროექტის განხორციელებისას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ნაძალადევის რაიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ მიხელ ყაველაშვილის მხარდასაჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბექა დავითულიანი

28 ოქტომბერი 2020, 19:00

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი IPM-ის კვლევაზე: ეს ისეთ სფეროში შესვლაა, სადაც კვლევითი ორგანიზაციები არ შედიან, მითუმეტეს პოლიტიკური დაკვეთით

საერთოდ, როდესაც არჩევნების მოგების იმედი არ გაქვს და არეულობა მცდელობა არის ერთადერთი გზა, მათი აზრით, ხელისუფლებაში მობრუნების, თუმცა ეს ასე არ არის, აქ ძალიან ლოგიკური განვითარებაა არჩევნების წინ ის კითხვა, რაც ipm-ის კვლევაში იყო წარმოთქმული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის ოცეულის წევრმა, ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა

ირაკლი მეზურნიშვილი

28 ოქტომბერი 2020, 18:57

რეგიონი

კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა 4-წლიანი მუშაობა შეაჯამა

კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა 4-წლიანი მუშაობა შეაჯამა. ირაკლი მეზურნიშვილი მოსახლეობას ახლადრეაბილიტირებულ ციხე-გალავანის ტერიტორიაზე შეხვდა და მისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მაიკ პომპეო

28 ოქტომბერი 2020, 18:51

მსოფლიო

მაიკ პომპეო: მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ვიტალი შკლიაროვი თავის ოჯახს შეუერთდა და აშშ-ში უსაფრთხოდ დაბრუნდა

პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი აშშ-ში დაბრუნდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.