imedi /  19 ივლისი 2019, 08:47 / სანდო წყარო

ტრამპი: თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი გადაწყვეტილი არაა

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ამ ეტაპზე თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი გადაწყვეტილი არაა, - Aljazeera-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"რთული სიტუციაა. ვაკვირდებით და ვმუშაობთ ამ საკითხზე. ვნახოთ რა იქნება", - უთხრა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამანადგურებელ F-35-ს თურქეთს აღარ მიჰყიდის. ოფიციალური ანკარისთვის ამ შეზღუდვის დაწესების მიზეზი გახდა ის, რომ თურქეთმა რუსეთისგან  საზენიტო-სარაკეტო სისტემა შეიძინა.

რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის S-400-ის პირველი პარტია უკვე თურქეთშია. შეიარაღების პირველი კომპონენტები ანკარასთან მდებარე ავიაბაზაზე ჩაიტანეს.

ივნისის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა და დრო ივლისის ბოლომდე მისცა, რომ არჩევანი ამერიკულ გამანადგურებელ F-35-სა და რუსულ S-400 ტიპის კომპლექსს შორის გაეკეთებინა. 

F-35 მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომელზეც მუშაობა 1990-იან წლებში დაიწყეს. ის არაერთხელ გაუკრიტიკებიათ სიძვირის გამო. S-400 კი რუსეთის მიერ შექმნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელზეც თურქეთს ხელი მიუწვდება. 

პრეზიდენტმა ერდოღანმა ვაშინგტონის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის თურქეთისთვის მოწოდება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემას არ უქმნის.

ყველა სიახლე

ავიარეისი

10 აპრილი 2020, 15:36

COVID19

თბილისი-ლარნაკას სპეცრეისით საქართველოში მოქალაქეები დაბრუნდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში თვიმფრინავი დაეშვა, რომელმაც სპეცრეისით საბერძნეთიდან, იქ დარჩენილი მოქალაქეები ჩამოიყვანა. რეისი თბილისი-ლარნაკას მიმართულებით შესრულდა. მგაზვრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14 დღიანი კარანტინს დაექვემდებარებიან.

10 აპრილი 2020, 15:32

COVID19

BBC: ნიუ-იორკში სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაცვლილებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს. როგორც BBC იუწყება, გარდაცვლილები სავარაუდოდ, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი. დრონით გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ მარხავენ სპეციალურად ჩაცმული ადამიანები გვამებს დიდ ორმოში. კადრები Hart Island-შია გადაღებული. სავარაუდოდ ასე იმ ადამიანებს კრძალავენ, ვისაც არავინ მიაკითხა. უკანასკნელი მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით ყველა ქვეყანაში მეტი ადამიანია ინფიცირებული. ნიუ იორკში დაახლოებით 162,000 ადამიანია კოვიდინფიცირებული, აქედან 7,067 ადამიანი გარდაიცვალა.

10 აპრილი 2020, 15:27

საზოგადოება

კახა კალაძე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ორგანიზებით მიმდინარე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების აქციას გაეცნო. 300-ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები საკრებულოს კომპანია „გრინლაიფმა“ (150 ნობათი), კომპანია „სოლო დეველოპმენტმა“ (100 ნობათი) და აუდიტის სამსახურმა (60 ნობათი) გადასცეს.

10 აპრილი 2020, 15:18

ეკონომიკა

გამოკითხულ მეწარმეთა 52% აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გახდა თანამშრომლები დაეთხოვა

კვლევა მოიცავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 25-30 მარტის ჩათვლით, კერძო სექტორზე ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვების დაწესებამდე პერიოდს. შეზღუდვების დაწესების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული კვლევის ჩატარებას პალატა უახლოეს მომავალში გეგმავს. როგორც სავაჭრო პალატის ცნობით, კვლევის საკითხები თანამშრომელთა სამუშაო ადგილებიდან დათხოვნას და არსებულ პირობებს, გამოწვევებსა და ხელშეწყობის მექანიზმებს შეეხო.

10 აპრილი 2020, 15:07

COVID19

ესპანეთში 24 მარტიდან პირველად კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში 24 მარტიდან პირველად კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 605 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 843 ადამიანს შეადგენს, ხოლო 157 022 ადამიანი დაინფიცირდა.

დიმიტრი ხუნდაძე

10 აპრილი 2020, 15:07

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას გაეცნო

პაციენტის მომართვიანობს შემთხვევაში მინდა სწორად შევაფასოთ, რამდენად არის კლინიკების რესურსი საკმარისი, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს გაუცხადა. დიმიტრი ხუნდაძე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსებს შეხვდა და აჭარაში არსებულ ვითარებას გაეცნო.

10 აპრილი 2020, 14:53

ეკონომიკა

„ლიბერთი“ პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს თანხის განაღდების ახალ სერვისს სთავაზობს

„ლიბერთი“ პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს თანხის განაღდების ახალ სერვისს სთავაზობს. „ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ლიბერთის მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტი სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელებში: „ავერსი“, „ფარმადეპო“ და „პსპ“. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ. კერძოდ, მომხმარებელს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას, ნებისმიერი აფთიაქის სალაროდან 50-ლარამდე ოდენობით ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

გიორგი გახარია

10 აპრილი 2020, 14:47

COVID19

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, 112-ზე იზრდება ზარების რაოდენობა, რომელთა გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმთან ხორციელდება.

თეა წულუკიანი

10 აპრილი 2020, 14:47

COVID19

თეა წულუკიანი: მიმდინარე კვირის ბოლოს, იუსტიციის სამინისტროში საჯარო სერვისები სრულად იქნება აღდგენილი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს, იუსტიციის სამინისტროში საჯარო სერვისები სრულად იქნება აღდგენილი. - ამის შესახებ მან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან გოფოძე

10 აპრილი 2020, 14:45

COVID19

ლევან გოფოძე: კორონავირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია ექიმთან დაგვიანებული მიმართვით

მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მაშინვე, ჯერ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან გქონდეთ კომუნიკაცია და შემდეგ უკვე თუ საჭირო გახდება მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე გვაქვს საშუალება იმის, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მიივე თქმით, მათთან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ არის.

პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 14:39

COVID19

პაატა იმნაძე: ლუგარის ცენტრი თავისი მოდელით ვაქცინაზე სამუშაოდ არ არის გათვლილი

ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ამას პირველ რიგში სჭირდება გარკვეული ტიპის ვივარიუმი, ანუ ცდები ცხოველებზე უნდა ჩატარდეს.

10 აპრილი 2020, 14:33

COVID19

აშშ-ში დღიურად კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კიბოთი ან გულის დაავადებით

აშშ-ში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადებით. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ აშშ-ში დღიურად კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კიბოთი ან გულის დაავადებით.

ლევან გოფოძე

10 აპრილი 2020, 14:32

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ კიდევ ერთი პაციენტი დაგვემატა. გარდა ამისა გვყავს ორი საეჭვო პაციენტი, რომლთაც დღეს ტესტირება უტარდებათ და ვნახოთ. ეპიდანამნეზი ისეთი აქვთ, რომ შესაძლოა კორონავირუსი მათაც დაუდასტურდეს. თუმცა, სანამ არ გვექნება დადასტურებული ანალიზის პასუხი, ვერაფერს ვერ ვიტყვით“, - განაცხადა გოფოძემ.

თეა წულუკიანი

10 აპრილი 2020, 14:32

COVID19

თეა წულუკიანი: 1 კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი

ერთი კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი, იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც ჩვენ დავაწესეთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავა

10 აპრილი 2020, 14:27

ეკონომიკა

საპენსიო სააგენტოს დირექტორს კორონავირუსის პანდემიის გადავლის შემდეგ შეარჩევენ

საპენსიო სააგენტოს დირექტორს კორონავირუსის პანდემიის გადავლის შემდეგ შეარჩევენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა გასაუბრების ახლა ჩატარებას მიზანშეწონილად არ თვლის. „საპენსიო სააგენტო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სრულყოფილად ახორციელებს თავის ფუნქციებს.

ნათია თურნავა

10 აპრილი 2020, 14:24

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დღეის მონაცემებით 122 საწარმოა შემოწმებული

„საწარმოების ინსპექტირება მიმდინარეობს გეგმაზომიერად. შემოწმებული საწარმოების დიდი ნაწილი ის სისტემური, მსხვილი საწარმოებია, რომლებიც არ გაჩერებულა და აგრძელებენ მუშაობას. ამ ნაწილში ჩვენ დიდი შენიშვნები არ გვაქვს, რადგან მათ სწრაფად შეძლეს ახალ პირობებზე მორგება, ადაპტირება და უსაფრთხოების წესების დაცვა სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თეა წულუკიანი

10 აპრილი 2020, 14:16

სამართალი

თეა წულუკიანი: როგორც უწყების ხელმძღვანელს მინდა, რომ ბევრი პატიმარი ძალიან მალე წავიდეს სახლში, მაგრამ შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის

როგორც უწყების ხელმძღვანელს, შეიძლება მინდოდეს, რომ ბევრი პატიმარი ძალიან მალე წავიდეს სახლში, მაგრამ შეწყალების უფლება პრეზიდენტს აქვს და ჩვენი ვალია მას მადლობა ვუთხრათ, როდესაც საქმე არის სამადლობელი და არ ვუსაყვედუროთ მას, რატომ 9 და არა 19, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალთა საპატიმროში სიმშვიდეა.

დავით ბაქრაძე

10 აპრილი 2020, 14:15

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში

„აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში საქართველოსთვის დახმარების გაწევის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერშეტევებს - ამის შესახებ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე „real clear world“-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

დავით ბაქრაძე

10 აპრილი 2020, 14:12

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და იდეალებისადმი ურყევია

„საქართველო მადლობელია პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან პომპეოს პირდაპირი განცხადებებისთვის, ასევე კონგრესის მხრიდან მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოუცხადა 2019 წლის ოქტომბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტს“, - ნათქვამია შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის წერილში, რომელსაც „real clear world“ აქვეყნებს. ელჩის თქმით, ამ კანონპროექტში, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება, გაჟღერებულია მოწოდება აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისკენ რუსეთის კიბერსაფრთხეებთან საბრძოლველად და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „აღიარებულია საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი“.

პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 14:12

COVID19

პაატა იმნაძე: ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება მუშაობის დროს არ მომხდარა

ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება მუშაობის დროს არ მომხდარა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, მათი დაინფიცირება კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში მოხდა.